სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

გულშემატკივრის გამოკითხვა ico
სიახლეების კალენდარი ico
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
        01 02 03
04 05 06 07 08 09 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30  

2014-2015 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელთა სია

თარიღი: 2015 აგვისტო 13

უეფამ 2014-2015 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელთა სია სამ ფეხბურთელამდე შეამცირა. 27 აგვისტოს გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის ტიტულისთვის ლიონელ მესი, კრიშტიანუ რონალდუ და ლუის სუარესი იბრძოლებენ.

აქამდე უეფას მიერ 10 ფეხბურთელი იყო შერჩეული, რომელთაგანაც საუკეთესო სამი უეფას წევრი 54 ქვეყნის მიერ შეირჩა.

ჟურნალისტებს ხუთი ფეხბურთელი უნდა შეერჩიათ და მათთვის შესაბამისი ქულები მიენიჭებინათ - პირველს ხუთი, მეორეს ოთხი და ასე თანმიმდევრულად.

საბოლოოდ, პირველი სამეული მესის, რონლადუსა და სუარესისგან დაკომპლექტდა.

დანარჩენი ადგილები კი შემდეგნაირად გადანაწილდა:

ჯანლუიჯი ბუფონი ("იუვენტუსი") - 24 ქულა

ნეიმარი ("ბარსელონა") - 23

ედენ აზარი ("ჩელსი") - 21

ანდრეა პირლო ("იუვენტუსი") - 12

არტურო ვიდალი ("იუვენტუსი") - 11

კარლოს ტევესი ("იუვენტუსი") - 8

პოლ პოგბა ("იუვენტუსი") - 5

აღნიშნული პრიზი 2011 წელს მესიმ მოიგო, 2012-ში ანდრეს ინიესტამ, 2013 წელს უკვე ფრანკ რიბერიმ იპირველა, ხოლო ერთი წლის წინ რონალდუმ.

 

www.worldsport.ge

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2017 სექტემბერი 13
ესპანელმა ჩოგბურთელმა რაფაელ ნადალმა კარიერაში მეთექვსმეტე დიდი სლემის ტურნირი მოიგო. რაფამ ამერიკის ღია პირველობის ფინალში სამხრეთამერიკელი კევინ ანდერსონი მარტივად 6:3, 6:3, 6:4 დაამარცხა
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2017 აგვისტო 25
24 აგვისტოს, მონაკოში, Grimaldi Forum-ის დარბაზში ჩემპიონთა ლიგის 2017/18 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპის წილისყრა გაიმართა.წილისყრის შედეგად გუნდები ჯგუფებში შემდეგნაირად განაწილდნენ:
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2017 აგვისტო 25
კრიშტიანუ რონალდუ გასული სეზონის ევროპის საუკეთესო ფეხბურთელია. მადრიდის "რეალის" პორტუგალიელმა ლიდერმა "ბარსელონას" შემტევ ლიონელ მესისა და "იუვენტუსის" კარის დარაჯ ჯანლუიჯი ბუფონს აჯობა.
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2017 აგვისტო 22
ცინცინატის მასტერსის ჩემპიონი  ბულგარელი  გრიგორ დიმიტროვი  გახდა. ფინალში  მან  ორ  სეტში  დაამარცხა  ავსტრალიელი  ნიკ კირგიოსი 6-3, 7-5.
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2017 აგვისტო 21
დიდი სლემის 14-გზის ჩემპიონი რაფაელ ნადალი სამწლიანი პაუზის შემდეგ რეიტინგის სათავეში მოექცა.