სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

გულშემატკივრის გამოკითხვა ico
სიახლეების კალენდარი ico
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
    01 02 03 04 05
06 07 08 09 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

შვეიცარიელების პატარა გმირობა და ფორლანის დუბლი

თარიღი: 2010 ივნისი 17



მსოფლიოს ჩემპიონატი ნელ-ნელა ეშხში შედის. 16 ივნისს გამართული სამივე მატჩი საინტერსო გამოდგა. H- ჯგუფის მატჩში ჩილემ და ჰონდურასმა სწრაფი და  სანახაობრივი ფეხბურთი შემოგვთავაზეს. ეს უფრო მარსელო ბიესას ჩილეზე ითქმის, რომლის გუნდმაც თითქმის 90 წუთი  დაუღალავად ირბინა.

მატჩის ბედი კი ერთადერთმა გოლმა გადაწყვიტა, 34-ე წუთზე ბეაუსუჟური კარის გასწვრივ გაკეთებულ გადაცემას გამოეხმაურა და ყველას დაასწრო - 1:0. გოლამდეც და მერეც ჩილელ ფეხბურთელებს მომენტები კიდევ ჰქონდათ, მაგრამ ვერ გამოიყენეს, ხან თვითონ ურტყამდნენ არასწორად, ხანაც მეტოქის მეკარე  ყოჩაღობდა.მთავარი კი მაინც, ცხადია სამი ქულის აღება იყო, რაც ბიელსას ფეხბურთელემა მოახერხეს კიდეც.

ამ ჯგუფის მეორე შეხვედრაში ჩემპიონატის მთავარი სენსაცია მოხდა. ევროპის ჩემპიონმა ესპანეთის ნაკრებმა კედელივით აღმართულ შვეიცარიელთა დავცას და მეკარეს ვერაფერი მოუხერხა და გოლი აქეთ მიიღო. ესპანელთა უძლიერს შემადგენლობას და გიჟურ შეტევებს შვეიცარიელებმა კაგად ორანიზებული და მართლაც შვეიცარიული საათივით აწყობილი გუნდი დაუპირისპირეს, რომლის თითოეულმა ფეხბურთელმა ზუსტად იცოდა როდის რა უნდა ეკეთებინა. ეს კი პირველ რიგში მათი თავკაცის გერმანელი ოტმარ ჰიტცფელდის დამსახურებაა.

გოლი 52-ე წუთზე კონტრშეტევის შემდეგ გავიდა, როდესაც ესპანელთა დაცვაში შექმნილი არეულობით ფერნანდესმა ისარგებლა და ბურთი ლამის მთელი სხეულით შეიტანა კარში - 1:0. დარჩენილ დროში დელ ბოსკეს გუნდის უპირატესობა კიდევ უფრო დიდი გახდა, მწვრთნელმა შეცვლებსაც მიმართა და შეტევა გააძლიერა, მაგრამ ევროპის ჩემპიონები ვერაფერს გახდნენ და საქმე  ძალიან გაირთულეს. ახლა დელ ბოსკეს გუნდს ჩილეს დამარცხება აუცილებლად მართებს, რაც იოლი გასაკეთებელი ნამდვილად არ იქნება.

გუშინვე ჩემპიონატი მეორე წრეზე წავიდა. მასპინძელმა სამხრეთ აფრიკამ მომდევნო ეტაპზე გასვლის შანსი პრაქტიკულად დაკარგა. ურუგვაიმ კი პირიქით მერვედფინალისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა. მსოფლიოს ჩემპიონები გუნდის ლიდერმა დიეგო ფორლანმა 24-ე წუთზე ლამაზი გოლით დაწინაურა.

მატჩის ბედი კი 80-ე წუთზე გადაწყდა, როდესაც მასპინძელთა მეკარე ხუნემ საჯარიმოში სუარესის წინააღმდეგ იუხეშა, წითელი ბარათი მიიღო და ფორლანს თერთმეტმეტრიანიდან დუბლის  შესრულების შანსი მისცა. დიეგომ ზუსტად დაარტყა - 2:0. 90-ე წუთზე კი ალვარო პერეირამ ანგარიში სოლიდური გახადა - 3:0. 17 ივნისს B-ჯგუფის ორი მატჩია. არგენტინელები სამხრეთ კორეას ეთამაშებიან, ნიგერია საბერძნეთს. საღამოს კი საფრანგეთ მექსიკის დაპირისპირება დაასრულებს.

16 ივნისი. 15:30. Mbombela Stadium. ნელსპრუიტი. 32 664 მაყურებელი

ჰონდურასი - ჩილე 0:1 (0:1)

ჰონდურასი: ნოელ ვალადარესი, სერხიო მენდოსა, ოსმან ფუგუეროა, ემილიო იზაგუირე, ამადო გუევარა (ჰენდრი ტომასი, 66), უილსონ პალასიოსი, ედგარ ალვარესი, რამონ ნუნიესი (ვალტერ მარტინესი, 78), როხერ ესპინოზა, კარლოს პავონი (ჯორჯ ველქომი, 60)

მწვრთნელი: რეინალდო რუედა

ჩილე: კლაუდიო ბრავო, მაურისიო ისლა, გარი მედელი, ვალდო პონსე, არტურო ვიდალი (პაბლო კონტრერასი, 81), როდრიგო მილარი (გონსალო ხარა, 52), კარლოს კარმონა, მატიას ფერნანდესი, ალექსის სანჩესი, ხორხე ვალდივია (მარკ გონსალესი, 87), ჟან ბეაუსუჟური

მწვრთნელი: მარსელო ბიელსა

გოლი: ბეაუსუჟური (34).
გაფრთხილება: კარმონა (5), ფერნანდესი (19), პალასიოსი (33).
მსაჯი: ედი მაილე (სეიშელის კ-ბი)

 

დურბანი, "დურბან სტედიუმი", 62453

ესპანეთი-შვეიცარია 0:1 (0:0)

ესპანეთი: კასილიასი, პიკე, პუიოლი, კაპდევილა, სერხიო რამოსი, ბუსკეტსი (ფერნანდო ტორესი 61), ხაბი ალონსო, ხავი, სილვა (ხესუს ნავასი 61), ინიესტა (პედრო 77), ვილია.
მწვრთნელი: ვისენტე დელ ბოსკე

შვეიცარია: ბენალიო, გრიხტინგი, სენდეროსი (ფონ ბერგენი 36), ციგლერი, ლიხშტაინერი, ჰუგელი, ინლერი, ფერნანდესი, ბარნეტა (ეგიმანი 90), დერდიოკი (იაკინი 79), ნკუფო.
მწვრთნელი: ოტმარ ჰიტცფელდი

გოლი: 0:1 ფერნანდესი (52).
გაფრთხილება: გრიხტინგი (30), ციგლერი (73), ბენალიო (90), იაკინი (90).
მსაჯი: ჰოვარდ უები (ინგლისი).

 

16.06. პრეტორია, "ლოფტუს ვერსფილდ სტედიუმი", 51000

სამხრეთ აფრიკა-ურუგვაი 0:3 (0:1)

სამხრეთ აფრიკა: ხუნე, ხუმალო, მოკოენა, მასისელა, გაქსა, დიკგაჩოი, ლეჩონონიანე (მორირი 57), მფელა, პიენაარი (ჯოზეფი 79), ჩაბალალა, მოდისე

მწვრთნელი: კარლოს ალბერტო პარეირა

ურუგვაი: მუსლერა, გოდინი, ლუგანო, ფუსილე (ფერნანდესი 70), მაქსი პერეირა, არევალო, დიეგო პერესი (გარგანო 90), ალვარო პერეირა, ლუის სუარესი, ფორლანი, კავანი (ფერნანდესი 89)

მწვრთნელი: ოსკარ ტაბარესი

გოლები: 0:1 ფორლანი (24), 0:2 ფორლანი (80, პენ), 0:3 ალვარო პერეირა (90).
გაფრთხილება: პიენაარი (6), დიკგაჩოი (42).
გაძევება: ხუნე (76).
მსაჯი: მასიმო ბუსაკა (შვეიცარია).

სპორტის დეპარტამენტის პრესსამსახური

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2017 სექტემბერი 13
ესპანელმა ჩოგბურთელმა რაფაელ ნადალმა კარიერაში მეთექვსმეტე დიდი სლემის ტურნირი მოიგო. რაფამ ამერიკის ღია პირველობის ფინალში სამხრეთამერიკელი კევინ ანდერსონი მარტივად 6:3, 6:3, 6:4 დაამარცხა
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2017 აგვისტო 25
24 აგვისტოს, მონაკოში, Grimaldi Forum-ის დარბაზში ჩემპიონთა ლიგის 2017/18 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპის წილისყრა გაიმართა.წილისყრის შედეგად გუნდები ჯგუფებში შემდეგნაირად განაწილდნენ:
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2017 აგვისტო 25
კრიშტიანუ რონალდუ გასული სეზონის ევროპის საუკეთესო ფეხბურთელია. მადრიდის "რეალის" პორტუგალიელმა ლიდერმა "ბარსელონას" შემტევ ლიონელ მესისა და "იუვენტუსის" კარის დარაჯ ჯანლუიჯი ბუფონს აჯობა.
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2017 აგვისტო 22
ცინცინატის მასტერსის ჩემპიონი  ბულგარელი  გრიგორ დიმიტროვი  გახდა. ფინალში  მან  ორ  სეტში  დაამარცხა  ავსტრალიელი  ნიკ კირგიოსი 6-3, 7-5.
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2017 აგვისტო 21
დიდი სლემის 14-გზის ჩემპიონი რაფაელ ნადალი სამწლიანი პაუზის შემდეგ რეიტინგის სათავეში მოექცა.