სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

გულშემატკივრის გამოკითხვა ico
სიახლეების კალენდარი ico
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
    01 02 03 04 05
06 07 08 09 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

არგენტინელთა ქულათა მაქსიმუმი და ფრანგთა ფიასკო

თარიღი: 2010 ივნისი 23

მსოფლიოს ჩემპიონატზე გადამწყვეტი მატჩები დაიწყო. 22 ივნისს ოთხმა გუნდმა მერვედფინალის საგზური მოიპოვა, ამდენივე ნაკრები 23 ივნისს მომდევნო ეტაპზე გავა, წაგებულებს კი ჩემოდნების ჩალაგება და სახლში წასვლა მოუწევთ.A და B ჯგუფში გამართულ მატჩებში განსაკუთრებული მოულოდნელობა არ მომხდარა, ყველაფერი ისე წარიმართა, როგორც გულშემატკივართა და სპეციალისტთა უმრავლესობა ვარაუდობდნენ. ფავორიტებმა მერვედფინალის საგუზრი დაისაკუთრეს. ცოტა გასაკვირი შეიძლება საფრანგეთის მორიგი მარცხი იყო, მაგრამ ფრანგთა ბანაკში ისეთი არეულობა, მათი ფიასკო აღარავის უკვირს. რაიმონ დომენეკის გუნდში ვინ ვის ლანძღავს და ვინ ვის არ ელაპარაკება, კაცმა არ იცის. ურუგვაის და მექსიკას მომდევნო ეტაპზე გასასვლელეად ფრეც ხელს აძლევდათ, მაგრამ მსოფლიოს ჩემპიონებმა არ გარისკეს, თავიდანვე მოგებაზე ითამაშეს და სასურველი შედეგიც მიიღეს - 1:0.


მათი გათვლა აბსოლუტურად გასაგები და ჭკვიანური იყო, მერვედფინალში ჩემპიონატის ერთ-ერთ მთავარ ფავორიტ არგენტინის ნაკრებთან შეხვედრა არ სურდათ, რაც გამოუვიდათ კიდეც. ახლა ურუგვაის ნაკრები მერვედფინალში თვითონ ითვლება ფავორიტად სამხრეთ კორეასთან დაპირისპირებაში და დიდი შანსია მეოთხედფინალსაც უწიოს, რაც მართლაც კარგი შედეგი იქნება.

A-ჯგუფის მეორე ადგილოსან მექსიკას კი არგენტინასთან ჭიდილი მოუწევს. ძნელად სავარაუდოა ხავიერ აგირეს ფეხბურთელებმა მარადონას გუნდს რამე მოუხერხონ, ისე ალბათ, დიდ ბრძოლას კი გაუმართავენ. B-ჯგუფში პირველ ადგილოსნის ბედი პრინციპში თავიდანვე გარკვეული იყო, არგენტინას პირველობას სასწაული თუ წაართევდა, სასწაული კი ხშირად არ ხდება.

დიეგო მარადონას ბიჭებმა მესამე თამაშიც დამაჯერებლად ითამაშეს და ლამის მთელი გუნდით დაცვაში მყოფ საბერძნეთის ნაკრებს 2:0 მოუგეს. გოლები დემიკელისის და ვეტერანი მარტინ პალერმოს ანგარიშზეა, ფეხბურთელის, რომლის წაყვანის გამოც დიეგო ლამის ყველამ გააკრიტიკა, ვისაც არ დაეზარა. ჯგუფის მეორე შეხვედრა  2:2 დამთავრდა, მერვედფინალის საგზური კი სამხრეთ კორეას ერგო.

23 ივნისს C და D ჯგუფების მატჩები გაიმართება. ფაბიო კაპელოს გუნდი პირველი გამარჯვების მოპოვებას შეეცდება. ინგლისელებმა ჯგუფიდან გასვლის საკითხი სლოვენიასთან გამარჯვებით თავად შეუძლიად გადაწყვიტონ, პირველ ადგილოსნის ვინაობა კი მეორე შეხვედრაზეც იქნება დამოკიდებული. ამერიკა, რომელიც მსაჯმა სლოვენიასთან უმოწყალოდ დაჩაგრა და წესების სრული დაცვით გატანილი გოლი არ ჩაუთვალა ალჟირის დამარცხებას შეეცდება. ქულების გარდა, ბურთებიც ბევრ რამეს გადაწყვეტს. გამორიცხული არ არის, ინგლისი მეორე ადგილზე გავიდეს და მერვედფინალში გერმანიას გადაეყაროს.

D-ჯგუფშიც გაურკვეველი ვითარებაა, მომდევო ეტაპზე გასვლის შანსი ოთხივე გუნდს აქვს, თუმცა ზოგისთვის თუ ჯგუფიდან გასასვლელად გამარჯვებაც საკმარისია, ავსტრალიისთვის გერმანია განის მატჩის შედეგიც საყურადღებო იქნება. ცალკე საკითხია რამდენად მოახერხებენ ავსტრალიელები  სერბეთის დამარცხებას, რომელმაც წინა ტურში გერმანიას მოუგო და კარგი შანსი აქვს მერვედფინალში მოხვდეს...

22 ივნისი. ბლუმფონტეინი, "ფრი სთეით სთედიუმი" 

საფრანგეთი - სამხრეთ აფრიკა 1:2 (0:2)

საფრანგეთი: ლორისი, სანია, გალასი, რიბერი, გურკუფი, სისე (ანრი 55), ჟინიაკი (მალუდა 46), სკილაჩი, დიარა (გოვუ 82), დიაბი, კლიში

მწვრთნ ელი: რაიმონ დომენეკი

სამხრეთ აფრიკა: ჯოზეფსი, მასილელა, მოკოენა, ნგკონგკა (გახა 55), სიბაია, შაბალალა, მფელა, პინარი, პარკერი (ნომვეტე 68), ხუმალო, ხუბონი (მოდისე 78)

მწვრთნელი: კარლოს ალბერტო პარეირა

გოლები: 0:1 ხუმალო (20), 0:2 მფელა (37), 1:2 მალუდა (70)

გაფრთხილება: დიაბი (71)

გაძევება: გურკუფი (25)

მსაჯი: ოსკარ რუისი (კოლუმბია)


22 ივნისი. რუსტენბურგი, "როიალ ბაფოკენგ სთედიუმი" 

მექსიკა - ურუგვაი 0:1 (0:1)


მექსიკა: პერესი, როდრიგესი, სალსიდო, მარკესი, ოსორიო, ტორადო, ფრანკო, ბლანკო (ერნანდესი 63), მორენო (კასტრო 57), დოს სანტოსი, გუარდადო (ბარერა 46)

მწვრთნელი: ხავიერ აგირე

ურუგვაი: მუსლერა, ლუგანო, ფუსილე, ვიქტორინო, კავანი, სუარესი (ფერნანდესი 85), ფორლანი, ა. პერეირა (სკოტი 77), პერესი, მ. პერეირა, არევალო

მწვრთნელი: ოსკარ ტაბარესი

გოლი: 0:1 სუარესი (20)

გაფრთხილება: ფუსილე (68), ერნანდესი (77), კასტრო (86)

მსაჯი: ვიკტორ კასაი (უნგრეთი)

 

22 ივნისი, დურბანი, "დურბან სთედიუმი"


ნიგერია-სამხრეთ კორეა 2:2 (1:1)

ნიგერია (4-2-3-1): ენიეამა, ოდია, იობო (ეჩიეჟილე 46), შიტუ, ა ფოლაბი, აიალა, ეტუუ, ობასი, კანუ (მარტინსი 57), უჩე, იაკუბუ (ობინა 70)

მწვრთნელი: ლარს ლაგერბაკი

სამხრეთ კორეა (4-4-2): სუნ რიონგ ჯუნგი, დუ რი ჩა, იუნ ჰიუნ ჩო, იუნ სო ლი, იონ პიო ლი, ჩუნ იონ ლი, სუნ იენ კი (ჯაე სუნ კიმი 87), იუნ ვუ კიმი, ჯი სუნ პარკი, კი ჰუნ იეომი (ნამ ილ კიმი 63), ჩუ ი უნ პარკი (დონ ჯინ კიმი 90)

მწვრთნელი: ჯუნ მუ ჰო

გოლები: 1:0 უჩე (12), 1:1 იონ სო ლი (38), 1:2 ჩუ იუნ პარკი (49), 2:2 იაკუბუ (69, პენ)
გაფრთხილება: ენიეამა 31, ობასი 37, აიალა 42 - ნამ ილ კიმი 68
მსაჯი: ოლეგარიო ბენქუერენსა (პორტუგალია)


22 ივნისი.პოლოკვანე, "პეტერ მოკაბა სთედიუმი"

საბერძნეთი-არგენტინა 0:2 (0:0)

საბერძნეთი (4-4-1-1): ცორვასი, პაპადოპულოსი, პაპასტატოპულოსი, მორასი, კირგიაკოსი, ვინტრა, ციოლისი, კაცურანისი (ნინისი 54), ტოროსიდისი (პაცაცოღლუ 55), კარაგუნისი (სპიროპულოსი 45), სამარასი

მწვრთნელი: ოტო რეჰაგელი

არგენტინა (4-3-1-2): რომერო, ოტამენდი, დემიკელისი, ბურდისო, როდრიგესი, მაქსი (დი მარია 63), ვერონი, ბოლატი, მესი, მილიტო (აგუერო 80), აგუერო (პასტორე 77)

მწვრთნელი: დიეგო მარადონა

გოლები: 0:1 დემიკელისი (77), 0:2 პალერმო (89)
გაფრთხილება: კაცურანისი 30 - ბოლატი 76
მსაჯი: რავშან ირმატოვი (უზბეკეთი)

 

 

 A-ჯგუფი

 ბ

1

ურუგვაი

3

2

1

0

4-0

7

2

მექსიკა

3

1

1

1

3:2

4

3

სამ.აფრიკა

3

1

1

1

3:5

4

4

საფრანგეთი

3

0

1

2

1:4

1

 

 

 B-ჯგუფი

 ბ

1

არგენტინა

3

3

0

0

7:1

9

2

სამ.კორეა

3

1

1

1

5:6

4

3

საბერძნეთი

3

1

0

2

2:5

3

4

ნიგერია

3

0

1

2

3:5

1

 

მერვედფინალები

26 ივნისი. პორტ ელიზაბეტი (18:00)
ურუგვაი - სამხრეთ კორეა

27 ივნისი. რასთენბურგი (22:30)
არგენტინა - მექსიკა

სპორტის დეპარტამენტის პრესსამსახური

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2017 სექტემბერი 13
ესპანელმა ჩოგბურთელმა რაფაელ ნადალმა კარიერაში მეთექვსმეტე დიდი სლემის ტურნირი მოიგო. რაფამ ამერიკის ღია პირველობის ფინალში სამხრეთამერიკელი კევინ ანდერსონი მარტივად 6:3, 6:3, 6:4 დაამარცხა
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2017 აგვისტო 25
24 აგვისტოს, მონაკოში, Grimaldi Forum-ის დარბაზში ჩემპიონთა ლიგის 2017/18 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპის წილისყრა გაიმართა.წილისყრის შედეგად გუნდები ჯგუფებში შემდეგნაირად განაწილდნენ:
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2017 აგვისტო 25
კრიშტიანუ რონალდუ გასული სეზონის ევროპის საუკეთესო ფეხბურთელია. მადრიდის "რეალის" პორტუგალიელმა ლიდერმა "ბარსელონას" შემტევ ლიონელ მესისა და "იუვენტუსის" კარის დარაჯ ჯანლუიჯი ბუფონს აჯობა.
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2017 აგვისტო 22
ცინცინატის მასტერსის ჩემპიონი  ბულგარელი  გრიგორ დიმიტროვი  გახდა. ფინალში  მან  ორ  სეტში  დაამარცხა  ავსტრალიელი  ნიკ კირგიოსი 6-3, 7-5.
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2017 აგვისტო 21
დიდი სლემის 14-გზის ჩემპიონი რაფაელ ნადალი სამწლიანი პაუზის შემდეგ რეიტინგის სათავეში მოექცა.