სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

გულშემატკივრის გამოკითხვა ico
სიახლეების კალენდარი ico
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
       
10
17
23 24
26 27 28 29 30  

თასების მფლობელთა თასი 1999: „ლაციო“ (იტალია)

თარიღი: 2016 აპრილი 21


თასთა თასის უკანასკნელი, 1998-1999 წლების გათამაშების ფინალის მონაწილეები:
„მალიორკა“ (ესპანეთი) და „ლაციო“ (იტალია)


1981 წლის 13 მაისს თბილისის „დინამომ" ევროპის ქვეყნების თასების მფლობელთა თასი მოიგო. დიუსელდორფის „რაინშტადიონზე" მოგებული ევროთასი ქართული ფეხბურთის ისტორიაში დღემდე ყველაზე დიდი გამარჯვებაა.
დღეს თასების მფლობელთა თასი უკვე აღარ თამაშდება - 1998-1999 წლების სეზონში ტურნირი უკანასკნელად, 39-ედ ჩატარდა და ისტორიის კუთვნილებად იქცა. მიუხედავად ამისა, დინამოელთა ის ტრიუმფი ძველებურად მნიშვნელოვანი და ტკბილად მოსაგონარია.
2016 წლის 13 მაისს საქართველოს საუკეთესო კლუბის ევროტრიუმფიდან 35 წელი შესრულდება.
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ვებ-გვერდი დღეიდან 13 მაისის ჩათვლით თასების მფლობელთა თასის გათამაშებების ისტორიას გაიხსენებს. ეს პროექტი გაზეთ „სარბიელში" 1999 წელს განხორციელდა, წერილების ავტორი კი სპორტული ჟურნალისტი სოლომონ გულისაშვილი გახლდათ.

ბოლო
თითქოს სიმბოლურია: თასების მფლობელთა თასის უკანასკნელი გათამაშების ფინალში ისეთი გუნდები გავიდნენ, რომელთაც ადრე ევროწარმატება არ ჰქონიათ და თუ „ლაციო" შეიძლება ბოლოდროინდელი ევროპული ფეხბურთის ელიტას მივაკუთვნოთ, „მალიორკას" „გამოხტომა" თასთა თასის ტურნირისთვის დამახასიათებელია.

ესპანურმა კლუბმა ჯერ კიდევ უნდა დაამტკიცოს, რომ, ევროყურადღების ღირსია, თუმცა ზოგჯერ ისეც მომხდარა ხოლმე, რომ რომელიმე უცნობს თასების თასზე გამოუჩენია თავი და მერე კონტინენტის საუკეთესო გუნდი გამხდარა. ამისათვის „მალიორკას" ჯერ დიდი ბრძოლა მოუწევს.

ჩვენ კი მოსკოვის „ლოკომოტივზე" ვთქვათ, ბოლო ორი გათამაშების ნახევარფინალისტზე და ერთგვარად უცნაურ გუნდზე, რომელსაც რუსეთის პირობებშიც კი საკმაოდ საშუალო შემადგენლობა ჰყავს.

რუსეთში ხუმრობენ ხოლმე, ვეღარ გაგვირკვევია, გუნდი გადის ნახევარფინალში თუ სიომინიო. დიახ, მწვრთნელი იური სიომინი მთავარი ფიგურაა. ის „სპარტაკის" თავკაცის ოლეგ რომანცევს გზას დაადგა და პოსტსაბჭოურ ქვეყნებში ფეხბურთელების ძებნა დაიწყო. გაუმართლა და დღეს რამდენიმე მათგანი საკმაოდ ნორმალურ ფეხბურთს თამაშობს.

თუნდაც ჩვენი ზაზა ჯანაშია ავიღოთ, რომელიც „ლოკომოტივის" ნამდვილ ლიდერად იქცა. ცოტა ხნის წინ ზაზა უდისციპლინობისა და „არაგვში" ჩხუბისთვის კინაღამ გუნდიდან გაუშვეს, მაგრამ სიომინმა მაშინ მოითმინა და არც შემცდარა - ჯანაშია დღეს მოსკოვური გუნდის საუკეთესო მოთამაშეა! იგივე გარასი სიომინმა უკრაინის დასავლეთში მოძებნა, ხოლო 19 წლის ბულიკინი მის შვილობილად მიაჩნიათ.

როგორი კაცია იური სიომინი? შარშან „ლოკომოტივის" ვეტერანმა არიფულინმა ინტერვიუში თქვა: „იური პავლოვიჩი სუსტი ფსიქოლოგია, მისი განუწყვეტელი ყვირილი უკვე ძნელად ასატანი ხდება". სიომინს ამ კრიტიკისთვის ყურადღება არ მიუქცევია ან საერთოდ არაფერს კითხულობს, მაშინ როცა რომანცევმა დმიტრი ხოხლოვს დღემდე ვერ აპატია ევრო 96-ის შემდეგ საჯაროდ გამოთქმული უკმაყოფილება.

როგორც ამბობენ ბაკოვკაში („ლოკომოტივის" საწვრთნელი ბაზაა) ყველაფერი რიგზეა. თუ ადრე „ლოკოს" მოთამაშეები „მოსკვიჩებით" დადიოდნენ, დღეს უძვირფასესი მანქანები ჰყავთ. თავად სიომინს ორი „მერსედესი" ჰყოლია, ხოლო ბულიკინი, რომელიც დანჯღრეული „ჟიგულით" მოძრაობდა, დებიუტიდან ერთი თვის თავზე გაზიმზიმებულ „ჯიპზე" გადასვეს. ასეა, სადაც ფულია, შედეგიც იქ უნდა ვეძებოთ.

თუმცა ევროპაში „ლოკომოტივს" მაინცდამაინც დიდ პატივს არ სცემენ და ეს მეოთხედფინალში „მაქაბისთან" პირველი მატჩის შემდეგაც გამოჩნდა. მოსკოველებმა 3:0 მოიგეს, მაგრამ ებრაელები იმედს მაინც არ კარგავდნენ - ასეთ გუნდთან შინ ოთხი ბურთის გატანაც შეიძლებაო. იმ თამაშის გმირი ზაზა ჯანაშია გახდა: ებრაელთა მეკარე დავიდოვიჩმა სამივე ბურთი სწორედ მისი დარტყმების შემდეგ გამოიტანა კარის ბადედან!

ჯანაშიამ ნახევარფინალშიც ივარგა: რომის „ლაციოსთან" პირველი მატჩის მე-60 წუთზე საკმაოდ უხერხული მდგომარეობიდან მოახერხა მეკარე ლუკა მარკეჯანისთვის გაეტანა. მერე რაც მოხდა, ეს რომაელთა უფრო მაღალი სათამაშო კლასის დემონსტრირება გახლდათ - შეცვლაზე შესული ალენ ბოკშიჩის საპასუხო ბურთიც ამის ლოგიკური ბოლო იყო.

რომში ჯანაშია კვლავ ერთ-ერთი მთავარი ფიგურა გახლდათ მინდორზე, მაგრამ უგოლო ფრემ „ლაციო" ფინალში გაიყვანა. მთლიანად ტურნირში ჯანაშიას ექვსი გოლი მოუგროვდა და მხოლოდ ერთით ჩამორჩა საუკეთესო ბომბარდირს, ებრაელ ალონ მიზრახის.

წინა გათამაშების გამარჯვებული „ინტერნაციონალური ჩელსი" ნახევარფინალში კერკეტ „მალიორკას" შეეწირა. ლონდონში მასპინძლები მთელი მატჩის განმავლობაში ფლობდნენ უპირატესობას, მაგრამ ესპანელებს მათი თამაში კარგად შეესწავლათ და დაცვიდან თამაში არჩიეს, ერთ-ერთი კონტრშეტევა კი გოლითაც დაასრულეს: 31-ე წუთზე ველიკო პაუნოვიჩმა ჩინებული გრძელი გადაცემით კარგ პოზიციაზე გაიყვანა დანი გარსია და ამასაც მეკარე ედ დე გუის მოტყუება და გატანა არ გასჭირვებია. მერე ლონდონელებმა თავდასხმა გააძლიერეს, საშველად მინდორზე ნორვეგიელ ტორე ანდრე ფლოს უხმეს და ქართველთა კარგმა „ნაცნობმაც" გაათანაბრა - 1:1. „ესპანეთში ძალიან გაგვიჭირდება, მაგრამ ჩვენ მხოლოდ შეტევაზე ვიფიქრებთ", - თქვა ნამატჩევს ფლომ.
მაგრამ პალმა დე მალიორკაში შეკრებილი 18 ათასი ქომაგი თავისიანების გააზრებული თამაშის მომსწრე გახდა: მე-14 წუთზე ბიაჯინიმ მასპინძლები დააწინაურა და ლონდონელთა მცდელობას სასურველი შედეგი აღარ მოჰყოლია - 1:0, რომელმაც „მალიორკა" ფინალში გაიყვანა.

ბათუმის „დინამო" კი ჩვენების ბოლო და ერთადერთი წარმომადგენელი გახდა, რომელსაც საქართველოს სახელით თასების თასზე უთამაშია. ზღვისპირელები გათამაშებას საკვალიფიკაციო წრეშივე გამოეთიშნენ იუგოსლავიის „პარტიზანთან". ბელგრადული მატჩისგან განსხვავებით, რომელშიც მასპინძლებმა აშკარად აჯობეს ბათუმელებს (2:0), ქართველებმა შინ გაცილებით გააზრებულად ითამაშეს და 28-ე წუთზე თენგიზ სიჭინავას გატანილი გოლით მოიგეს კიდეც, მაგრამ საერთო წარმატებისთვის 1:0 საკმარისი არ აღმჩნდა.

„ბიჭებმა ყველაფერი გაიღეს მიზნის მისაღწევად. ისე ვითამაშეთ, როგორც მეტოქემ გვაცალა", - ბათუმელთა მწვრთნელის იური მამინაშვილის სიტყვები სრული სიმართლე გახლდათ.

„პარტიზანი" კარგ გუნდად დაგვამახსოვრდა ქართველებს, მათი ქომაგები კი - არა. ნამატჩევს იუგოსლაველმა ფანებმა ადგილობრივებზე გაიწიეს და წესრიგის დამცველნი რომ არა, არავინ იცის რა მოხდებოდა. შემდეგ წრეში „პარტიზანმა" კიდევ ერთი ქართველი ჩამოაშორა თასების თასს, როცა ორი მატჩის ჯამში თემურ ქეცბაიას „ნიუკასლ იუნაიტედს" მოუგო...

გაზეთი „სარბიელი" (20 მაისი, 1999)

თასების მფლობელთა თასი 1998-1999
საკვალიფიკაციო წრე

13 აგვისტო, 1998. იუგოსლავია, ბელგრადი, „პარტიზანი". 8500
„პარტიზანი" (ბელგრადი, იუგოსლავია) 2:0 „დინამო" (ბათუმი)
გოლები:
1:0 ბეკოვიჩი (17), 2:0 ილიჩი (33)
„დინამო": ნიკა ტოგონიძე, ზურაბ მინდაძე (ავთანდილ ღლონტი 46), თენგიზ სიჭინავა, ალექსანდრე კანტიძე (თეიმურაზ გადელია 57), დიმიტრი ვერემჩუკი, მალხაზ მახარაძე (კაპ), დავით ჭიჭვეიშვილი, პაატა მაჭუტაძე, თემურ ტუღუში, მამუკა რუსია, ზვიად პაპიძე
მწვრთნელი: იური მამინაშვილი
გაფრთხილება: დავით ჭიჭვეიშვილი, თემურ ტუღუში, მ.კეჟმანი
გაძევება: მამუკა რუსია (54)
მსაჯი: დიკ ვან ეგმონდი (ჰოლანდია)

27 აგვისტო, 1998. ბათუმი, „დინამო". 12000
„დინამო" (ბათუმი) 1:0პარტიზანი" (ბელგრადი, იუგოსლავია)
გოლი:
1:0 თენგიზ სიჭინავა (28)
„დინამო": ნიკა ტოგონიძე, დიმიტრი ვერემჩუკი, ზვიად პაპიძე, ავთანდილ ღლონტი, თენგიზ სიჭინავა, ალექსანდრე კანტიძე (დავით მაქაცარია 46), მალხაზ მახარაძე (კაპ), გოჩა ყულეჯიშვილი, პაატა მაჭუტაძე, თემურ ტუღუში, თეიმურაზ გადელია (შალვა აფხაზავა 85)
მწვრთნელი: იური მამინაშვილი
გაფრთხილება: რაშოვიჩი, თენგიზ სიჭინავა, ზვიად პაპიძე, მ.კეჟმანი, თეიმურაზ გადელია, სტოიანოვსკი
მსაჯი: პასკუალე როდომონტი (იტალია)

„რუდარი" (ველენიე, სლოვენია) - „კონსტრუქტორული" (კიშინიოვი, მოლდოვა) 2:0, 0:0; „ვადუცი" (ლიხტენშტაინი) - „ჰელსინგბორგი" (შვედეთი) 0:2, 0:3; „ლოზან სპორტი" (ლოზანა, შვეიცარია) - „ცემენტ-არარატი" (ერევანი, სომხეთი) 5:1, 2:1; „კორკ სიტი" (კორკი, ირლანდია) - ცსკა (კიევი, უკრაინა) 2:1, 0:2; „ეკრანასი" (პანევეჟისი, ლიტვა) - „აპოლონი" (ლიმასოლი, კვიპროსი) 1:2, 3:3; „აპოლონია" (ფიერი, ალბანეთი) - „გენკი" (ბელგია) 1:5, 0:4; „ბანგორ სიტი" (ბანგორი, უელსი) - „ჰაკა" (ვალკეაკოსკი, ფინეთი) 0:2, 0:1; „ლევსკი" (სოფია, ბულგარეთი) - „ლოკომოტივ 96" (ვიტებსკი, ბელარუსი) 8:1, 1:1; „მეტალურგსი" (ლიეპაია, ლატვია) - „კეფლავიკი" (რეიკიანესბერი, ისლანდია) 4:2, 0:1; „გრევენმახერი" (ლუქსემბურგი) - „რაპიდი" (ბუქარესტი, რუმინეთი) 2:6, 0:2; „ლანტანა" (ტალინი, ესტონეთი) - „ჰართ ოფ მიდლოუშენი" (ედინბურგი, შოტლანდია) 0:1, 0:5; „ამიცა" (ვრონკი, პოლონეთი) - „ჰიბერნიანსი" (პაოლა, მალტა) 4:0, 1:0; გი (გიოტა, ფარერის კუნძულები) - მტკ (ბუდაპეშტი, უნგრეთი) 1:3, 0:7; „გლენტორანი" (ბელფასტი, ჩრდილოეთ ირლანდია) - „მაქაბი" (ჰაიფა, ისრაელი) 0:1, 1:2; „ვარდარი" (მაკედონია, სკოპიე) - „სპარტაკი" (ტრნავა, სლოვაკეთი) 0:1, 0:2; „კოპენჰაგენი" (დანია) - „ყარაბაღი" (აღდამი, აზერბაიჯანი) 6:0, 4:0
1/16 ფინალი
ცსკა - „ლოკომოტივი" (მოსკოვი, რუსეთი) 0:2, 1:3; „მეტალურგსი" - „ბრაგა" (პორტუგალია) 0:0, 0:4; „რიდი" (ავსტრია) - მტკ 2:0, 1:0; „პარი სენ-ჟერმენი" (პარიზი, საფრანგეთი) - „მაქაბი" 1:1, 2:3; „პანიონიოსი" (ათენი, საბერძნეთი) - „ჰაკა" 2:0, 3:1; „აპოლონი" - „იაბლონეც 97" (იაბლონეც ნად ნისუ, ჩეხეთი) 2:1, 1:2 (დდ; პენ 4:3); „ლაციო" (რომი, იტალია) - „ლოზან სპორტი" 1:1, 2:2; „ნიუკასლ იუნაიტედი" (ნიუკასლი, ინგლისი) - „პარტიზანი" 2:1, 0:1; „ჩელსი" (ლონდონი, ინგლისი) - „ჰელსინგბორგი" 1:0, 0:0; „ლევსკი" - „კოპენჰაგენი" 0:2, 1:4; „რაპიდი" - „ვალერენგა" (ოსლო, ნორვეგია) 2:2, 0:0; „ბეშიქთაში" (სტამბოლი, თურქეთი) - „სპარტაკი" (ტრნავა, სლოვაკეთი) 3:0, 1:2; „ჰეერენვეენი" (ჰოლანდია) - „ამიცა" 3:1, 1:0; „რუდარი" - „ვატრეკსი" (ვარაჟდინი, ხორვატია) 0:1, 0:1; „დუისბურგი" (გერმანია) - „გენკი" 1:1, 0:5; „ჰართ ოფ მიდლოუშენი" - „მალიორკა" (პალმა დე მალიორკა, ესპანეთი) 0:1, 1:1
1/8-ფინალი
„ლოკომოტივი" -
„ბრაგა" 3:1, 0:1; „რიდი" - „მაქაბი" 2:1, 1:4; „პანიონიოსი" - „აპოლონი" 3:2, 1:0; „ლაციო" - „პარტიზანი" 0:0, 3:2; „ჩელსი" - „კოპენჰაგენი" 1:1, 1:0; „ვალერენგა" - „ბეშიქთაში" 1:0, 3:3; „ჰეერენვეენი" - „ვარტეკსი" 2:1, 2:4 (დდ); „გენკი" - „მალიორკა" 1:1, 0:0
1/4-ფინალი
„ლოკომოტივი" -
„მაქაბი" 3:0, 1:0; „პანიონიოსი" - „ლაციო" 0:4, 0:3; „ჩელსი" - „ვალერენგა" 3:0, 3:2; „ვარტეკსი" - „მალიორკა" 0:0, 1:3
1/2-ფინალი
„ლოკომოტივი" - „ლაციო" 1:1, 0:0; „ჩელსი" - „მალიორკა" 1:1, 0:1

ფინალი
19 მაისი, 1999. ინგლისი, ბირმინგემი, „ვილა პარკი". 33021
ლაციო 2
:1 მალიორკა
გოლ
ები: 1:0 კრისტიან ვიერი (7), 1:1 დანი (11), 2:1 პაველ ნედვედი (81)
„ლაციო": ლუკა მარკეჯანი, ჯუზეპე პანკარო, ალესანდრო ნესტა (კაპ), სინიშა მიხაილოვიჩი, ჯუზეპე ფავალი, დეიან სტანკოვიჩი (სერჟიო კონსეისაუ 56), რობერტო მანჩინი (ფერნანდო კოუტუ 90), მატიას ალმეიდა, პაველ ნედვედი (ატილიო ლომბარდო 84), მარსელო სალასი, კრისტიან ვიერი
მწვრთნელი: სვენ-გორან ერიქსონი (შვედეთი)
„მალიორკა": კარლოს როა, ხავიერ ოლაისოლა (კაპ), მარსელინო, გუსტავო სივიერო, მიკელ სოლერი, ვისენტე ენგონგა, ლორენი, იოვან სტანკოვიჩი, არიელ იბაგასა, დანი, ლეონარდო ბიაჯინი (ველიკო პაუნოვიჩი 73)
მწვრთნელი: ექტორ რაულ კუპერი (არგენტინა)
გაფრთხილება: სინიშა მიხაილოვიჩი, კრისტიან ვიერი, გუსტავო სივიერო, ლუკა მარკეჯანი
მსაჯი: გიუნტერ ბეკო (ავსტრია)

საუკეთესო ბომბარდირი
ალონ მიზრახი („მაქაბი", ისრაელი; ისრაელი) - 7 გოლი

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2017 სექტემბერი 13
ესპანელმა ჩოგბურთელმა რაფაელ ნადალმა კარიერაში მეთექვსმეტე დიდი სლემის ტურნირი მოიგო. რაფამ ამერიკის ღია პირველობის ფინალში სამხრეთამერიკელი კევინ ანდერსონი მარტივად 6:3, 6:3, 6:4 დაამარცხა
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2017 აგვისტო 25
24 აგვისტოს, მონაკოში, Grimaldi Forum-ის დარბაზში ჩემპიონთა ლიგის 2017/18 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპის წილისყრა გაიმართა.წილისყრის შედეგად გუნდები ჯგუფებში შემდეგნაირად განაწილდნენ:
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2017 აგვისტო 25
კრიშტიანუ რონალდუ გასული სეზონის ევროპის საუკეთესო ფეხბურთელია. მადრიდის "რეალის" პორტუგალიელმა ლიდერმა "ბარსელონას" შემტევ ლიონელ მესისა და "იუვენტუსის" კარის დარაჯ ჯანლუიჯი ბუფონს აჯობა.
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2017 აგვისტო 22
ცინცინატის მასტერსის ჩემპიონი  ბულგარელი  გრიგორ დიმიტროვი  გახდა. ფინალში  მან  ორ  სეტში  დაამარცხა  ავსტრალიელი  ნიკ კირგიოსი 6-3, 7-5.
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2017 აგვისტო 21
დიდი სლემის 14-გზის ჩემპიონი რაფაელ ნადალი სამწლიანი პაუზის შემდეგ რეიტინგის სათავეში მოექცა.