სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

გულშემატკივრის გამოკითხვა ico
სიახლეების კალენდარი ico
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
  01 02 03 04 05 06
07 08 09 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30        

სამხრეთ აფრიკაში გადამწყვეტი მატჩები იწყება

თარიღი: 2010 ივნისი 22



21 ივნისს მსოფლიოს ჩემპიონატზე ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის მატჩები დამთავრდა. პორტუგალიამ ჩრდილოეთ კორეას გამანადგურებელი ანგარიშით 7:0 მოუგო. პირველ ტაიმში კარლოს კეირუშის გუნდმა მეირელეშის გოლით 1:0 იმარჯვა და ძნელად თუ წარმოიდგენდა ვინმე, რომ მეორე ნახევარში პორტუგალიელები ასე იოლად და ლაღად ითამაშებდნენ.  გოლების ჩამოთვლას არ დავიწყებთ, უბრალოდ გეტყვით, რომ პორტუგალიელებს მოედანზე ყველაფერი გამოსდიოდათ, კორეელები კი ძალიან უსუსურად და უაზროდ დარბოდნენ.

დღის მეორე მატჩი გაცილებით დაძაბული და საინტერესო გამოვიდა. 
ესპანეთის დამმარცხებელმა შვეიცარიელებმა საოცრად შეკრულ და ორგანიზებულ ჩილეს ვერაფერი მოუხერხეს. სამხრეთ ამერიკელებმა უპირატესობა თავიდანვე მოიპოვეს, მას შემდეგ კი რაც მსაჯმა 31-ე წუთზე მოედნიდან  ბეჰრამი გააძევა ჩილელებმა მეტოქე საკუთარ კარს მიაჯაჭვეს. უდიდესი უპირატესობის მიუხადავად მარსელო ბიელსას გუნდმა გოლი მხოლდ მეორე ტაიმში გატანა, საერთოდაც ჩილელების ყველაზე დიდი პრობლემა შექმნილი მომენტების გამოუყენებლობაა, ბიელსას ფეხბურთელები მეტოქის კართან ბევრ ხიფათს ქმნიან, მაგრამ გოლს ძნელად იტანენ. ასე მოხდა ამჯერადაც, გამარჯვების ბურთი 75-ე წუთზე მარკ გონსალესმა შეაგდო. მანამდეც და ამის მერეც ჩილეს ანგარიშის გაზრდა მართებდა, მაგრამ ბოლო მომენტში სიზუსტე ყალატობდათ. ამის გამო კი კინაღამ დაისაჯნენ, ერენ დერდიოკმა ახლო მანძილიდან დარტმული კარს ააცილა.

ამ ჯგუფი კიდევ ერთი მატჩი საღამოს შედგა. ესპანეთის ნაკრებმა მოულოდნელი მარცხის შემდეგ იოლად დავიდ ვილას დუბლი მოუგო ჰონდურასს. "ბარსელონას" თავდამსხმელს მესამე გოლის გატანაც მართებდა, მაგრამ 62-ე წუთზე თერთმეტმეტრიანი კარს ააცილა. H-ჯგუფში საკმაოდ დაძაბული სიტუაციაა და ყველაფერს ბოლო ტურის მატცები გაარკვევს. 22 ივნისიდან კი სამხრეთ აფრიკაში ბოლო ტურის მატცები იწყება. დღეიდან იმ გუნდების ვინაობას შევიტყობთ, ვინც მერვედფინალში ითამაშებენ. იმის გამო, რომ ყველა დეტალს დიდი მნიშვნელობა აქვს ჯგუფის თამაშები პარალელურად წარიმართება.

18 საათზე A-ჯგუფის გუნდები ითამაშებენ. საფრანგეთი სამხრეთ აფრიკას, ხოლო ურუგვაი მექსიკას დაუპირისპირდება. თუ ურუგვაი და მექსიკა ფრეს ითამაშებენ მაშინ მომდევნო ეტაპზეც ისინი გავლენ. ჯგუფში პირველ ადგილს კი ურუგვაი დაიკავებს. საღამოს მატჩებში კი B-ჯგუფის გუნდები ეცდებიან მომდევნო ეტაპზე გასვლას. არგენტინას თითქმის განაღდებული აქვს მერვედფინალი უბრალოდ დღეს ჯგუფში პირველი ადგილის ოფოიციალურად  გაფორმებას საბერძნეთთან შეეცდეება. ნიგერიელები კი სამხრეთ კორეასთან ითამაშებენ.

 

21 ივნისი, კეიპტაუნი, "გრინ პოინტ სთედიუმი"


პორტუგალია-ჩრდილოეთ კორეა 7:0 (1:0)

პორტუგალია (4-3-3): 
ედუარდო, მიგელი, რიკარდო კარვალიუ, ბრუნო ალვეში, კოენტრაო, პედრო მენდეში, ტიაგო, მეირელეში (ველოზუ 70), სიმაო (დუდა 74), რონალდუ, ალმეიდა (ლიედსონი 77)

მწვრთნელი: კარლოს კეირუში

ჩრდილოეთ კორეა (5-1-3-1): რი მიონ გუკი, ჩა იონ ჰიუკი (ნამ სონ ჩოლი 75), პ აკ ჩოლ ჯინი, რი ჯუნ ილი, ჯი იუნ ნამი, რი კვან ჩონი, ან იუნ ჰაკი, მუნ ინ გუკი (კიმ იონ ჯუნი 58), პაკ ნამ ჩოლი (კიმ კუმ ილი 58), ჰონ იონ ჯო, იონ ტაე სე

მწვრთნელი: კიმ იონგ ჰუნი

გოლები: 1:0 მეირელეში (29), 2:0 სიმაო (53), 3:0 ალმეიდა (56), 4:0 ტიაგო (60), 5:0 ლიედსონი (81), 6:0 რონალდუ (87), 7:0 ტიაგო (89)
გაფრთხილება: პედრო მენდეში 38, ალმეიდა 70 - პაკ ჩოლ ჯინი 32, ჰონ იონ ჯო 47
მსაჯი: პაბლო პოცო (ჩილე)


ნელსონ მანდელა ბაი, "პორტ ელიზაბეტ სტედიუმი", 40000


ჩილე-შვეიცარია 1:0 (0:0)

ჩილე: ბრავო, მედელი, პონსე, ხარა, ისლა, კარმონა, ვიდალი (მარკ გონსალესი 46), ბოსეჟური, სანჩესი, მატიას ფერნანდესი (პარედესი 65), უმბერტო სუასო (ვალდივია 46)

მწვრთნელი: მარსელო ბიელსა

შვეიცარია: ბენალიო, ლიხშტაინერი, ფონ ბერგენი, გრიხტინგი, ციგლერი, ჰუგელი, ინლერი, ბეჰრამი, ფრაი (ბარნეტა 42), გელსონ ფერნანდესი (ბუნიაკუ 77), ნკუფო (დერდიოკი 68)

მწვრთნელი: ოტმარ ჰიტცფელდი

გოლი: 1:0 მარკ გონსალესი (75)
გაფრთხილება: უმბერტო სუასო (2), კარმონა (22), პონსე (25), მატიას ფერნანდესი (60), მედელი (61), ვალდივია (90); ნკუფო (18), ბარნეტა (48), ინლერი (60).
გაძევება: ბეჰრამი (31).
მსაჯი: ხალილ ალ გამდი (საუდის არაბეთი)

21 ივნისი, 22:30, იოჰანესბურგი, "ელის პარკ სთედიუმი"

ესპანეთი-ჰონდურასი 2:0 (1:0)

ესპანეთი: კასილასი, სერხიო რამოსი (არბელოა 77), პიკე, პუიოლი, კაპდევილა, ხესუს ნავასი, ბუსკეტსი, ხავი (ფაბრეგასი 66), ხაბი ალონსო, ფერნანდო ტორესი (მატა 70), ვილია

მწვრთნელი: ვისენტე დელ ბოსკე

ჰონდურასი: ვალადარესი, მენდოსა, ჩავესი, ფიგუეროა, იზაგუირე, ტურკიოსი (ნ უნიესი 63), უინსტონ პალასიოსი, გუევარა, ესპინოზა (ველქომი 46), მარტინესი, სუასო (ჯ. პალასიოსი 84)

მწვრთნელი: რეინალდო რუედა

გოლები: ვილია (17), 2:0 ვილია (51)

62- წუთზე ვილიამ ვერ გამოიყენა თერთმეტმეტრიანი (ააცილა)
გაფრთხილება: ტურკიოსი (8), იზაგუირე (38)
მსაჯი: იუიჩი ნიშიმურა (იაპონია)

 

 

 G-ჯგუფი

 ბ

1

ბრაზილია

2

2

0

0

5-2

6

2

პორტუგალია

2

1

1

0

7:0

3

3

კოტ დიუვარი

2

0

1

1

1:3

1

4

ჩრ.კორეა

2

0

0

2

1:9

0

 

 

 H-ჯგუფი

 ბ

1

ჩილე

2

2

0

0

2:0

6

2

ესპაენთი

2

1

0

1

2:1

3

3

შვეიცარია

2

1

0

1

1:1

3

4

ჰონდურასი

2

0

0

2

0:3

0


სპორტის დეპარტამენტის პრესსამსახური

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2017 სექტემბერი 13
ესპანელმა ჩოგბურთელმა რაფაელ ნადალმა კარიერაში მეთექვსმეტე დიდი სლემის ტურნირი მოიგო. რაფამ ამერიკის ღია პირველობის ფინალში სამხრეთამერიკელი კევინ ანდერსონი მარტივად 6:3, 6:3, 6:4 დაამარცხა
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2017 აგვისტო 25
24 აგვისტოს, მონაკოში, Grimaldi Forum-ის დარბაზში ჩემპიონთა ლიგის 2017/18 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპის წილისყრა გაიმართა.წილისყრის შედეგად გუნდები ჯგუფებში შემდეგნაირად განაწილდნენ:
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2017 აგვისტო 25
კრიშტიანუ რონალდუ გასული სეზონის ევროპის საუკეთესო ფეხბურთელია. მადრიდის "რეალის" პორტუგალიელმა ლიდერმა "ბარსელონას" შემტევ ლიონელ მესისა და "იუვენტუსის" კარის დარაჯ ჯანლუიჯი ბუფონს აჯობა.
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2017 აგვისტო 22
ცინცინატის მასტერსის ჩემპიონი  ბულგარელი  გრიგორ დიმიტროვი  გახდა. ფინალში  მან  ორ  სეტში  დაამარცხა  ავსტრალიელი  ნიკ კირგიოსი 6-3, 7-5.
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2017 აგვისტო 21
დიდი სლემის 14-გზის ჩემპიონი რაფაელ ნადალი სამწლიანი პაუზის შემდეგ რეიტინგის სათავეში მოექცა.