სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

გულშემატკივრის გამოკითხვა ico
სიახლეების კალენდარი ico
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
    01 02 03 04 05
06 07 08 09 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

მოულოდნელობების დღე სამხრეთ აფრიკაში

თარიღი: 2010 ივნისი 19

18 ივნისს მსოფლიოს ჩემპიონატზე სამი მოულოდნელი შედეგი დაფიქისირდა. გერმანიის ნაკრებმა, რომელმაც პირველ ტურში ყველაზე კარგი შთაბეჭდილება დატოვა სერბეთთან 0:1 წააგო. თამაშის ერთადერთი გოლი 38-ე წუთზე იოვანოვიჩმა გაიტანა. მანამდე კი მიროსლავ კლოზემ მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და მოედნიდან ნაადრევად მიაბრძანეს.

რიცხვობრივი უპირატესობა სერბებმა მალევე გამოიყენეს და საერთოდაც მნიშვნელოვანი სამი ქულა მოიპოვეს.

გერმენელებს თამაშის გადარჩენა შეეძლოთ, მაგრამ ლუკაშ პოდოლსკიმ მე-60 წუთზე თერთმეტმეტრიანი ვერ გამოიყენა. C-ჯგუფის ფავორიტებმა ამჯერადაც ფრედ ითამაშეს, თუმცა ინგლისისგან განსხვავებით ამერიკის ნაკრებმა სლოვენია მსაჯის შეცდომის გამო ვერ დაამარცხა. ევროპელებმა პირველი ტაიმი მოულოდნელად 2:0 მოიგეს, მაგრამ მეორე ტაიმის დასაწყისში ლენდონ დონოვანიმ ეფექტური გოლი გაიტანა, რასაც 82-ე წუთზე ბრედლის გოლი მოჰყვა და ამერიკელებმა მოსაგებად გაიწიეს.

მალევე დონოვანის ფლანგური ჩაწოდების შემდეგ ედუმ გოლი შეაგდო, თუმც მსაჯმა შეცდომით თამაშგარე დააფიქისირა და აშშ-ს სამი ქულა წაართვა. საღამოს თამაშში კი ინგლისელებმა ძალიან სუსტად ითამაშეს და ვერაფერი მოუხერხეს საოცრად მოტივირებულ ალჟირის ნაკრებს.

ინგლისის ნაკრებმა შეხვედრა ისე ჩაამთავრა, რომ საგოლე მომენტი თითქმის არ შეუქმნია. ინგლისის ნაკრები და ფაბიო კაპელო სამხრეთ აფრიკაში დიდი ამბიციებით არიან ჩასულნი, მაგრამ ისე ცუდად თამაშობენ რომ ჯგუფიდან გასვლაც კი სათუო გაუხდათ.


18 ივნისი, ნელსონ მანდელა ბეი, "პორტ ელიზაბეტი" 38294

გერმანია-სერბეთი 0:1 (0:1)

გერმანია: ნოიერი, ლამი, ფრიდრიხი, მერტეზაკერი, ბადშტრუბერი (გომესი 77), ხედირა, შვაინშტაიგერი, მიულერი (კაკაუ 70), იოზილი (მარინი 70), პოდოლსკი, კლოზე

მწვრთნელი: იოხიმ ლიოვი

სერბეთი: სტოიკოვიჩი, ივანოვიჩი, სუბოტიჩი, ვიდიჩი, კოლაროვი, კუზმანოვიჩი (პეტროვიჩი 75), ნინკოვიჩი (კაჩარი 70), სტანკოვიჩი, კრაშიჩი, იოვანოვიჩი (ლაზოვიჩი 79), ჟიგიჩი

მწვრთნელი: რადომირ ანტიჩი

გოლი: 0:1 იოვანოვიჩი (38)
მე-60 წუთზე პოდოლსკიმ ვერ გამოიყენა თერთმეტმეტრიანი (მეკარე)
გაფრთხილება: კლოზე 12, ხედირა 22, ლამი 32, შვაინშტაიგერი 73 - ივანოვიჩი 18, კოლაროვი 19, სუბოტიჩი 57, ვიდიჩი 59
გაძევება: კლოზე 37
მსაჯი: უნდიანო მალიენკო (ესპანეთი)

 

18 ივნისი, იოჰანესბურგი, "ელის პარკ სთედიუმი"

სლოვენია-აშშ 2:2 (2:0)

სლოვენია: ჰანდანოვიჩი, ბრეჩკო, შულერი, ცესარი, იოკიჩი, კორენი, რადოსავლიევიჩი, ბირსა (დედიჩი 87), კირმი, ლიუბიანკიჩი (პეჩნიკი 74/კომაცი 90+4), ნოვაკოვიჩი

მწვრთნელი: მატიაჟ კეკი

აშშ: ჰოვარდი, ჩერუნდელო, დემერიტი, ონიევუ (გომესი 80), ბოკანეგრა, ტორესი (ედუ 46), ბრედლი, დონოვანი, დემპსი, ალტიდორე, ფინდლი (ფეილჰაბერი 46)

მწვრთნელი: ბობ ბრედლი

გოლები: 1:0 ბირსა (13), 2:0 ლიუბიანკიჩი (42), 2:1 დონოვანი (48), 2:2 ბრედლი (82)
გაფრთხილება: ცესარი 35, შულერი 69, კირმი 72, იოკიჩი 75 - ფინდლი 40
მსაჯი: კომან კულიბალი (მალი)

კეიპტაუნი, "გრინ პოინტ სთედიუმი" 60000

ინგლისი-ალჟირი 0:0

ინგლისი (4-3-1-2): ჯეიმსი, ჯონსონი, კარაგერი, ტერი, ე. კოული, ბერი (კრაუჩი 84), ლემპარდი, ჯერარდი, ლენონი (რაიტ-ფილიპსი 63), რუნი, ჰესკი (დეფო 74)

მწვრთნელი: ფაბიო კაპელო

ალჟირი (3-2-4-1): მბოლჰი, ბუგერა, ბელაიდი, იაია, იებდა (მესბაჰი 88), ლასენი, კადირი, ჰალიჩე, ბუდებუზი (აბდუნი 74), ზიანი (გედიურა 80), მატმური
მწვრთნელი: რაბაჰ საადანე
გაფრთხილება: კარაგერი 58 - ლასენი 85
მსაჯი: რაშვან ირმატოვი (უზბეკეთი)

სპორტის დეპარტამენტის პრესსამსახური

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2017 სექტემბერი 13
ესპანელმა ჩოგბურთელმა რაფაელ ნადალმა კარიერაში მეთექვსმეტე დიდი სლემის ტურნირი მოიგო. რაფამ ამერიკის ღია პირველობის ფინალში სამხრეთამერიკელი კევინ ანდერსონი მარტივად 6:3, 6:3, 6:4 დაამარცხა
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2017 აგვისტო 25
24 აგვისტოს, მონაკოში, Grimaldi Forum-ის დარბაზში ჩემპიონთა ლიგის 2017/18 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპის წილისყრა გაიმართა.წილისყრის შედეგად გუნდები ჯგუფებში შემდეგნაირად განაწილდნენ:
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2017 აგვისტო 25
კრიშტიანუ რონალდუ გასული სეზონის ევროპის საუკეთესო ფეხბურთელია. მადრიდის "რეალის" პორტუგალიელმა ლიდერმა "ბარსელონას" შემტევ ლიონელ მესისა და "იუვენტუსის" კარის დარაჯ ჯანლუიჯი ბუფონს აჯობა.
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2017 აგვისტო 22
ცინცინატის მასტერსის ჩემპიონი  ბულგარელი  გრიგორ დიმიტროვი  გახდა. ფინალში  მან  ორ  სეტში  დაამარცხა  ავსტრალიელი  ნიკ კირგიოსი 6-3, 7-5.
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2017 აგვისტო 21
დიდი სლემის 14-გზის ჩემპიონი რაფაელ ნადალი სამწლიანი პაუზის შემდეგ რეიტინგის სათავეში მოექცა.