სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

გულშემატკივრის გამოკითხვა ico
სიახლეების კალენდარი ico
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
    04 05
16 18 19
21 22 23 24 25 26
27 28 29 30      

“როლან გაროსი”2017. შედეგი

თარიღი: 2017 ივნისი 12

რაფაელ ნადალი და სტენ ვავრინკა  აქამდე 18-ჯერ შეხვდნენ ერთმანეთს და 15-ჯერ ესპანელმა მოიგო.
საფრანგეთის ღია ჩემპიონატზე ფინალური შეხვედრა გაიმართა.
ერთმანეთს შვეიცარიელი სტენ ვავრინკა და ესპანელი რაფაელ ნადალი დაუპირისპირდნენ.
რაფაელ ნადალმა, რომელსაც როლან გაროსი ცხრაჯერ ჰქონდა მოგებული, ვავრინკას მარტივად, სამ სეტში, ანგარიშით 6:2; 6:3; 6:1 სძლია და "გრუნტის მეფემ" ჩემპიონობა მეათედ იზეიმა.
საფრანგეთის ღია ჩემპიონატზე გამარჯვებით ნადალმა კარიერაში მეთხუთმეტე გრან სლემის ტიტული მოიპოვა.
ესპანელ ჩოგბურთელს მსოფლიო რეიტინგში 1110 ქულა დაემატა და განახლებული რეიტინგით მსოფლიოს მე-2 ნომერი გახდა.

ესპანელი ჩოგბურთელის გზა ფინალამდე

I წრე. ნადალი-ბენუა პერი (საფ) 6:1, 6:4, 6:1
II წრე. ნადალი-რობინ ჰაასე (ჰოლ) 6:1, 6:4, 6:3
III წრე. ნადალი-ნიკოლოზ ბასილაშვილი (საქ) 6:0, 6:1, 6:0
1/8 ფინალი. ნადალი-რობერტო ბაუტისტა-აგუტი (ესპ) 6:1, 6:2, 6:2
1/4 ფინალი. ნადალი-პაბლო კარენიო ბუსტა (ესპ) 6:2, 2:0 უარი
1/2 ფინალი. ნადალი-დომინიკ ტიმი (ავსტრია) 6:3, 6:4, 6:0
ფინალი. ნადალი-სტენ ვავრინკა (შვეიც) 6:2, 6:3, 6:1


როლან გაროსზე ქალთა შორის ჩემპიონი ლატვიელი ელენა ოსტაპენკო გახდა
ფინალში ლატვიელმა 20 წლის ჩოგბურთელმა  სიმონა ჰალეპი 4:6, 6:4, 6:3 დაამარცხა.
ოსტაპენკო გახდა პირველი განუთესავი ჩოგბურთელი, რომელმაც გრუნტის კორტზე გაიმარჯვა. დიდი სლემის ფინალში ლატვიელი პირველად გავიდა, ხოლო ჰალეპმა უკვე მეორედ წააგო საფრანგეთის მთავარ საჩოგბურთო ტურნირზე. როლან გაროსის დაწყების წინ ელენა მსოფლიოს რეიტინგში 47-ე ადგილზე იყო, ახლა კი 12 პოზიციაზეა. 

ლატვიელი ჩოგბურთელის გზა ფინალამდე

I წრე. ოსტაპენკო-ლუიზა ჩირიკო (აშშ) 4:6, 6:3, 6:2
II წრე. ოსტაპენკო-მონიკა პუიგი (პ-რიკ) 6:3, 6:2
III წრე. ოსტაპენკო-ლესია ცურენკო (უკრ) 6:1, 6:4
1/8-ფინალი. ოსტაპენკო-სამანტა სტოსური (ავსტრა) 2:6, 6:2, 6:4
1/4-ფინალი. ოსტაპენკო-კაროლინ ვოზნიაცკი (დან) 4:6, 6:2, 6:2
1/2-ფინალი. ოსტაპენკო-ტიმეა ბაშჩინსკი (შვეიც) 7:6(4), 3:6, 6:3
ფინალი. ოსტაპენკო-სიმონა ჰალეპი (რუმ) 4:6, 6:4, 6:3

სამინისტროს პრესსამსახური

 

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2017 სექტემბერი 13
ესპანელმა ჩოგბურთელმა რაფაელ ნადალმა კარიერაში მეთექვსმეტე დიდი სლემის ტურნირი მოიგო. რაფამ ამერიკის ღია პირველობის ფინალში სამხრეთამერიკელი კევინ ანდერსონი მარტივად 6:3, 6:3, 6:4 დაამარცხა
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2017 აგვისტო 25
24 აგვისტოს, მონაკოში, Grimaldi Forum-ის დარბაზში ჩემპიონთა ლიგის 2017/18 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპის წილისყრა გაიმართა.წილისყრის შედეგად გუნდები ჯგუფებში შემდეგნაირად განაწილდნენ:
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2017 აგვისტო 25
კრიშტიანუ რონალდუ გასული სეზონის ევროპის საუკეთესო ფეხბურთელია. მადრიდის "რეალის" პორტუგალიელმა ლიდერმა "ბარსელონას" შემტევ ლიონელ მესისა და "იუვენტუსის" კარის დარაჯ ჯანლუიჯი ბუფონს აჯობა.
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2017 აგვისტო 22
ცინცინატის მასტერსის ჩემპიონი  ბულგარელი  გრიგორ დიმიტროვი  გახდა. ფინალში  მან  ორ  სეტში  დაამარცხა  ავსტრალიელი  ნიკ კირგიოსი 6-3, 7-5.
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2017 აგვისტო 21
დიდი სლემის 14-გზის ჩემპიონი რაფაელ ნადალი სამწლიანი პაუზის შემდეგ რეიტინგის სათავეში მოექცა.