სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

გულშემატკივრის გამოკითხვა ico
სიახლეების კალენდარი ico
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
  01 02 03 04 05 06
07 08 09 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

თასების მფლობელთა თასი 1989: „ბარსელონა“ (ესპანეთი)

თარიღი: 2016 აპრილი 14


1988-1989 წლების გათამაშებაში გამარჯვებული: „ბარსელონა“ (ესპანეთი)

1981 წლის 13 მაისს თბილისის „დინამომ" ევროპის ქვეყნების თასების მფლობელთა თასი მოიგო. დიუსელდორფის „რაინშტადიონზე" მოგებული ევროთასი ქართული ფეხბურთის ისტორიაში დღემდე ყველაზე დიდი გამარჯვებაა.
დღეს თასების მფლობელთა თასი უკვე აღარ თამაშდება - 1998-1999 წლების სეზონში ტურნირი უკანასკნელად, 39-ედ ჩატარდა და ისტორიის კუთვნილებად იქცა. მიუხედავად ამისა, დინამოელთა ის ტრიუმფი ძველებურად მნიშვნელოვანი და ტკბილად მოსაგონარია.
2016 წლის 13 მაისს საქართველოს საუკეთესო კლუბის ევროტრიუმფიდან 35 წელი შესრულდება.
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ვებ-გვერდი დღეიდან 13 მაისის ჩათვლით თასების მფლობელთა თასის გათამაშებების ისტორიას გაიხსენებს. ეს პროექტი გაზეთ „სარბიელში" 1999 წელს განხორციელდა, წერილების ავტორი კი სპორტული ჟურნალისტი სოლომონ გულისაშვილი გახლდათ.

ისევ ბარსა, ისევ კრუიფი
ევროთასებზე ერთი ქვეყნის გუნდების შეხვედრას ყოველთვის განსაკუთრებული ხიბლი აქვს. პრიზის მფლობელი „მეხელენი" მერვედფინალში ბელგიის თასისა და თასების თასის ორგზის მფლობელს ბრიუსელის „ანდერლეხტს" შეხვდა და ინტრიგაც თავისთავად იშვა. იმ დროისთვის „მეხელენი" ბელგიის ჩემპიონატს ლიდერობდა, „ანდერლეხტი" კი მას სამი ქულით ჩამორჩებოდა.

ბრიუსელელთა მწვრთნელი რაიმონ გუტალსი ამტკიცებდა, რომ უკეთეს მეტოქეს ვერც ინატრებდა და რომ მან მოწინააღმდეგის მწვრთნელ აად დე მოსზე კარგად იცოდა „მეხელენის" ავან-ჩავანი. თუმცა, როგორც შემდეგ გაირკვა, დე მოსს თავის კოლეგაზე უკეთ სცოდნია „ანდერლეხტი".

გამარჯვების წყურვილი იმენად დიდი იყო, რომ თასის მფლობელთა მეკარე მიშელ პრიუდომი ცხვირგატეხილი დადგა კარში და ჩინებულადაც ითამაშა. მეხელენში მატჩის ბედი დამთავრებამდე ორი წუთით ადრე ვილმოტსის გატანილმა ბურთმა გადაწყვიტა - მასპინძლებმა მინიმალური ანგარიშით გაიმარჯვეს, სტუმრებმა კი მთელი შეხვედრა კაცნაკლულებმა ითამაშეს - უკვე მე-2 წუთზე მსაჯმა უხეში თამაშისთვის ბრიუსელელი კეში გააძევა.

ბრიუსელში სტუმრებმა კიდევ უკეთ ითამაშეს და ორი მშრალი ბურთი გაუტანეს „ანდერლეხტს": მე-17 წუთზე ერვინ კუმანმა დააწინაურა თავისიანები, 46-ზე კი ელი ოჰანამ მეორედ შეაგდო.

ნამატჩევს დე მოსი ამაყობდა: „ორი რამ დავამტკიცეთ: ერთი ის, რომ დღეს „ანდერლეხტზე" ძლიერები ვართ, მეორე - თასების თასი შემთხვევით არ მოგვიპოვებია". იმ სეზონში „მეხელენს" მართლაც ჰქონდა „ანდერლეხტთან" უპირატესობა: ევროთასი არ აკმარა და გაზაფხულზე ქვეყნის ჩემპიონიც გახდა 40-წლიანი შესვენების შემდეგ. აი, თასების თასზე კი ნახევარფინალში წაიფორხილა იტალიის „სამპდორიასთან", ჯანლუკა ვიალის, რობერტო მანჩინის და ტონინიო სერეზოს გუნდთან.

„მეხელენი" შინ 2:0-ს უგებდა იტალიელებს, მაგრამ მატჩის მიწურულს ვიალის გოლმა ყველაფერი თავდაყირა დააყენა და „სამპას" შანსები გაზარდა.

საპასუხო შეხვედრის პირველ ტაიმში ბელგიელები კარგად იცავდნენ თავს, 71-ე წუთამდე ტაბლოზე 0:0 ენთო. სწორედ ამ დროს „სამპდორიას" 34 წლის ბრაზილიელმა ტონინიო სერეზომ შეაგდო და მასპინძლებმაც გაილაღეს. დოსენამ და სალსანომ კიდევ ორი გაუტანეს მეკარე პრიუდომს და თასის მფლობელები ტურნირს ჩამოაცილეს.

იოჰან კრუიფის „ბარსელონამ" საკმაოდ რთული გზა გაიარა ფინალამდე. თუ პირველ წრეს არ ჩავთვლით, მერვედფინალში კატალონიელებმა მხოლოდ მატჩისშემდგომი პენალტების წყალობით მოუგეს პოლონეთის „ლეხს", მეოთხედფინალის ორივე მატჩში კი ინგლისელი გარი ლინეკერის ერთადერთი გოლი იკმარეს დანიის „ორჰუსთან".

ნახევარფინალში „ბარსას" საკმაოდ ძლიერი და პატივმოყვარე სოფიის „სრედეცი" შეხვდა. ემილ კოსტადინოვი, ლუბოსლავ პენევი და ხრისტო სტოიჩკოვი იმ დროისთვის უკვე ამბიციურები იყვნენ და ეს „ბარსელონასთანაც" დაამტკიცეს.

„ბულგარელებს ერთი სახიფათო თვისება აქვთ - მათ სტუმრადაც იმდენივეს გატანა შეუძლიათ, რამდენისაც - შინ", - წუხდა იოჰან კრუიფი. მართლაც, „კამპ ნოუზე" ანგარიში კოსტადინოვმა გახსნა, მეორე ტაიმში სტოიჩკოვმა ერთიც გაიტანა, მაგრამ იმ საღამოს მასპინძლები გაცილებით კარგად თამაშობდნენ, თითქმის მთელი შეხვედრა შეტევაში გაატარეს და ოთხჯერ დააწყებინეს სტუმრებს ცენტრიდან თამაში. „ბარსამ" სოფიაშიც იძალა, თუმცა „სრედეცისგან" სასტიკ წინააღმდეგობას წააწყდა. გამარჯვების ბურთი შეხვედრის დასრულებამდე შვიდი წუთით ადრე გილერმო ამორმა შეაგდო.

ხრისტო სტოიჩკოვმა საერთი ჯამში „ბარსას" სამი გოლი გაუტანა, მთლიანად ტურნირში კი შვიდჯერ მოახერხა მეტოქეთა კარის დალაშქვრა და საუკეთესო ბომბარდირიც გახდა. სწორედ ამის შემდეგ დაიწყო მისი „ბარსელონაში" გადაბირების კამპანია. მომდევნო წელს ხრისტო უკვე კატალონიურ კლუბში იყო და კარიერის საუკეთესო წლებიც იქ გაატარა.

ფინალის წინ „სამპდორიას" იუგოსლავიელი მწვრთნელი ვუადინ ბოშკოვი ფავორიტად „ბარსას" მიიჩნევდა: „მართალია ბოლო წლებში ჩვენმა პრეზიდენტმა პაოლო მანტოვანიმ ფეხბურთელების შეძენაში 32 მილიონი დოლარი დახარჯა, მაგრამ ეს თანხა კატალონიელების შესაძლებლობასთან შედარებით არაფერია. „ბარსას" შეუძლია მსოფლიოს ნებისმიერი ვარსკვლავის შეძენა და ამის ხარჯზე ყოველ სეზონში შემადგენლობის ცვლა. მაგრამ ჩვენც გვაქვს ღირსება და ეს, პირველ ყოვლისა, კარგად ორგანიზებული გუნდური თამაშია", - ამბობდა ბოშკოვი.

კრუიფს თავის საფიქრალი ჰქონდა: „სამპდორია" კონტრშეტევებზე ითამაშებს და განსაკუთრებით სახიფათო მათი ჩინებული ფორვარდი ვიალი იქნება. თუმცა, ტურნირში ერთი მატჩიც არ წაგვიგია და ვფიქრობ, „სამპდორიასაც" გავუმკლავდებით. ბოლოს და ბოლოს, ის ხომ არც „მილანია" და არც „ინტერი".

იტალიური კლუბისთვის ეს ევროთასის პირველი ფინალი იყო: „ბარსას" კი თასთა თასი უკვე ორჯერ ჰქონდა მოგებული და წარმატების შემთხვევაში სარეკორდო, მესამე თასსაც წაიღებდა კატალონიაში.

უკვე მეოთხე წუთზე გარი ლინეკერის დაწყებული კომბინაცია ხულიო სალინასმა გოლით დაასრულა - 1:0. მეორე გოლი შეცვლაზე შესულებმა „შექმნეს": მიგელ სოლერმა გრძელი გარღვევა განახორციელა, ლუის ლოპეს რეკარტეს დაუგორა და ამასაც მეკარე ჯანლუკა პალიუკას მოტყუება აღარ გასჭირვებია.

იტალიელი ჟურნალისტების აზრით, „ბარსელონამ" აშკარად აჯობა მოწინააღმდეგეს და ღირსეულად გაიმარჯვა.

გარი ლინეკერი, მსოფლიოს 1986 წლის ჩემპიონატის საუკეთესო მეგოლე, ცოტა უჩვეულო სამუშაოს - უკან დახეული ფორვარდის ფუნქციას ასრულებდა, თანაც, მას წუთით არ მოშორებია ფაუსტო პარი. სამაგიეროდ, ლიდერის ფუნქცია იტვირთა რობერტო ფერნანდეს ბონილიომ - ის საუკეთესო იყო მინდორზე.

რაც შეეხება ჯანლუკა ვიალის, გამიზეზებულმა ტრავმამ მას მთელი ძალით თამაშის საშუალება არ მისცა, თუმცა რამდენჯერმე მეტად სახიფათოდ შეუტია ანდონი სუბისარეტას კარს.

სხვათა შორის, იმ წელს ჩემპიონთა თასი „მილანმა" მოიპოვა, უეფასი - „ნაპოლიმ". სრული იტალიური ტრიუმფის მოლოდინი მხოლოდ „სამპდორიამ" ვერ გაამართლა, მაგრამ მომდევნო წელს იტალიელებმა მაინც მოიგეს სამივე თასი და მათ შორის „სამპდორიაც" იყო. 1990 წელს თასთა თასის ფინალში გენუელებმა ბელგიის „ანდერლეხტს" სძლიეს.

„ბარსამ" მესამედ მოიგო თასების თასი და ამ მაჩვენებლით ტურნირის საუკეთესო გუნდი გახდა, იოჰან კრუიფისთვის კი ეს მეორე თასების თასი გახლდათ ბოლო ორ წელიწადში. 1987 წელს მან ეს პრიზი „აიაქსს" მოაგებინა.

გაზეთი „სარბიელი" (5 მაისი, 1999)

თასების მფლობელთა თასი 1988-1989
საკვალიფიკაციო წრე
„ბეკეშჩაბაი" (ბეკეშჩაბა, უნგრეთი) -
„ბრინი" (ნორვეგია) 3:0, 1:2
1/16 ფინალი
„დერი სიტი" (დერი, ირლანდია) - „კარდიფ სიტი" (კარდიფი, უელსი) 0:0, 0:4; „გლენავონი" (ლურგანი, ირლანდია) - „ორჰუსი" (დანია) 1:4, 1:3; „ფრამი" (რეიკიავიკი, ისლანდია) - „ბარსელონა" (ესპანეთი) 0:2, 0:5; „ფლამურტარი" (ვლორე, ალბანეთი) - „ლეხი" (პოზნანი, პოლონეთი) 2:3, 0:1; „ინტერნაციონალი" (ბრატისლავა, ჩეხოსლოვაკია) - ცფკა „სრედეცი" (სოფია, ბულგარეთი) 2:3, 0:5; „ომონია" (ნიქოზია, კვიპროსი) - „პანათინაიკოსი" (ათენი, საბერძნეთი) 0:1, 0:2; „როდა" (კერკრადე, ჰოლანდია) - „ვიტორია" (გიმარაეში, პორტუგალია) 2:0, 0:1; „ბორაცი" (ბანია ლუკა, იუგოსლავია) - „მეტალისტი" (ხარკოვი, სსრკ) 2:0, 0:4; „გრასჰოპერი" (ციურიხი, შვეიცარია) - „აინტრახტი" (ფრანკფურტი, გფრ) 0:0, 0:1; „საქარიასპორი" (ადაპაზარი, თურქეთი) - „ბეკეშჩაბაი" 2:0, 0:1; „მეხელენი" (ბელგია) - „ავენირი" (ბეგენი, ლუქსემბურგი) 5:0, 3:1; „მეცი" (საფრანგეთი) - „ანდერლეხტი" (ბრიუსელი, ბელგია) 1:3, 0:2; „ფლორიანა" (მალტა) - „დანდი იუნაიტედი" (დანდი, შოტლანდია) 0:0, 0:1; „დინამო" (ბუქარესტი, რუმინეთი) - „კუუსუსი" (ლაჰტი, ფინეთი) 3:0, 3:0; „კარლ ცაისი" (იენა, გდრ) - „კრემსერი" (კრემსი, ავსტრია) 5:0, 0:1; „ნორჩიოპინგი" (შვედეთი) - „სამპდორია" (გენუა, იტალია) 2:1, 0:2
1/8-ფინალი
„კარდიფ სიტი" - „ორჰუსი" 1:2, 0:4; „ბარსელონა" - „ლეხი" 1:1, 1:1 (დდ, პენ 6:5); ცფკა „სრედეცი" - „პანათინაიკოსი" 2:0, 1:0; „როდა" - „მეტალისტი" 1:0, 0:0; „აინტრახტი" - „საქარიასპორი" 3:1, 3:0; „მეხელენი" - „ანდერლეხტი" 1:0, 2:0; „დანდი იუნაიტედი" - „დინამო" 0:1, 1:1; „კარლ ცაისი" - „სამპდორია" 1:1, 1:3
1/4-ფინალი
„ორჰუსი" - „ბარსელონა" 0:1, 0:0; ცფკა „სრედეცი" - „როდა" 2:1, 1:2 (დდ, პენ 4:3); „აინტრახტი" - „მეხელენი" 0:0, 0:1; „დინამო" - „სამპდორია" 1:1, 0:0
1/2-ფინალი
„ბარსელონა" - ცფკა „სრედეცი" 4:2, 2:1; „მეხელენი" - „სამპდორია" 2:1, 0:3

ფინალი
10 მაისი, 1989. შვეიცარია, ბერნი, „ვანკდორფი". 42707
ბარსელონა 2
:0 სამპდორია
გოლ
ები: 1:0 ხულიო სალინასი (5), 2:0 ლუის ლოპეს რეკარტე (80)
„ბარსელონა": ანდონი სუბისარეტა, ალოიზიუ, ურბანო, ხოსე რამონ ალეხანკო (კაპ), ლუის მილია (მიგელ სოლერი 60), გილერმო ამორი, ეუსებიო საკრისტანი, რობერტო, გარი ლინეკერი, ჩიკი ბეგირისტაინი (ლუის ლოპეს რეკარტე 74), ხულიო სალინასი
მწვრთნელი: იოჰან კრუიფი (ჰოლანდია)
„სამპდორია": ჯანლუკა პალიუკა, მორენო მანინი (სტეფანო პელეგრინი 27), მარკო ლანა, ლუკა პელეგრინი (კაპ) (ფულვიო ბონომი 50), ფაუსტო სალსანო, ვიქტორ მუნიოსი, ფაუსტო პარი, ტონინიო სერეზო, ჯუზეპე დოსენა, ჯანლუკა ვიალი, რობერტო მანჩინი
მწვრთნელი: ვუადინ ბოშკოვი (იუგოსლავია)
გაფრთხილება: ალოიზიუ, ურბანო
მსაჯი: ჯორჯ კარტნი (ინგლისი)

საუკეთესო ბომბარდირი
ხრისტო სტოიჩკოვი (ცფკა „სრედეცი", ბულგარეთი; ბულგარეთი) - 7 გოლი

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2017 სექტემბერი 13
ესპანელმა ჩოგბურთელმა რაფაელ ნადალმა კარიერაში მეთექვსმეტე დიდი სლემის ტურნირი მოიგო. რაფამ ამერიკის ღია პირველობის ფინალში სამხრეთამერიკელი კევინ ანდერსონი მარტივად 6:3, 6:3, 6:4 დაამარცხა
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2017 აგვისტო 25
24 აგვისტოს, მონაკოში, Grimaldi Forum-ის დარბაზში ჩემპიონთა ლიგის 2017/18 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპის წილისყრა გაიმართა.წილისყრის შედეგად გუნდები ჯგუფებში შემდეგნაირად განაწილდნენ:
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2017 აგვისტო 25
კრიშტიანუ რონალდუ გასული სეზონის ევროპის საუკეთესო ფეხბურთელია. მადრიდის "რეალის" პორტუგალიელმა ლიდერმა "ბარსელონას" შემტევ ლიონელ მესისა და "იუვენტუსის" კარის დარაჯ ჯანლუიჯი ბუფონს აჯობა.
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2017 აგვისტო 22
ცინცინატის მასტერსის ჩემპიონი  ბულგარელი  გრიგორ დიმიტროვი  გახდა. ფინალში  მან  ორ  სეტში  დაამარცხა  ავსტრალიელი  ნიკ კირგიოსი 6-3, 7-5.
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2017 აგვისტო 21
დიდი სლემის 14-გზის ჩემპიონი რაფაელ ნადალი სამწლიანი პაუზის შემდეგ რეიტინგის სათავეში მოექცა.