სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

გულშემატკივრის გამოკითხვა ico
სიახლეების კალენდარი ico
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
            01
02 03 04 05 06 07 08
09 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30            

ფეხბურთი: თბილისში გამართული ევროპის სუპერთასი უეფამ წლის მატჩად დაასახელა!

თარიღი: 2015 დეკემბერი 28


უეფას ოფიციალურმა ვებგვერდმა საშობაოდ გულშემატკივართა შორის რამდენიმე გამოკითხვა ჩაატარა. ერთ-ერთი მათგანი წლის მატჩს მიეძღვნა: ქომაგებმა 2015 წლის საუკეთესო შეხვედრად „ბარსელონას" და „სევილიას" თბილისური დაპირისპირება აღიარეს!

ჩემპიონთა ლიგის ტრიუმფატორმა „ბარსელონამ" და ევროპალიგის გამარჯვებულმა „სევილიამ" კონტინენტის სუპერთასი თბილისში 11 აგვისტოს გაითამაშეს. „ბარსელონამ" დამატებით დროში 5:4 გაიმარჯვა!

გარდა იმისა, რომ ეს იყო ყველაზე შედეგიანი მატჩი ევროპის სუპერთასის ისტორიაში, ესპანელების თბილისური დაპირისპირება კიდევ არაერთი რეკორდით აღინიშნა: 3 - სევილიელმა ევერ ბანეგამ მესამე წუთზე სუპერთასის ისტორიაში ყველაზე სწრაფი გოლი გაიტანა; 3 - ესპანურმა კლუბებმა მესამედ გაითამაშეს სუპერთასი. ესეც რეკორდია. საგულისხმოა, რომ სევილია სამივე გათამაშებაში მონაწილეობდა; 3 - „ბარსელონას" ლიდერს ლეო მესის სუპერთასზე უკვე 3 გოლი აქვს გატანილი. ეს არი ჰაანის, ფრანკი ვან დერ ელსტის, გერდ მიულერის, ოლეგ ბლოხინის, ტერი მაკდერმოტის, რობ რენსენბრინკის და რადამელ ფალკაოს რეკორდის გამეორებაა; 3 - „სევილია" პირველი გუნდია, რომელმაც სუპერთასზე სამგოლიანი ჩამორჩენა გააბათილა; 4 - „ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ სუპერთასი ფეხბურთელის და მწვრთნელის რანგში მოიგო. აქამდე ეს მხოლოდ კარლო ანჩელოტიმ, ხოსეპ გვარდიოლამ და დიეგო სიმეონემ შეძლეს. ამ ოთხი მწვრთნელიდან მხოლოდ ლუის ენრიკეს გაუტანია გოლი სუპერთასის მატჩში - 1997 წელს; 4 - „ბარსელონას" ბრაზილიელმა მცველმა დანი ალვეშმა მეოთხედ მოიგო სუპერთასი და იტალიელი პაოლო მალდინის რეკორდი გაიმეორა; 4 - ოთხი გოლის გატანის მიუხედავად, „სევილიამ" მაინც წააგო. ასეთი რამ სუპერთასზე პირველად მოხდა; 5 - „ბარსელონამ" მეხუთედ მოიგო სუპერთასი და რეკორდსმენ „მილანს" გაუთანაბრდა; 5 - „ბარსელონა" პირველი გუნდია, რომელმაც ერთმატჩიან სუპერთასზე ამდენი გოლი გაიტანა; 5 - დანი ალვეშმა მალდინის კიდევ ერთი რეკორდი გაიმეორა - მეხუთე სუპერთასზე ითამაშა!; 9 - ამდენი გოლი ევროპის სუპერთასის მატჩში პირველად გავიდა; 9 - „ბარსელონამ" მეცხრედ ითამაშა ევროპის სუპერთასზე; 12 - ესპანურმა კლუბმა მეთორმეტედ მოიგო სუპერთასი; 51490 - ერთ მატჩში და ნეიტრალურ მოედანზე გათამაშებულ ევროპის სუპერთასს პირველად დაესწრო ამდენი მაყურებელი.

„ბარსელონა"-„სევილიას" ბრწყინვალე მატჩმა გამოკითხულ გულშემატკივართა ხმების 45% მიიღო. მეორე იყო ლონდონის „ჩელსის" და პარიზის „პარი სენ-ჟერმენის" საგაზაფხულო დაპირისპირება ჩემპიონთა ლიგაში, რომელიც ფრედ 2:2 დასრულდა - ხმათა 20%; მესამე ადგილი კი წილად ხვდა მადრიდის „რეალის" და გელზენკირხენის „შალკე 04"-ის პაექრობას ჩემპიონთა ლიგის ფლეიოფში, რომელიც „სანტიაგო ბერნაბეუზე" გაიმართა და გერმანელების 4:3 გამარჯვებით დასრულდა.

UEFA.com-ის გამოკითხვაში 75233 გულშემატკივარმა მიიღო მონაწილეობა.

UEFA.com
-ის 2015 წლის მატჩი
11 აგვისტო, 2015. ევროპის სუპერთასი. თბილისი, ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენა. 51490

„ბარსელონა" 5:4 (დდ) „სევილია"
გოლები: 0:1 ევერ ბანეგა (3), 1:1 ლეო მესი (7), 2:1 ლეო მესი (16), 3:1 რაფინია (44), 4:1 ლუის სუარესი (52), 4:2 ხოსე ანტონიო რეიესი (57), 4:3 კევინ გამეირო (72), 4:4 ევგენი კონოპლიანკა (81), 5:4 პედრო როდრიგესი (115)
„ბარსელონა": მარკ-ანდრე ტერ შტეგენი, ხერარდ პიკე, ივან რაკიტიჩი, სერხიო ბუსკეტსი, დანი ალვეში, ანდრეს ინიესტა (კაპ) (სერხი რობერტო 63), ლუის სუარესი, ლეო მესი, რაფინია (მარკ ბარტრა 78), ხავიერ მასკერანო (პედრო როდრიგესი 93), ჟერემი მატიო
მწვრთნელი: ლუის ენრიკე
„სევილია": ბეტო, ბენუა ტრემულინასი, ადილ რამი, გრჟეგორჟ კრიხოვიაკი, მიქაელ კრონ-დელი, ვისენტე იბორა (ჩირო იმობილე 80), კევინ გამეირო (მარიანო 80), ხოსე ანტონიო რეიესი (კაპ) (ევგენი კონოპლიანკა 68), ევერ ბანეგა, ვიტოლო, კოკე
მწვრთნელი: უნაი ემერი
გაფრთხილება: გრჟეგორჟ კრიხოვიაკი, ჟერემი მატიო, კოკე, ევერ ბანეგა, ჩირო იმობილე, პედრო როდრიგესი, სერხიო ბუსკეტსი, დანი ალვეში, მიქაელ კრონ-დელი
მსაჯები: უილიამ კოლამი (შოტლანდია); ფრანსის კონორი (შოტლანდია); დემიენ მაკგრათი (ირლანდია)

სამინისტროს პრესსამსახური

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2017 სექტემბერი 13
ესპანელმა ჩოგბურთელმა რაფაელ ნადალმა კარიერაში მეთექვსმეტე დიდი სლემის ტურნირი მოიგო. რაფამ ამერიკის ღია პირველობის ფინალში სამხრეთამერიკელი კევინ ანდერსონი მარტივად 6:3, 6:3, 6:4 დაამარცხა
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2017 აგვისტო 25
24 აგვისტოს, მონაკოში, Grimaldi Forum-ის დარბაზში ჩემპიონთა ლიგის 2017/18 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპის წილისყრა გაიმართა.წილისყრის შედეგად გუნდები ჯგუფებში შემდეგნაირად განაწილდნენ:
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2017 აგვისტო 25
კრიშტიანუ რონალდუ გასული სეზონის ევროპის საუკეთესო ფეხბურთელია. მადრიდის "რეალის" პორტუგალიელმა ლიდერმა "ბარსელონას" შემტევ ლიონელ მესისა და "იუვენტუსის" კარის დარაჯ ჯანლუიჯი ბუფონს აჯობა.
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2017 აგვისტო 22
ცინცინატის მასტერსის ჩემპიონი  ბულგარელი  გრიგორ დიმიტროვი  გახდა. ფინალში  მან  ორ  სეტში  დაამარცხა  ავსტრალიელი  ნიკ კირგიოსი 6-3, 7-5.
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2017 აგვისტო 21
დიდი სლემის 14-გზის ჩემპიონი რაფაელ ნადალი სამწლიანი პაუზის შემდეგ რეიტინგის სათავეში მოექცა.