სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

გულშემატკივრის გამოკითხვა ico
სიახლეების კალენდარი ico
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
  01 02 03 04 05 06
07 08 09 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30        

თასების მფლობელთა თასი 1996: „პარი სენ-ჟერმენი“ (საფრანგეთი)

თარიღი: 2016 აპრილი 19


1995-1996 წლების გათამაშებაში გამარჯვებული: „პარი სენ-ჟერმენი“ (საფრანგეთი)

1981 წლის 13 მაისს თბილისის „დინამომ" ევროპის ქვეყნების თასების მფლობელთა თასი მოიგო. დიუსელდორფის „რაინშტადიონზე" მოგებული ევროთასი ქართული ფეხბურთის ისტორიაში დღემდე ყველაზე დიდი გამარჯვებაა.
დღეს თასების მფლობელთა თასი უკვე აღარ თამაშდება - 1998-1999 წლების სეზონში ტურნირი უკანასკნელად, 39-ედ ჩატარდა და ისტორიის კუთვნილებად იქცა. მიუხედავად ამისა, დინამოელთა ის ტრიუმფი ძველებურად მნიშვნელოვანი და ტკბილად მოსაგონარია.
2016 წლის 13 მაისს საქართველოს საუკეთესო კლუბის ევროტრიუმფიდან 35 წელი შესრულდება.
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ვებ-გვერდი დღეიდან 13 მაისის ჩათვლით თასების მფლობელთა თასის გათამაშებების ისტორიას გაიხსენებს. ეს პროექტი გაზეთ „სარბიელში" 1999 წელს განხორციელდა, წერილების ავტორი კი სპორტული ჟურნალისტი სოლომონ გულისაშვილი გახლდათ.

ნამდვილი ქართული დებიუტი
1995-1996 წლების სეზონი განსაკუთრებულია ჩვენთვის - ევროთასებზე პირველად დაუშვეს სამი ქართული გუნდი! ეს გადაწყვეტილება უეფამ 1995 წლის 30 ივნისს მიიღო, 12 ივლისის წილისყრაზე კი გაირკვა, რომ თასების თასის საკვალიფიკაციო წრეში ბათუმის „დინამოს" მეტოქე იუგოსლავიის „ობილიჩი" იქნებოდა.

ამ ცნობამ მთელი საფეხბურთო საქართველო, მეტადრე კი, ცხადია, ბათუმელები გაახარა და რაც მათ გააკეთეს, სხვა ძნელად თუ მოახერხებდა - თვენახევარში ბათუმში კოხტა სტადიონი აშენდა!
ბათუმელთა დებიუტიც იღბლიანი გამოდგა. ბელგრადში ზღვისპირელებმა პაატა მაჭუტაძის გოლით მოიგეს, შინ კი ჩინებული ბრძოლისუნარიანობა გამოავლინეს და ფაქტობრივად განწირული მატჩი შემოაბრუნეს.

33-ე წუთისთვის სტუმრები 2:0-ს იგებდნენ და თამაშითაც სჯობდნენ ბათუმელებს. მერე ხუმრობდნენ, მასპინძლები ქალებმა დააბნიესო. საქმე ისაა, რომ მატჩის წინ ორგანიზატორებმა ორივე გუნდის ფეხბურთელები მითიურ გმირებთან შეახვედრეს, ნახევრადშიშველმა ფერიებმა თამაშის მონაწილეებს ყვავილების თაიგულები მიართვეს, არც თითო კოცნაზე უთქვამთ უარი და...

ხუმრობა ხუმრობად, მაგრამ მეორე ტაიმში სხვა „დინამო" ვიხილეთ - მობილიზებული და აქტიური. შრომამ შედეგიც გამოიღო - პაატა მაჭუტაძემ და ამირან მუჯირმა (პენალტით) თითოჯერ გაუტანეს მეკარე სარიჩს და დებიუტი გამარჯვებით აღნიშნეს.

„პირველ ტაიმში თამაშისწინა მონახაზი არ შესრულდა. ალბათ, ფსიქოლოგიური დატვირთვის გამო, მაგრამ მერე ყველაფერი გამოსწორდა. ვფიქრობ, უკეთესი ფიზიკური მომზადების წყალობით მოვიგეთ", - თქვა ნამატჩევს ბათუმელთა მთავარმა მწვრთნელმა ვალერიან ჩხარტიშვილმა.

შემდეგ იყო „ბათუმი"-„სელტიკი": მე-11 წუთზე მაჭუტაძის გოლი და ბედნიერი ზღვისპირა სტადიონი, მაგრამ გამოცდილებამ და კლასმა თავისი გააკეთა და „ბათუმმა" მერვედფინალში გზა შოტლანდიელებს დაუთმო.

ქართველებმა გათამაშების პირველი წრის კიდევ ორ შეხვედრაში გამოიჩინეს თავი: საბერძნეთის აეკ-ში მოთამაშე თემურ ქეცბაიამ შვეიცარიის „სიონს" გაუტანა, ხოლო ტრაბზონსფორელმა შოთა არველაძემ - ლიტვის „ჟალგირისს".

რაც შეეხება ფინალისტებს, თუ „პარი სენ-ჟერმენის" გადამწყვეტ მატჩში თამაში ყველამ ლოგიკურად მიიჩნია, საშუალო დონის ვენის „რაპიდის" ასეთი წარმატება სიურპრიზების კატეგორიას განეკუთვნებოდა. მით უმეტეს, რომ ეს „რაპიდი" გაცილებით ჩამორჩებოდა იმას, რომელმაც 1985-ში თასთა თასის ფინალი წააგო ლივერპულის „ევერტონთან". თუმცა, მოულოდნელი არაფერი ყოფილა - კერკეტი ხასიათი ავსტრიელებმა ჯერ კიდევ შემოდგომაზე გამოავლინეს, როცა მერვედფინალში პორტუგალიის „სპორტინგს" ურთულესი რაუნდი მოუგეს: ლისაბონში 0:2 დამარცხების შემდეგ „რაპიდმა" შინ დამატებითში 4:0 დაამარცხა მეტოქე! „რაპიდის" მწვრთნელი ერნსტ დოკუპილი ამაყობდა თავისი ფეხბურთელებით და ამის საფუძველიც ჰქონდა. საგაზაფხულო ეტაპზე ვენელებმა ორივე საშინაო შეხვედრა 3:0 მოიგეს - ჯერ მოსკოვის „დინამოსთან", შემდეგ როტერდამის „ფეიენოორდთან".

ფინალის წინ საკითხი ასე იდგა: შეძლებდა პსჟ სეზონის მთავარ მატჩში თავისი ჩვეული თამაშის ჩვენებას, თუ გუნდში არსებული უთანხმოება ზედაპირზე ამოტივტივდებოდა და მათ თამაშზე უარყოფით ზეგავლენას მოახდენდა? საქმე ისაა, რომ ბოლო თვეებში ბევრს აღარ აწყობდა მთავარი მწვრთნელის ლუის ფერნანდესის გუნდში დარჩენა. საფრანგეთის ჩემპიონატში რამდენიმე წაფორხილებამ ამ კონფლიქტს მხოლოდ ხელი შეუწყო.

მაგრამ ფინალში პარიზელებმა კარგად ითამაშეს და მეტი იღბალი რომ ჰქონოდათ, ორი-სამი ბურთის სხვაობით უნდა მოეგოთ. ბოლო წუთებზეც კი, როცა „რაპიდმა" გააფთრებით შეუტია, სახიფათო მომენტები ავსტრიელთა მეკარე კონსელის კართან იქმნებოდა. მატჩის ბედი კი 29-ე წუთზე გადაწყდა, როცა ბრუნო ნგოტის დარტყმული საჯარიმო მცველ შტიოგერს მოხვდა და „რაპიდის" კარში აღმოჩნდა. მთლიანობაში კი პარიზელთა უპირატესობა მათი შუახაზის გამართულმა თამაშმა გადაწყვიტა. პირველ რიგში ეს იური ჟორკაეფზე ითქმის - საფრანგეთის ნაკრების ნახევარმცველმა მატჩს სილამაზეც შემატა და აზრიც. გოლიც სწორედ მისი წაქცევისთვის დანიშნული ჯარიმის შემდეგ გავიდა.

ლუის ფერნანდესმა საკმაოდ ორიგინალური ტაქტიკური სქემით ათამაშა გუნდი: საყრდენი ნახევარმცველი პოლ ლე გენი ლიბეროდ გაამწესა, ცენტრალური მცველები როში და ნგოტი ფლანგებზე წასწია და მეტოქე ფორვარდების პერსონალური მეურვეობა დაავალა, ხოლო განაპირა მცველებს - ფურნიესა და კოლეტერს ცენტრალური ზონის კონტროლი უხდებოდათ.

ამ გადაწყვეტილებამ გაამართლა: ავსტრიელებს სივრცე შეეზღუდათ და შეტევის ორგანიზება გაუჭირდათ, პსჟ-ს კი სწრაფად თამაშის საშუალება მიეცა. ერთადერთი, რამაც ფერნანდესის უკმაყოფილება გამოიწვია, ბრაზილიელი რაის ადრეული ტრავმა და მის მაგიერ მინდორზე შესული დელი ვალდესის აშკარად სუსტი თამაში იყო.

ბოლო მოვლენათა ფონზე პარიზელებს თავისი გუნდის წარმატებისა მაინცდამაინც არ სჯეროდათ და ამიტომაც, ორმაგად გაიხარეს, როცა იტალიელმა მსაჯმა პიერლუიჯი პაირეტომ თამაში დაამთავრა.

მეორე დღეს „პარკ დე პრინსესზე" თამაში არ ტარდებოდა, მაგრამ ტრიბუნები მაინც გაივსო: ქომაგები პსჟ-ს პირველ და საფრანგეთის მეორე ევროთასს ზეიმობდნენ. ქვეყნის პრეზიდენტმა ჟაკ შირაკმა მთელი სამუშაო დღე გამარჯვებულ ფეხბურთელებს დაუთმო - ელისეს სასახლეში მათ დიდებული მიღება მოუწყვეს, ელისეს მინდვრებზე კი შუაღამემდე არ შემწყდარა მხიარულება.

ასეთი იყო 1996 წლის მაისი ლუის ფერნანდესისთვის. თავის დროზე მან მიშელ პლატინის მხარდამხარ ევროპის ჩემპიონატიც მოიგო, მერე, 90-იანების დასაწყისიდან მწვრთნელობას მიჰყო ხელი. მისი პსჟ ოთხი წლის განმავლობაში ნაბიჯ-ნაბიჯ ეპარებოდა საფეხბურთო ელიტას და ბოლოს საწადელსაც მიაღწია.

გაზეთი „სარბიელი" (15 მაისი, 1999)

თასების მფლობელთა თასი 1995-1996
საკვალიფიკაციო წრე

10 აგვისტო, 1995. იუგოსლავია, ბელგრადი, „მილოშ ობილიჩი". 16000
„ობილიჩი" (ბელგრადი, იუგოსლავია) 0:1 „დინამო" (ბათუმი)
გოლი:
0:1 პაატა მაჭუტაძე (70)
„ობილიჩი": ალექსანდარ სარიჩი, საშა ზორიჩი, იოვო არანიტოვიჩი, დარკო ნოვიჩი, ვუკჩევიჩი, ვილოტიევიჩი (გორან მარკოვიჩი 71), ტასიჩი, რასიჩი, პეტარ პუაცა (სლაჟან სპასიჩი 70), დრაგან შარაცი, ვესელინ პოპოვიჩი
მწვრთნელი: ბრანკო რადოვიჩი
„დინამო": ასლან ბალაძე, სოსო მალანია, ვალერი შანიძე, თენგიზ სიჭინავა, გელა შეყილაძე, როსტომ თორღაშვილი (ამირან მუჯირი 68), მალხაზ მახარაძე, პაატა მაჭუტაძე, დავით უჯმაჯურიძე, თემურ ტუღუში, ზურაბ მინდაძე (ავთანდილ ღლონტი 82)
მწვრთნელი: ვალერიან ჩხარტიშვილი
გაფრთხილება: თემურ ტუღუში
მსაჯი: როლანდ ბეკი (ლიხტენშტაინი)

24 აგვისტო, 1995. ბათუმი, „დინამო". 25000
„დინამო" (ბათუმი) 2:2ობილიჩი" (ბელგრადი, იუგოსლავია)
გოლები:
0:1 დრაგან შარაცი (8), 0:2 ვესელინ პოპოვიჩი (33), 1:2 პაატა მაჭუტაძე (59), 2:2 ამირან მუჯირი (80, პენ)
„დინამო": ასლან ბალაძე, სოსო მალანია (ამირან მუჯირი 46), ვალერი შანიძე (ალექსანდრე კანტიძე 76), თენგიზ სიჭინავა (ავთანდილ ღლონტი 46), გელა შეყილაძე, როსტომ თორღაშვილი, მალხაზ მახარაძე, პაატა მაჭუტაძე, თემურ ტუღუში, დავით უჯმაჯურიძე, ზურაბ მინდაძე
მწვრთნელი: ვალერიან ჩხარტიშვილი
„ობილიჩი": ალექსანდარ სარიჩი, საშა ზორიჩი, გორან მარკოვიჩი, დარკო ნოვიჩი (ნიკოლა სტიაკოვიჩი 68), ვუკჩევიჩი, ვილოტიევიჩი, ტასიჩი, რასიჩი (კოსტიჩი 48), დრაგან შარაცი, ვესელინ პოპოვიჩი, სლაჟან სპასიჩი (იოვო არანიტოვიჩი 81)
მწვრთნელი: ბრანკო რადოვიჩი
გაფრთხილება: დარკო ნოვიჩი, ვალერი შანიძე, საშა ზორიჩი, ვილოტიევიჩი, დრაგან შარაცი, ვესელინ პოპოვიჩი, ვესელინ პოპოვიჩი
გაძევება: ვესელინ პოპოვიჩი (90)
მსაჯი: ლეიფ სუნდელი (შვედეთი)

„ტილიგული" (ტირასპოლი, მოლდოვა) - „სიონი" (შვეიცარია) 0:0, 2:3; „სამსუნგი" (ვაცი, უნგრეთი) - „სილეკსი" (კრატოვო, მაკედონია) 1:1, 1:3; „ტურუნ პალოსეურა" (ტურკუ, ფინეთი) - „ტეუტა" (დურიოსი, ალბანეთი) 1:0, 0:3; „ვადუცი" (ლიხტენშტაინი) - „ჰრადეც კრალოვე" (ჩეხეთი) 0:5, 1:9; „რექსჰემი" (უელსი) - „პეტროლული" (პლოეშტი, რუმინეთი) 0:0, 0:1; „აპოელი" (ნიქოზია, კვიპროსი) - „ნეფთჩი" (ბაქო, აზერბაიჯანი) 3:0, 0:0; „ვალეტა" (ლა ვალეტა, მალტა) - „ინტერი" (ბრატისლავა, სლოვაკეთი) 0:0, 2:5; „შახტარი" (დონეცკი, უკრაინა) - „ლინფილდი" (ბელფასტი, ჩრდილოეთ ირლანდია) 4:1, 1:0; „ჟალგირისი" (ვილნიუსი, ლიტვა) - „მურა" (მურსკა სობოტა, სლოვენია) 2:0, 1:2; გკს (კატოვიცე, პოლონეთი) - „არარატი" (ერევანი, სომხეთი) 2:0, 0:2 (დდ; პენ 4:5); „დერი სიტი" (დერი, ირლანდია) - „ლოკომოტივი" (სოფია, ბულგარეთი) 1:0, 0:2; „მაქაბი" (ჰაიფა, ისრაელი) - „კლაკსვიკარ იტროტარფელაგი" (კლაკსვიკი, ფარერის კუნძულები) 4:0, 2:3; „დინამო 93" (მინსკი, ბელარუსი) - „მიოლდე" (ნორვეგია) 1:1, 1:2; „გრევენმახერი" (ლუქსემბურგი) - კრ (რეიკიავიკი, ისლანდია) 3:2, 0:2; დაგ (ლიეპაია, ლატვია) - „ლანტანა" (ტალინი, ესტონეთი) 3:0, 0:0

1/16 ფინალი
14 სექტემბერი, 1995. ბათუმი, „დინამო". 15200
„დინამო" (ბათუმი) 2:3 „სელტიკი" (გლაზგო, შოტლანდია)
გოლები:
1:0 პაატა მაჭუტაძე  (8), 1:1 ანდრეას ტომი (21), 1:2 ტომ ბოიდი (40), 2:2 თემურ ტუღუში (62), 2:3 ანდრეას ტომი (86)
„დინამო": ასლან ბალაძე, სოსო მალანია (დავით მახარაძე 46), ვალერი შანიძე (ბადრი ფუტკარაძე 86), ამირან მუჯირი, გელა შეყილაძე, როსტომ თორღაშვილი, მალხაზ მახარაძე (კაპ), პაატა მაჭუტაძე, თემურ ტუღუში, დავით უჯმაჯურიძე (ალექსანდრე კანტიძე 46), ზურაბ მინდაძე
მწვრთნელი: შოთა ჭეიშვილი
„სელტიკი": გორდონ მარშალი, ტომ ბოიდი, ტოშ მაკკინლი, რუდი ვატა, ჯონ ჰიუზი, პეტერ გრანტი, ფილ ო'დონელი, საიმონ დონელი (უილი ფალკონერი 70), ენდი უოქერი (ბრაიან მაკლაფლინი 88), ანდრეას ტომი, ჯონ კოლინზი
მწვრთნელი: ტომი ბარნსი
გაფრთხილება: ტომ ბოიდი, საიმონ დონელი, გელა შეყილაძე
მსაჯი: ამიტ კლაინი (ისრაელი)

28 სექტემბერი, 1995. შოტლანდია, გლაზგო, „პარკჰედი". 31969
„სელტიკი" (გლაზგო, შოტლანდია) 4:0 „დინამო" (ბათუმი)
გოლები:
1:0 ანდრეას ტომი (18), 2:0 ანდრეას ტომი (21), 3:0 საიმონ დონელი (47), 4:0 ენდი უოქერი (89)
„სელტიკი": გორდონ მარშალი, ტომ ბოიდი, ტოშ მაკკინლი, რუდი ვატა, ჯონ ჰიუზი, პეტერ გრანტი, საიმონ დონელი (ქრის ჰეი 57), პოლ მაკსტეი, პიერ ვან ჰოიდონკი (ენდი უოქერი 63), ანდრეას ტომი (სტიუარტ გრეი 71), ბრაიან მაკლაფლინი
მწვრთნელი: ტომი ბარნსი
„დინამო": ნიკა ტოგონიძე, ვალერი შანიძე, ბადრი ფუტკარაძე (ავთანდილ ღლონტი 68), ამირან მუჯირი, გელა შეყილაძე, როსტომ თორღაშვილი, მალხაზ მახარაძე (კაპ), ალექსანდრე კანტიძე (დავით მახარაძე 46), თემურ ტუღუში, დავით უჯმაჯურიძე, ზურაბ მინდაძე
მწვრთნელი: შოთა ჭეიშვილი
გაფრთხილება: ბადრი ფუტკარაძე, მალხაზ მახარაძე, ამირან მუჯირი
მსაჯი: გულფი თორ ორასონი (ისლანდია)

„ჟალგირისი" - „ტრაბზონსფორი" (ტრაბზონი, თურქეთი) 2:2, 0:1; „აპოელი" - „დეპორტივო" (ლა კორუნია, ესპანეთი) 0:0, 0:8; „ინტერი" - „რეალი" (სარაგოსა, ესპანეთი) 0:2, 1:3; „ბრიუგე" (ბელგია) - „შახტარი" 1:0, 1:0; „ლოკომოტივი" - „ჰალმსტადი" (შვედეთი) 3:1, 0:2; „ტეუტა" - „პარმა" (იტალია) 0:2, 0:2; „მიოლდე" - „პარი სენ-ჟერმენი" (პარიზი, საფრანგეთი) 2:3, 0:3; „ბორუსია" (მიონხენგლადბახი, გერმანია) - „სილეკსი" 3:0, 3:2; აეკ (ათენი, საბერძნეთი) - „სიონი" 2:0, 2:2; კრ - „ევერტონი" (ლივერპული, ინგლისი) 2:3, 1:3; დაგ - „ფეიენოორდი" (როტერდამი, ჰოლანდია) 0:7, 0:6; „დინამო" (მოსკოვი, რუსეთი) - „არარატი" 3:1, 1:0; „ჰრადეც კრალოვე" - „კოპენჰაგენი" (დანია) 5:0, 2:2; „სპორტინგი" (ლისაბონი, პორტუგალია) - „მაქაბი" 4:0, 0:0; „რაპიდი" (ვენა, ავსტრია) - „პეტროლული" 3:1, 0:0
1/8-ფინალი
„ტრაბზონსფორი" - „დეპორტივო" 0:1, 0:3; „რეალი" - „ბრიუგე" 2:1, 1:0; „ჰალმსტადი" - „პარმა" 3:0, 0:4; „პარი სენ-ჟერმენი" - „სელტიკი" 1:0, 3:0; „ბორუსია" - აეკ 4:1, 1:0; „დინამო" - „ჰრადეც კრალოვე" 1:0, 0:1 (დდ; პენ 3:1); „სპორტინგი" - „რაპიდი" 2:0, 0:4 (დდ); „ევერტონი" - „ფეიენოორდი" 0:0, 0:1
1/4-ფინალი
„დეპორტივო" - „რეალი" 1:0, 1:1; „პარმა" - „პარი სენ-ჟერმენი" 1:0, 1:3; „ბორუსია" - „ფეიენოორდი" 2:2, 0:1; „დინამო" - „რაპიდი" 0:1, 0:3
1/2-ფინალი
„დეპორტივო" - „პარი სენ-ჟერმენი" 0:1, 0:1; „ფეიენოორდი" - „რაპიდი" 1:1, 0:3

ფინალი
8 მაისი, 1996. ბელგია, ბრიუსელი, „კინგ ბოდუინი". 37500
პარი სენ-ჟერმენი 1
:0 რაპიდი
გოლი:
1:0 ბრუნო ნგოტი (29)
„პარი სენ-ჟერმენი": ბერნარ ლამა (კაპ), პოლ ლე გენი, პატრიკ კოლეტერი, ბრუნო ნგოტი, ალენ როში, დანიელ ბრავო, ლორენ ფურნიე (ფრანსის ლასერი 77), ვინსენ გერენი, რაი (ხულიო დელი ვალდესი 12), იური ჟორკაეფი, პატრის ლოკო
მწვრთნელი: ლუის ფერნანდესი
„რაპიდი": მიხაელ კონსელი (კაპ), ტრიფონ ივანოვი, პეტერ შიოტელი, მიხაელ ჰატცი, დიტმარ კუჰბაუერი, ანდრეას ჰერაფი, პეტერ გუგი, პეტერ შტიოგერი, შტეფან მარასეკი, კარსტენ იანკერი, კრისტიან შტუმფი (ზორან ბარიშიჩი 46)
მწვრთნელი: ერნსტ დოკუპილი
გაფრთხილება: კარსტენ იანკერი, პეტერ შიოტელი, მიხაელ ჰატცი, ლორენ ფურნიე, ანდრეას ჰერაფი, პეტერ შტიოგერი
მსაჯი: პიერლუიჯი პაირეტო (იტალია)

საუკეთესო ბომბარდირი
პეტრ სამეცი („ჰრადეც კრალოვე", ჩეხეთი; ჩეხეთი) - 9 გოლი

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2017 სექტემბერი 13
ესპანელმა ჩოგბურთელმა რაფაელ ნადალმა კარიერაში მეთექვსმეტე დიდი სლემის ტურნირი მოიგო. რაფამ ამერიკის ღია პირველობის ფინალში სამხრეთამერიკელი კევინ ანდერსონი მარტივად 6:3, 6:3, 6:4 დაამარცხა
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2017 აგვისტო 25
24 აგვისტოს, მონაკოში, Grimaldi Forum-ის დარბაზში ჩემპიონთა ლიგის 2017/18 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპის წილისყრა გაიმართა.წილისყრის შედეგად გუნდები ჯგუფებში შემდეგნაირად განაწილდნენ:
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2017 აგვისტო 25
კრიშტიანუ რონალდუ გასული სეზონის ევროპის საუკეთესო ფეხბურთელია. მადრიდის "რეალის" პორტუგალიელმა ლიდერმა "ბარსელონას" შემტევ ლიონელ მესისა და "იუვენტუსის" კარის დარაჯ ჯანლუიჯი ბუფონს აჯობა.
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2017 აგვისტო 22
ცინცინატის მასტერსის ჩემპიონი  ბულგარელი  გრიგორ დიმიტროვი  გახდა. ფინალში  მან  ორ  სეტში  დაამარცხა  ავსტრალიელი  ნიკ კირგიოსი 6-3, 7-5.
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2017 აგვისტო 21
დიდი სლემის 14-გზის ჩემპიონი რაფაელ ნადალი სამწლიანი პაუზის შემდეგ რეიტინგის სათავეში მოექცა.