სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

გულშემატკივრის გამოკითხვა ico
სიახლეების კალენდარი ico
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
        01 02 03
04 05 06 07 08 09 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30  

ფეხბურთი: კრიშტიანუ რონალდუ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია!

თარიღი: 2015 იანვარი 13


კრიშტიანუ რონალდუმ ზედიზედ მეორედ მოიგო ფიფას „ოქროს ბურთი“!

მადრიდის „რეალის" და პორტუგალიის ნაკრების ვარსკვლავი კრიშტიანუ რონალდუ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია! სამეფო კლუბის ლიდერმა ეს ტიტული ზედიზედ მეორედ მოიგო, კარიერაში კი მესამედ.

შვეიცარიის ქალაქ ციურიხში, კონგრესჰაუსში გამართულ ფიფას გალა-დაჯილდოებაზე პორტუგალიელმა არგენტინელ ლეო მესის და გერმანელ მანუელ ნოიერს აჯობა. გამოკითხვაში 181 ნაკრების მთავარი მწვრთნელი, 182 კაპიტანი და 181 ჟურნალისტი მონაწილეობდა. რონალდუმ ხმათა 37,66% მოაგროვა, ლეო მესიმ - 15,76%, ხოლო მანუელ ნოიერმა 15,72%.

2014 წელი რონალდუსთვის განსაკუთრებით წარმატებული გამოდგა: „რეალთან" ერთად ჩემპიონთა ლიგა, ევროპის სუპერთასი და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი მოიგო, ამას გარდა ზედიზედ მეორედ მოიპოვა ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო გოლეადორის ტიტული, მეორედ გახდა ესპანეთის პირველობის ბომბარდირი, ხოლო ევროპის „ოქროს ბუცი" მესამედ ჩაიბარა. ესპანეთის პროფესიონალ ფეხბურთელთა ლიგამ მადრიდელთა ლიდერი ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად და თავდამსხმელად აღიარა, BBC-მ კი რჩეულ არაბრიტანელ სპორტსმენად დაასახელა. და რაც მთავარია, რონალდუმ პირველად მოიპოვა უეფას მთავარი ინდივიდუალური ჯილდო - უძლიერესი ევროპელი მოთამაშის ტიტული!

„უზომოდ გახარებული ვარ! მადლიერი ვარ ყველა თანაგუნდელის, რომელთა გარეშეც ამ წარმატებას ვერ მოვიპოვებდი. მადლობა დედას, მეუღლეს, შვილს, ოჯახს, ეს ოქროს ბურთი თქვენ გეძღვნებათ, მე მინდა, რომ ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი გავხდე"! - განაცხადა გამარჯვებულმა, რომელმაც სამადლობელი სიტყვის შემდეგ აღელვება ვერ დაფარა და დაიღრიალა. რონალდუ „ოქროს ბურთით" ფიფას პრეზიდენტმა იოზეფ ბლატერმა დააჯილდოვა.

ქალთა შორის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის ტიტული გერმანიის ნაკრების და „ვოლფსბურგ ლეიდის" თავდამსხმელმა ნადინე კესლერმა მოიპოვა, წლის საუკეთესო მწვრთნელად მსოფლიო ჩემპიონატის ტრიუმფატორი გერმანიის ნაკრების თავკაცი იოახიმ ლიოვი გახდა, ქალთა ფეხბურთში კი ანალოგიური ჯილდო „ვოლფსბურგ ლეიდის" მთავარმა მწვრთნელმა რალფ კელერმანმა მოიგო.

ფერენც პუშკაშის სახელობის პრიზით - წლის ულამაზესი გოლი - კოლუმბიის ნაკრების თავდამსხმელი ხამეს როდრიგესი დაჯილდოვდა. სპეციალისტებმა მის მიერ მსოფლიო ჩემპიონატის 1/8 ფინალში ურუგველთა კარში გატანილი ბურთი საუკეთესოდ ცნეს. როდრიგესის გოლმა ხმათა 42% მიიღო.

ფიფას პრეზიდენტის სპეციალური ჯილდო ვეტერან იაპონელ ჟურნალისტს ჰიროში კაგავას გადაეცა, სამართლიანი თამაშის პრიზი კი მოხალისეებს - ფიფას გენერალური მდივნის ჟერომ ვალკეს თქმით, ეს თასი ფიფას მუზეუმში დაიდებს ბინას.

ფიფამ ასევე დაასახელა 2014 წლის სიმბოლური ნაკრები:
მეკარე: მანუელ ნოიერი (მიუნხენის „ბაიერნი", გერმანია)
მცველები: ფილიპ ლამი (მიუნხენის „ბაიერნი", გერმანია), სერხიო რამოსი (მადრიდის „რეალი", ესპანეთი), ტიაგუ სილვა („პარი სენ-ჟერმენი", საფრანგეთი; ბრაზილია), დავიდ ლუისი („პარი სენ-ჟერმენი", საფრანგეთი; ბრაზილია)
ნახევარმცველები: ანდრეს ინიესტა („ბარსელონა", ესპანეთი), ანხელ დი მარია (მადრიდის „რეალი", ესპანეთი/„მანჩესტერ იუნაიტედი", ინგლისი; არგენტინა), ტონი კროოსი (მიუნხენის „ბაიერნი", გერმანია/მადრიდის „რეალი", ესპანეთი; გერმანია)
თავდამსხმელები: კრიშტიანუ რონალდუ (მადრიდის „რეალი", ესპანეთი; პორტუგალია), არიენ რობენი (მიუნხენის „ბაიერნი", გერმანია; ჰოლანდია), ლეო მესი („ბარსელონა", ესპანეთი; არგენტინა)

ფიფას მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი

2014-
2013 - კრიშტიანუ რონალდუ (მადრიდის „რეალი", ესპანეთი; პორტუგალია), 2012-2011-2010-2009 - ლეო მესი („ბარსელონა", ესპანეთი; არგენტინა), 2008 - კრიშტიანუ რონალდუ („მანჩესტერ იუნაიტედი", ინგლისი; პორტუგალია), 2007 - კაკა („მილანი", იტალია; ბრაზილია), 2006 - ფაბიო კანავარო (ტურინის „იუვენტუსი", იტალია/მადრიდის „რეალი", ესპანეთი; იტალია), 2005-2004  - რონალდინიო („ბარსელონა", ესპანეთი; ბრაზილია), 2003 - ზინედინ ზიდანი (მადრიდის „რეალი", ესპანეთი; საფრანგეთი), 2002 - რონალდო (მილანის „ინტერი", იტალია/მადრიდის „რეალი", ესპანეთი; ბრაზილია), 2001 - ლუიშ ფიგუ (მადრიდის „რეალი", ესპანეთი; პორტუგალია), 2000 - ზინედინ ზიდანი (ტურინის „იუვენტუსი", იტალია; საფრანგეთი), 1999 - რივალდო („ბარსელონა", ესპანეთი; ბრაზილია), 1998 - ზინედინ ზიდანი (ტურინის „იუვენტუსი", იტალია; საფრანგეთი), 1997-1996 - რონალდო („ბარსელონა", ესპანეთი/მილანის „ინტერი", იტალია; „პსვ ეინდჰოვენი", ჰოლანდია/„ბარსელონა", ესპანეთი; ბრაზილია), 1995 - ჟორჟ ვეა („პარი სენ-ჟერმენი", საფრანგეთი/„მილანი", იტალია; ლიბერია), 1994 - რომარიო („ბარსელონა", ესპანეთი; ბრაზილია), 1993 - რობერტო ბაჯო (ტურინის „იუვენტუსი"; იტალია), 1992 - მარკო ვან ბასტენი („მილანი", იტალია; ჰოლანდია), 1991 - ლოთარ მათეუსი (მილანის „ინტერი", იტალია; გერმანია)

სამინისტროს პრესსამსახური

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2017 სექტემბერი 13
ესპანელმა ჩოგბურთელმა რაფაელ ნადალმა კარიერაში მეთექვსმეტე დიდი სლემის ტურნირი მოიგო. რაფამ ამერიკის ღია პირველობის ფინალში სამხრეთამერიკელი კევინ ანდერსონი მარტივად 6:3, 6:3, 6:4 დაამარცხა
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2017 აგვისტო 25
24 აგვისტოს, მონაკოში, Grimaldi Forum-ის დარბაზში ჩემპიონთა ლიგის 2017/18 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპის წილისყრა გაიმართა.წილისყრის შედეგად გუნდები ჯგუფებში შემდეგნაირად განაწილდნენ:
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2017 აგვისტო 25
კრიშტიანუ რონალდუ გასული სეზონის ევროპის საუკეთესო ფეხბურთელია. მადრიდის "რეალის" პორტუგალიელმა ლიდერმა "ბარსელონას" შემტევ ლიონელ მესისა და "იუვენტუსის" კარის დარაჯ ჯანლუიჯი ბუფონს აჯობა.
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2017 აგვისტო 22
ცინცინატის მასტერსის ჩემპიონი  ბულგარელი  გრიგორ დიმიტროვი  გახდა. ფინალში  მან  ორ  სეტში  დაამარცხა  ავსტრალიელი  ნიკ კირგიოსი 6-3, 7-5.
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2017 აგვისტო 21
დიდი სლემის 14-გზის ჩემპიონი რაფაელ ნადალი სამწლიანი პაუზის შემდეგ რეიტინგის სათავეში მოექცა.