სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

გულშემატკივრის გამოკითხვა ico
სიახლეების კალენდარი ico
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
        01 02 03
04 05 06 07 08 09 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30  

ევროპის სუპერთასი 2015: ბარსელონა 5:4 სევილია - რეკორდები

თარიღი: 2015 აგვისტო 12


დანი ალვეშმა ევროპის სუპერთასი მეოთხედ მოიგო - ეს რეკორდია!
(ფოტო: თამარ ყულუმბეგაშვილი)

„ყველა დროის საუკეთესო სუპერთასი"! - ასე დაასათაურა ფრანგულმა ტელეკომპანია ევროსპორტმა ბარსელონა-სევილიას თბილისური პაექრობა.

ფრანგი ჟურნალისტების გარეშეც ყველა თანხმდება, რომ ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენაზე გამართული მატჩი საუკეთესოა სუპერთასის ისტორიაში! არანაკლებ სასიხარულო კი ისაა, რომ თბილისური შეხვედრა არაერთი საინტერესო მიღწევით და რეკორდით გამოირჩა:

3 - სევილიელმა ევერ ბანეგამ მესამე წუთზე სუპერთასის ისტორიაში ყველაზე სწრაფი გოლი გაიტანა!

3 - ესპანურმა კლუბებმა მესამედ გაითამაშეს სუპერთასი. ეს რეკორდია. საგულისხმოა, რომ სევილია სამივე გათამაშებაში მონაწილეობდა.

3 - ბარსელონას ლიდერს ლეო მესის სუპერთასზე უკვე 3 გოლი აქვს გატანილი. ეს არი ჰაანის, ფრანკი ვან დერ ელსტის, გერდ მიულერის, ოლეგ ბლოხინის, ტერი მაკდერმოტის, რობ რენსენბრინკის და რადამელ ფალკაოს რეკორდის გამეორებაა.

3 - სევილია პირველი გუნდია, რომელმაც სუპერთასზე სამგოლიანი ჩამორჩენა გააბათილა!

4 - ბარსელონას მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ სუპერთასი ფეხბურთელის და მწვრთნელის რანგში მოიგო. აქამდე ეს მხოლოდ კარლო ანჩელოტიმ, ხოსეპ გვარდიოლამ და დიეგო სიმეონემ შეძლეს. ამ ოთხი მწვრთნელიდან მხოლოდ ლუის ენრიკეს გაუტანია გოლი სუპერთასის მატჩში - 1997 წელს.

4 - ბარსელონას ბრაზილიელმა მცველმა დანი ალვეშმა მეოთხედ მოიგო სუპერთასი და იტალიელი პაოლო მალდინის რეკორდი გაიმეორა!

4 - ოთხი გოლის გატანის მიუხედავად, სევილიამ მაინც წააგო. ასეთი რამ სუპერთასზე პირველად მოხდა!

5 - ბარსელონამ მეხუთედ მოიგო სუპერთასი და რეკორდსმენ მილანს გაუთანაბრდა!

5 - ბარსელონა პირველი გუნდია, რომელმაც ერთმატჩიან სუპერთასზე ამდენი გოლი გაიტანა!

5 - დანი ალვეშმა მალდინის კიდევ ერთი რეკორდი გაიმეორა - მეხუთე სუპერთასზე ითამაშა!

9 - ამდენი გოლი ევროპის სუპერთასის მატჩში პირველად გავიდა!

9 - ბარსელონამ მეცხრედ ითამაშა ევროპის სუპერთასზე. ეს რეკორდია!

12- ესპანურმა კლუბმა მეთორმეტედ მოიგო სუპერთასი. ეს რეკორდია!

80 - ლეო მესის უეფას ეგიდით გამართულ საკლუბო ტურნირებში 80 გოლი დაუგროვდა და რეკორდსმენ კრიშტიანუ რონალდუს გაუთანაბრდა!

51490 - ერთ მატჩში და ნეიტრალურ მოედანზე გათამაშებულ ევროპის სუპერთასს პირველად დაესწრო ამდენი მაყურებელი!

სამინისტროს პრესსამსახური

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2017 სექტემბერი 13
ესპანელმა ჩოგბურთელმა რაფაელ ნადალმა კარიერაში მეთექვსმეტე დიდი სლემის ტურნირი მოიგო. რაფამ ამერიკის ღია პირველობის ფინალში სამხრეთამერიკელი კევინ ანდერსონი მარტივად 6:3, 6:3, 6:4 დაამარცხა
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2017 აგვისტო 25
24 აგვისტოს, მონაკოში, Grimaldi Forum-ის დარბაზში ჩემპიონთა ლიგის 2017/18 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპის წილისყრა გაიმართა.წილისყრის შედეგად გუნდები ჯგუფებში შემდეგნაირად განაწილდნენ:
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2017 აგვისტო 25
კრიშტიანუ რონალდუ გასული სეზონის ევროპის საუკეთესო ფეხბურთელია. მადრიდის "რეალის" პორტუგალიელმა ლიდერმა "ბარსელონას" შემტევ ლიონელ მესისა და "იუვენტუსის" კარის დარაჯ ჯანლუიჯი ბუფონს აჯობა.
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2017 აგვისტო 22
ცინცინატის მასტერსის ჩემპიონი  ბულგარელი  გრიგორ დიმიტროვი  გახდა. ფინალში  მან  ორ  სეტში  დაამარცხა  ავსტრალიელი  ნიკ კირგიოსი 6-3, 7-5.
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2017 აგვისტო 21
დიდი სლემის 14-გზის ჩემპიონი რაფაელ ნადალი სამწლიანი პაუზის შემდეგ რეიტინგის სათავეში მოექცა.