სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

გულშემატკივრის გამოკითხვა ico
სიახლეების კალენდარი ico
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
  01 02 03 04 05 06
07 08 09 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

თასების მფლობელთა თასი 1994: „არსენალი“ (ინგლისი)

თარიღი: 2016 აპრილი 18


1994-1995 წლების გათამაშებაში გამარჯვებული: „არსენალი“ (ინგლისი)

1981 წლის 13 მაისს თბილისის „დინამომ" ევროპის ქვეყნების თასების მფლობელთა თასი მოიგო. დიუსელდორფის „რაინშტადიონზე" მოგებული ევროთასი ქართული ფეხბურთის ისტორიაში დღემდე ყველაზე დიდი გამარჯვებაა.
დღეს თასების მფლობელთა თასი უკვე აღარ თამაშდება - 1998-1999 წლების სეზონში ტურნირი უკანასკნელად, 39-ედ ჩატარდა და ისტორიის კუთვნილებად იქცა. მიუხედავად ამისა, დინამოელთა ის ტრიუმფი ძველებურად მნიშვნელოვანი და ტკბილად მოსაგონარია.
2016 წლის 13 მაისს საქართველოს საუკეთესო კლუბის ევროტრიუმფიდან 35 წელი შესრულდება.
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ვებ-გვერდი დღეიდან 13 მაისის ჩათვლით თასების მფლობელთა თასის გათამაშებების ისტორიას გაიხსენებს. ეს პროექტი გაზეთ „სარბიელში" 1999 წელს განხორციელდა, წერილების ავტორი კი სპორტული ჟურნალისტი სოლომონ გულისაშვილი გახლდათ.

მეთოფეების მეორე გასროლა
ლონდონის „არსენალს" 24 წელიწადი დასჭირდა იმისათვის, რომ თავის ისტორიაში მეორე ევროთასი მოეგო. 1970-ში „მეთოფეებმა" ბაზრობათა თასის ფინალში ბელგიის „ანდერლეხტი" დაამარცხეს, 1994 წლის 4 მაისს კი კოპენჰაგენის „პარკენზე" წინა გათამაშების გამარჯვებულ „პარმას" სძლიეს.

ეს „არსენალის" მეორე ფინალი იყო თასთა თასის ისტორიაში: 1980 წელს ლონდონელებმა პენალტებით წააგეს ალფრედო დი სტეფანოს და მარიო კემპესის „ვალენსიასთან".

„მეთოფეთა" ბოლო წლების წარმატებები ერთი კაცის - ჯორჯ გრემის სახელთან გახლდათ დაკავშირებული. გრემი 70-იანების დასაწყისში გუნდის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი იყო, 1986-ში კი მთავარ მწვრთნელად დანიშნეს. პირველივე სეზონში მისი ხელძღვანელობით „არსენალმა" ინგლისის ლიგის თასი მოიგო, მერე ორჯერ - 1989 და 1991 წლებში ჩემპიონიც გახდა, 1994-ში კი ყველაფერი თასთა თასის მოპოვებით დაგვირგვინდა.

იმ დროისთვის „მეთოფეების" გამოცდილი და ცოტა ასაკშეპარული გუნდიც ჰყავდათ. ყოველ შემთხვევაში, შემადგენლობის ნახევარი ოცდაათს გადაცილებული იყო.

„პარმასთან" ფინალური მატჩის გმირი ალან სმიტი გახდა, მეგოლე, რომელიც იმ პერიოდში იან რაიტის ჩრდილში მოქცეულიყო. შავკანიანი რაიტი მართლაც ჩინებულ ფორმაში იყო და უამრავი ბურთი გაჰქონდა, მაგრამ „პარმასთან" ორი გაფრთხილების გამო ვერ ითამაშა და სმიტის ჯერიც დადგა. სმიტი თავის დროზე „ლესტერ სიტიში" თამაშობდა და გარი ლინეკერთან ერთად თავდასხმის მრისხანე ხაზს ქმნიდა. 1987-ში „არსენალში" გადავიდა და წინსვლა იქაც გააგრძელა, მაგრამ 1991-ში „მეთოფეებმა" „კრისტალ პალასიდან" იან რაიტი გადაიყვანეს და სმიტიც დაიჩრდილა.

გადამწყვეტ მატჩამდე „არსენალმა" რამდენიმე ჩინებული თამაში ჩაატარა: 1/8-ფინალში საერთო ანგარიშით 10:0 მოუგო ბელგიის „სტანდარდს", მერე იტალიის „ტორინოს" სძლია და ნახევარფინალში „პარი სენ-ჟერმენს" შეხვდა.

პარიზში, როგორც მიმომხილველები აღნიშავენ, მასპინძლებს „ცეცხლი აკლდათ", მიუხედავად იმისა, რომ მათ შემადგენლობაში დავიდ ჟინოლა, ჟორჟ ვეა, რაი და ვალდო თამაშობდნენ.

იან რაიტმა 35-ე წუთზე გახსნა ანგარიში. ფრანგები ბევრს ეცადნენ, მაგრამ მხოლოდ ჟინოლას გოლს დასჯერდნენ და საპასუხო მატჩზე პრაქტიკულად განწირულები გაემგზავრნენ. ანგარიში არა, მაგრამ მათი თამაში ამის თქმის საფუძველს ნამდვილად იძლეოდა. ლონდონში კევინ კემპბელმა მე-6 წუთზევე გაიტანა და მერე „არსენალმა" ანგარიშის შენარჩუნების გაკვეთილი ჩაუტარა მოწინააღმდეგეს.

რაც შეეხება „პარმას", წინა გათამაშების გამარჯვებული კვლავ ფავორიტად ითვლებოდა და თავი არ შეურცხვენია.

„პარმა"-„აიაქსის" 1/4-ფინალური დუელი ჟურნალისტებმა ერთხმად დაასახელეს ტურნირის ყველაზე წარმტაც სანახაობად.

ამსტერდამში უგოლო ფრის მიუხედავად, მაყურებელს ერთი წუთითაც არ მოუსვენია: აიაქსელებმა იარი ლიტმანენმა, ფრანკ რაიკაარდმა და რონი პეტერსონმა, პარმელებმა ფაუსტინო ასპრილიამ, ჯანფრანკო ძოლამ, თომას ბროლინმა და მასიმო კრიპამ აუარებელი საგოლე მომენტი შექმნეს და თუ ბურთი არ გავიდა, ეს მხოლოდ მეკარეებისა და იღბლის ბრალი იყო.

თამაშის სურათი არც პარმაში შეცვლილა: მარკ ოვერმარსი და კლარენს ზეედორფი ხშირად ანერვიულებდნენ მასპინძლებს, მაგრამ ისინი ფლანგებიდან უტევდნენ, ცენტრში კი ამსტერდამელებს ტრავმირებული ლიტმანენი აკლდათ და მათი შეტევებიც სიმწვავეს კარგავდა.

მე-15 წუთზე ძოლას ჩაწოდებული ფრანკ დე ბურს ხელზე მოხვდა. მსაჯმა პენალტი დანიშნა. ნიშნულთან ბურთი ძოლამ გაასწორა, მაგრამ ყველასთვის მოულოდნელად, ლორენცო მინოტიმ დაარტყა და გაიტანა კიდეც. მეორე ტაიმის დასაწყისში კი ბროლინი-ძოლას კომბინაცია შვედის გოლით დამთავრდა და ეს ულამაზესი დაპირისპირებაც იტალიელების გამარჯვებით აღინიშნა.

ფინალში „პარმას" მთავარი იმედი ჯანფრანკო ძოლა იყო და ამას არც მწვრთნელი ნევიო სკალა უარყოფდა. მაგრამ „იტალიელმა მარადონამ" ვერ ივარგა. ორი გაცუდებული მომენტი - ასეთი იყო ძოლას კოპენჰაგენური მონაგარი. თუმცა ძოლამ თასების თასის ისტორიაში მაინც დატოვა კვალი: ოთხი წლის შემდეგ, 1998-ში, მისმა გოლმა „ჩელსის" „შტუტგარტთან" გაამარჯვებინა.

ჯორჯ გრემის ნათქვამი კი ახდა: „დღეს „პარმა" ობიექტურად ჩვენზე ძლიერი გუნდია, მაგრამ თუ მოვახერხეთ და ანგარიში გავხსენით, გარწმუნებთ, „არსენალი" თასს შინ წაიღებს", - ასეთი იყო მისი მატჩისწინა პროგნოზი.

მე-19 წუთზე ალან სმიტმა შესანიშნავად ითამაშა, პარმელ მცველებს დაასწრო და გაიტანა. ეს გოლი მართლაც ერთადერთი აღმოჩნდა შეხვედრაში.

თუმცა, თავიდან თამაში ნევიო სკალას სცენარით მიმდინარეობდა: იტალიელებმა მოწინააღმდეგეს სწრაფი ტემპი შესთავაზეს და პირველ 15 წუთში რამდენჯერმე გატანაც შეეძლოთ. თავის მხრივ, გამოწვევა ინგლისელებმაც მიიღეს და თასის მფლობელებს ვალში არ დარჩნენ: თომას ბროლინის დარტყმული ბურთი ლონდონელთა კარის ძელს მოხვდა. იქვე კემპბელს შეექმნა ჩინებული სიტუაცია, მაგრამ სასწაულებრივად ვერ შეაგდო...

მერე სმიტის ჯერიც დადგა: „პარმას" კაპიტანმა მინოტიმ საკუთარი საჯარიმოს სიახლოვეს „მაკრატელათი" სცადა სიტუაციის განმუხტვა, მაგრამ მთლად ხეირიანად ვერ გამოუვიდა და ბურთი იქვე მდგომ სმიტს მიუვიდა. თავდამსხმელი არ დაიბნა, ჯერ მკერდზე გაიჩერა ბურთი, მერე ზუსტად დაარტყა - მეკარე ლუკა ბუჩიმ და ახლოს მყოფმა მცველებმა სმიტს ვერაფერი მოუხერხეს.

„ძალიან ძნელი იყო, მაგრამ მებრძოლი ხასიათი გამოვავლინეთ და მთელს საფეხბურთო ევროპას დავუმტკიცეთ ჩვენი ძალა! ვფიქრობ, პარმელები მიხვდნენ, რომ რაღაც-რაღაცების სწავლა ჩვენგანაც შეიძლება", - თქვა ნამატჩევს გრემმა - „ჩემი ბიჭები ამ საღამოს გმირები არიან და უკლებლივ ყველა კარგ საჩუქარს იმსახურებს"!

ნევიო სკალამ კოლეგას გამარჯვება მიულოცა და ესღა თქვა: „დღეს მოწინააღმდეგემ გვაჯობა. მათ კარგად გვაჩვენეს, როგორ უნდა გოლის შემდეგ ბურთის კონტროლი და ანგარიშის შენარჩუნება".

სმიტი, ცხადია, განსაკუთრებულად ხარობდა: „ეს იყო შესანიშნავი გამარჯვება დამღლელი სეზონის ბოლოს. უსაზღვროდ ბედნიერი ვარ. განგებამ ინება და გამარჯვების ბურთი გამატანინა. ჩემს პარტნიორებს მადლობას ვუხდი - მათ ნამდვილი ვაჟკაცური თვისებები გამოავლინეს".

გაზეთი „სარბიელი" (13 მაისი, 1999)

თასების მფლობელთა თასი 1993-1994
საკვალიფიკაციო წრე
„კარპატი" (ლვოვი, უკრაინა) - „შელბურნი" (დუბლინი, ირლანდია) 1:0, 1:3; რაფ (იელგავა, ლატვია) - ჰბ (ტორსჰავნი, ფარერის კუნძულები) 1:0, 0:3; „სლიემა უონდერერსი" (სლიემა, მალტა) - „დეგერფორსი" (შვედეთი) 1:3, 0:3; „ბანგორი" (ჩრდილოეთ ირლანდია) - „აპოელი" (ნიქოზია, კვიპროსი) 1:1, 1:2; ფ91 (დუდელანჟი, ლუქსემბურგი) - „მაქაბი" (ჰაიფა, ისრაელი) 0:1, 1:6; „ვალური" (რეიკიავიკი, ისლანდია) - „მიუპა" (კოუვოლა, ფინეთი) 3:1, 1:0; „ბალზერსი" (ლიხტენშტაინი) - „კს ალბპეტროლი" (პატოსი, ალბანეთი) 3:1, 0:0; „ნიკოლი" (ტალინი, ესტონეთი) - „ლილესტრიომი" (ნორვეგია) 1:4, 0:4; „კოშიცე" (სლოვაკეთი) - „ჟალგირისი" (ვილნიუსი, ლიტვა) 2:1, 1:0; „ლუგანო" (შვეიცარია) - „ნემანი" (გროდნო, ბელარუსი) 5:0, 1:2; „პუბლიკუმი" (ცელიე, სლოვენია) - „ოდენსე" (დანია) 0:1, 0:0
1/16 ფინალი
„ტიროლი" (ინსბრუკი, ავსტრია) - „ფერენცვაროში" (ბუდაპეშტი, უნგრეთი) 3:0, 2:1; „რეალი" (მადრიდი, ესპანეთი) - „ლუგანო" 3:0, 3:1; „აპოელი" - „პარი სენ-ჟერმენი" (პარიზი, საფრანგეთი) 0:1, 0:2; „უნივერსიტატეა" (კრაიოვა, რუმინეთი) - ჰბ 4:0, 3:0; „ლილესტრიომი" - „ტორინო" (ტურინი, იტალია) 0:2, 2:1; „ვალური" - „აბერდინი" (შოტლანდია) 0:3, 0:4; „ოდენსე" - „არსენალი" (ლონდონი, ინგლისი) 1:2, 1:1; „სტანდარდი" (ლიეჟი, ბელგია) - „კარდიფ სიტი" (კარდიფი, უელსი) 5:2, 3:1; „ბენფიკა" (ლისაბონი, პორტუგალია) - გკს (კატოვიცე, პოლონეთი) 1:0, 1:1; ცსკა (სოფია, ბულგარეთი) - „ბალზერსი" 8:0, 3:1; „პანათინაიკოსი" (ათენი, საბერძნეთი) - „შელბურნი" 3:0, 2:1; „ბაიერი" (ლევერკუზენი, გერმანია) - „ზბროიოვკა" (ბრნო, ჩეხეთი) 2:0, 3:0; „ჰაიდუკი" (სპლიტი, ხორვატია) - „აიაქსი" (ამსტერდამი, ჰოლანდია) 1:0, 0:6; „კოშიცე" - „ბეშიქთაში" (სტამბოლი, თურქეთი) 2:1, 0:2; „ტორპედო" (მოსკოვი, რუსეთი) - „მაქაბი" 1:0, 1:3; „დეგერფორსი" - „პარმა" (იტალია) 1:2, 0:2
1/8-ფინალი
„ტიროლი" - „რეალი" 1:1, 0:3; „პარი სენ-ჟერმენი" - „უნივერსიტატეა" 4:0, 2:0; „ტორინო" - „აბერდინი" 3:2, 2:1; „არსენალი" - „სტანდარდი" 3:0, 7:0; „ბენფიკა" - ცსკა 3:1, 3:1; „პანათინაიკოსი" - „ბაიერი" 1:4, 2:1; „აიაქსი" - „ბეშიქთაში" 2:1, 4:0; „მაქაბი" - „პარმა" 0:1, 1:0 (დდ; პენ 1:3)
1/4-ფინალი
„რეალი" - „პარი სენ-ჟერმენი" 0:1, 1:1; „ტორინო" - „არსენალი" 0:0, 0:1; „ბენფიკა" - „ბაიერი" 1:1, 4:4; „აიაქსი" - „პარმა" 0:0, 0:2
1/2-ფინალი
„პარი სენ-ჟერმენი" - „არსენალი" 1:1, 0:1; „ბენფიკა" - „პარმა" 2:1, 0:1

ფინალი
4 მაისი, 1994. დანია, კოპენჰაგენი, „პარკენი". 33765
არსენალი 1
:0 პარმა
გოლი:
1:0 ალან სმიტი (19)
„არსენალი": დევიდ სიმენი, ლი დიქსონი, ტონი ადამსი (კაპ), სტივ ბოულდი, ნაიჯელ უინტერბერნი, პოლ დევისი, იან სილი, სტივ მოროუ, კევინ კემპბელი, პოლ მერსონი (ედი მაკგოლდრიკი 86), ალან სმიტი
მწვრთნელი: ჯორჯ გრემი (შოტლანდია)
„პარმა": ლუკა ბუჩი, ლორენცო მინოტი (კაპ), რობერტო სენსინი, ლუიჯი აპოლონი, ანტონიო ბენარივო, ალბერტო დი კიარა, ტომას ბროლინი, გაბრიელე პინი (ალესანდრო მელი 71), მასიმო კრიპა, ჯანფრანკო ძოლა, ფაუსტინო ასპრილია
მწვრთნელი: ნევიო სკალა
გაფრთხილება: ტონი ადამსი, მასიმო კრიპა, ფაუსტინო ასპრილია, იან სილი, კევინ კემპბელი
მსაჯი: ვაცლავ კრონდლი (ჩეხეთი)

საუკეთესო ბომბარდირები
ივაილო ანდონოვი (ცსკა, ბულგარეთი; ბულგარეთი), ეონ ჯესი („აბერდინი", შოტლანდია; შოტლანდია), ულფ კირსტენი („ბაიერი", გერმანია; გერმანია), ალონ მიზრაჰი („მაქაბი", ისრაელი; ისრაელი) - 5-5 გოლი

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2017 სექტემბერი 13
ესპანელმა ჩოგბურთელმა რაფაელ ნადალმა კარიერაში მეთექვსმეტე დიდი სლემის ტურნირი მოიგო. რაფამ ამერიკის ღია პირველობის ფინალში სამხრეთამერიკელი კევინ ანდერსონი მარტივად 6:3, 6:3, 6:4 დაამარცხა
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2017 აგვისტო 25
24 აგვისტოს, მონაკოში, Grimaldi Forum-ის დარბაზში ჩემპიონთა ლიგის 2017/18 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპის წილისყრა გაიმართა.წილისყრის შედეგად გუნდები ჯგუფებში შემდეგნაირად განაწილდნენ:
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2017 აგვისტო 25
კრიშტიანუ რონალდუ გასული სეზონის ევროპის საუკეთესო ფეხბურთელია. მადრიდის "რეალის" პორტუგალიელმა ლიდერმა "ბარსელონას" შემტევ ლიონელ მესისა და "იუვენტუსის" კარის დარაჯ ჯანლუიჯი ბუფონს აჯობა.
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2017 აგვისტო 22
ცინცინატის მასტერსის ჩემპიონი  ბულგარელი  გრიგორ დიმიტროვი  გახდა. ფინალში  მან  ორ  სეტში  დაამარცხა  ავსტრალიელი  ნიკ კირგიოსი 6-3, 7-5.
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2017 აგვისტო 21
დიდი სლემის 14-გზის ჩემპიონი რაფაელ ნადალი სამწლიანი პაუზის შემდეგ რეიტინგის სათავეში მოექცა.