სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

გულშემატკივრის გამოკითხვა ico
სიახლეების კალენდარი ico
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
  01 02 03 04 05 06
07 08 09 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30        

პირველი ავტოგოლი და ჩემპიონების ფრე

თარიღი: 2010 ივნისი 15

მსოფლიოს ჩემპიონატზე პირველი ავტოგოლი გავიდა. ჰოლანდიელები დანიასთან მატჩში მეტოქის უნებლიე შეცდომის შემდეგ მეორე ტაიმში დაწინაურდნენ. მარცხენა ფლანგიდან გაკეთებული გადაცემის საჯარიმოდან გამოტანას სიმონ პოულსენი შეეცადა, მაგრამ ბურთი დანიელ აგერს გაარტყა და კარში გაახვია.

გოლი ზუსტად 46-ე წუთზე გავიდა, ანუ მეორე ტაიმის დასაწყისში რამაც დანიელ ფეხბურთელებზე გარკვეული ფსიქოლოგიური გავლენა მოახდინა. ჰოლანდიელები კი პირიქით უფრო გამოცოცხლდნენ, რასაც ხელი შეცვლაზე შემოსულმა ფეხბურთელებმაც შეუწყვეს. ელჯერო ელიამ, ვინც მოედანზე მეორე ტაიმში გამოჩნდა 85-ე წუთზე კარგად ითამაშა, "ჰამბურგის" შემტევი მეკარესთან პირისპირ გავიდა და ბურთი ძელს გაარტყა, თუმცა დამატებაზე დირკ კუიტმა ივარგა და ანგარიში 2:0 გახადა...

E-ჯგუფის მეორე მატჩში იაპონიამ კამერუნს 1:0 მოუგო. სამუელ ეტოო და მისი მეგობრები ბევრს ეცადნენ, მაგრამ ვერცხლის წყალივით მოძრავ აზიელებს ვერაფერი დააკლეს. მატჩის ერთადერთი გოლი კი პირველი ტაიმის მიწურულს 39-ე წუთზე გავიდა. კეისუკე ჰონდამ მცველთა უყურადღებობით ისარგებლა, შორეულ ძელთან მარტო დარჩენილმა თანაგუნდელის გადაცემა მიიღო და მეკარეს შანსი არ დაუტოვა 1:0.

14 ივნისს ბრძოლაში მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონები ჩაებნენ. იტალიელებს საკმაოდ უხერხული მეტოქე პარაგვაი ელოდათ. მარჩელო ლიპის გუნდმა სამხრეთ ამერიკელბს მხოლოდ ქულა გამოგლიჯა. ხერარდო მარტინოს გუნდის 8 დარტყმიდან კარში  ერთი წავიდა და ისიც გოლად იქცა. პარაგვაელებმა 39-ე წუთზე სტანდარტული სიტუაცია გამოიყენეს, ანტოლინ ალკარასმა საჯარიმოში დე როსის და კაპიტან ფაბიო კანავაროს დაასწრო და ანგარიში გახსნა.

ჩემპიონებმა გათანაბრება მეორე ტაიმში ასვე სტანდარტული სიტუაციის შესრულების შემდეგ შეძლეს. 63-ე წუთზე კუთხურიდან მოწოდებული ბურთი პარაგვაელებმა საჯარიმოდან დროულად ვერ გამოიტანეს, რითიც დე როსიმ კარგად ისარგებლა - 1:1. 15 ივნისს f-ჯგუფის მეორე შეხვედრაში ახალი ზელანდია სლოვაკეთს ეთამაშება, G-ჯგუფში კი კოტ დიუვარი პორტუგალიას, ხოლო ბრაზილია ჩრ. კორეას დაუპირისპირდება.

14 ივნისი 

იოჰანესბურგი
, "სოკერ სიტი სთედიუმი" 83465

ჰოლანდია-დანია 2:0 (0:0)

ჰოლანდია: სტეკელენბურგი, ვან დერ ვილი, ჰეიტინგა, მატიისენი, ვან ბრონხორსტი, ვან ბომელი, დე იონგი (დე ზეუვი 88), სნეიდერი, ვან დერ ვაარტი (ელია 67), კუიტი, ვან პერსი (აფელაი 77)

მწვრთნელი: ბერტ ვან მარვიიკი

დანია: სორენსენი, იაკობსენი, აგერი, კიაერი, ს. პოულსენი, კ. პოულსენი, კალენბერგი (ერიკსენი 73), ენევოლდსენი (გრონკიაერი 56), იორგენსენი, რომედალი, ბენდტნერი (ბეკმანი 62)

მწვრთნელი: მორტენ ოლსენი
გოლები: 1:0 ს. პოულსენი (46, ს.კ.), 2:0 კუიტი (85)
გაფრთხილება: დე იონგი 44, ვან პერსი 49 - კიაერი 63
მსაჯი: სტეფან ლენოი (ასფრანგეთი)

ბლომფონტეინი, "ფრი სტეიტ სტედიუმი", 31600

იაპონია-კამერუნი 1:0 (1:0)
იაპონია: კავასიმა, ტულიო, ნაკაძავა, ნაგატომო, კომანო, აბე, ენდო, ჰასებე (ინამოტო 88), მაცუი (ოკაძაკი 69), ოკუბო (იანო 82), ჰონდა.

მწვრთნელი: ტაკესი ოკადა.

კამერუნი: ჰამიდუ, მბია, ნკულუ, ბასონგი, ასუ-ეკოტო, მაკუნი (ჯერემი 75), მატიპი (ემანა 66), ენო, ვებო, ეტოო, ჩუპო-მოტინგი (იდრისუ 75).

მწვრთნელი: პოლ ლე გუენი.

გოლი: 1:0 ჰონდა (39).
გაფრთხილება: აბე (90); ნკულუ (72).
მსაჯი: ოლეგარიუ ბენკერენსა.

კეიპ თაუნი. "გრინ პონტ სთედიუმი" 65 000 მაყურებელი

იტალია - პარაგვაი 1:1 (0:1)
იტალია: ჯანლუიჯი ბუფონი (ფედერიკო მარკეტი, 46), ჯანლუკა ძამბროტა, ფაბიო კანავარო, ჯორჯო კიელინი, დომენიკო კრიშიტო, რიკარდო მონტოლივო, დანიელე დე როსი, სიმონე პეპე, კლაუდიო მარკიზიო (მაურო კამორანეზი, 59), ვინჩენცო იაკინტა, ალბერტო ჯილარდინო (ანტონიო დი ნატალე, 73).

მწვრთნელი: მარჩელო ლიპი.

პარაგვაი: ხუსტო ვილარი, კარლოს ბონეტი, ანტოლინ ალკარასი, პაულო და სილვა, კლაუდიო მორელი, ენრიკე ვერა, ვიქტორ კასერესი, კრისტიან რივეროსი, აურელიანო ტორესი (ჯონათან სანტანა), ნელდონ ჰაედო ვალდესი (როკე სანტა კრუზი, 68), ლუკას ბარიოსი (ოსკარ კარდოზო, 76).

მწვრთნელი: ხერარდო მარტინო.
გოლები: ალკარასი (39), დე როსი (63).
გაფრთხილება: კასერესი (62), კამორანეზი (70).
მსაჯი: ბენიტო არჩუნდია (მექსიკა).


სპორტის დეპარტამენტის პრესსამსახური

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2017 სექტემბერი 13
ესპანელმა ჩოგბურთელმა რაფაელ ნადალმა კარიერაში მეთექვსმეტე დიდი სლემის ტურნირი მოიგო. რაფამ ამერიკის ღია პირველობის ფინალში სამხრეთამერიკელი კევინ ანდერსონი მარტივად 6:3, 6:3, 6:4 დაამარცხა
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2017 აგვისტო 25
24 აგვისტოს, მონაკოში, Grimaldi Forum-ის დარბაზში ჩემპიონთა ლიგის 2017/18 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპის წილისყრა გაიმართა.წილისყრის შედეგად გუნდები ჯგუფებში შემდეგნაირად განაწილდნენ:
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2017 აგვისტო 25
კრიშტიანუ რონალდუ გასული სეზონის ევროპის საუკეთესო ფეხბურთელია. მადრიდის "რეალის" პორტუგალიელმა ლიდერმა "ბარსელონას" შემტევ ლიონელ მესისა და "იუვენტუსის" კარის დარაჯ ჯანლუიჯი ბუფონს აჯობა.
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2017 აგვისტო 22
ცინცინატის მასტერსის ჩემპიონი  ბულგარელი  გრიგორ დიმიტროვი  გახდა. ფინალში  მან  ორ  სეტში  დაამარცხა  ავსტრალიელი  ნიკ კირგიოსი 6-3, 7-5.
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2017 აგვისტო 21
დიდი სლემის 14-გზის ჩემპიონი რაფაელ ნადალი სამწლიანი პაუზის შემდეგ რეიტინგის სათავეში მოექცა.