სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

გულშემატკივრის გამოკითხვა ico
სიახლეების კალენდარი ico
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
      01 02 03 04
05 06 07 08 09 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

უგულშემატკივრეთ ინგლისს ჩემპიონებთან ერთად

თარიღი: 2010 ივნისი 12



12 ივნისს მსოფლიოს ჩემპიონატს ინგლისის ფეხბურთელთა ნაკრები ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნულ გუნდთან მატჩით გახსნის. თბილისში შექმნილი სხვადასახვა ფანკლუბებიდან, ერთ-ერთი - ინგლისის ნაკრების ფან კლუბი შარდენის ქუჩაზე საბილიარდო "აკურასთან" დაიდებს ბინას, სადაც ქომაგთან ერთად, ინგლისის ნაკრებს ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი ქართველი მოჭიდავეები უგულშემატკივრებენ. 

მატჩების სანახავად საბილიარდო ”აკურას” მიმდებარე ტერიტორია გადაიკეტება და ქომაგებისათვის სრული კომფორტი შეიქმნება. ინგლისის გულშემატკივრების კლუბის ჩამოყალიბების იდეა ქართველ მოჭიდავეებს თავად გაუჩნდათ, ”აკურაში” შეხვედრების სანახავად ოლიმპიური ჩემპიონები - რევაზ მინდორაშვილი, მანუჩარ კვირკველია, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი - რამაზ ნოზაძე და მათთან ერთად სხვა ტიტულოვანი მოჭჳდავეები შეიკრიბებიან, ინგლისის ნაკრების გულშემატკივარს მასპინძლობას ევროპის პრიზიორი ლექსო მოდებაძე "europe-bet.com" დახმარებით გაუწევს. პირველი ერთობლივი შეკრება და ოფიციალური პრეზენტაცია ”აკურაში” 12 ივნისს შედგება ინგლისი-ამერიკის მატჩზე, რომელიც თბილისის დროით 22:30 წუთზე დაიწყება.

ფოტო - თამუნა ყულუმბეგაშვილი
სპორტის დეპარტამენტის პრესსამსახური 

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2017 სექტემბერი 13
ესპანელმა ჩოგბურთელმა რაფაელ ნადალმა კარიერაში მეთექვსმეტე დიდი სლემის ტურნირი მოიგო. რაფამ ამერიკის ღია პირველობის ფინალში სამხრეთამერიკელი კევინ ანდერსონი მარტივად 6:3, 6:3, 6:4 დაამარცხა
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2017 აგვისტო 25
24 აგვისტოს, მონაკოში, Grimaldi Forum-ის დარბაზში ჩემპიონთა ლიგის 2017/18 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპის წილისყრა გაიმართა.წილისყრის შედეგად გუნდები ჯგუფებში შემდეგნაირად განაწილდნენ:
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2017 აგვისტო 25
კრიშტიანუ რონალდუ გასული სეზონის ევროპის საუკეთესო ფეხბურთელია. მადრიდის "რეალის" პორტუგალიელმა ლიდერმა "ბარსელონას" შემტევ ლიონელ მესისა და "იუვენტუსის" კარის დარაჯ ჯანლუიჯი ბუფონს აჯობა.
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2017 აგვისტო 22
ცინცინატის მასტერსის ჩემპიონი  ბულგარელი  გრიგორ დიმიტროვი  გახდა. ფინალში  მან  ორ  სეტში  დაამარცხა  ავსტრალიელი  ნიკ კირგიოსი 6-3, 7-5.
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2017 აგვისტო 21
დიდი სლემის 14-გზის ჩემპიონი რაფაელ ნადალი სამწლიანი პაუზის შემდეგ რეიტინგის სათავეში მოექცა.