სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

გულშემატკივრის გამოკითხვა ico
სიახლეების კალენდარი ico
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
  01 02 03 04 05 06
07 08 09 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30        

ბრაზილია მერვედფინალშია, მსოფლიოს ჩემპიონებმა ისევ წაიფორხილეს

თარიღი: 2010 ივნისი 21

მსოფლიოს 5-გზის ჩემპიონმა ბრაზილიის ნაკრებმა ჯგუფური ეტაპის მეორე ტურშიც იმარჯვა და მერვედფინალის საგზური ოფიციალურად გაიფორმა. კარკოს დუნგას გუნდმა კოტ დივუარს საკმაოდ იოლად – 3:1 სძლია, მაგრამ ეს მოგება კაკას გაძევებად დაუჯდა. აფრიკელებმა მხოლოდ ბინძური თამაშით დაამახსოვრეს მაყურებელს თავი, თუმც იმდენი მოახერხეს, 90 წუთი წითელი ბარათის გარეშე გაძლეს და უფრო მეტიც, სამხრეთ ამერიკელთა ნახევარდაცვის ლიდერი პროვოკაციაზე წამოაგეს.

ანგარიში 25-ე წუთზე ლუიშ ფაბიანომ გახსნა. იგი საჯარიმოში მეკარისგან მარცხენა კუთხიდან შეიჭრა და უძლიერესი დარტყმით გაიტანა. პირველი ტაიმი 1:0 დასრულდა. შესვენების შემდეგ ბრაზილიის უპირატესობაც აშკარად გამოიკვეთა და მეორე ტაიმის დაწყებისთანავე ლუიშ ფაბიანომ დუბლი მიითვალა. ცოტა ხანში კი თავი ელანომ გამოიჩინა.

აფრიკელებმა მხოლოდ პრესტიჟის გოლის გატანა მოახერხეს, დიდიე დროგბას ზუსტი თავურით. ამავე G ჯგუფში, მეორე ტურის მეორე შეხვედრა დღეს გაიმართება - პორტუგალია ჩრდილოეთ კორეას დაუპირისპირდება. ხოლო დასკვნით, მესამე ტურში, 25 ივნისს ბრაზილია - პორტუგალია და კოტ დივუარი - ჩრდილოეთ კორეა ითამაშებენ.20 ივნისის მთავარი მოულოდნელობა კი მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონის ვერმოგება იყო.

იტალიამ ბევრისგან აუტსაიდერად მიჩნეულ ახალ ზელანდიასთან მხოლოდ ქულის აღება მოახერხა და მერვედფინალისკენ მიმავალი გზა გაირთულა. მატჩის მე-7 წუთზე ფაბიო კანავაროს საჩუქარი შეინ სმელტცმა შეირგო და ზელანდია დააწინაურა, მაგრამ ოციოდ წუთშივინჩენცო იაკუინტამ ანგარიში თერთმეტმეტრიანი დარტყმით გაათანაბრა.F ჯგუფის უმთავრესი ფავორიტის მორიგი წაფორხილებით პარაგვაიმ ისარგებლა და 4 ქულით გალიდერდა.

პირველ ტურში აპენინელებთან ნათამაშები 1:1-ის შემდეგ სამხრეთ ამერიკელებმა სლოვაკეთი დაამარცხეს. გოლები თავიანთ ანგარიშზე ენრიკე ვერამ და კრისტიან რივეროსმა ჩაიწერეს.მესამე ტურის შეხვედრები 24 ივნისს შედგება. იტალია სლოვაკეთს შეხვდება, პარაგვაი - ახალ ზელანდიას.

20
ივნისი, ბლუმფონტეინი, "ფრი სტეიტ სთედიუმი" 26663

სლოვაკეთი-
პარაგვაი 0:2 (0:1)

სლოვაკეთი:
მუხა, პეკარიკი, შკრტელი, სალატა (შტოხი 83), დურიცა, შტრბა, ჰამშიკი, ვაისი, შესტაკი (ჰოლოშკო 70), კოზაკი, ვიტეკი
მწვრთნელი: ვლადიმირ ვაისი

პარაგვაი:
ვილარი, ბონეტი, და სილვა, ალკარასი, მორელი, ვ. კასერესი, ვერა (ბარეტო 88), რივეროსი, ვალდესი (ტორესი 68), სანტა კრუზი, ლუკასი (კარდოსო 82)
მწვრთნელი: ხერარდო მარტინო

გოლები
: 0:1 ვერა (27), 0:2 რივეროსი (86)
გაფრთხილება: დურიცა 42, შესტაკი 47, ვაისი 84 - ვერა 45
მსაჯი: ედი მეილეტი (სეიშელი)

20 ივნისი, ნელსპრეიტი, "მბომბელა" 38229

იტალია-
ახალი ზელანდია 1:1 (1:1)

იტალია:
მარკეტი, ძამბროტა, კანავარო, კიელინი, კრიშიტო, დე როსი, მონტოლივო, პეპე (კამორანეზი 46), მარკიზიო (პაცინი 61), იაკვინტა, ჯილარდინო (დი ნატალე 46)
მწვრთნელი: მარჩელო ლიპი

ახალი ზელანდია: პასტონი, რიდი, ნელსენი, ვიკელიკი (კრისტი 81), სმიტი, ელიოტი, ბერტოსი, ლოკჰედი, ფალონი (ვუდი 63), კილენი (ბარონი 90+3), შმელტსი
მწვრთნელი: რიკი ჰერბერტი

გოლები:
0:1 შმელტსი (7), 1:1 იაკინტა (29, პენ)
გაფრთხილება: ფალონი 14, სმიტი 28, ნელსენი 87
მსაჯი: კარლოს ბატრესი (გვატემალა)

 

 

 ბ

1

პარაგვაი

2

1

1

0

3:1

4

2

იტალია

2

0

2

0

2:2

2

3

ახ. ზელანდია

2

0

2

0

2:2

2

4

სლოვაკეთი

2

0

1

1

1:3

1


20 ივნისი, იოჰანესბურგი, "სოკერ სიტი სთედიუმი" 84455

ბრაზილია-
კოტ დ'ივუარი 3:1 (1:0)

ბრაზილია:
სეზარი, მაიკონი, ლუსიო, ჟუანი, ბასტოსი, ჟილბერტო სილვა, ფელიპე მელო, ელანო (დანიელ ალვეში 67), კაკა, რობინიო (რამირესი 90+3), ლუიშ ფაბიანუ
მწვრთნელი: დუნგა

კოტ
დ'ივუარი: ბარი, დემელი, კოლო ტურე, ზოკორა, ტიენე, იაია ტურე, ებუე (რომარიკი 72), ტიოტე, დინდანე (ჟერვინიო 54), კალუ (კეიტა 68), დროგბა
მწვრთნელი: სვენ გორან ერიქსონი

გოლები:
1:0 ლუიშ ფაბიანუ (25), 2:0 ლუიშ ფაბიანუ (50), 3:0 ელანო (62), 3:1 დროგბა (79)
გაფრთხილება: კაკა 85 - ტიენე 31, კეიტა 75, ტიოტე 86
გაძევება: კაკა 88
მსაჯი: სტეფან ლენოი (საფრანგეთი)  

 

 

 ბ

1

ბრაზილია

2

2

0

0

5:2

6

2

პორტუგალია

1

0

1

0

0:0

1

3

კოტ დი ვუარი

2

0

1

1

1:3

1

4

ჩრდ. კორეა

1

0

0

1

1:2

0

 

სპორტის დეპარტამენტის პრესსამსახური

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2017 სექტემბერი 13
ესპანელმა ჩოგბურთელმა რაფაელ ნადალმა კარიერაში მეთექვსმეტე დიდი სლემის ტურნირი მოიგო. რაფამ ამერიკის ღია პირველობის ფინალში სამხრეთამერიკელი კევინ ანდერსონი მარტივად 6:3, 6:3, 6:4 დაამარცხა
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2017 აგვისტო 25
24 აგვისტოს, მონაკოში, Grimaldi Forum-ის დარბაზში ჩემპიონთა ლიგის 2017/18 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპის წილისყრა გაიმართა.წილისყრის შედეგად გუნდები ჯგუფებში შემდეგნაირად განაწილდნენ:
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2017 აგვისტო 25
კრიშტიანუ რონალდუ გასული სეზონის ევროპის საუკეთესო ფეხბურთელია. მადრიდის "რეალის" პორტუგალიელმა ლიდერმა "ბარსელონას" შემტევ ლიონელ მესისა და "იუვენტუსის" კარის დარაჯ ჯანლუიჯი ბუფონს აჯობა.
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2017 აგვისტო 22
ცინცინატის მასტერსის ჩემპიონი  ბულგარელი  გრიგორ დიმიტროვი  გახდა. ფინალში  მან  ორ  სეტში  დაამარცხა  ავსტრალიელი  ნიკ კირგიოსი 6-3, 7-5.
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2017 აგვისტო 21
დიდი სლემის 14-გზის ჩემპიონი რაფაელ ნადალი სამწლიანი პაუზის შემდეგ რეიტინგის სათავეში მოექცა.