სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

გულშემატკივრის გამოკითხვა ico
სიახლეების კალენდარი ico
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
  01 02 03 04 05 06
07 08 09 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

შეუდარებელი ლეო მესი და გრინის ბავშვური შეცდომა

თარიღი: 2010 ივნისი 13

12 ივნისს მსოფლიოს ჩემპიონატში ორი ფავორიტი ნაკრები არგენტინა და ინგლისი ჩაება. მანამდე კი საბერძნეთის ნაკრებმა სამხრეთ კორეასთან ძალინ უსუსურად ითამაშა და 0:2 წააგო. ოტო რეჰაგელის გუნდმა აზიელებს ვერაფერი დაუპირისპირა, თუმცა საოცარი ფეხბურთი არც კორეელებს უთამაშიათ, უბრალოდ მეტოქის მიერ ბოძებული მომენტები გამოიყენეს და სამი ქულა მიითვალეს.

ორივე გოლი დაცვის შესდომას მოჰყვა, პირველ ტაიმის მე-7 წუთზე კუთხურის ალამთან  ჯარიმა დაინიშნა. აზიელებმა ბურთი საჯარიმოში ჩაკიდეს, იქ კი  იონ სო ლიმ სამი ბერძენი ფეხბურთელის გარემოცვაში იყოჩაღა და ანგარიში გახსნა. 52-ე წუთზე კი კორეელთა ნაკრების ლიდერმა და კაპიტანმა ჯი სუნ პარკმა ჯერ დასწრებაზე ითამაშა კარგად, მერე კი ვინტრა სისწრაფეში დაჯაბნა და მეკარესთან პირისპირ გასულმა ანგარიში 2:0 გახადა.

არგენტინის ნაკრების თამაში გულშემატკივარში საოცარ ინტერესს იწვევდა, ცალკე ვარსკვლავური შემადგენლობის და ცალკე დიეგო მარადონას ფაქტორი ს გამო. არგენტინელები მსოფლიოს ჩემპიონატის ფავორიტები არიან, რაც კიდევ ერთხელ დაამკიცეს. დიეგოს გუნდმა ზედმეტი ნერვიულობის გარეშე საკმოდ ძლიერ და ბევრისთვის უხერხულ ნიგერიის ნაკრებს 1:0 მოუგო. მე-6 წუთზე კუთხურიდან მოწოდებული ბურთი თავით კარში გაბირიელ ჰაინცემ გადაგზავნა.

დარჩენილ დროში არგენტინელებს რამდენიმე მომენტი ჰქონდათ, თუმცა ნიგერიელთა მეკარე ვინსენტ ენეიამიმ ლეო მესის სისხლი გაუშრო, რამდენიმე ურთულესი დარტყმა აუღო. ცუდათ არც ნიგერიელები გამოიყურებოდნენ, მაგრამ უძლიერეს მეტოქეს ვერაფერი დააკლეს. თამაში საინტერესო და სანახაობრივი გამოვიდა, თუმცა მთელი მატჩის განმავლობაში ყურადღების ცენტრში მაინც ორი კაცი იყო. მოედნის კიდესთან მუდმივად მობობოქრე დიეგო მარადონა, მოედანზე კი პატარა გენიოსი ლეო მესი...

რობერტ გრინმა მთელ ინგლისს ცივი შხაპი გადაავლო. მისი ბავშვური შეცდომის გამო ერთ-ერთ ფავორიტად დასახელებულმა ნაკრებმა პირველივე მატჩში ქულები დაკარგა. არადა, ინგლისელებმა კარგად დაიწყეს, უკვე მე-4 წუთზე ემილ ჰესკის პასით სტივენ ჯერარდი მეკარესთან პირისპირ გავიდა და ინგლისელი ქომაგი გაახარა. ამერიკელი ფეხბურთელები არ დაბნეულან, პირიქით თამაში უფრო მონდომებით განაგრძეს და ტაიმის ბოლოს გრინის საჩუქარიც შეირგეს. ინგლისელთა მეკარემ კლინტ დემპსის დარტყმული ვერ შეიმაგრა...

დანარჩენს კი ფაბიო კაპელოს და დევიდ ბექემის სახეზეც წაიკითხავდით, სამხრეთ აფრიკაში დიდი მიზნებით ჩასული ინგლისის ნაკრები ძველი პრობლემის წინაშე კიდევ ერთხელ დადგა, გუნდს ნორმალური მეკარე არ ჰყავს. დარჩენილ დროში კაპელოს ფეხბურთელთა მცდელობა ამაო გამოდგა, ამერიკელები თავს კარგად იცავდნენ და სასურველი ქულის აღებაც შეძლეს.

მსოფლიოს ჩემპიონატი ფეხბურთში.
12 ივნისი B ჯგუფი


პორტ ელიზაბეტი. "ნელსონ მანდელა სტედიუმი" 31513 მაყურებელი

სამხრეთ კორეა - საბერძნეთი 2:0 (1:0)
სამხრეთ კორეა:
რენგ სუნგ ჩუნგი, ჩო იონ ხიუნი, ჩა დუ რი, ლი იუნ სუ, კიმ იუნ ვუ, ლი იუნ პო, იომ კი ხუნი, კი სუნ იუნი (კიმ ნამ ილ 75), ლი ჩუნ იუნი (კიმ ჩჟე სუნი 91), პარკ ჩჟი სუნ, პარკ ჩუ იუნი (ლი სენ იული 88).
მწვრთნელი: ხუ ჩჟუნ მუნი

საბერძნეთი: ცორვასი, ვინტრა, ა. პაპადოპულოსი, ტოროსიდისი, სეიტარიდისი, კაცურანისი, ციოლისი, კარაგუნისი (პაცაცოგლუ 46), სამარასი (სალინგიდისი 58), გეკასი, ხარისტეასი (კაპეტანოსი 60).
მწვრთნელი: ოტო რეჰაგელი

გოლები: 1:0 ლი იუნ სუ (7), 2:0 პარკ ჩჟი სუნ (51)
გაფრთხილება: ტოროსიდისი (56)
მსაჯი: მიხაელ ჰესტერი

იოჰანესბურგი. "ელის პარკი" 57000 მაყურებელი

არგენტინა - ნიგერია 1:0 (1:0)

არგენტინა:
რომერო, დემიკელისი, ჰაინცე, სამუელი, დი მარია (ბურდისო 85), ვერონი (მაქსი 73), მასკერანო, გუტიერესი, იგუაინი (მილიტო 80), მესი, ტევესი.

მწვრთნელი: დიეგო მარადონა
ნიგერია: ენეიამი, იობო, ტაივო (უჩე 75), შიტუ, ოდია, კაიტა, არუნა, ეტუხუ, იაკუბუ, ობინა (მარტინსი 52), ობასი (ოდემვინგე 60).
მწვრთნელი: ლარს ლაგერბაკი
გოლი:
1:0 ჰაინცე (6)
გაფრთხილება: გუტიერესი (41) - არუნა (77)
მსაჯი: ვოლფგან სტარკი


რუსტენბურგი, "როიალ ბაკოფენგ სთედიუმი" 44530 მაყურებელი

ინგლისი-აშშ 1:1 (1:1)

ინგლისი:
გრინი, ჯონსონი, ტერი, კინგი (კარაგერი 46), ე. კოული, ლემპარდი, ჯერარდი, ლენონი, მილნერი (რაით-ფილიპსი 31), რუნი, ჰესკი (კრაუჩი 79)
მწვრთნელი: ფაბიო კაპელო

აშშ: ჰოვარდი, ჩერუნდოლო, დემერიტი, ონიევუ, ბოკანეგრა, ბრედლი, კლარკი, დემპსი, დონოვანი, ალტიდორე (ჰოლდენი 86), ფინდლი (ბადლი 77)
მწვრთნელი: ბობ ბრედლი
გოლები: 1:0 ჯერარდი (4), 1:1 დემპსი (40)
გაფრთხილება: მილნერი 26, კარაგერი 60, ჯერარდი 61 - ჩერუნდოლო 39, დემერიტი 47, ფინდლი 74
მსაჯი: კარლოს სიმონი (ბრაზილია)  

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2017 სექტემბერი 13
ესპანელმა ჩოგბურთელმა რაფაელ ნადალმა კარიერაში მეთექვსმეტე დიდი სლემის ტურნირი მოიგო. რაფამ ამერიკის ღია პირველობის ფინალში სამხრეთამერიკელი კევინ ანდერსონი მარტივად 6:3, 6:3, 6:4 დაამარცხა
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2017 აგვისტო 25
24 აგვისტოს, მონაკოში, Grimaldi Forum-ის დარბაზში ჩემპიონთა ლიგის 2017/18 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპის წილისყრა გაიმართა.წილისყრის შედეგად გუნდები ჯგუფებში შემდეგნაირად განაწილდნენ:
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2017 აგვისტო 25
კრიშტიანუ რონალდუ გასული სეზონის ევროპის საუკეთესო ფეხბურთელია. მადრიდის "რეალის" პორტუგალიელმა ლიდერმა "ბარსელონას" შემტევ ლიონელ მესისა და "იუვენტუსის" კარის დარაჯ ჯანლუიჯი ბუფონს აჯობა.
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2017 აგვისტო 22
ცინცინატის მასტერსის ჩემპიონი  ბულგარელი  გრიგორ დიმიტროვი  გახდა. ფინალში  მან  ორ  სეტში  დაამარცხა  ავსტრალიელი  ნიკ კირგიოსი 6-3, 7-5.
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2017 აგვისტო 21
დიდი სლემის 14-გზის ჩემპიონი რაფაელ ნადალი სამწლიანი პაუზის შემდეგ რეიტინგის სათავეში მოექცა.