სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

გულშემატკივრის გამოკითხვა ico
სიახლეების კალენდარი ico
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
  01 02 03 04 05 06
07 08 09 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

თასების მფლობელთა თასი 1993: „პარმა“ (იტალია)

თარიღი: 2016 აპრილი 18


1992-1993 წლების გათამაშების ფინალი: „პარმა“ - „ანტვერპენი“

1981 წლის 13 მაისს თბილისის „დინამომ" ევროპის ქვეყნების თასების მფლობელთა თასი მოიგო. დიუსელდორფის „რაინშტადიონზე" მოგებული ევროთასი ქართული ფეხბურთის ისტორიაში დღემდე ყველაზე დიდი გამარჯვებაა.
დღეს თასების მფლობელთა თასი უკვე აღარ თამაშდება - 1998-1999 წლების სეზონში ტურნირი უკანასკნელად, 39-ედ ჩატარდა და ისტორიის კუთვნილებად იქცა. მიუხედავად ამისა, დინამოელთა ის ტრიუმფი ძველებურად მნიშვნელოვანი და ტკბილად მოსაგონარია.
2016 წლის 13 მაისს საქართველოს საუკეთესო კლუბის ევროტრიუმფიდან 35 წელი შესრულდება.
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ვებ-გვერდი დღეიდან 13 მაისის ჩათვლით თასების მფლობელთა თასის გათამაშებების ისტორიას გაიხსენებს. ეს პროექტი გაზეთ „სარბიელში" 1999 წელს განხორციელდა, წერილების ავტორი კი სპორტული ჟურნალისტი სოლომონ გულისაშვილი გახლდათ.

როგორ არ სჯეროდათ პარმასი
1993 წლის 12 მაისს ლეგენდარულმა „უემბლიმ" მეორედ უმასპინძლა თასების თასის გადამწყვეტ მატჩს. პირველად 1965-ში - მაშინ ლონდონის „ვესტ ჰემ იუნაიტედმა" გერმანიის „მიუნხენ 1860"-ს მოუგო. იმ ფინალში ასათასიანი სტადიონი გაიჭედა, ამჯერად კი მხოლოდ 37393 მაყურებელი მოგროვდა. აქედან 15 ათასი იტალიელი იყო, 5 ათასი ბელგიელი და ცოტა ნაკლები... კოლუმბიელი. საქმე ისაა, რომ იმ დღეს ლონდონში მცხოვრები კოლუმბიელების უმრავლესობა „უემბლიზე" პარმელი თანამემამულის ფაუსტინო ასპრილიას სანახავად მივიდა. მაგრამ მათდა სამწუხაროდ, ასპრილიას ფინალში არ უთამაშია.

ლონდონელებს უსახელო იტალიური და ბელგიური გუნდების საცქერლად თავი არ შეუწუხებიათ. მიმომხილველების მტკიცებით, ორივე გუნდი დაცვით ტაქტიკას აირჩევდა და თამაში უსახური გამოდგებოდა. მით უმეტეს, რომ „პარმაც" და „ანტვერპენიც" ბოლო დროს შემტევი ფეხბურთით ვერ დაიკვეხნიდნენ. მაგრამ პროგნოზი არ გამართლდა: ორივე გუნდმა ღია, ალალი ბურთაობა გააჩაღა და ეს მატჩი თასთა თასის ისტორიას ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ სანახაობად შემორჩა.

მაგრამ სანამ ფინალზე ვიტყოდეთ, გათამაშების რამდენიმე ძირითადი ამბავი გავიხსენოთ. ყველაზე მთავარი ის იყო, რომ 1992-1993 წლის სეზონიდან უეფამ ევროთასებზე დამოუკიდებლობამიღებული ქვეყნების რამდენიმე წარმომადგენელი დაუშვა - თასთა თასს უკრაინის, სლოვენიის და ისრაელის კლუბები შეემატნენ. მართალია ისრაელი ახალ ქვეყნებს არ ეკუთვნოდა, მაგრამ ევროსარბიელზე პირველად გამოჩნდა.

ქართველებს ერთი წლის ლოდინი დასჭირდათ და ისიც, 1993-ში მხოლოდ ქვეყნის ჩემპიონი, თბილისის „დინამო" „შეუშვეს" ევროპაში, თასთა თასზე კი ჩვენებმა პირველად 1995 წელს ითამაშეს.

ახლებიდან, ცხადია, თავი არავის გამოუჩენია. ერთადერთი „კერკეტი კაკალი" ისრაელის ფეთაჰ-ტიკვას „ჰაპოელი" გამოდგა, რომელმაც პირველ წრეში დიდი წინააღმდეგობა გაუწია ჰოლანდიის „ფეიენოორდს". როტერდამში მასპინძლებმა მხოლოდ ბოლო წუთზე მოახერხეს ებრაელთა დაცვის გატეხვა - „ფეიენოორდი" უნგრელი კიპრიხის გოლმა გადაარჩინა. გადაარჩინა იმიტომ, რომ შინ „ჰაპოელმა" 2:1 მოიგო, მაგრამ ორი მატჩის ჯამში ტურნირს გამოეთიშა.

რაც შეეხება ორი პოსტსაბჭოთა რესპუბლიკის, რუსეთისა და უკრაინის წარმომადგენლებს, უკრაინის „ჩერნომორეცმა" საკვალიფიკაციო წრეში ლიხტენშტაინის „ვადუცი" გაანადგურა 12:1, მომდევნო ეტაპზე კი ბერძნულ „ოლიმპიაკოსთან" დამარცხდა - 0:3, 1:0.

მოსკოვის „სპარტაკმა" კი, რომელიც პირველად ასპარეზობდა რუსეთის სახელით, თავის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ევროსეზონი ჩაატარა: ლუქსემბურგის „ავენირს" მოსკოველებმა ინგლისის „ლივერპული" და ჰოლანდიის „ფეიენოორდი" მიაყოლეს, ნახევარფინალში კი ბელგიის „ანტვერპენს" დაუპირისპირდნენ და სწორედ ამ რაუნდში მოხდა ტურნირის ყველაზე სკანდალური ისტორია.

პირველ მატჩში მოსკოველებმა შინ ანდრეი პიატნიცკის გოლით 1:0 მოიგეს, ანტვერპენში კი 78-ე წუთისთვის „სპარტაკი" 1:2-ს აგებდა და საერთო მდგომარეობა მის წისქვილზე ასხამდა წყალს. ამ დროს ბელგიელებმა შეუტიეს, მაგრამ იერიში ჩაიშალა და ბურთი უკვე გვერდით ხაზთან იყო, როცა ყველამ საჯარიმოში წაქცეული ალექს ჩერნიატინსკი დაინახა. მსაჯი ლაინსმენს მიუახლოვდა და მცირე თათბირის შემდეგ თერთმეტმეტრიანი დანიშნა, თანაც მოსკოველთა კაპიტანი ვიკტორ ონოპკო მინდვრიდან გააძევა.

რა მოხდა? მოსკოველთა საჯარიმოში მცველი ივანოვი ჩერნიატინსკის გაჩერებას ცდილობდა. ჭიდილში ჩერნიატინსკი წაიქცა, როგორც მერე ვიდეოფირის განხილვამ უჩვენა, ბელგიელმა ჯარიმა მოიგონა, ივანოვმაც ეგრე არ უნდაო და ჩერნიატინსკის გვარიანად უთავაზა. მსაჯმა კი მის მაგიერ ონოპკო გააძევა... პენალტი ჰანს-პეტერ ლენჰოფმა ზუსტად შეასრულა და თავისი გუნდი ფინალში გაიყვანა.

ნამატჩევს ბელგიელთა მწვრთნელმა ვალტერ მეუვსმა თქვა: „ვამბობდი, რომ მოსკოვის „სპარტაკს" სუსტი წერტილები აქვს და ჩვენ ეს გამოვიყენეთ. ობიექტურად, დღეს მოსკოველები ჩვენზე ძლიერები არიან, მაგრამ ტაქტიკით ვაჯობეთ და შეცდომები თითქმის არ დაგვიშვია". რუსებმა ჩერნიატინსკის „დიდი მსახიობი" უწოდეს, მაგრამ ეს მხოლოდ გულის მოსაფხანი სიტყვები იყო და მეტი არაფერი.

„პარმა" მხოლოდ მეორედ მონაწილეობდა ევროთასებზე. წინა წელს პარმელებმა უეფას თასის პირველვე წრეში წააგეს ბულგარეთის ცსკა-სთან. მეორე ცდაზე კი გადამწყვეტ მატჩში მოხვდნენ. თავის მხრივ, „ანტვერპენი" 1957 წლიდან მონაწილეობდა ევროტურნირებში და როგორც წესი, საწყის ეტაპებზე ვარდებოდა.

ლონდონში ჩასული ბელგიელები სასტუმრო „სანველ ჰაუსში" მოეწყვნენ. მეუვსის თქმით, გასულ წელს ამ სასტუმროში „ბარსელონა" ცხოვრობდა და „უემბლიზე" ჩემპიონთა თასიც მოიგო. ამიტომაც აირჩიეს ეს იღბლიანი ადგილი. თუმცა მეუვსს მიაჩნდა, რომ „პარმას" გამარჯვების მეტი შანსი ჰქონდა და არც შემცდარა.

იტალიელებმა პირველი წუთიდანვე შეუტიეს. ყველაზე მთავარი ის იყო, რომ ბელგიელები სისწრაფეში ჩამოუვარდებოდნენ მოწინააღმდეგეს. მე-9 წუთზე ალესანდრო მელის თავური მეკარე სტოიანოვიჩმა კუთხურზე გადააგდო. კუთხურს „პარმას" კაპიტნისა და ლიბეროს, ლორენცო მინოტის აკრობატული ნახტომი და პირველი გოლი მოჰყვა. ორ წუთში ჩერნიატინსკის გადაცემით სევერინსმა გაათანაბრა, მაგრამ ის საღამო იტალიელებისა იყო - მელიმ და კუოგიმ კიდევ ორჯერ გამოატანინეს სტოიანოვჩს ბურთი კარიდან და თასსაც ღირსეული პატრონი გამოუჩნდა.

„თამაში ისე წარიმართა, როგორც ვვარაუდობდი, მაგრამ როცა მალევე გავხსენით ანგარიში, ცოტა შემეშინდა. მომეჩვენა, რომ წარმატება ძალიან სწრაფად მოვიდა. აკი არც შევმცდარვარ. მათ შეძლეს და სიტუაცია თავის სასარგებლოდ შეატრიალეს... და მაინც, „პარმამ" დამსახურებულად გაიმარჯვა", - თქვა ნამატჩევს იტალიელთა მწვრთნელმა ნევიო სკალამ. მოწინააღმდეგის უპირატესობას არც მეუვსი უარყოფდა: „პარმამ" გვაჯობა, მაგრამ ჩვენ ღირსეულად ვიბრძოლეთ და ამიტომ, ფეხბურთელების მიმართ პრეტენზია არ მაქვს".

ასეთი იყო „პარმას" პირველი ნაბიჯები ევროსარბიელზე. მერე ამ გუნდმა დიდი სახელი დაიგდო ბებერ კონტინენტზე და დღეს ყველა პატივისცემით ეპყრობა. 1993-ში კი „უემბლი" მხოლოდ მესამედით შეივსო.

გაზეთი „სარბიელი" (12 მაისი, 1999)

თასების მფლობელთა თასი 1992-1993
საკვალიფიკაციო წრე
„მარიბორი" (სლოვენია) -
„ჰამრუნ სპარტანსი" (ჰამრუნი, მალტა) 4:0, 1:2; „სტრიომსგოდსეტი" (გულსკოგენი, ნორვეგია) - „ჰაპოელი" (ფეთაჰ-ტიკვა) 0:2, 0:2; „ვადუცი" (შვეიცარია) - „ჩერნომორეცი" (ოდესა, უკრაინა) 0:5, 1:7; „ავენირი" (ბეგენი, ლუქსემბურგი) - ბ36 (ტორსჰავნი, ფარერის კუნძულები) 1:0, 1:1
1/16 ფინალი
„მიეძი" (ლეგნიცა, პოლონეთი) - „მონაკო" (საფრანგეთი) 0:1, 0:0; „ოლიმპიაკოსი" (პირეოსი, საბერძნეთი) - „ჩერნომორეცი" 0:1, 3:0; „ტრაბზონსფორი" (ტრაბზონი, თურქეთი) - „ტურუნ პალოსეურა" (ტურკუ, ფინეთი) 2:0, 2:2; „მარიბორი" - „ატლეტიკო" (მადრიდი, ესპანეთი) 0:3, 1:6; „ვერდერი" (ბრემენი, გერმანია) - „ჰანოვერ 96" (ჰანოვერი, გერმანია) 3:1, 1:2; „ეარდრიონიანსი" (ეარდრი, შოტლანდია) - „სპარტა" (პრაღა, ჩეხოსლოვაკია) 0:1, 1:2; „პარმა" (იტალია) - „უიპეშტი" (ბუდაპეშტი, უნგრეთი) 1:0, 1:1; „ვალური" (რეიკიავიკი, ისლანდია) - „ბოავიშტა" (პორტუ, პორტუგალია) 0:0, 0:3; „ლევსკი" (სოფია, ბულგარეთი) - „ლუცერნი" (შვეიცარია) 2:1, 0:1; „ფეიენოორდი" (როტერდამი, ჰოლანდია) - „ჰაპოელი" 1:0, 1:2; „სპარტაკი" (მოსკოვი, რუსეთი) - „ავენირი" 0:0, 5:1; „ლივერპული" (ინგლისი) - „აპოლონი" (ლიმასოლი, კვიპროსი) 6:1, 2:1; „კარდიფ სიტი" (კარდიფი, უელსი) - „ადმირა ვაკერი" (ინსბრუკი, ავსტრია) 1:1, 0:2; „გლენავონი" (ლურგანი, ჩრდილოეთ ირლანდია) - „ანტვერპენი" (ბელგია) 1:1, 1:1 (დდ; პენ 1:3); აიკ (სტოკჰოლმი, შვედეთი) - „ორჰუსი" (დანია) 3:3, 1:1; „ბოჰემიანსი" (დუბლინი, ირლანდია) - „სტიაუა" (ბუქარესტი, რუმინეთი) 0:0, 0:4
1/8-ფინალი
„მონაკო" - „ოლიმპიაკოსი" 0:1, 0:0; „ტრაბზონსფორი" - „ატლეტიკო" 0:2, 0:0; „ვერდერი" - „სპარტა" 2:3, 0:1; „პარმა" - „ბოავიშტა" 0:0, 2:0; „ლუცერნი" - „ფეიენოორდი" 1:0, 1:4; „სპარტაკი" - „ლივერპული" 4:2, 2:0; „ადმირა ვაკერი" - „ანტვერპენი" 2:4, 4:3 (დდ); „ორჰუსი" - „სტიაუა" 3:2, 1:2
1/4-ფინალი
„ოლიმპიაკოსი" - „ატლეტიკო" 1:1, 1:3; „ფეიენოორდი" - „სპარტაკი" 0:1, 1:3; „სპარტა" - „პარმა" 0:0, 0:2; „ანტვერპენი" - „სტიაუა" 0:0, 1:1
1/2-ფინალი
„სპარტაკი" - „ანტვერპენი" 1:0, 1:3; „ატლეტიკო" - „პარმა" 1:2, 1:0

ფინალი
12 მაისი, 1993. ინგლისი, ლონდონი, „უემბლი". 37393
პარმა 3
:1 ანტვერპენი
გოლ
ები: 1:0 ლორენცო მინოტი (9), 1:1 ფრანსის სევერინსი (11), 2:1 ალესანდრო მელი (30), 3:1 სტეფანო კუოგი (84)
„პარმა": მარკო ბალოტა, ლორენცო მინოტი (კაპ), ჟორჟ გრიუნი, ლუიჯი აპოლონი, ანტონიო ბენარივო, ალბერტო დი კიარა, დანიელე ძორატო (გაბრიელე პინი 26), სტეფანო კუოგი, მარკო ოსიო (ფაუსტო პიცი 75), ალესანდრო მელი, ტომას ბროლინი
მწვრთნელი: ნევიო სკალა
„ანტვერპენი": სტევან სტოიანოვიჩი, ვიმ კიკენსი, ნიკო ბროკაერტი, რუდი ტაიემანსი, რუდი სმიდტსი (კაპ), დრაგან იაკოვლიევიჩი (პატრიკ ვან ვეირდეგემი 51), რონი ვან რეტი, ჰანს-პეტერ ლენჰოფი, დიდიე სეგერსი (ნურედინ მუქრიმი 82), ფრანსის სევერინსი, ალექს ჩერნიატინსკი
მწვრთნელი: ვალტერ მეუვსი
გაფრთხილება: ალბერტო დი კიარა, ფრანსის სევერინსი, დიდიე სეგერსი, ნიკო ბროკაერტი
მსაჯი: კარლ-იოზეფ ასენმახერი (გერმანია)

საუკეთესო ბომბარდირი
ალექს ჩერნიატინსკი („ანტვერპენი", ბელგია; ბელგია) - 7 გოლი

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2017 სექტემბერი 13
ესპანელმა ჩოგბურთელმა რაფაელ ნადალმა კარიერაში მეთექვსმეტე დიდი სლემის ტურნირი მოიგო. რაფამ ამერიკის ღია პირველობის ფინალში სამხრეთამერიკელი კევინ ანდერსონი მარტივად 6:3, 6:3, 6:4 დაამარცხა
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2017 აგვისტო 25
24 აგვისტოს, მონაკოში, Grimaldi Forum-ის დარბაზში ჩემპიონთა ლიგის 2017/18 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპის წილისყრა გაიმართა.წილისყრის შედეგად გუნდები ჯგუფებში შემდეგნაირად განაწილდნენ:
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2017 აგვისტო 25
კრიშტიანუ რონალდუ გასული სეზონის ევროპის საუკეთესო ფეხბურთელია. მადრიდის "რეალის" პორტუგალიელმა ლიდერმა "ბარსელონას" შემტევ ლიონელ მესისა და "იუვენტუსის" კარის დარაჯ ჯანლუიჯი ბუფონს აჯობა.
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2017 აგვისტო 22
ცინცინატის მასტერსის ჩემპიონი  ბულგარელი  გრიგორ დიმიტროვი  გახდა. ფინალში  მან  ორ  სეტში  დაამარცხა  ავსტრალიელი  ნიკ კირგიოსი 6-3, 7-5.
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2017 აგვისტო 21
დიდი სლემის 14-გზის ჩემპიონი რაფაელ ნადალი სამწლიანი პაუზის შემდეგ რეიტინგის სათავეში მოექცა.