სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

გულშემატკივრის გამოკითხვა ico
სიახლეების კალენდარი ico
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
          01 02
07 09
15 16
22 23
26 27 28 29 30
31            

უეფამ მოიწონა კოპა ამერიკისა და ევრო 2016-ის გამარჯვებულებს შორის მატჩის გამართვის იდეა

თარიღი: 2016 ივლისი 01

16:50 30-06-2016 უეფამ მხარი დაუჭირა კოპა ამერიკა 2016-ისა და ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის გამარჯვებულ ეროვნულ ნაკრებებს შორის მატჩის ორგანიზების იდეას. ამის შესახებ სოციალურ ქსელში სამხრეთამერიკული ფეხბურთის კონფედერაციის (კონმებოლი) პრეზიდენტმა ალეხანდრო დომინგესმა დაწერა.

შეგახსენებთ, რომ ასეთი შეხვედრის ჩატარების იდეა სწორედ დომინგესისგან მომდინარეობდა, რომელმაც ცოტა ხნის წინ უეფაში შესაბამისი თხოვნის წერილიც გაგზავნა. კონმებოლის პრეზიდენტი ევროპელებს შეხვედრის გამართვას სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში სთავაზობდა.

"ჩვენ დადებითი პასუხი მივიღეთ შეხვედრის ორგანიზების იდეასთან დაკავშირებით, - დაწერა დომინგესმა. - ახლა მატჩის გამართვის შესაძლო თარიღებზე ვიფიქრებთ".

კოპა ამერიკის 2016 წლის გათამაშების ფინალურ შეხვედრაში, რომელიც 27 ივნისს ისტ-რუტერფორდში (აშშ) ჩატარდა, ჩილეს ნაკრებმა არგენტინის ეროვნული გუნდი პენალტების სერიაში დაამარცხა (4:2). რაც შეეხება ევრო 2016-ს, საფრანგეთში მიმდინარე ევროპირველობის ტრიუმფატორის ვინაობა 10 ივლისს უნდა გაირკვეს.

sportall.ge

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2017 ივნისი 12
რაფაელ ნადალი და სტენ ვავრინკა  აქამდე 18-ჯერ შეხვდნენ ერთმანეთს და 15-ჯერ ესპანელმა მოიგო.
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2016 დეკემბერი 12
ჩემპიონთა ლიგაზე მერვედფინალში გასული 16 გუნდი დააწყვილეს. ნიონში ახლახან დასრულებული კენჭისყრის შედეგები ასეთია:
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2016 ნოემბერი 08
ლონდონში გაიმართა წლის შემაჯამებელი ტურნირის წილისყრა. სეზონის რვა საუკეთესო ჩოგბურთელი ორ ჯგუფში გადაანაწილეს.
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2016 აგვისტო 10
ჩემპიონთა ლიგის მოქმედმა ჩემპიონმა სუპერთასის მატჩში უეფას ევროპა ლიგის მოქმედი გამარჯვებული ''სევილია'' 3:2 დაამრცხა.
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2016 ივლისი 25
ქართველმა მსოფლიო ჩემპიონმა, კიკბოქსიორმა გიგა ჭიკაძემ მსოფლიო ჩემპიონ ქრის მაუზერთან ბრძოლას ნოკაუტით მოიგო.ბრძოლა Glory World Series-ის ფარგლებში ჩატარდა და ქართველს მოსაგებად  2 წუთი და 20 წამი დასჭირდა.