სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

გულშემატკივრის გამოკითხვა ico
სიახლეების კალენდარი ico
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
    04 05
16 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30      

გარბინიე მუგურუსა უიმბლდონის ჩემპიონია!

თარიღი: 2017 ივლისი 31

უიმბლდონის ჩემპიონი ქალთა თანრიგში გარბინიე მუგურუსა ბლანკო გახდა. 23 წლის ესპანელმა გადამწყვეტ მატჩში ვინუს უილიამსი 7:5, 6:0 დაამარცხა და ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ტურნირი კარიერაში პირველად მოიგო.

მუგურუსა უიმბლდონის ფინალში პირველად 2015 წელს გავიდა და მაშინ სერენა უილიამსთან დამარცხდა, ამჯერად კი უფროს უილიამსს არაფერი გამოუვიდა. პირველ სეტში თანაბარი ბრძოლა მიდიოდა და ვინუსს შანსი ჰქონდა, მეათე გეიმში სეტი მოეგო, თუმცა გარბინიემ 15:40-დან ჩამორჩენა აღმოფხვრა და ქულა მოიგო. ამის შემდეგ კი, პირიქით, ესპანელმა დააბრეიკა უილიამსი და მეტოქე გატეხა. მეორე სეტში ამერიკელს არაფერი გამოუვიდა, სამჯერ დაბრეიკდა, 10-ჯერ შეცდომა დაუშვა და 0:6 წააგო. საბოლოოდ მუგურუსამ საათსა და 18 წუთში მოიპოვა სანატრელი ტიტული.

ამ გამარჯვებით გარბინიე მუგურუსა განახლებულ რეიტინგში 10 ადგილით დაწინაურდება და მეხუთე პოზიციაზე იქნება, უილიამსის წინსვლა კი მოკრძალებულია - 37 წლის ჩოგბურთელი მე-11-დან მე-9 ადგილზე აინაცვლებს.

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2017 სექტემბერი 13
ესპანელმა ჩოგბურთელმა რაფაელ ნადალმა კარიერაში მეთექვსმეტე დიდი სლემის ტურნირი მოიგო. რაფამ ამერიკის ღია პირველობის ფინალში სამხრეთამერიკელი კევინ ანდერსონი მარტივად 6:3, 6:3, 6:4 დაამარცხა
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2017 აგვისტო 25
24 აგვისტოს, მონაკოში, Grimaldi Forum-ის დარბაზში ჩემპიონთა ლიგის 2017/18 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპის წილისყრა გაიმართა.წილისყრის შედეგად გუნდები ჯგუფებში შემდეგნაირად განაწილდნენ:
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2017 აგვისტო 25
კრიშტიანუ რონალდუ გასული სეზონის ევროპის საუკეთესო ფეხბურთელია. მადრიდის "რეალის" პორტუგალიელმა ლიდერმა "ბარსელონას" შემტევ ლიონელ მესისა და "იუვენტუსის" კარის დარაჯ ჯანლუიჯი ბუფონს აჯობა.
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2017 აგვისტო 22
ცინცინატის მასტერსის ჩემპიონი  ბულგარელი  გრიგორ დიმიტროვი  გახდა. ფინალში  მან  ორ  სეტში  დაამარცხა  ავსტრალიელი  ნიკ კირგიოსი 6-3, 7-5.
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2017 აგვისტო 21
დიდი სლემის 14-გზის ჩემპიონი რაფაელ ნადალი სამწლიანი პაუზის შემდეგ რეიტინგის სათავეში მოექცა.