სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

გულშემატკივრის გამოკითხვა ico
სიახლეების კალენდარი ico
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
  01 02 03 04 05 06
07 08 09 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30        

თასების მფლობელთა თასი 1997: „ბარსელონა“ (ესპანეთი)

თარიღი: 2016 აპრილი 20


1996-1997 წლების ტრიუმფატორი „ბარსელონას“ მწვრთნელები და მთავარი ვარსკვლავი:
ჟოზე მოურინიო, ბობი რობსონი და რონალდო


1981 წლის 13 მაისს თბილისის „დინამომ" ევროპის ქვეყნების თასების მფლობელთა თასი მოიგო. დიუსელდორფის „რაინშტადიონზე" მოგებული ევროთასი ქართული ფეხბურთის ისტორიაში დღემდე ყველაზე დიდი გამარჯვებაა.
დღეს თასების მფლობელთა თასი უკვე აღარ თამაშდება - 1998-1999 წლების სეზონში ტურნირი უკანასკნელად, 39-ედ ჩატარდა და ისტორიის კუთვნილებად იქცა. მიუხედავად ამისა, დინამოელთა ის ტრიუმფი ძველებურად მნიშვნელოვანი და ტკბილად მოსაგონარია.
2016 წლის 13 მაისს საქართველოს საუკეთესო კლუბის ევროტრიუმფიდან 35 წელი შესრულდება.
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ვებ-გვერდი დღეიდან 13 მაისის ჩათვლით თასების მფლობელთა თასის გათამაშებების ისტორიას გაიხსენებს. ეს პროექტი გაზეთ „სარბიელში" 1999 წელს განხორციელდა, წერილების ავტორი კი სპორტული ჟურნალისტი სოლომონ გულისაშვილი გახლდათ.

ბარსას რეკორდი
1997 წლის 14 მაისს როტერდამში „ბარსელონამ" მეოთხედ მოიგო თასების თასი და ტურნირის ისტორიას ყველაზე ტიტულიან გუნდად შემორჩა. მანამდე კატალონიელებს პრიზი 1979, 1982 და 1989 წლებში მოეგოთ, კიდევ ორჯერ, 1969 და 1991 წლებში კი ისინი გათამაშების ფინალისტები იყვნენ. გადამწყვეტ მატჩში „ბარსას" მეტოქე წინა წლის გამარჯვებული საფრანგეთის „პარი სენ-ჟერმენი" გახლდათ. ასეთი რამ, როცა გამარჯვებული მეორე სეზონშიც ფინალამდე აღწევდა, თასთა თასზე ექვსჯერ მოხდა, თუმცა ზედიზედ ორჯერ თასის მოპოვება ვერავინ შეძლო.

1996-1997 წლების გათამაშებაში საქართველოს კვლავ ბათუმის „დინამო" წარადგენდა. საკვალიფიკაციო წრეში ფარერის კუნძულების „ჰაფნარის" დამარცხების შემდეგ, ზღვისპირელთა მეტოქე ჰოლანდიის „პსვ ეინდჰოვენი" გახდა.

ფარერელებს სამი გოლი თემურ ტუღუშმა გაუტანა და ის დღემდე ერთადერთი ქართველი ფეხბურთელია ჩვენი გუნდებიდან, ევროთასის მატჩში ჰეთ-თრიქი რომ შეასრულა!

დიკ ადვოკაატის კერკეტ „პსვ ეინდჰოვენს" ტურნირის დასაწყისში ფავორიტთა რიგებშიც მოიხსენიებდნენ. ადვოკაატი იმასაც ამბობდა, კარგი შემადგენლობა შევკრიბეთ და არც თასზე ვიტყვით უარსო, მაგრამ როგორც მერე გაირკვა, ჰოლანდიელთა ამბიცია უსაფუძვლო ყოფილა. მერვედფინალში მათ ნორვეგიის „ბრანმა" მოუგო. ბათუმში კი ქართველებს მეტი იღბალი რომ ჰქონოდათ, ვინ იცის რა მოხდებოდა: 23-ე წუთზე ამირან მუჯირმა გახსნა ანგარიში, მალევე უჯმაჯურიძეს მიეცა მეორე გოლის გატანის ჩინებული შანსი, მაგრამ ვერ შეაგდო და ამ მომენტმა განსაზღვრა კიდეც შეხვედრის შინაარსი. დაბნეული სტუმრები ნელ-ნელა დალაგდნენ და ტაიმის მიწურულს „პსვ ეინდჰოვენის" ბელგიელმა შემტევმა ლუკ ნილისმა პენალტით გაათანაბრა. ნილისისვე თერთმეტმეტრიანით დაწინაურდნენ ჰოლანდიელები საპასუხო მატჩის მე-14 წუთზე. დაწინაურდნენ და უპირატესობა ხელიდან აღარ გაუშვიათ: აიკელკამპმა და მარსელომ კიდევ ორჯერ აიძულეს ბათუმელები თამაში ცენტრიდან განეახლებინათ.

ნორვეგიის „ბრანი",  რომელმაც „პსვ ეინდჰოვენი" ტურნირს გამოთიშა, მეოთხედფინალში ინგლისის „ლივერპულს" შეხვდა და მეტად უცნაურ მდგომარეობაში აღმოჩნდა. მწვრთნელი ჩეტ ტენფიორდტი ამბობდა, ჩემი გუნდის რვა მოთამაშე „ლივერპულის" ქომაგია და თამაშისთვის როგორ უნდა განვაწყო, ვერაფრით მომიფიქრებიაო. ეტყობა, ვერც მოიფიქრა, ყოველ შემთხვევაში, ბერგენული მატჩის დასაწყისში მასპინძლები აშკარად დათრგუნულები ჩანდნენ: მე-9 წუთზე რობი ფაულერმა მათ ულამაზესი გოლი გაუტანა. ამის შემდეგ ნორვეგიელები გონს მოეგნენ და გაათანაბრეს კიდეც, მაგრამ ეს უფრო იმის შედეგი იყო, რომ „ლივერპულმა" საქმე მოთავებულად ჩათვალა და კინაღამ დაისაჯა. ფაულერმა საპასუხოშიც გაიტანა, სულ კი შვიდი გოლი მოუგროვდა და ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

ბობი რობსონის „ბარსელონამ" კი ნახევარფინალში ურთულესი ბრძოლა გადაიტანა იტალიის „ფიორენტინასთან". ევროპული ტელეარხები კარგა ხანს იმეორებდნენ ფლორენციელთა არგენტინელი ფორვარდის გაბრიელ ბატისტუტას გოლს და ჟესტს: 62-ე წუთზე მან ანგარიში გაათანაბრა და საჩვენებელი თითი ტუჩებზე მიიდო, რითაც გადაჭედილ „კამპ ნოუს" აუდიტორიას აგრძნობინა, გაჩუმდით, თქვენი სამხიარულო აქ არაფერიაო.

1:1 „ფიორენტინას" ფინალში გასვლის კარგ შანსს აძლევდა, მაგრამ შინ იტალიელებმა ვერაფერი მოუხერხეს ჩინებულად მოთამაშე „ბარსელონას" - ფერნანდო კოუტუსა და ხოსეპ გვარდიოლას გოლებს მასპინძლებმა ვერაფერი დაუპირისპირეს და ტურნირს გამოეთიშნენ.

„ბარსა"-„პარი სენ-ჟერმენის" ფინალში ოთხი ბრაზილიელი მონაწილეობდა: ლეონარდო, რაი და მწვრთნელი რიკარდო გომეში პარიზელთაგან და რონალდო კატალონიელთაგან. სწორედ რონალდოს ზუსტმა თერთმეტმეტრიანმა გადაწყვიტა ფინალის ბედი.

როგორც ინგლისური ჟურნალი „უორლდ სოკერი" წერდა, „ბარსას" ფსიქოლოგიური უპირატესობა თავიდანვე ნათელი იყო. ამას პარიზელთა ერთ-ერთი მწვრთნელის ჟოელ ბატსის ნათქვამიც ადასტურებს, „ბარსელონა" ლეგენდარული და სახელოვანი კლუბია, ჩვენ კი მხოლოდ ახლა შევდივართ ევროპის საფეხბურთო ელიტაშიო.

თუმცა, უშუალოდ ფინალის წინ ფრანგებს ერთი უპირატესობა ჰქონდათ: „ბარსელონა" მადრიდის „რეალთან" ურთულესი მატჩის შემდეგ დაღლილი იყო, როტერდამში ჩაფრენისას კი რაღაც გაურკვევლობის გამო, აეროპორტში კარგა ხანს ალოდინეს. პარიზელებს კი ფინალის წინა დღეები თავისუფალი ჰქონდათ და მატჩისთვის უფრო საფუძვლიანად მოემზადნენ. ამიტომაც იყო, დაიწყო თუ არა თამაში, პარიზელებმა შეუტიეს. მათ მანამ უნდოდათ მოწინააღმდეგის გატეხვა, სანამ ის გონს მოეგებოდა და თამაშს დაალაგებდა - „ბარსას" პორტუგალიელმა მეკარემ ვიტორ ბაიამ ძლივს მოიგერია ლეონარდოს დარტყმა.

სასტარტო ნერვიულობის შემდეგ კატალონიელებმა ყველაფერს კუთვნილი ადგილი მიუჩინეს და მატჩი ლოგიკურ გამარჯვებამდე მიიყვანეს.

ნამატჩევს სხვებზე მეტად პსჟ-ს ლეონარდოს აკრიტიკებდნენ - ბრაზილიელს ჩინებული სეზონი ჰქონდა საფრანგეთში, მაგრამ გადამწყვეტ მატჩში შესაძლებლობის ნახევარიც ვერ გამოამჟღავნა.

გაზეთი „სარბიელი" (18 მაისი, 1999)

თასების მფლობელთა თასი 1996-1997
საკვალიფიკაციო წრე

8 აგვისტო, 1996. ბათუმი, „დინამო". 6400
„დინამო" (ბათუმი) 6:0ჰაფნარი" (ჰაფნარფიორდური, ფარერის კუნძულები)
გოლები:
1:0 თემურ ტუღუში (9), 2:0 თემურ ტუღუში (22), 3:0 დავით უჯმაჯურიძე (26), 4:0 თემურ ტუღუში (54), 5:0 დავით უჯმაჯურიძე (69), 6:0 დავიდსენი (87, სკ)
დინამო: ნიკა ტოგონიძე (დავით გვარამაძე 66), თენგიზ სიჭინავა, ალექსანდრე კანტიძე (პაატა მაჭუტაძე 60), დავით მახარაძე, გელა შეყილაძე, როსტომ თორღაშვილი (დავით ჭიჭვეიშვილი 78), მალხაზ მახარაძე (კაპ), ავთანდილ ღლონტი, თემურ ტუღუში, დავით უჯმაჯურიძე, ამირან მუჯირი
მწვრთნელი: შოთა ჭეიშვილი
გაფრთხილება: მორი
მსაჯი: ი.საარი (ესტონეთი)

22 აგვისტო, 1996. ფარერის კუნძულები, ტოფტირი, „სვანგასკარდი". 800
„ჰაფნარი" (ჰაფნარფიორდური, ფარერის კუნძულები) 0:3დინამო" (ბათუმი)
გოლები:
0:1 ავთანდილ ღლონტი (20), 0:2 ავთანდილ ღლონტი (22), 0:3 დავით უჯმაჯურიძე (63)
„დინამო": ნიკა ტოგონიძე, თენგიზ სიჭინავა, ზურაბ მინდაძე, ალექსანდრე კანტიძე, გელა შეყილაძე (ვალერი შანიძე 46), დავით მახარაძე, როსტომ თორღაშვილი, მალხაზ მახარაძე (კაპ), ავთანდილ ღლონტი, დავით უჯმაჯურიძე (პაატა მაჭუტაძე 63), ამირან მუჯირი
მწვრთნელი: შოთა ჭეიშვილი
მსაჯი: ი.პულკინენი (ფინეთი)

მპკც (მოზირი, ბელარუსი) - კრ (რეიკიავიკი, ისლანდია) 2:2, 0:1; „შელბურნი" (დუბლინი, ირლანდია) - „ბრანი" (ბერგენი, ნორვეგია) 1:3, 1:2; „ტოტალ ნეთვორქ სოლუშენსი" (ლენსენტფრეიდი, უელსი) - „რუხი" (ხოჟუვი, პოლონეთი) 1:1, 0:5; „ჰონვედი" (ბუდაპეშტი, უნგრეთი) - „სლოგა იუგომაგნატი" (სკოპიე, მაკედონია) 1:0, 1:0; „ვარტექსი" (ვარაჟდინი, ხორვატია) - „უნიონი" (ლუქსემბურგი) 2:1, 3:0; „უნივერსიტატე" (რიგა, ლატვია) - „ვადუცი" (ლიხტენშტაინი) 1:1, 1:1 (დდ; პენ 2:4); „გლენტორანი" (ბელფასტი, ჩრდილოეთ ირლანდია) - „სპარტა" (პრაღა, ჩეხეთი) 1:2, 0:8; „ტალინა სადამი" (ტალინი, ესტონეთი) - „ნივა" (ვინიცა, უკრაინა) 2:1, 0:1; „ხემლონი" (უმენი, სლოვაკეთი) - „ფლამურტარი" (ვლორიო, ალბანეთი) 1:0, 2:0; „სიონი" (შვეიცარია) - „კარედა" (შაულიაი, ლიტვა) 4:2, 0:0; „ოლიმპია" (ლუბლიანა, სლოვენია) - „ლევსკი" (სოფია, ბულგარეთი) 1:0, 0:1 (დდ; პენ 4:3); „ცრვენა ზვეზდა" (ბელგრადი, სერბეთი) - „ჰართ ოფ მიდლოუშენი" (ედინბურგი, შოტლანდია) 0:0, 1:1; „ყარაბაღი" (აღდამი, აზერბაიჯანი) - „მიუპა" (მილიკოსკი, ფინეთი) 0:1, 1:1 (დდ); „კოტაიკი" (აბოვიანი, სომხეთი) - აეკ (ლარნაკა, კვიპროსი) 1:0, 0:5; „კონსტრუქტორული" (კიშინიოვი, მოლდოვა) - „ჰაპოელი" (რიშონ ლეზიონი, ისრაელი) 1:0, 2:3; „ვალეტა" (ლა ვალეტა, მალტა) - „გლორია" (ბისტრიცა, რუმინეთი) 1:2, 1:2

1/16 ფინალი
12 სექტემბერი, 1996. ბათუმი, „დინამო". 14000
„დინამო" (ბათუმი) 1:1პსვ ეინდჰოვენი" (ეინდჰოვენი, ჰოლანდია)
გოლები:
1:0 ამირან მუჯირი (23), 1:1 ლუკ ნილისი (42, პენ)
დინამო: ნიკა ტოგონიძე, თენგიზ სიჭინავა, ზურაბ მინდაძე, დავით ჭიჭვეიშვილი (ვალერი შანიძე 87), გელა შეყილაძე, როსტომ თორღაშვილი, მალხაზ მახარაძე (კაპ), პაატა მაჭუტაძე (ავთანდილ ღლონტი 73), თემურ ტუღუში, დავით უჯმაჯურიძე, ამირან მუჯირი
მწვრთნელი: შოთა ჭეიშვილი
„პსვ ეინდჰოვენი": რონალდ ვატერეუსი, არტურ ნუმანი, სტენ ვალქსი, იააპ სტამი, კრის ვან დერ ვეერდენი, ვიმ იონკი, ფილიპ კოკუ, მარსიანო ვინკი, რენე აიკელკამპი (მარსელო რამოსი 70), მარკ დეგრიზი (ბუდევინ ზენდენი 80), ლუკ ნილისი (კაპ)
მწვრთნელი: დიკ ადვოკაატი
გაფრთხილება: მარსიანო ვინკი
მსაჯი: კურტ ცუპინგერი (შვეიცარია)

26 სექტემბერი, 1996. ჰოლანდია, ეინდჰოვენი, „ფილიპსი". 14200
„პსვ ეინდჰოვენი" (ეინდჰოვენი, ჰოლანდია) 3:0დინამო" (ბათუმი)
გოლები:
1:0 ლუკ ნილისი (15, პენ), 2:0 რენე აიკელკამპი (57), 3:0 მარსელო რამოსი (86)
„პსვ ეინდჰოვენი": რონალდ ვატერეუსი, არტურ ნუმანი, სტენ ვალქსი, იააპ სტამი, ვამპეტა, ვიმ იონკი, ფილიპ კოკუ, მარსიანო ვინკი (ბუდევინ ზენდენი 46), რენე აიკელკამპი (ჟელკო პეტროვიჩი 80), მარკ დეგრიზი, ლუკ ნილისი (კაპ) (მარსელო რამოსი 66)
მწვრთნელი: დიკ ადვოკაატი
„დინამო": ნიკა ტოგონიძე, თენგიზ სიჭინავა (ვალერი შანიძე 53), ზურაბ მინდაძე, დავით ჭიჭვეიშვილი, გელა შეყილაძე, როსტომ თორღაშვილი, მალხაზ მახარაძე (კაპ), პაატა მაჭუტაძე, თემურ ტუღუში, დავით უჯმაჯურიძე, ამირან მუჯირი
მწვრთნელი: შოთა ჭეიშვილი
გაფრთხილება: ამირან მუჯირი, მალხაზ მახარაძე, აიკელკამპი
მსაჯი: სტიუარტ დუგალი (შოტლანდია)

„ოლიმპიკი" (ნიმი, საფრანგეთი) - „ჰონვედი" 3:1, 2:1; „შტურმი" (გრაცი, ავსტრია) - „სპარტა" 2:2, 1:1; „ბარსელონა" - აეკ 2:0, 0:0; „კონსტრუქტორული" - „გალათასარაი" (სტამბოლი, თურქეთი) 0:1, 0:4; „კაიზერსლაუტერნი" (გერმანია) - „ცრვენა ზვეზდა" 1:0, 0:4 (დდ); „მიუპა" - „ლივერპული" (ინგლისი) 0:1, 1:3 „სიონი" - „ნივა" 2:0, 4:0; „ორჰუსი" (დანია) - „ოლიმპია" 1:1, 0:0; „სერკლ ბრიუგე" (ბრიუგე, ბელგია) - „ბრანი" 3:2, 0:4; კრ - აიკ (სტოკჰოლმი, შვედეთი) 0:1, 1:1; „ბენფიკა" (ლისაბონი, პორტუგალია) - „რუხი" 5:1, 0:0; აეკ (ათენი, საბერძნეთი) - „ხემლონი" 1:0, 2:1; „გლორია" - „ფიორენტინა" (ფლორენცია, იტალია) 1:1, 0:1; „ვადუცი" - „პარი სენ-ჟერმენი" (პარიზი, საფრანგეთი) 0:4, 0:3; „ლოკომოტივი" (მოსკოვი, რუსეთი) - „ვარტექსი" 1:0, 1:2
1/8-ფინალი
„სიონი" - „ლივერპული" 1:2, 3:6; „ოლიმპიკი" - აიკ 1:3, 1:0; „ფიორენტინა" - „სპარტა" 2:1, 1:1; „ოლიმპია" - აეკ 0:2, 0:4; „ბრანი" - „პსვ ეინდჰოვენი" 2:1, 2:2; „ბარსელონა" - „ცრვენა ზვეზდა" 3:1, 1:1; „ბენფიკა" - „ლოკომოტივი" 1:0, 3:2; „გალათასარაი" - „პარი სენ-ჟერმენი" 4:2, 0:4
1/4-ფინალი
„ბენფიკა" - „ფიორენტინა" 0:2, 1:0; „პარი სენ-ჟერმენი" - აეკ 0:0, 3:0; „ბრანი" - „ლივერპული" 1:1, 0:3; „ბარსელონა" - აიკ 3:1, 1:1
1/2-ფინალი
„ბარსელონა" - „ფიორენტინა" 1:1, 2:0; „პარი სენ-ჟერმენი" - „ლივერპული" 3:0, 0:2

ფინალი
14 მაისი, 1997. ჰოლანდია, როტერდამი, „ფეიენოორდი". 36802
ბარსელონა 1
:0 პარი სენ-ჟერმენი
გოლი:
1:0 რონალდო (38, პენ)
„ბარსელონა": ვიტორ ბაია, ალბერტ ფერერი, ფერნანდო კოუტუ, აბელარდო ფერნანდესი, სერხი ბარხუანი, გეორგე პოპესკუ (კაპ) (გილერმო ამორი 46), ხოსეპ გვარდიოლა, ლუიშ ფიგუ, ლუის ენრიკე (ხუან ანტონიო პიცი 89), ივან დე ლა პენია (ხრისტო სტოიჩკოვი 85), რონალდო
მწვრთნელი: ბობი რობსონი (ინგლისი)
„პარი სენ-ჟერმენი": ბერნარ ლამა, პოლ ლე გენი, ლორენ ფურნიე (ჯიმი ალჟერინო 58), ბრუნო ნგოტი, დიდიე დომი, ჟერომ ლეროი, ვინსენ გერენი (ხულიო დელი ვალდესი 68), ბენუა კოე, რაი (კაპ), პატრის ლოკო (სირილ პოჟე 78), ლეონარდო
მწვრთნელი: რიკარდო გომეში (ბრაზილია)
გაფრთხილება: ლორენ ფურნიე, ფერნანდო კოუტუ, პოლ ლე გენი, ბენუა კოე, ივან დე ლა პენია
მსაჯი: მარკუს მერკი (გერმანია)

საუკეთესო ბომბარდირი
რობი ფაულერი („ლივერპული", ინგლისი; ინგლისი) - 7 გოლი

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2017 სექტემბერი 13
ესპანელმა ჩოგბურთელმა რაფაელ ნადალმა კარიერაში მეთექვსმეტე დიდი სლემის ტურნირი მოიგო. რაფამ ამერიკის ღია პირველობის ფინალში სამხრეთამერიკელი კევინ ანდერსონი მარტივად 6:3, 6:3, 6:4 დაამარცხა
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2017 აგვისტო 25
24 აგვისტოს, მონაკოში, Grimaldi Forum-ის დარბაზში ჩემპიონთა ლიგის 2017/18 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპის წილისყრა გაიმართა.წილისყრის შედეგად გუნდები ჯგუფებში შემდეგნაირად განაწილდნენ:
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2017 აგვისტო 25
კრიშტიანუ რონალდუ გასული სეზონის ევროპის საუკეთესო ფეხბურთელია. მადრიდის "რეალის" პორტუგალიელმა ლიდერმა "ბარსელონას" შემტევ ლიონელ მესისა და "იუვენტუსის" კარის დარაჯ ჯანლუიჯი ბუფონს აჯობა.
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2017 აგვისტო 22
ცინცინატის მასტერსის ჩემპიონი  ბულგარელი  გრიგორ დიმიტროვი  გახდა. ფინალში  მან  ორ  სეტში  დაამარცხა  ავსტრალიელი  ნიკ კირგიოსი 6-3, 7-5.
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2017 აგვისტო 21
დიდი სლემის 14-გზის ჩემპიონი რაფაელ ნადალი სამწლიანი პაუზის შემდეგ რეიტინგის სათავეში მოექცა.