სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

გულშემატკივრის გამოკითხვა ico
სიახლეების კალენდარი ico
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
  01 02 03 04 05 06
07 08 09 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30        

თასების მფლობელთა თასი 1998: „ჩელსი“ (ინგლისი)

თარიღი: 2016 აპრილი 20


1997-1998 წლების გათამაშებაში გამარჯვებული: „ჩელსი“ (ინგლისი)

1981 წლის 13 მაისს თბილისის „დინამომ" ევროპის ქვეყნების თასების მფლობელთა თასი მოიგო. დიუსელდორფის „რაინშტადიონზე" მოგებული ევროთასი ქართული ფეხბურთის ისტორიაში დღემდე ყველაზე დიდი გამარჯვებაა.
დღეს თასების მფლობელთა თასი უკვე აღარ თამაშდება - 1998-1999 წლების სეზონში ტურნირი უკანასკნელად, 39-ედ ჩატარდა და ისტორიის კუთვნილებად იქცა. მიუხედავად ამისა, დინამოელთა ის ტრიუმფი ძველებურად მნიშვნელოვანი და ტკბილად მოსაგონარია.
2016 წლის 13 მაისს საქართველოს საუკეთესო კლუბის ევროტრიუმფიდან 35 წელი შესრულდება.
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ვებ-გვერდი დღეიდან 13 მაისის ჩათვლით თასების მფლობელთა თასის გათამაშებების ისტორიას გაიხსენებს. ეს პროექტი გაზეთ „სარბიელში" 1999 წელს განხორციელდა, წერილების ავტორი კი სპორტული ჟურნალისტი სოლომონ გულისაშვილი გახლდათ.

სამი მაგიური 18
1997 წლის 30 აგვისტოს „სარბიელი" ასეთი ქვესათაურით გამოვიდა: „საცოდავია მწვრთნელი, რომლის გუნდიც პრინციპულ მეტოქესთან ორ თამაშს აგებს. მაგრამ ათჯერ უფრო ცოდოა კაცი, რომლის გუნდიც პრინციპულ მეტოქეს ორივე თამაშს უგებს, მაგრამ მავანთა გამოისობით მაინც წაგებული რჩება".

დიახ, სწორედ ასე იყო: შოთა ჭეიშვილის ბათუმის „დინამომ" წინასწარი წრის ორივე მატჩი მოუგო ერევნის „არარატს", მაგრამ მაინც დამარცხებული აღმოჩნდა. მიზეზი კი იმ წელს ფოთის „კოლხეთი 1913"-დან გადაყვანილი დავით სოლოღაშვილის მინდორზე გასვლა გახლდათ.

წინა სეზონში სოლოღაშვილმა ინტერტოტოს თასზე ორი გაფრთხილება მიიღო, რომელიც მას ბათუმშიც „გადაჰყვა" და ამდენად, თამაშის უფლება არ ჰქონდა, მაგრამ მავანთა უყურადღებობის თუ უცოდინარობის გამო, ის მაინც გაიყვანეს სათამაშოდ და გუნდიც დაისაჯა. ქართველებმა შინ 4:2 მოიგეს და ერევანში დანიშნული საპასუხო მატჩის წინ იმედიანად იყვნენ, თუმცა 20 აგვისტოს უეფადან ცნობა მოვიდა, ბათუმელებმა სომხებთან დისკვალიფიცირებული ფეხბურთელი ათამაშეს და ამიტომ 0:3 წაგება ჩაეთვალათო. ამ გადაწყვეტილების შემდეგ, მომდევნო წრეში გასასვლელად, ბათუმელებს სტუმრად ოთხბურთიანი სხვაობით მოგება სჭირდებოდათ.

მტყუან-მართლის გარკვევას სასურველი შედეგი, ცხადია არ მოჰყვა - ბათუმის „დინამო" ერევნის „ჰრაზდანის" სტადიონს, ფაქტიურად, განწირული ეწვია. ზღვისპირელებმა გასვლითი მატჩიც კარგად ჩაატარეს: პირველივე წუთზე თენგიზ სიჭინავამ გახსნა ანგარიში, 36-ზე ივანე მახარაძემ მეორეც შეაგდო, მაგრამ მეტი ბურთი აღარ გასულა, რაშიც თავისი წვლილი პოლონელმა არბიტრმა მარეკ კოვალჩიკმაც დაიდო.

„დინამომ" კარგი შთაბეჭდილება დატოვა, გაცილებით უკეთესი, ვიდრე შინ. ჩვენს თამაშზე საუბარიც არ მინდა. ანგარიში სამჯერ მეტი უნდა ყოფილიყო, მაგრამ იღბალმა არ გვიმტყუნა. არარატელი ვარ და გამიხარდა, შემდეგ ეტაპზე რომ გავედით. ისე კი, ბათუმელები უფრო ღირსნი იყვნენ", - ეს ერევნელების მეკარის ართურ აბრამიანის მატჩისშემდგომი სიტყვებია, რომელიც ბათუმელებისთვის ვერაფერი ნუგეში იყო...

ასეთი უცნაური და ხანმოკლე გამოდგა ქართული გუნდის გამოსვლა 1997-1998 წლების გათამაშებაში. ერთმა ქართველმა კი თავი მაინც გამოიჩინა - ეს მოსკოვის ლოკომოტიველი ზაზა ჯანაშია გახლდათ, რომელის კარგ თამაშს ნახევარფინალში გერმანიის „შტუტგარტთან" ევროპელი მიმომხილველები გამორჩეულად აღნიშნავდნენ.

შტუტგარტულ რაუნდში ჯანაშიას თამაშის შემყურე, გერმანელი ქომაგები მოსკოველთა საპატივცემულოდ „ლოკო, ლოკოს" ყვიროდნენ და ეს ლოგიკურიც იყო: მე-16 წუთზე ჯანაშიას დარტყმული ბურთი ოდნავ ასცდა მეკარე ფრანც ვოლფარტის კარს, შვიდ წუთში კი ქართველი შემტევის მონდომებამ შედეგი გამოიღო და ანგარიშიც გაიხსნა. შეხედეთ, საშა ჯანაშიამ როგორი ბურთი შეაგდოო - ასეთი იყო CNN-ის მიმომხილველის კომენტარი, იტალიელი დიქტორები კი მას ჟაჟას ეძახდნენ.

შტუტგარტში რუსები მაინც დამარცხდნენ, რაც გერმანელების უფრო მაღალმა კლასმა განაპირობა: ჯონათან აკპობორიმ ტაიმის მიწურულს გაათანაბრა, ხოლო უკანასკნელ, 90-ე წუთზე ფრედი ბობიჩმა გამარჯვების გოლიც გაიტანა - 2:1.

ზაზა ჯანაშია საპასუხო თამაშშიც მოსკოველთა მთავარი იმედი იყო, მაგრამ ორიოდ სახიფათო მომენტის იქით საქმე არ წასულა. ბოლოსკენ კი შტუტგარტელთა კაპიტანმა ვერლაატმა ქართველის წინააღმდეგ ძალიან უხეშად ითამაშა და ფორვარდს ცხვირ-პირი დაუსისხლიანა, მაგრამ მსაჯმა სტუმარს მხოლოდ ყვითელი ბარათი აკმარა. „შტუტგარტმა" კი კვლავ გაიმარჯვა და ფინალში გავიდა - გამარჯვების გოლი ისევ ფრედი ბობიჩმა გაიტანა.

ბოლო წლებში ფეხბურთში ბევრი რამ შეიცვალა და ეს ფინალისტების შემადგენლობის გაცნობისთანავე საცნაური ხდება. „ბოსმანის საქმეს" მოყოლილი „ევროპული რევოლუცია" სტოკჰოლმის „რასუნდას" სტადიონზე მთელი თავისი „ბრწყინვალებით" წარსდგა. ეს განსაკუთრებით ლონდონის „ჩელსის" ეხება. სტატისტიკოსებმა გამოითვალეს, რომ ორივე გუნდის შემადგენლობაში, საერთო ჯამში, 20 ქვეყნის წარმომადგენელი ირიცხებოდა!

„ჩელსის" სამ ფეხბურთელს ადრე უკვე მოეგო თასთა თასი: ჯანლუკა ვიალის გენუის „სამპდორიას" მაისურით, უელსელ მარკ ჰიუზს „მანჩესტერ იუნაიტედთან" ერთად, ხოლო ურუგვაელ გუსტავო პოიეტს სარაგოსას „რეალის" შემადგენლობაში. როგორც „ფრანს ფუტბოლი" მიიჩნევდა, სწორედ ევროთასების მატჩებში გამოცდილი ფეხბურთელების ხარჯზე გაიმარჯვა ლონდონის „ჩელსიმ". ინგლისელი ტელეკომენტატორები „ჩელსის" ხუმრობით იტალიურსაც ეძახდნენ და გარკვეულწილად, მართლებიც იყვნენ: ჯანლუკა ვიალიმ, რობერტო დი მატეომ და ჯანფრანკო ძოლამ, ასევე რუმინელმა დან პეტრესკუმ, რომელთაც არაერთი სეზონი გაეტარებინათ სერია-აში, „ჩელსის" თამაშს აბსოლუტურად არაბრიტანული სტილი შესძინეს.

ჯანფრანკო ძოლა, რომელიც მინდორზე მხოლოდ ფინალის დასრულებამდე 18 წუთით ადრე შევიდა, გადამწყვეტი მატჩის გმირი გახდა. უფრო ზუსტნი თუ ვიქნებით, ძოლამ 18 წამში მოახერხა ის, რისთვისაც სხვები მთელი 90 წუთი იბრძოდნენ. გუნდის კაპიტანმა დენის უაიზმა, რომელმაც მანამდე ორი კარგი მომენტი ვერ გამოიყენა, გერმანელების საჯარიმოსკენ თავისუფალი დერეფანი შენიშნა, ბურთი ძოლას გადააწოდა და მანაც ძლიერი დარტყმით შანსი არ დაუტოვა მეკარე ფრანც ვოლფარტს.

„დაუჯერებელია", - ამბობდა ნამატჩევს ძოლა - „18 დღის წინ ტრავმა მივიღე და მეგონა ფინალში ვეღარ ვითამაშებდი. მერე ისე მოხდა, რომ 18 წუთით ადრე შევედი მინდორზე და 18 წამში გოლიც გავიტანე! ეს ფანტასტიკური დამთხვევაა"!

ჯანლუკა ვიალი, რომელიც „ჩელსის" მოთამაშე-მწვრთნელის ფუნქციას ასრულებდა, იმდენად იყო თამაშში ჩართული, რომ მწვრთნელობისთვის ვეღარ იცლიდა და ეს მისია ინგლისის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელის გრემ რიქსის ხელში გადავიდა. სწორედ რიქსის გადაწყვეტილებით შევიდა მინდორზე ძოლა.

„რიქსმა დამიძახა და მკითხა, შევძლებდი თუ არა თამაშის ჩამთავრებას", - იხსენებდა ვიალი - „ვუთხარი, რომ ჩემს შეცვლაზე ლაპარაკიც ზედმეტი იყო და პარტნიორის, ტორე ანდრე ფლოს გამოცვლა შევთავაზე. ასეთ გადამწყვეტ მომენტში მოთამაშის მინდვრიდან გასვლა ყოველთვის საწყენია, ამიტომ, ფლოს ბოდიში მოვუხადე და სიტუაცია ავუხსენი. ჩემთვის ეს ევროთასის მეშვიდე ფინალი იყო. ვიფიქრე, გამოცდილება პარტნიორებს წაადგებოდათ და ასეც მოხდა".

„ჩელსიმ" მეორედ მოიგო თასების მფლობელთა თასი. ლონდონურმა კლუბმა ეს ჯილდო პირველად 1971 წელს აღმართა.

გაზეთი „სარბიელი" (19 მაისი, 1999)

თასების მფლობელთა თასი 1997-1998
საკვალიფიკაციო წრე

15 აგვისტო, 1997. ბათუმი, „დინამო". 8000
„დინამო" (ბათუმი) 4:2არარატი" (ერევანი, სომხეთი)*
გოლები:
1:0 ჯუბა ჩუხუა (23), 2:0 ჯუბა ჩუხუა (31), 2:1 ტერ პეტროსიანი (59), 3:1 ავთანდილ ღლონტი (78), 3:2 ნაზარიანი (81), 4:2 გელა შეყილაძე (90)
„დინამო": ნიკა ტოგონიძე (კაპ), ივანე მახარაძე, ზურაბ მინდაძე, თენგიზ სიჭინავა, გელა შეყილაძე, როსტომ თორღაშვილი (შალვა აფხაზავა 76), ვალერი შანიძე, ავთანდილ ღლონტი, თემურ ტუღუში, ჯუბა ჩუხუა (გოჩა ყულეჯიშვილი 86), დავით სოლოღაშვილი
მწვრთნელი: შოთა ჭეიშვილი
„არარატი": აბრაჰამიანი, ასოიანი, გსპეიანი (მინასიანი 46), ნაზარიანი, ნაზარიანი, აივაზიანი, აბრახამიანი, ნიგოიანი, გალსტიანი, ოვაქიმიანი (ტერ-პეტროსიანი 46), ამირიანი (გასპარიანი 66)
მწვრთნელი: არკადი ადრიასიანი
გაფრთხილება: თემურ ტუღუში
მსაჯები: მანფრედ შიუტენგრუბერი; კარლ შტოებიხი, ერჰარდ ფუქს-აისნერი (ავსტრია)
ბათუმის „დინამომ" დისკვალიფიცირებული ფეხბურთელი დავით სოლოღაშვილი ათამაშა, რის გამოც ჩაეთვალა წაგება - 0:3

28 აგვისტო, 1997. სომხეთი, ერევანი, „ჰრაზდანი". 5000
„არარატი" (ერევანი, სომხეთი) 0:2 „დინამო" (ბათუმი)
გოლები:
0:1 თენგიზ სიჭინავა (2), 0:2 ივანე მახარაძე (36)
„არარატი": აბრაჰამიანი, ასოიანი, გსპეიანი, გალსტიანი, აივაზიანი, ნიგოიანი (ნაზარიანი 50), ბაბაიანი (ოვაქიმიანი 60), ტამრაზიანი (ბაბაიანი 68), ტერ-პეტროსიანი, მინასიანი, ოვაქიმიანი
მწვრთნელი: არკადი ადრიასიანი
„დინამო": ნიკა ტოგონიძე, ივანე მახარაძე, ზურაბ მინდაძე, თენგიზ სიჭინავა, გელა შეყილაძე, როსტომ თორღაშვილი (ვალერი შანიძე 74), მალხაზ მახარაძე (კაპ), ავთანდილ ღლონტი, დავით ჭიჭვეიშვილი, ჯუბა ჩუხუა, გოჩა ყულეჯიშვილი (შალვა აფხაზავა 69)
მწვრთნელი: შოთა ჭეიშვილი
მსაჯები: მარეკ კოვალჩიკი; სლავომირ რიბაცკი, სლავომირ სტემპნიევსკი (პოლონეთი)
ჰბ (ტორსჰავნი, ფარერის კუნძულები) - „აპოელი" (ნიქოზია, კვიპროსი) 1:1, 0:6; „ჰიბერნიანსი" (პაოლა, მალტა) - იბვ (ვესტმანაეიარი, ისლანდია) 0:1, 0:3; „გლენავონი" (ლურგენი, ჩრდილოეთ ირლანდია) - „ლეგია" (ვარშავა, პოლონეთი) 1:1, 0:4; „ქვიმბრან თაუნი" (ქვიმბრანი, უელსი) - „ნაციონალი" (ბუქარესტი, რუმინეთი) 2:5, 0:7; „ჟალგირისი" (ვილნიუსი, ლიტვა) - „ჰაპოელი" (ბეერ-შევა, ისრაელი) 0:0, 1:2 (დდ); „ზიმბრუ" (კიშინიოვი, მოლდოვა) - „შახტარი" (დონეცკი, უკრაინა) 1:1, 0:3; „დინაბურგი" (დაუგავპილსი, ლატვია) - „ქიაფაზი" (განჯა, აზერბაიჯანი) 1:0, 1:0; „კილმარნოკი" (შოტლანდია) - „შელბურნი" (დუბლინი, ირლანდია) 2:1, 1:1; ჰიკ (ჰელსინკი, ფინეთი) - „ცრვენა ზვეზდა" (ბელგრადი, სერბეთი) 1:0, 0:3; „სლოგა იუგომაგნატი" (სკოპიე, მაკედონია) - „ზაგრები" (ხორვატია) 1:2, 0:2; „ბალზერსი" (ლიხტენშტაინი) - ბვსკ (ბუდაპეშტი, უნგრეთი) 1:3, 0:2; „ტალინა სადამი" (ტალინი, ესტონეთი) - „ბელშინა" (ბობრუისკი, ბელარუსი) 1:1, 1:4; „პრიმორიე" (აიდოვშინა, სლოვენია) - „უნიონი" (ლუქსემბურგი, ლუქსემბურგი) 2:0, 1:0; „ლევსკი" (სოფია, ბულგარეთი) - „სლოვანი" (ბრატისლავა, სლოვაკეთი) 1:1, 1:2
1/16 ფინალი
„ქოჩაელისპორი" (იზმიტი, თურქეთი) -
„ნაციონალი" 2:0, 1:0; „აპოელი" - „შტურმი" (გრაცი, ავსტრია) 0:1, 0:3; იბვ - „შტუტგარტი" (გერმანია) 1:3, 1:2; „ბოავიშტა" (პორტუ, პორტუგალია) - „შახტარი" 2:3, 1:1; „ჟერმინალ ეკერენი" (ბეერსხო, ბელგია) - „ცრვენა ზვეზდა" 3:2, 1:1; აიკ (სტოკჰოლმი, შვედეთი) - „პრიმორიე" 0:1, 1:1 (დდ); აეკ (ათენი, საბერძნეთი) - „დინაბურგი" 5:0, 4:2; „სლავია" (პრაღა, ჩეხეთი) - „ლუცერნი" (შვეიცარია) 4:2, 2:0; „ჰაპოელი" - „როდა" (კერკრადე, ჰოლანდია) 1:4, 0:10; „ზაგრები" - „ტრომსიო" (ნორვეგია) 3:2, 2:4 (დდ); „კოპენჰაგენი" (დანია) - „არარატი" 3:0, 2:0; „ბელშინა" - „ლოკომოტივი" (მოსკოვი, რუსეთი) 1:2, 0:3; „ჩელსი" (ლონდონი, ინგლისი) - „სლოვანი" 2:0, 2:0; „ნიცა" (საფრანგეთი) - „კილმარნოკი" 3:1, 1:1; „ბეტისი" (სევილია, ესპანეთი) - ბვსკ 2:0, 2:0; „ვიჩენცა" (იტალია) - „ლეგია" 2:0, 1:1
1/8-ფინალი
„ტრომსიო" - „ჩელსი" 3:2, 1:7; „ჟერმინალ ეკერენი" - „შტუტგარტი" 0:4, 4:2; „ლოკომოტივი" - „ქოჩაელისპორი" 2:1, 0:0; „შახტარი" - „ვიჩენცა" 1:3, 1:2; „ბეტისი" - „კოპენჰაგენი" 2:0, 1:1; აეკ - „შტურმი" 2:0, 0:1; „ნიცა" - „სლავია" 2:2, 1:1; „პრიმორიე" - „როდა" 0:2, 0:4
1/4-ფინალი
„როდა" - „ვიჩენცა" 1:4, 0:5; „სლავია" - „შტუტგარტი" 1:1, 0:2; აეკ - „ლოკომოტივი" 0:0, 1:2; „ბეტისი" - „ჩელსი" 1:2, 1:3
1/2-ფინალი
„ვიჩენცა" - „ჩელსი" 1:0, 1:3; „შტუტგარტი" - „ლოკომოტივი" 2:1, 1:0

ფინალი
13 მაისი, 1998. შვედეთი, სტოკჰოლმი, „რასუნდა". 30216
ჩელსი 1
:0 შტუტგარტი
გოლი:
1:0 ჯანფრანკო ძოლა (71)
„ჩელსი": ედ დე გუი, სტივ კლარკი, ფრანკ ლებეფი, მაიკლ დაბერი, დენი გრენვილი, დან პეტრესკუ, დენის უაიზი (კაპ), გუსტავო პოიეტი (ედი ნიუტონი 81), რობერტო დი მატეო, ჯანლუკა ვიალი, ტორე ანდრე ფლო (ჯანფრანკო ძოლა 71)
მოთამაშე-მწვრთნელი: ჯანლუკა ვიალი (იტალია)
„შტუტგარტი": ფრანც ვოლფარტი, მურატ იაკინი, თომას შნაიდერი (იოხენ ენდრესი 55), თომას ბერთოლდი, მარკო ჰაბერი (კრსტიან ჯორჯევიჩი 75), ზვონიმირ სოლდო, გერჰარდ პოშნერი, მატიას ჰაგნერი (სრეტო რისტიჩი 79), კრასიმირ ბალაკოვი, ჯონათან აკპობორი, ფრედი ბობიჩი (კაპ)
მწვრთნელი: იოახიმ ლიოვი
გაფრთხილება: დენის უაიზი, ჯონათან აკპობორი
გაძევება: დან პეტრესკუ (85), გერჰარდ პოშნერი (90)
მსაჯი: სტეფანო ბრასკი (იტალია)

საუკეთესო ბომბარდირი
პასკუალე ლუიზო („ვიჩენცა", იტალია; იტალია) - 8 გოლი

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2017 სექტემბერი 13
ესპანელმა ჩოგბურთელმა რაფაელ ნადალმა კარიერაში მეთექვსმეტე დიდი სლემის ტურნირი მოიგო. რაფამ ამერიკის ღია პირველობის ფინალში სამხრეთამერიკელი კევინ ანდერსონი მარტივად 6:3, 6:3, 6:4 დაამარცხა
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2017 აგვისტო 25
24 აგვისტოს, მონაკოში, Grimaldi Forum-ის დარბაზში ჩემპიონთა ლიგის 2017/18 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპის წილისყრა გაიმართა.წილისყრის შედეგად გუნდები ჯგუფებში შემდეგნაირად განაწილდნენ:
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2017 აგვისტო 25
კრიშტიანუ რონალდუ გასული სეზონის ევროპის საუკეთესო ფეხბურთელია. მადრიდის "რეალის" პორტუგალიელმა ლიდერმა "ბარსელონას" შემტევ ლიონელ მესისა და "იუვენტუსის" კარის დარაჯ ჯანლუიჯი ბუფონს აჯობა.
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2017 აგვისტო 22
ცინცინატის მასტერსის ჩემპიონი  ბულგარელი  გრიგორ დიმიტროვი  გახდა. ფინალში  მან  ორ  სეტში  დაამარცხა  ავსტრალიელი  ნიკ კირგიოსი 6-3, 7-5.
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2017 აგვისტო 21
დიდი სლემის 14-გზის ჩემპიონი რაფაელ ნადალი სამწლიანი პაუზის შემდეგ რეიტინგის სათავეში მოექცა.