სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

გულშემატკივრის გამოკითხვა ico
სიახლეების კალენდარი ico
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
          01 02
07 09
15 16
22 23
26 27 28 29 30
31            

უეფას სუპერთასი მადრიდის ''რეალმა'' მოიგო

თარიღი: 2016 აგვისტო 10

უეფას სუპერთასი მადრიდის ''რეალმა'' მოიგო.

ჩემპიონთა ლიგის მოქმედმა ჩემპიონმა სუპერთასის მატჩში უეფას ევროპა ლიგის მოქმედი გამარჯვებული ''სევილია'' 3:2 დაამრცხა.

ნორვეგიის ქალაქ ტრონდჰეიმში გამართულ დაპირისპირებაში ანგარიში 21-ე წუთზე ასენსიომ გახსნა. ''სევილიამ'' წონასწორობა 41-ე წუთზე ფრანკო ვასკესის გოლით აღადგინა.

72-ე წუთზე ევგენი კონოპლიანკამ ანდალუსიელები წინ გაიყვანა. უკრაინელმა ნახევარმცველმა პენალტი შეასრულა ზუსტად. ანგარიში მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში ''რეალის'' კაპიტანმა სერხიო რამოსმა გაათანაბრა.


მატჩის ძირითადი დრო 2:2 დასრულდა. გამარჯვების გოლი მეორე დამატებული ტაიმის უკანასკნელ წუთზე ''რეალის'' კიდევ ერთმა მცველმა, კარვახალმა გაიტანა.

აღსანიშნავია, რომ სევილიამ ზედიზედ მესამე სუპერთასის მატჩი წააგო. 2014 წელს ანდალუსუელები ფინალში ასევე ''რეალთან'', ხოლო 2015 წელს ''ბარსელონასთან'' დამარცხდნენ.

ზინედინ ზიდანმა კი ჩემპიონთა ლიგის შემდეგ სუპერთასის მოგებაც მოახერხა. ''რეალმა'' აღნიშნული ჯილდო მესამედ მოიგო. 

მადრიდის რეალი 2:2 სევილია

უეფას სუპერთასი

9 აგვისტო. ნორვეგია, ტრონდჰეიმი. ლერკენდალის სტადიონი

მადრიდის რეალი: კასილია, კარვახალი, ვარანი, რამოსი, მარსელო, კოვაჩიჩი (როდრიგესი 73), კაზემირო, ისკო (მოდრიჩი 66), ვასკესი, ასენსიო, მორატა (ბენზემა 62)

მთავარი მწვრთნელი: ზინედინ ზიდანი

სევილია: რიკო, პარეხა, კარისო (რამი 51), კოლოჯიჩეკი, კიოტაკე, იბორა (კრანევიტერი 74), ნზონზი, ფრანკო ვასკესი, მარიანო, ვიტოლო, ვიეტო (კონოპლიანკა 67)

მთავარი მწვრთნელი: ხორხე სამპაოლი

გოლები: 1:0 ასენსიო (21), 1:1 ფრანკო ვასკესი (41), 1:2 კონოპლიანკა (72 პენ), 2:2 რამოსი (90+3)

გაფრთხილება: ვიტოლო (39), კარვახალი (84), ასენსიო (86), კოლოჯიჩეკი (90, 93), როდრიგესი (93)

გაძევება: კოლოჯიჩეკი (93)

მთავარი მსაჯი: მილორად მაზიჩი

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2017 ივნისი 12
რაფაელ ნადალი და სტენ ვავრინკა  აქამდე 18-ჯერ შეხვდნენ ერთმანეთს და 15-ჯერ ესპანელმა მოიგო.
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2016 დეკემბერი 12
ჩემპიონთა ლიგაზე მერვედფინალში გასული 16 გუნდი დააწყვილეს. ნიონში ახლახან დასრულებული კენჭისყრის შედეგები ასეთია:
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2016 ნოემბერი 08
ლონდონში გაიმართა წლის შემაჯამებელი ტურნირის წილისყრა. სეზონის რვა საუკეთესო ჩოგბურთელი ორ ჯგუფში გადაანაწილეს.
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2016 ივლისი 25
ქართველმა მსოფლიო ჩემპიონმა, კიკბოქსიორმა გიგა ჭიკაძემ მსოფლიო ჩემპიონ ქრის მაუზერთან ბრძოლას ნოკაუტით მოიგო.ბრძოლა Glory World Series-ის ფარგლებში ჩატარდა და ქართველს მოსაგებად  2 წუთი და 20 წამი დასჭირდა.
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2016 ივლისი 22
ქართველი მსოფლიო ჩემპიონი, კიკბოქსიორი გიგა ჭიკაძე დღეს მსოფლიო ჩემპიონ ქრის მაუზერთან ბრძოლას გამართავს.