სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

გულშემატკივრის გამოკითხვა ico
სიახლეების კალენდარი ico
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
        01 02 03
04 05 06 07 08 09 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30  

ფეხბურთი: კრიშტიანუ რონალდუ ევროთასების ბომბარდირია!

თარიღი: 2015 მარტი 11


მსოფლიოს სამგზის საუკეთესო ფეხბურთელი კრიშტიანუ რონალდუ
(ფოტო: REUTERS.com)

მადრიდის „რეალის" პორტუგალიელი ლიდერი კრიშტიანუ რონალდუ 78 გოლით ევროთასების ერთპიროვნული ბომბარდირია! ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მერვედფინალში მან ორი გოლი შეაგდო და რაულს ერთი ბურთით გაასწრო.

გუშინ, 10 მარტს „რეალი" გელზენკირხენის „შალკე 04"-თან შინ 3:4 დამარცხდა, თუმცა ორი მატჩის ჯამში 5:4 გაიმარჯვა და 1/4-ფინალში გავიდა. „სანტიაგო ბერნაბეუზე" გამართულ მატჩში პორტუგალიელმა დუბლი შეასრულა: პირველი ბურთით რაულს გაუთანაბრდა, მეორეთი კი ახალი რეკორდი დაამყარა.

„ის გოლების გატანისთვისაა დაბადებული! რონალდუ სრულყოფილი ათლეტია და ბედნიერი ვარ, რომ ჩემს კლუბში თამაშობს. მისნაირ თავდამსხმელს ყველა მწვრთნელი ინატრებდა"! - განაცხადა მადრიდის „რეალის" იტალიელმა მესაჭემ კარლო ანჩელოტიმ.

გარდა იმისა, რომ რონალდუ ევროპის საკლუბო ტურნირების საუკეთესო გოლეადორი გახდა, ის ჩემპიონთა ლიგის ყველა დროის ბომბარდირს ლეო მესის გაუთანაბრდა - ორი სუპერვარსკვლავის აქტივში ახლა 75 გოლია (ჯგუფური ეტაპიდან ფინალის ჩათვლით). თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ არგენტინელმა 75 გოლი 93 მატჩში გაიტანა, პორტუგალიელს კი საამისოდ 110 შეხვედრა დასჭირდა.

ცნობისათვის: ლიგის ბომბარდირის ტიტულს 2007-2008 წლების სეზონიდან მხოლოდ კრიშტიანუ რონალდუ და ლეო მესი იგებენ. „რეალის" ლიდერმა ყველაზე მეტი გოლი 2007-2008, 2012-20013 და 2013-2014 წლების სეზონში გაიტანა, „ბარსას" სუპერვარსკვლავმა კი 2008-2009 სეზონიდან 2011-2012 წლების სეზონის ჩათვლით, ზედიზედ ოთხჯერ.

და ბოლოს: სადღეისოდ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის აქტივში ლიგაზე შეგდებული 8 გოლია და ის ბომბარდირთა დავას ლიდერობს.

ევროთასების 5 საუკეთესო ბომბარდირი
78 - კრიშტიანუ რონალდუ
(პორტუგალია/„სპორტინგი", პორტუგალია; „მანჩესტერ იუნაიტედი", ინგლისი; „რეალი", ესპანეთი)
77 - რაული (ესპანეთი/„რეალი", ესპანეთი)
76 - ლეო მესი (არგენტინა/„ბარსელონა", ესპანეთი)
70 - ფილიპო ინძაგი (იტალია/„პარმა", იტალია; „იუვენტუსი", იტალია; „მილანი", იტალია)
67 - ანდრეი შევჩენკო (უკრაინა/„დინამო", უკრაინა; „მილანი", იტალია; „ჩელსი", ინგლისი)

ჩემპიონთა ლიგის 3 საუკეთესო ბომბარდირი
75
- კრიშტიანუ რონალდუ და ლეო მესი
71 - რაული

სამინისტროს პრესსამსახური

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2017 სექტემბერი 13
ესპანელმა ჩოგბურთელმა რაფაელ ნადალმა კარიერაში მეთექვსმეტე დიდი სლემის ტურნირი მოიგო. რაფამ ამერიკის ღია პირველობის ფინალში სამხრეთამერიკელი კევინ ანდერსონი მარტივად 6:3, 6:3, 6:4 დაამარცხა
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2017 აგვისტო 25
24 აგვისტოს, მონაკოში, Grimaldi Forum-ის დარბაზში ჩემპიონთა ლიგის 2017/18 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპის წილისყრა გაიმართა.წილისყრის შედეგად გუნდები ჯგუფებში შემდეგნაირად განაწილდნენ:
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2017 აგვისტო 25
კრიშტიანუ რონალდუ გასული სეზონის ევროპის საუკეთესო ფეხბურთელია. მადრიდის "რეალის" პორტუგალიელმა ლიდერმა "ბარსელონას" შემტევ ლიონელ მესისა და "იუვენტუსის" კარის დარაჯ ჯანლუიჯი ბუფონს აჯობა.
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2017 აგვისტო 22
ცინცინატის მასტერსის ჩემპიონი  ბულგარელი  გრიგორ დიმიტროვი  გახდა. ფინალში  მან  ორ  სეტში  დაამარცხა  ავსტრალიელი  ნიკ კირგიოსი 6-3, 7-5.
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2017 აგვისტო 21
დიდი სლემის 14-გზის ჩემპიონი რაფაელ ნადალი სამწლიანი პაუზის შემდეგ რეიტინგის სათავეში მოექცა.