სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

გულშემატკივრის გამოკითხვა ico
სიახლეების კალენდარი ico
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
  01 02 03 04 05 06
07 08 09 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30        

26 ივნისიდან 16 საუკეთესო ნაკრები პლეი ოფში ჩაებმევა

თარიღი: 2010 ივნისი 26



მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყებამდე გამართული კენჭისყრის შედეგად პორტუგალიის და ბრაზილიის ნაკრებთა ერთ ჯგუფში მოხვედრამ გულშემატკივრის დიდი ინტერესი გამოიწვია. ალბათ, მაშინ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ეს ორი გრანდი მსოფლიოს ჩემპიონატზე შეხვედრის დროს ასე მშვიდად და უემოციოდ ითამაშებდა. სატურნირო ცხრილში შექმნილმა ვითარებამ მწვრთნელებს და ფეხბურთელებს თავისუფლად მოქმედების საშუალება მისცა, რაც ორივე გუნდმა კარგად გამოიყენა, ამით კი მხოლოდ გულშემატკივრებმა იზარალეს. 

ბრაზილიელებს ელანო ტრავმის და კაკა დისკვალიფიკაციის გამო ისედაც აკლდათ, დუნგამ კი კიდევ ერთი ლიდერი რობინიოც სკამზე დასვა, თავი დიდად არც პორტუგალიელებს მოუკლავთ და მატჩი სასურველ შედეგამდე მშვიდად მიიყვანეს. კოტ დიუვარს ჯგუფიდან გასვლის მცირე შანსი კი ჰქონდა, მაგრამ აფრიკელები კარგად ხვდებოდნენ, რომ ბრაზილია პორტუგალიის მატჩის მათ სასარგებლოდ დასრულება თითქმის წარმოუდგენელი იყო. სვენ გორან ერიქსონის ფეხბურთელებმა ყველასგან დაჩაგრულ ჩრდილოეთ კორეას იოლად 3:0 მოუგეს და მსოფლიოს ჩემპიონატს დაემშვიდობნენ. უფრო დიდი ინტრიგა H-ჯგუფში იყო, სადაც მერვედფინალის საგზურის მოპოვების მცირე შანსი უქულო ჰონდურასსაც ჰქონდა. ევროპის ჩემპიონმა ესპანეთმა სასურველი პირველი ადგილის დაკავება ჩილეს დამარცხებით შეძლო. 

დელ ბოსკეს ფეხბურთელებმა 2:1 იმარჯვეს, მეტოქე ძირითადად კლასის ხარჯზე დაჯაბნეს და ძალებიც დაზოგეს. გოლები დავიდ ვილას და ანდრეს ინიესტას ანგარიშზეა. მატჩის ბოლოს კი ცხადია, ესპანელები უკვე პორტუგალიასთან მომავალ დაპირისპირებაზე ფიქრობდნენ. ჩილეს საქმე კი ჰონდურასმა გააკეთა, რომელმაც პრესტიჟის ქულის მოსაპოვებლად მონდომებით იბრძოლა, შვეიცარიელებს კი მერვედფინალში გასვლა არ დაანება. 26 ივნისიდან მსოფლიოს ჩემპიონატი კიდევ უფრო საინტერესო და უშეღავათო გახდება. სამხრეთ აფრიკაში დარჩენილი 16 ნაკრები პლეი ოფში ჩაებმევა. A-ჯგუფის გამარჯვებული ურუგვაის ნაკრები B-ჯგუფის მეორე ადგილოსან სამხრეთ კორეას, ხოლო C-ჯგუფის პირველადგილოსანი აშშ D-ჯგუფის მეორეადგილოსან განას ეთამაშება.

 

25
ივნისი, დურბანი, "დურბან სთედიუმი"


პორტუგალია-ბრაზილია 0:0

პორტუგალია (4-3-2-1): ედუარდო, კოშტა, კარვალიო, ბრუნო ალვეში, დუდა (სიმაო 54), ტიაგო, პეპე (პედრო მენდეში 64), მეირელეში (ველოზუ 84), დანი, კოენტრაო, რონალდუ

მწვრთნელი: კარლოს კეირუში

ბრაზილია (4-1-3-2): სეზარი, მაიკონი, ლუსიო, ჟუანი, ბასტოსი, სილვა, დანი ალვეში, ბაპტიშტა (რამირესი 82), მელო (ჟოსუე 44), ნილმარი, ლუიშ ფაბიანუ (გრაფიტე 85)

მწვრთნელი: დუნგა

გაფრთხილება: დუდა 25, ტიაგო 31, პეპე 40, კოენტრაო 45 - ლუიშ ფაბიანუ 15, ჟუანი 25, მელო 43
მსაჯი: ბენიტო არჩუნდია (მექსიკა)


ნელსპრუიტი, "მბომბელა სთედიუმი"

ჩრდილოეთ კორეა-კოტ 'ივუარი 0:3 (0:2)

ჩრდილოეთ კორეა (5-4-1): რი მიონ გუკი, ჩა იონ ჰიუკი, პაკ ჩოლ-ჯინი, რი ჯუნ ილი, ჯი იუნ ნამი, რი კვან ჩონი, ჰონ იონ ჯო, ან იუნ ჰაკი, პაკ ნამ ჩოლი, მუნ ინ გუკი (ჩო კუმ ჩოლი 67), იონ ტაე სე

მწვრთნელი: კიმ იონ ჰუნი

კოტ 'ივუარი (4-3-3): ბარი, ებუე, კოლო ტურე, ზოკორა, ბოკა, რომარიკი (დუმბია 79), იაია ტურე, ტიოტე, კეიტა (კალუ 64), დროგბა, ჟერვინიო (დინდანე 65)

მწვრთნელი: სვენ გორან ერიქსონი

გოლები: 0:1 იაია ტურე (14), 0:2 რომარიკი (20), 0:3 კალუ (82)
მსაჯი: უნდიანო მალიენკო (ესპანეთი)

 

 

 G-ჯგუფი

 ბ

1

ბრაზილია

3

2

1

0

5-2

7

2

პორტუგალია

3

1

2

0

7:0

5

3

კოტ დიუვარი

3

1

1

1

4:3

4

4

ჩრ.კორეა

3

0

0

3

1:12

0

 

25 ივნისი, პრეტორია, "ლოტუს ვერსფელდ სთედიუმი"


ჩილე-ესპანეთი 1:2 (0:2) ng>

ჩილე (3-4-3): ბრავო, მედელი, პონსე, ხარა, ისლა, ესტრადა, გონსალესი (მილარი 46), ვიდალი, სანჩესი (ორელანა 65), ვალდივია (პარედესი 46), ბოსეჯური

მწვრთნელი: მარსელო ბიელსა
ესპანეთი (4-2-3-1): კასილიასი, რამოსი, პუიოლი, პიკე, კაპდევილა, ალონსო (მარტინესი 73), ბუსკეტსი, ხავი, ინიესტა, ვილია, ტორესი (ფაბრეგასი 55)
მწვრთნელი: ვისენტე დელ ბოსკე
გოლები: 0:1 ვილია (24), 0:2 ინიეტა (37), 1:2 მილარი (47)
გაფრთხილება: მედელი 15, პონსე 19, ესტრადა 21
გაძევება: ესტრადა 39
მსაჯი: მარკო როდრიგესი (მექსიკა)


ბლუმფონტეინი, "ფრი სტეიტ სთედიუმი"

შვეიცარია-ჰონდურასი 0:0

შვეიცარია (4-4-2): ბენალიო, ლიხტშტაინერი, ფონ ბერგენი, გრიხტინგი, ციგლერი, ბარნეტა, ჰუგელი (შაქირი 78), ინლერი, ფერნანდესი (ჰ. იაკინი 46), ნ'კუფო (ფრაი 69), დერდიოკი

მწვრთნელი: ოტმარ ჰიტცფელდი

ჰონდურასი (4-4-2): ვალადარესი, საბილონი, ჩავესი, ბერნანდესი, ფიგუეროა, ალვარესი, უ. პალასიოსი, ტომასი, ნუნიესი (მარტინესი 66), ჯ. პალასიოსი (ველქომი 78), სუაზო (ტურციოსი 87)

მწვრთნელი: რეინალდო რუედა

გაფრთხილება: ფერნანდესი 34 - ტომასი 4, სუაზო 58, ჩავესი 65, უ. პალასიოსი 89
მსაჯი: ჰექტორ ბალდასი (არგენტინა)

 

 

 H-ჯგუფი

 ბ

1

ესპანეთი

3

2

0

1

4:2

6

2

ჩილე

3

2

0

1

3:2

6

3

შვეიცარია

3

1

1

1

1:1

4

4

ჰონდურასი

3

0

1

2

0:3

1


სპორტის დეპარტამენტის პრესსამსახური

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2017 სექტემბერი 13
ესპანელმა ჩოგბურთელმა რაფაელ ნადალმა კარიერაში მეთექვსმეტე დიდი სლემის ტურნირი მოიგო. რაფამ ამერიკის ღია პირველობის ფინალში სამხრეთამერიკელი კევინ ანდერსონი მარტივად 6:3, 6:3, 6:4 დაამარცხა
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2017 აგვისტო 25
24 აგვისტოს, მონაკოში, Grimaldi Forum-ის დარბაზში ჩემპიონთა ლიგის 2017/18 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპის წილისყრა გაიმართა.წილისყრის შედეგად გუნდები ჯგუფებში შემდეგნაირად განაწილდნენ:
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2017 აგვისტო 25
კრიშტიანუ რონალდუ გასული სეზონის ევროპის საუკეთესო ფეხბურთელია. მადრიდის "რეალის" პორტუგალიელმა ლიდერმა "ბარსელონას" შემტევ ლიონელ მესისა და "იუვენტუსის" კარის დარაჯ ჯანლუიჯი ბუფონს აჯობა.
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2017 აგვისტო 22
ცინცინატის მასტერსის ჩემპიონი  ბულგარელი  გრიგორ დიმიტროვი  გახდა. ფინალში  მან  ორ  სეტში  დაამარცხა  ავსტრალიელი  ნიკ კირგიოსი 6-3, 7-5.
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2017 აგვისტო 21
დიდი სლემის 14-გზის ჩემპიონი რაფაელ ნადალი სამწლიანი პაუზის შემდეგ რეიტინგის სათავეში მოექცა.