სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

გულშემატკივრის გამოკითხვა ico
სიახლეების კალენდარი ico
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
            01
02 03 04 05 06 07 08
09 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30            

ჯოკოვიჩი და პარიზული რეკორდები. ექვსი მასტერსი

თარიღი: 2015 ნოემბერი 10

პარიზში დასრულდა სეზონის ბოლო "მასტერსი", რომელშიც  ნოვაკ ჯოკოვიჩი გაუმკლავდა ყველა კონკურენტს, მათ შორის, ფინალში ენდი მარეის.

2015 წლის სეზონი ნამდვილ ბენეფისად იქცა ჯოკოვიჩისთვის. თითქოს, 2011 წლის წარმატების გამეორება შეუძლებელი იყო, მაგრამ 28 წლის სერბმა არა მხოლოდ გააკეთა ეს, არამედ გააუმჯობესა ოთხი წლის წინანდელი შედეგი. პარიზის მასტერსის ტურნირი სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩის გამარჯვებით დასრულდა
. ნოლემ ფინალში ბრიტანელი ენდი მარეი მარტივად  დაამარცხა და კარიერაში პარიზის მასტერსის ტიტული მეოთხედ მოიპოვა, რაც აქამდე არც ერთ სხვა ჩოგბურთელს არ გაუკეთებია. ნოვაკი ჩოგბურთის ისტორიაში გახდა პირველი ჩოგბურთელი, რომელმაც ერთ სეზონში 6 მასტერსის ტურნირის მოგება მოახერხა.

რაც შეეხება უშუალოდ მატჩს, პირველი სეტის სტარტზევე იგრძნობოდა, რომ მარეის შეხვედრაში შანსი არ ექნებოდა. პირველ სეტში ნოვაკმა თავის ჩაწოდებები მოიგო, ორჯერ ბრეიკი შეასრულა და სეტებში დაწინაურდა. მეორე პარტიაში 3:3-ზე სერბი ბრეიკს აკეთებს, რაც შეხვედრაში გადამწყვეტი აღმოჩნდა. ნოლემ 2 ეისი ჩააწოდა და არც ერთი ორმაგი შეცდომა არ დაუშვა. შეხვედრაში 115 გათამაშებიდან ნოვაკმა 66 მოიგო, მარეიმ - 49. ურთიერთშეხვედრებში ჯოკოვიჩი მარეის 30:9 ამარცხებს.

ფინალში ენდიმ ვერაფერი მოუხერხა სერბის ფენომენალურად საიმედო თამაშს. მართალია, მარეიმ ორჯერ მეტი "ვინერსი" დააფიქსირა, მაგრამ ამ აქტიურობას მხოლოდ ერთი ბრეიკი მოჰყვა, იმ დროს, როცა ჯოკოვიჩმა ოთხჯერ აიღო მეტოქის მოწოდება - 6:2, 6:4 სერბის სასარგებლოდ.

ბრიტანელი ამ წაგებისგან ტრაგედიას არ შექმნის, რადგან მთავარი გამოწვევა წინ აქვს - დევისის თასის ფინალი. 27-29 ნოემბერს, გენტში ბელგია

ბრიტანეთს გრუნტზე უმასპინძლებს. დღეისთვის, ენდი სწორედ ამ საფარზე ვარჯიშობს, მიუხედავად იმისა, რომ სეზონის ამ ნაწილში ტურნირები გრუნტზე იმართება.

მარეისთვის პარიზის "მასტერსი" და წლის შემაჯამებელი ტურნირი - მხოლოდ მოსამზადებელი ეტაპებია დევისის თასის ფინალისთვის, რათა ახალი ისტორია შექმას. ბრიტანეთს დევისის თასზე 1936 წლის შემდეგ არ მოუგია. თუ ენდი მოიგებს ერთეულთა ორ თამაშს და წყვილების შეხვედრას - ბრიტანეთის იმპერიის ორდენი და "სერის" ტიტული გარანტირებული ექნება.

 პარიზის "მასტერსის" შემდეგ, მამაკაცთა რეიტინგის ტოპ-ათეულში ორი ცვლილება მოხდა - მარეიმ მეორე ადგილზე გადაინაცვლა, ნადალი კი ხუთეულში შევიდა.

სამინისტროს პრესსამსახური

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2017 სექტემბერი 13
ესპანელმა ჩოგბურთელმა რაფაელ ნადალმა კარიერაში მეთექვსმეტე დიდი სლემის ტურნირი მოიგო. რაფამ ამერიკის ღია პირველობის ფინალში სამხრეთამერიკელი კევინ ანდერსონი მარტივად 6:3, 6:3, 6:4 დაამარცხა
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2017 აგვისტო 25
24 აგვისტოს, მონაკოში, Grimaldi Forum-ის დარბაზში ჩემპიონთა ლიგის 2017/18 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპის წილისყრა გაიმართა.წილისყრის შედეგად გუნდები ჯგუფებში შემდეგნაირად განაწილდნენ:
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2017 აგვისტო 25
კრიშტიანუ რონალდუ გასული სეზონის ევროპის საუკეთესო ფეხბურთელია. მადრიდის "რეალის" პორტუგალიელმა ლიდერმა "ბარსელონას" შემტევ ლიონელ მესისა და "იუვენტუსის" კარის დარაჯ ჯანლუიჯი ბუფონს აჯობა.
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2017 აგვისტო 22
ცინცინატის მასტერსის ჩემპიონი  ბულგარელი  გრიგორ დიმიტროვი  გახდა. ფინალში  მან  ორ  სეტში  დაამარცხა  ავსტრალიელი  ნიკ კირგიოსი 6-3, 7-5.
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2017 აგვისტო 21
დიდი სლემის 14-გზის ჩემპიონი რაფაელ ნადალი სამწლიანი პაუზის შემდეგ რეიტინგის სათავეში მოექცა.