სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

გულშემატკივრის გამოკითხვა ico
სიახლეების კალენდარი ico
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
  01 02 03 04 05 06
07 08 09 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30        

ჰოლანდია მერვედფინალში კამერუნი სახლში

თარიღი: 2010 ივნისი 20

სამხრეთ აფრიკაში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე წრე დასასრულს მიუახლოვდა. 19 ივნისს გამართული სამი შეხვედრის შემდეგ მერვედფინალის საგზური ჰოლანდიის ნაკრებმა მოიპოვა. ჰოლანდიელებმა პირველი მატჩის მსგავსად გამარჯვება ძალების დაზოგვით დაისაკუთრეს. იაპონელებთან მატჩში ერთადერთი გოლი 53-ე წუთზე "ინტერის" შემტევმა ნახევარმცველმა ვესლი სნეიდერმა საჯარიმოს გარედან დარტყმით გაიტანა - 1:0.

დარჩენილ დროში იაპონელები ბევრს კი ეცადნენ, მაგრამ სტეკელენბურგს გოლი ვერ გაუტანეს. D-ჯგუფში განა ავსტრალიას დაუპირისპირდა. კუნძულელები ამჯერდაც კაცნაკლულნი დარჩნენ, თანაც ისე რომ საკუთარ კარში თერთმეტმეტრიანიდან გოლი მიიღეს. კარის მიმართულებით დარტყმული ბურთი ხელში ჰარი კიუელს მოხვდა, მსაჯის სასჯელიც სწორედ მან მიიღო. ეს ამბავი 25-ე წუთზე მოხდა, მანამდე კი მე-11 წუთზე ავსტრალიელები დაწინაურდნენ. ბრეშიანოს მიერ შესრულებული საჯარიმო განელთა მეკარემ ხელში ვერ შეიმაგრა, დამატებაზე კი ყველას ჰოფმანმა დაასწრო. დარჩენილ დროში გუნდებმა ბევრი მომენტები შექმნეს, მაგრამ გადამწყვეტ მომენტში სიზუსტე ღალატობდათ. საბოლოოდ 1:1.

ამ ჯგუფშიც ყველაფერი ბოლ ტურში გაირკვევა. დანიამ კამერუნს 2:1 მოუგო და მომდევნო ეტაპზე გასვლის შანსი წაართვა. არადა, პოლ ლე გენის გუნდი 10-ე წუთზე მეკარესთან პირისპირ გასულმა სამუელ ეტოომ დააწინაურა - 1:0.  ამას დანილეთა გააქტიურება და ბენდტნერის გოლი მოჰყვა. 33-ე წუთზე ევროპელებმა მეტოქე კონტრშეტევაზე გამოიჭირეს, მარჯვენა ფლანგიდან რომედალმა საჯარიმოში  გამჭოლი გადაცემა გააკეთა, სადაც "არსენალის" ფეხბურთელმა იყოჩაღა 1:1.

დანიელებმა გამარჯვების გოლი 61-ე წუთზე გაიტანეს. თავი
დენის რომედალმა გამოიჩინა, რომელიც  მორტენ ოლსენის გუნდში უდავოდ საუკეთესო იყო. რომედალმა გადაცემა მარჯვენა ფლანგზე საჯარიმოსთან ახლოს მიიღო, მოქნილი მოძრაობით მაკუნი იოლად მოატყუა და მეკარეს შორეულ კუთხეში გაუტანა - 2:1.

ეტოოს და მისი თანაგუნდელების მცდელობის მიუხედავად ანგარიში აღარ შეცვლილა. ნათლად გამოჩნდა, რომ
მორტენ ოლსენს უკეთესი გუნდი ჰყავს. კამერუნელები კი ბოლო ტურში ჰოლანდიელებთან ითამაშებენ და სახლში წავლენ. 20 ივნისს სლოვაკეთი პარაგვაის, ხოლო იტალია ახალ ზელანდიას დაუპირისპირდება. დღესვე შედგება ძალიან საინტერესო მატჩი, ბრაზილიელები კოტ დიუვარის დამარცხებას შეეცდებიან.

 

19 ივნისი, დურბანი, "დურბან სთედიუმი" 62000

ჰოლანდია-იაპონია 1:0 (0:0)

ჰოლანდია: სტეკელენბურგი, ვან დერ ვილი, ჰეიტინგა, მატიისენი, ვან ბრონხორსტი, ვან ბომელი, დე იონგი, სნეიდერი (აფელაი 83), კუიტი, ვან დერ ვაარტი (ელია 72), ვან პერსი (ჰუნტელაარი 88)

მწვრთნელი: ბერტ ვან მარვიიკი

იაპონია: კავაშიმა, ნაგატომო, ნაკაზავა, ტულიო, კომანო, აბე, მაცუი (ნაკამურა 64), ენდო, ჰასებე (ოკაზაკი 77), ოკუბო (ტამადა 77), ჰონდა

მწვრთნელი: ტაკეში ოკადა

გოლი: 1:0 სნეიდერი (53)
გაფრთხილება: ვან დერ ვილი 36
მსაჯი: ჰექტორ ბალდასი (არგენტინა)

 

19 ივნისი, რუსტენბურგი, "როიალ ბაკოფენგ სთედიუმი" 34812

განა-ავსტრალია 1:1 (1:1)

განა:კინგსონი, პანცილი, ჯონათანი, ადი, სარპეი, ანანი, პრინცი (ამოა 87), ასამოა (მუნტარი 77), ტაგოე (აბეიე 56), ა. აიევი, გიანი

მწვრთნელი: მილოვან რაიევაცი

ავსტრალია: შვარცერი, უილკშირი (რუკავიცა 84), ნეილი, მური, კარნი, კულინა, ვალერი, ემერტონი, ჰოლმანი (კენედი 68), ბრეშიანო (ჩიპერფილდი 66), კიუელი

მწვრთნელი: პიმ ვერბეეკი

გოლები: 0:1 ჰოლმანი (11), 1:1 გიანი (25, პენ)
გაფრთხილება: ადი 40, ჯონათანი 79, ანანი 84 - მური 85
გაძევება: კიუელი 24
მსაჯი: რობერტო როზეტი (იტალია)

19 ივნისი, პრეტორია, "ლოფტუს ვერსფილდ სთედიუმი" 33000

კამერუნი-დანია 1:2 (1:1)

კამერუნი: ჰამიდუ, მბია, ნკოლუ, ბასონგი (იდრისუ 72), ეკოტო, ნჯიტაპი, ეიონგი (მაკუნი 46), ა. სონგი, ემანა, ვებო (აბუბაკარი 78), ეტოო

მწვრთნელი: პოლ ლე გუენი

დანია: სორენსენი, იაკობსენი, კიაერი, აგერი, ს. პოულსენი, კ. პოულსენი, გრონკიაერი (კალენბერგი 67), იორგენსენი (იენსენი 46), რომედალი, ტომასონი (ი. პოულსენი 86), ბენდტნერი

მწვრთნელი: მორტენ ოლსენი

გოლები: 1:0 ეტოო (10), 1:1 ბენდტნერი (33), 1:2 რომედალი (61)
გაფრთხილება: ბასონგი 49, მბია 75 - სორენსენი 86, კიაერი 87
მსაჯი: ხორხე ლარიონდა (ურუგვაი)

სპორტის დეპარტამენტის პრესსამსახური

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2017 სექტემბერი 13
ესპანელმა ჩოგბურთელმა რაფაელ ნადალმა კარიერაში მეთექვსმეტე დიდი სლემის ტურნირი მოიგო. რაფამ ამერიკის ღია პირველობის ფინალში სამხრეთამერიკელი კევინ ანდერსონი მარტივად 6:3, 6:3, 6:4 დაამარცხა
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2017 აგვისტო 25
24 აგვისტოს, მონაკოში, Grimaldi Forum-ის დარბაზში ჩემპიონთა ლიგის 2017/18 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპის წილისყრა გაიმართა.წილისყრის შედეგად გუნდები ჯგუფებში შემდეგნაირად განაწილდნენ:
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2017 აგვისტო 25
კრიშტიანუ რონალდუ გასული სეზონის ევროპის საუკეთესო ფეხბურთელია. მადრიდის "რეალის" პორტუგალიელმა ლიდერმა "ბარსელონას" შემტევ ლიონელ მესისა და "იუვენტუსის" კარის დარაჯ ჯანლუიჯი ბუფონს აჯობა.
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2017 აგვისტო 22
ცინცინატის მასტერსის ჩემპიონი  ბულგარელი  გრიგორ დიმიტროვი  გახდა. ფინალში  მან  ორ  სეტში  დაამარცხა  ავსტრალიელი  ნიკ კირგიოსი 6-3, 7-5.
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2017 აგვისტო 21
დიდი სლემის 14-გზის ჩემპიონი რაფაელ ნადალი სამწლიანი პაუზის შემდეგ რეიტინგის სათავეში მოექცა.