სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

გულშემატკივრის გამოკითხვა ico
სიახლეების კალენდარი ico
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
  01 02 03 04 05 06
07 08 09 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

თასების მფლობელთა თასი 1992: „ვერდერი“ (გერმანია)

თარიღი: 2016 აპრილი 15


1991-1992 წლების გათამაშებაში გამარჯვებული: „ვერდერი“ (გფრ)

1981 წლის 13 მაისს თბილისის „დინამომ" ევროპის ქვეყნების თასების მფლობელთა თასი მოიგო. დიუსელდორფის „რაინშტადიონზე" მოგებული ევროთასი ქართული ფეხბურთის ისტორიაში დღემდე ყველაზე დიდი გამარჯვებაა.
დღეს თასების მფლობელთა თასი უკვე აღარ თამაშდება - 1998-1999 წლების სეზონში ტურნირი უკანასკნელად, 39-ედ ჩატარდა და ისტორიის კუთვნილებად იქცა. მიუხედავად ამისა, დინამოელთა ის ტრიუმფი ძველებურად მნიშვნელოვანი და ტკბილად მოსაგონარია.
2016 წლის 13 მაისს საქართველოს საუკეთესო კლუბის ევროტრიუმფიდან 35 წელი შესრულდება.
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ვებ-გვერდი დღეიდან 13 მაისის ჩათვლით თასების მფლობელთა თასის გათამაშებების ისტორიას გაიხსენებს. ეს პროექტი გაზეთ „სარბიელში" 1999 წელს განხორციელდა, წერილების ავტორი კი სპორტული ჟურნალისტი სოლომონ გულისაშვილი გახლდათ.

გერმანელების მეხუთე და უკანასკნელი თასების თასი
ალექს ფერგიუსონის „მანჩესტერ იუნაიტედი", წინა გათამაშების გამარჯვებული, ტურნირს მოულოდნელად გამოეთიშა. მანჩესტერელებს კვლავ მთავარ ფავორიტად მიიჩნევდნენ, მაგრამ მერვედფინალში ესპანეთის „ატლეტიკოს" შეეწირნენ, უფრო სწორად, იღბალმა მათ ზურგი აქცია.

ნათქვამია, იღბალი ძლიერებს სწყალობსო, მაგრამ ამჯერად ყველაფერი პირიქით მოხდა: მადრიდში ინგლისელებმა ჩინებულად ითამაშეს, უამრავი საგოლე მომენტი შექმნეს, მატჩის საუკეთესო მოთამაშედ მათი კაპიტანი ბრაიან რობსონი დაასახელეს, მაგრამ... 0:3 წააგეს.

„ატლეტიკოს" პორტუგალიელმა პაულო ფუტრემ პირველ ტაიმში მეკარე პეტერ შმეიხელის შეცდომით ისარგებლა და ანგარიში გახსნა. მერე, ბოლო ექვს წუთში, იმავე ფუტრემ და სანჩესმა კიდევ ორჯერ გაიტანეს. ყველა გოლში დიდი წვლილი მიუძღვოდა „ატლეტიკოს" ვეტერან გერმანელს ბერნდ შუსტერს.

„ოლდ ტრაფორდზე" უკვე მე-4 წუთისთვის „მანჩესტერ იუნაიტედი" იგებდა - უელსელმა მარკ ჰიუზმა სტუმართა მეკარე აბელ რასინოს აჯობა. „ალისფერებს" არც შემდეგ შეუწყვეტიათ იერიშები, მაგრამ „ატლეტიკომ" გაძლო. უფრო მეტიც, მეორე ტაიმში შუსტერმა საპასუხო გაიტანა და ინგლისელები ტურნირს გამოთიშა.

ოტო რეჰაგელის „ვერდერის" ტრიუმფი მოულოდნელი არავისთვის ყოფილა. იმ დროს ბრემენის გუნდი ერთ-ერთი საუკეთესო იყო გერმანიაში და, ალბათ, ევროპაშიც. რუმინეთის „ბაკეუსა" და უნგრეთის „ფერენცვაროშის" დამარცხების შემდეგ, მეოთხედფინალში ოტოს ბიჭები მოულოდნელად დიდ წინააღმდეგობას წააწყდნენ თურქეთის „გალათასარაისგან". ბრემენში, 33-ე წუთზე, თურქთა პოლონელმა ლეგიონერმა კოსეცკიმ გახსნა ანგარიში და „ვეზერშტადიონზე" მისული 43 ათასი მაყურებელი მე-80 წუთამდე ელოდა, სანამ კონი გაათანაბრებდა. კიდევ ექვს წუთში ბაშტერმა გამარჯვების გოლი შეაგდო, თუმცა საერთო გამარჯვებისთვის 2:1 საკმაოდ სახიფათო შედეგი იყო.

სტამბოლში „გალათას" შეტევებს 90 წუთის განმავლობაში 35 ათასი ქომაგი უჭერდა მხარს, მაგრამ ბრემენელთა დაცვისა და მეკარე ოლივერ რეკის კარგმა თამაშმა ყველაფერი თავის ადგილზე დააყენა - 0:0 და „ვერდერი" ნახევარფინალში ბელგიის „ბრიუგეს" დაუპირისპირდა. აქაც ყურადღების ცენტრში რეკი აღმოჩნდა.

ბრიუგეში ნიგერიელი დანიელ ამოკაშის გოლით მასპინძლები თავიდანვე დაწინაურდნენ. მერე რეკის ჯერიც დადგა - რამდენიმე ეპიზოდში მან ჩინებულად ითამაშა და ამისათვის... დაისაჯა კიდეც: მეორე ტაიმში ერთმა გაავებულმა მაყურებელმა სტუმართა მეკარეს რკინის ნაჭერი ესროლა. მეკარეს მხარი დაუზიანდა, მაგრამ ექვსი წუთის განმავლობაში მაინც არ გავიდა მოედნიდან. მის მოთმინებას ყველა საინფორმაციო საშუალება აღნიშნავდა. ბოლოს, როცა ტკივილი გაუსაძლისი გახდა, ის სათადარიგო როლმანმა შეცვალა.

ბრემენში რეჰაგელის გუნდს რევანში არ გასჭირვებია: მასპინძლებმა ბელგიელებს თითო ტაიმში თითო გოლი გაუტანეს და თავის ისტორიაში პირველად გავიდნენ ევროთასის ფინალში, სადაც მათი მეტოქე საკმაოდ ძლიერი „მონაკო" გახლდათ.

ლისაბონში, „და ლუშზე" მისული 20 ათასი მაყურებელი შემტევი ფეხბურთის მოწმე გახდა. რეჰაგელმა მოწინააღმდეგისთვის მოულოდნელად სამი თავდამსხმელი: კლაუს ალოფსი, უინტონ რუფერი და მარკო ბოდე გაიყვანა. მატჩის წინ გავრცელებული ინფორმაციით, 35 წლის ალოფსს თითქოს არ უნდა ეთამაშა, მაგრამ ვეტერანი მინდორზე გავიდა და... პირველი ტაიმის მიწურულს ბურთიც გაიტანა!

მეორეს დასაწყისში, როცა მონტეკარლოელები გათანაბრებას ცდილობდნენ, „ვერდერის" ახალზელანდიელმა ფორვარდმა უინტონ რუფერმა დიდი სისწრაფით ჩაუქროლა მცველებს, მეკარე ჟან-ლიუკ ეიტორიც მოატყუა და მეორე შეაგდო. მანამდე „მონაკომ" რამდენიმე კარგი შესაძლებლობა ვერ გამოიყენა: ჯერ ჟორჟ ვეას ქუსლით დარტყმული ბურთი მოიგერია იურგენ როლმანმა, რომელმაც დისკვალიფიცირებული რეკის ნაცვლად ითამაშა, მერე მარსელ დიბსა და რუი ბარუშსაც გაუცუდდათ მომენტები. თავის მხრივ, მანფრედ ბოკენფელდს სასწაულით აუღო ეიტორიმ, ბრემენელთა საუკეთესო მეგოლის მარკო ბოდეს დარტყმული კი მილიმეტრებში ასცდა „მონაკოს" კარის „ცხრიანს".

„ვერდერის" მოგებული თასების თასი გერმანელებისთვის მეხუთე და უკანასკნელი გამოდგა. 1998 წელს „შტუტგარტს" შეეძლო ამ ციფრის გაზრდა, მაგრამ ფინალში ინგლისის „ჩელსისთან" დამარცხდა.

ბრემენული კლუბისთვის 80-იანების ბოლო და 90-იანების დასაწყისი საუკეთესო იყო ისტორიაში. ევროთასის გარდა გუნდმა 1988 და 1993 წლებში ბუნდესლიგის ჩემპიონობა მოიპოვა, 1991 და 1994 წლებში კი ქვეყნის თასს დაეუფლა. ეს ყველაფერი ერთადერთი კაცის, ოტო რეჰაგელის სახელთანაა დაკავშირებული.

„მეფე ოტო", როგორც მას გერმანიაში უწოდებენ, 1981 წელს მივიდა გუნდში, 14 წლის განმავლობაში იმუშავა (ბუნდესლიგის რეკორდია) და „ვერდერის" ყველაზე ტიტულიანი მწვრთნელი გახდა.

შემადგენლობის სტაბილურობა რეჰაგელის კონცეფციის დასაყრდენი გახლდათ. შვიდი-რვა ფეხბურთელი მასთან წლების განმავლობაში თამაშობდა და ამას ყოველთვის დადებითი შედეგი მოჰქონდა. ასე მაგალითად, 1988-ში „ვერდერი" პირველად გახდა ბუნდესჩემპიონი, არადა, სეზონის დასაწყისში სამი მთავარი ფიგურა დააკლდა - მეკარე ბურდენსკიმ კარიერა დაამთავრა, ხოლო ავსტრიელი მცველი ბრუნო პეცაი და შემტევი რუდი ფიოლერი სხვა გუნდებში გადავიდნენ. მაგრამ ძირითადი ბირთვი იმდენად იყო შეკრული, რომ ეს დანაკლისი კლუბს პრაქტიკულად არც დატყობია. „მონაკოსთან" ფინალშიც უმეტესობა ისინი იყვნენ, ვინც ხუთი წლის წინ, 1987-ში თბილისში „დინამოს" წინააღმდეგ ითამაშა. ხუთი წელიწადი კი საფეხბურთო გუნდისთვის პატარა დრო არ არის. ამ „უმეტესობას" დამატებული კლაუს ალოფსი - ფაქტობრივად ჩამოწერილი ფეხბურთელი, რომელმაც რეჰაგელის ხელში კიდევ ერთხელ გაიბრწყინა და ლისაბონში კარიერის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ბურთიც შეაგდო.

აი, ასეთი იყო 90-იანების დასაწყისის „ვერდერი", გუნდი, რომლის მოთამაშეებს ბრემენში დღესაც დიდი მოწიწებით მოიხსენიებენ.

გაზეთი „სარბიელი" (8 მაისი, 1999)

თასების მფლობელთა თასი 1991-1992
საკვალიფიკაციო წრე
„შტოკერაუ" (ავსტრია) - „ტოტენჰემ ჰოთსფური" (ლონდონი, ინგლისი) 0:1, 0:1; „გელვეი იუნაიტედი" (გელვეი, ირლანდია) - „ოდენსე" (დანია) 0:3, 0:4
1/16 ფინალი
„ფილინგენი" (ბერგენი, ნორვეგია) - „ატლეტიკო" (მადრიდი, ესპანეთი) 0:1, 2:7; „ათინაიკოსი" (ათენი, საბერძნეთი) - „მანჩესტერ იუნაიტედი" (მანჩესტერი, ინგლისი) 0:0, 0:2 (დდ); გკს (კატოვიცე, პოლონეთი) - „მოზერუელი" (შოტლანდია) 2:0, 1:3; „ომონია" (ნიქოზია, კვიპროსი) - „ბრიუგე" (ბელგია) 0:2, 0:2; „ბაკაუ" (რუმინეთი) - „ვერდერი" (ბრემენი, გფრ) 0:6, 0:5; „ლევსკი" (სოფია, ბულგარეთი) - „ფერენცვაროში" (ბუდაპეშტი, უნგრეთი) 2:3, 1:4; „შტალი" (აიზენჰიუტენშტადტი, გდრ) - „გალათასარაი" (სტამბოლი, თურქეთი) 1:2, 0:3; „ოდენსე" - „ბანიკი" (ოსტრავა, ჩეხოსლოვაკია) 0:2, 1:2; „გლენავონი" (ლურგანი, ჩრდილოეთ ირლანდია) - „ილვესი" (ტამპერე, ფინეთი) 3:2, 1:2; ცსკა (მოსკოვი, სსრკ) - „რომა" (რომი, იტალია) 1:2, 1:0; „ნორჩეპინგი" (შვედეთი) - „ჟენეს ეში" (ეშ სურ ალზეტი, ლუქსემბურგი) 4:0, 2:1; „სუონსი სიტი" (სუონსი, უელსი) - „მონაკო" (საფრანგეთი) 1:2, 0:8; „ვალური" (რეიკიავიკი, ისლანდია) - „სიონი" (შვეიცარია) 0:1, 1:1; „პარტიზანი" (ტირანა, ალბანეთი) - „ფეიენოორდი" (როტერდამი, ჰოლანდია) 0:0, 0:1; „ჰაიდუკი" (სპლიტი, იუგოსლავია) - „ტოტენჰემ ჰოთსფური" 1:0, 0:2; „ვალეტა" (ლა ვალეტა, მალტა) - „პორტუ" (პორტუგალია) 0:3, 0:1
1/8-ფინალი
„ატლეტიკო" -
„მანჩესტერ იუნაიტედი" 3:0, 1:1; გკს - „ბრიუგე" 0:1, 0:3; „ვერდერი" - „ფერენცვაროში" 3:2, 1:0; „გალათასარაი" - „ბანიკი" 0:1, 2:1; „ილვესი" - „რომა" 1:1, 2:5; „ნორჩეპინგი" - „მონაკო" 1:2, 0:1; „სიონი" - „ფეიენოორდი" 0:0, 0:0 (დდ; პენ 3:5); „ტოტენჰემ ჰოთსფური" - „პორტუ" 3:1, 0:0
1/4-ფინალი
„ატლეტიკო" - „ბრიუგე" 3:2, 1:2; „ვერდერი" - „გალათასარაი" 2:1, 0:0; „რომა" - „მონაკო" 0:0, 0:1; „ფეიენოორდი" - „ტოტენჰემ ჰოთსფური" 1:0, 0:0
1/2-ფინალი
„ბრიუგე" - „ვერდერი" 1:0, 0:2; „მონაკო" - „ფეიენოორდი" 1:1, 2:2

ფინალი
6 მაისი, 1992. პორტუგალია, ლისაბონი, „და ლუში". 16000
ვერდერი 2
:0 მონაკო
გოლ
ები: 1:0 კლაუს ალოფსი (40), 2:0 უინტონ რუფერი (55)
„ვერდერი": იურგენ როლმანი, რუნე ბრატსეტი, თომას ვოლტერი (თომას შააფი 80), ულრიხ ბოროვკა, მანფრედ ბოკენფელდი, მარკო ბოდე, დიტერ აილტსი, მიროსლავ ვოტავა (კაპ), ფრანკ ნოიბარტი (სტეფან კონი 75), უინტონ რუფერი, კლაუს ალოფსი
მწვრთნელი: ოტო რეჰაგელი
„მონაკო": ჟან-ლუკ ეიტორი (კაპ), როჟერ მენდი, ლუკ სონორი, ემანუელ პეტი (იური ჟორკაეფი 63), პატრიკ ვალერი, ჟერომ გნაკო, მარსელ დიბი, რუი ბარუში, ჟერალ პასი, იუსუფ ფოფანა (ბენჟამინ კლემენი 60), ჟორჟ ვეა
მწვრთნელი: არსენ ვენგერი
გაფრთხილება: მიროსლავ ვოტავა, მარსელ დიბი, ჟერომ გნაკო, ჟორჟ ვეა
მსაჯი: პიეტრო დ'ელია (იტალია)

საუკეთესო ბომბარდირი
პეტერ ლიპჩეი („ფერენცვაროში", უნგრეთი; უნგრეთი) - 6 გოლი

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2017 სექტემბერი 13
ესპანელმა ჩოგბურთელმა რაფაელ ნადალმა კარიერაში მეთექვსმეტე დიდი სლემის ტურნირი მოიგო. რაფამ ამერიკის ღია პირველობის ფინალში სამხრეთამერიკელი კევინ ანდერსონი მარტივად 6:3, 6:3, 6:4 დაამარცხა
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2017 აგვისტო 25
24 აგვისტოს, მონაკოში, Grimaldi Forum-ის დარბაზში ჩემპიონთა ლიგის 2017/18 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპის წილისყრა გაიმართა.წილისყრის შედეგად გუნდები ჯგუფებში შემდეგნაირად განაწილდნენ:
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2017 აგვისტო 25
კრიშტიანუ რონალდუ გასული სეზონის ევროპის საუკეთესო ფეხბურთელია. მადრიდის "რეალის" პორტუგალიელმა ლიდერმა "ბარსელონას" შემტევ ლიონელ მესისა და "იუვენტუსის" კარის დარაჯ ჯანლუიჯი ბუფონს აჯობა.
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2017 აგვისტო 22
ცინცინატის მასტერსის ჩემპიონი  ბულგარელი  გრიგორ დიმიტროვი  გახდა. ფინალში  მან  ორ  სეტში  დაამარცხა  ავსტრალიელი  ნიკ კირგიოსი 6-3, 7-5.
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2017 აგვისტო 21
დიდი სლემის 14-გზის ჩემპიონი რაფაელ ნადალი სამწლიანი პაუზის შემდეგ რეიტინგის სათავეში მოექცა.