ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;
საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge
როჯერ ფედერერი უიმბლდონის ტურნირის ჩემპიონია
35 წლის შვეიცარიელმა როჯერ ფედერერმა კარიერაში სარეკორდო მე-19 დიდი სლემის ტიტული მოიპოვა.
როჯერმა უიმბლდონის ფინალში მარტივად ხორვატი მარინ ჩილიჩი 6:3, 6:1, 6:4 დაამარცხა და უიმბლდონი კარიერაში მერვედ მოიგო, რაც ყველა დროის საუკეთესო შედეგია. ჩილიჩს ფეხის ტრავმა აწუხებდა და ამანაც ხორვატის თამაშს დაღი დაასვა.
როჯერ ფედერერმა პირველად უიმბლდონი 2003 წელს მოიგო (2004, 2005, 2006, 2007, 2009, 2012, 2017)
უიმბლდონის დასრულების შემდეგ განახლებული რეიტინგი გამოქვეყნდა. მსოფლიოს ნომერ პირველი ჩოგბურთელი კვლავინდებურად ბრიტანელი ენდი მარეია. უიმბლდონის ტრიუმფატორმა როჯერ ფედერერმა ორი პოზიციით წინ წაიწია და მესამე ადგილზე გადაინაცვლა.
გთავაზობთ ATP-ის განახლებულ რეიტინგს 17 ივლისისთვის: