სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

გულშემატკივრის გამოკითხვა ico
სიახლეების კალენდარი ico
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
01 02 03 04 05 06 07
08 09 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31        

A-ჯგუფის გუნდებმა ორივე მატჩი ფრედ ითამაშეს

თარიღი: 2010 ივნისი 12

მსოფლიოს ჩემპიონატის გახსნით მატჩში მასპინძელმა სამხრეთ აფრიკის ნაკრებმა მექსიკასთან 1:1 ითამაშა. პირველი ტაიმი უგოლოდ, თუმცა სტუმართა უპირატესობით წარიმართა. მეორე ნახევარში კი დაწინაურება "ბაფანა-ბაფანამ" შესძლო. კარლოს პერეირას ფეხბურთელებმა მეტოქე კონტრშეტევაზე გამოიჭირეს.

55-ე წუთზე თავი ცაბალალამ გამოიჩინა. ამის შემდეგ მექსიკელები კიდევ უფრო გააქტიურდნენ და ანგარიშიც გაათანაბრეს. საკუთარი გუნდი მარცხისგან 79-ე წუთზე კაპიტანმა რაფა მარკესმა იხსნა. მცველებმა მარკესი საჯარიმოში მარტო დატოვეს, მექსიკელმა თანაგუნდელის ლამაზი გადაცემა ერთი შეხებით დაიმორჩილა და მეკარეს ახლო კუთხეში გაუტანა - 1:1.

დღის მეორე მატჩი გულშემატკივარში უფრო დიდ ინტერესს იწვევდა, რადგან ერთმანეთს ორი მსოფლიოს ჩემპიონი საფრანგეთი და ურუგვაი ეთამაშებოდა. ფრანგებმა უპირატესობა მალევე მოიპვეს, თუმცა სახიფათო მომენტების შექმნა უჭირდათ. ურუგვაელები თავს კარგად იცავდნენ და პერიოდულად კონტრშეტევებზე აქტიურობდნენ, განსაკუთრებით კი ნაკრების ლიდერი დიეგო ფორლანი გამოირჩეოდა.

თამაშის სცენარი დიდად არც მეორე ტაიმში შეცვლილა, ურუგვაი აქცენტს საკუთარი კარის უსაფრთხოებაზე აკეთებდა და წინ მეტოქის მცველებსაც აწუხებდა. ფრანგებმა კი საკმაოდ უფერულად ითამაშეს და მეტოქე შედარებით მას მერე დაჩაგრეს, რაც მსაჯმა  მოედნიდან უხეში თამაშისთვის ნიკლას ლოდეირო გააძევა. თუმცა სულ ეს იყო, რაიმონ დომენეკის გუნდმა გოლის გატანა ვერ მოახერხა, თამაში 0:0 დაასრულა და ისედაც რთულ ჯგუფში სიტუაცია კიდევ უფრო დაძაბა.


A ჯგუფი

11 ივნისი

იოჰანესბურგი, "სოკერ სიტი სთედიუმი" 84490

სამხრეთ აფრიკა-მექსიკა 1:1 (0:0)

სამხრეთ აფრიკა: ხუნე, გაქსა, მოკოენა, ხუმალო, თვალა (მასილელა 46), ჩაბალალა, დიკგაგოი, ლეჩოლონიანე, მოდისე, პიენაარი (პარკერი 83), მფელა
მწვრთნელი: კარლოს ალბერტო პერეირა

მექსიკა: ო. პერესი, აგილარი (გუარდადო 55), ოსორიო, როდრიგესი, სალსიდო, მარკესი, ხუარესი, ტორადო, დოს სანტოსი, ველა (კუატემოკ ბლანკო 69), გილერმო ფრანკო (ერნანდესი 73)
მწვრთნელი: ხავიერ აგირე

გოლები: 1:0 ჩაბალალა (55), 1:1 მარკესი (79)
გაფრთხილება: დიკგაგოი 27, მასილელა 70 - ხუარესი 18, ტორადო 57
მსაჯი: რავშან ირმატოვი (უზბეკეთი)

კეიპ თაუნი, Green Point Stadium. 64 000 მაყურებელი

ურუგვაი - საფრანგეთი 0:0

ურუგვაი: ნესტორ მუსლერა, მაურისიო ვიქტორინო, დიეგო ლუგანო, დიეგო გოდინი, ალვარო პერეირა, მაქსიმილიანო პერეირა, დიეგო პერესი (სებასტიან ეგურენი), ეგიდიო არევალო, იგნასიო გონსალესი (ნიკოლას ლოდეირო, 63), ლუის სუარესი (სებასტიან აბრეუ, 87), დიეგო ფორლანი.
მწვრთნელი: ოსკარ ტაბარესი.

საფრანგეთი: უგო ლორისი, ბაკარი სანია, უილიამ გალასი, ერიკ აბიდალი, პატრის ევრა, იოან გურკუფი (ფლორენ მალუდა, 75), ჟერემი ტულალანი, აბუ დიაბი, სიდნეი გოვუ (ანდრე-პიერ ჟინიაკი), ნიკოლას ანელკა (ტიერი ანრი, 72), ფრანკ რიბერი.
მწვრთნელი: რაიმონ დომენეკი.

გაფრთხილება: ევრა (12), რიბერი (19), ვიქტორინო (59), ლოდეირო (65), ტულალანი (68), ლოდეირო (81), ლუგანო (90).
გაძევება: ლოდეირო (81).
მსაჯი: იუიჩი ნიშიმურა (იაპონია).

სპორტის დეპარტამენტის პრესსამსახური

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2017 სექტემბერი 13
ესპანელმა ჩოგბურთელმა რაფაელ ნადალმა კარიერაში მეთექვსმეტე დიდი სლემის ტურნირი მოიგო. რაფამ ამერიკის ღია პირველობის ფინალში სამხრეთამერიკელი კევინ ანდერსონი მარტივად 6:3, 6:3, 6:4 დაამარცხა
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2017 აგვისტო 25
24 აგვისტოს, მონაკოში, Grimaldi Forum-ის დარბაზში ჩემპიონთა ლიგის 2017/18 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპის წილისყრა გაიმართა.წილისყრის შედეგად გუნდები ჯგუფებში შემდეგნაირად განაწილდნენ:
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2017 აგვისტო 25
კრიშტიანუ რონალდუ გასული სეზონის ევროპის საუკეთესო ფეხბურთელია. მადრიდის "რეალის" პორტუგალიელმა ლიდერმა "ბარსელონას" შემტევ ლიონელ მესისა და "იუვენტუსის" კარის დარაჯ ჯანლუიჯი ბუფონს აჯობა.
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2017 აგვისტო 22
ცინცინატის მასტერსის ჩემპიონი  ბულგარელი  გრიგორ დიმიტროვი  გახდა. ფინალში  მან  ორ  სეტში  დაამარცხა  ავსტრალიელი  ნიკ კირგიოსი 6-3, 7-5.
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2017 აგვისტო 21
დიდი სლემის 14-გზის ჩემპიონი რაფაელ ნადალი სამწლიანი პაუზის შემდეგ რეიტინგის სათავეში მოექცა.