სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

გულშემატკივრის გამოკითხვა ico
სიახლეების კალენდარი ico
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
  01 02 03 04 05 06
07 08 09 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30        

ბრაზილიის ევროპული ფეხბურთი და ზელანდიელების მოულოდნელი ქულა

თარიღი: 2010 ივნისი 16

სლოვაკეთის და ახალი ზელანდიის დაპირისპირებაში მცირე უპირატესობა ევროპელების მხარეს იყო. სლოვაკმა ფეხბურთელებმა ალბათ, დაგეგმილი სამი ქულის ასაღებად დიდი ნაბიჯიც გადადგეს, როდესაც 50-ე წუთზე რობერტ ვიტეკმა ახლო მანძილიდან თავით გაიტანა, მაგრამ დამატებულ დროში მოულოდნელი ამბავი მოხდა - შეტევაში ზელანდიელი მცველი ვინსტონ რეიდი ჩაერთო და სლოვაკები გაოგნებული დატოვა 1:1.

ამ ჯგუფში ფავორიტად თავიდანვე იტალია და პარაგვაი სახელდებოდა და მითუმეტეს ამ ფრის შემდეგ ძნელი წარმოსადგენია, რომ მათი ჯგუფიდან გასვლა ვერ მოხერხდეს.

15 ივნისს ჩემპიონატში 'სიკვდილის ჯგუფად" წოდებული ნაკრებების ფეხბურთელები ჩებნენ. კოტ დიუვარის და პორტუგალიის თამაშს თავიდანვე ეტყობოდა, რომ მეტოქეები უფრო მეტად საკუთარი კარის მშრალად შენახვაზე ფიქრობდნენ. საბოლოოდ თამაში 0:0 დამთავრდა, რაც ლოგიკურიც არის, რადგან სახიფათო მომენთტი თითქმის არც ყოფილა. ყველაზე ახლოს გოლის გატანასთან მაინც პორტუგალიელთა კაპიტანი კრიშტიანუ რონალდუ  იყო, ვინც საჯარიომოს წინა ხასთან მეტოქის მცველი მოატყა და უძლიერსი დარტყნით კარის ძელი შეაზანზარა...

დღის ბოლოს კი საქმეში მსოფლიოს ხუთგზის ჩეპიონები ჩეაბნენ. დუნგას გუნდის თამაშს გულშემატკივარი მოუთმენლად ელოდა. ბრაზილიელებმა დაგეგმილი სამი ქულა ზედმეტი ნერვიულობის გარეშე მოიპოვეს. ფინტაობით თავი არ მოუკლავთ, სასურველი შედეგის მისაღებად პრაგმატული ფეხბურთის თამაში არჩიეს, რაც აფრიკაში მიმდინარე ჩემპიონატს ჯერჯერობით მუდმივად თან ახლავს. დუნგას გუნდმა 2:1 იმარჯვა. 55-ე წუთზე გოლით მაიკონი გამოირჩა, ვინც ეფექტური გოლი გაიტანა,  72-ე წუთზე კი ელანომ იხეირა. კორეელებმა პრესტიჯის ბურთი 89-ე წუთზე გაიტანეს. თავი ჯიმ გამოიჩინა.

16 ივნისს H-ჯგუფის ორი თამაში გაიმართება და გუნდები მეორე წრეზეც წავლენ. ჰონდურასის და ჩილეს მატჩის შემდეგ ევროპის მოქმედი ჩემპიონების დროც დადგება. ესპანეთის ნაკრები შვეიცარიელებთან ითამაშებს. საღამოს კი სამხრეთ აფრიკა ურუგვაის დამარცხებას შეეცდება.


15 მაისი, რუსტენბურგი, " g>როიალ ბაკოფენგი" 23871

ახალი ზელანდია-სლოვაკეთი 1:1 (0:0)

ახალი ზელანდია: პასტონი, რიდი, ნელსენი, ვიკელიკი (კრისტი 78), სმიტი, ბერტოსი, ლოკჰედი, ელიოტი, ფალონი, კილენი (ვუდი 72), შმელტსი

მწვრთნელი: რიკი ჰერბერტი

სლოვაკეთი: მუხა, ზაბავნიკი, დურიცა, შკრტელი, ჩეხი, შტრბა, ვაისი (კუჩკა 90+1), შესტაკი (ჰოლოშკო 81), ჰამშიკი, ვიტეკი (შტოხი 84), იენდრიშეკი

მწვრთნელი: ვლადიმირ ვაისი

გოლები: 0:1 ვიტეკი (50), 1:1 რიდი (90+3)
გაფრთხილება: ლოკჰედი 42, რიდი 90+3 - შტრბა 55
მსაჯი: ჟერომ დამონი (სამხრეთ აფრიკა)

15 ივნისი. პორტ ელიზაბეტი. "ნელსონ მანდელა ბეი სტედიუმი". 37034

კოტ დივუარი-პორტუგალია 0:0

კოტ დივუარი: ბარი, ზოკორა, კოლო ტურე, ტიენე, დემელი, იაია ტურე, ტიოტე, ებუე (რომარიკი 89), კალუ (დროგბა 66), ჟერვინიო (კეიტა 82), დინდანე

მწვრთნელი: სვენ-გორან ერიქსონი

პორტუგალია: ედუარდუ, ბრუნო ალვეში, კარვალიუ, ფერეირა, კოენტრაუ, მენდეში, მეირელეში (ამორიმი 85), დეკუ (ტიაგუ 62), კრიშტიანუ რონალდუ, დანი (სიმაუ 55), ლიედსონი

მწვრთნელი: კარლუშ კეირუში

გაფრთხილება: ზოკორა (7), დემელი (21); კრიშტიანუ რონალდუ (21).
მსაჯი: ხორხე ლარიონდა (ურუგვაი)


15
ივნისი. Ellis Park Stadium (იოჰანესბურგი). 55 686 მაყურებელი


ბრაზილია - ჩრდ.კორეა 2:1 (0:0)

ბრაზილია: ჟულიო სეზარი, მაიკონი, ლუსიო, ჟუანი, მიკელ ბასტოსი, ელანო (დანიელ ალვეში, 73), ჟილბერტო სილვა, კაკა (ნილმარი, 78), ფელიპე მელო (რამირესი, 84), რობინიო, ლუის ფაბიანო

მწვრთნელი: დუნგა

ჩრდ.კორეა: მიონ-გუკ რი, იონ-ჰიოკ ჩა, ჩოლ-ჯინ პაკი, ნამ-ჩოლ პაკი, კვან-ჩონ რი, ინ-გუკ მუნი (კუმ-ილ კიმი, 80), ჯუნ-იი რი, იუნ-ნამ ჯი, იონ-ჰაკ ანი, იონ-იო ჰონგი, ტეა-სე იონი.
მწვრთნელი: კიმ იონ-ჰუნი
გოლები: მაიკონი (55), ელანო (72), ჯი (89).
გაფრთხილება: რამირესი (88).
მსაჯი: ვიკტორ კასაი (უნგრეთი).

სპორტის დეპარტამენტის პრესსამსახური

 

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2017 სექტემბერი 13
ესპანელმა ჩოგბურთელმა რაფაელ ნადალმა კარიერაში მეთექვსმეტე დიდი სლემის ტურნირი მოიგო. რაფამ ამერიკის ღია პირველობის ფინალში სამხრეთამერიკელი კევინ ანდერსონი მარტივად 6:3, 6:3, 6:4 დაამარცხა
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2017 აგვისტო 25
24 აგვისტოს, მონაკოში, Grimaldi Forum-ის დარბაზში ჩემპიონთა ლიგის 2017/18 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპის წილისყრა გაიმართა.წილისყრის შედეგად გუნდები ჯგუფებში შემდეგნაირად განაწილდნენ:
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2017 აგვისტო 25
კრიშტიანუ რონალდუ გასული სეზონის ევროპის საუკეთესო ფეხბურთელია. მადრიდის "რეალის" პორტუგალიელმა ლიდერმა "ბარსელონას" შემტევ ლიონელ მესისა და "იუვენტუსის" კარის დარაჯ ჯანლუიჯი ბუფონს აჯობა.
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2017 აგვისტო 22
ცინცინატის მასტერსის ჩემპიონი  ბულგარელი  გრიგორ დიმიტროვი  გახდა. ფინალში  მან  ორ  სეტში  დაამარცხა  ავსტრალიელი  ნიკ კირგიოსი 6-3, 7-5.
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2017 აგვისტო 21
დიდი სლემის 14-გზის ჩემპიონი რაფაელ ნადალი სამწლიანი პაუზის შემდეგ რეიტინგის სათავეში მოექცა.