სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

გულშემატკივრის გამოკითხვა ico
სიახლეების კალენდარი ico
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
  01 02 03 04 05 06
07 08 09 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30        

ურუგვაი და განა მეოთხედფინალში გავიდნენ

თარიღი: 2010 ივნისი 27



26 ივნისს მსოფლიოს ჩემპიონატზე მერვედფინალური მატჩები დაიწყო. ერთმანეთს ურუგვაი - სამხრეთ კორეის და აშშ - განის წყვილები დაუპირისპირდნენ. ურუგვაის ნაკრები სამხრეთ აფრიკაში წარმატებულ თამაშს აგრძელებს.
ოსკარ ტაბარესის ფეხბურთელებმა ამჯერადაც დალაგებული, კარგად ორგანიზებული გუნდის შთაბეჭდილება დატოვეს და მეტოქე 2:1 დაამარცხეს.

ცხადია, ურუგვაელ ფეხბურთელებს შეცდომები მოსდით და გამონაკლისი არც კორეელებთან მატჩი ყოფილა, მაგრამ ტაბარესის გუნდი, რომ მეტოქეზე უფრო კლასიანი ნაკრებია ეს ანგარიშის გათანაბრებისთანავე გამოჩნდა. როგორც კი ურუგვაელებმა მატჩის წაგების საშიშროება იგრძნეს მაშინვე ინიციატივე იგდეს ხელთ, რასაც მალევე ლუის სუარესის ულამაზესი გოლი მოჰყვა. მანამდე კი პირველი ტაიმი ურუგვაელთა უპირატესობით წარიმართა, უკვე მერვე წუთზე სუარესმა ფორლანის გამჭოლი გადაცემა და კორეელ მცველთა შეცდომა გამოიყენა და ანგარიში გახსნა -1:0.

აზიელები მეორე ტაიმში გამოფხიზლდნენ, რასაც ურუგვაელთა კაპიტნის ლუგანოს და მეკარე მუსლერას შეუთანხმებელი თამაში მოჰყვა. ამით კი ლი ჩუნ იუნმა ისარგებლა - 1:1. მალევე იუნს დუბლის შესრულება შეეძლო, მაგრამ მეკარესთან პირისპირ გასულმა ვერ ივარგა. სამაგიეროდ, დუბლი სუარესმა შეასრულა, "აიაქსის" თავდამსხმელმა ბურთი საჯარიმოს კუთხეში მიიღო, მეტოქეს სხარტი მოძრაობით გასცილდა და კორეელი მეკარე უშანსოდ დატოვა - 2:1.

მეორე წყვილში ბევრი გულშემატკივარი ფავორიტად ამერიკის ნაკრებს მიიჩნევდა, მაგრამ როგორც ჩანს ბობ ბრედლის ბიჭებმა მთელი ძალა და მონდომება ჯგუფში პირველი ადგილის დაკავებას შეალიეს. განის ნაკრებმა კი ძალიან კარგად, ჭკვიანურად ითამაშა და საკუთარი ქვეყნისთვის პატარა ისტორიაც დაწერა - განელები მსოფლიოს ჩემპიონატის მეოთხედფინალში პირველად გავიდნენ.  აფრიკელები აქცენტს დაცვაზე აკეთებდნენ და პირველივე შესაძლებლობისთანავე სწრაფ შეტევაზე მიდიოდნენ. მათი გარჯა მალევე დაფასდა. მე-5 წუთზე ბოატენგს ბურთი კლარკმა ჩააბარა.

განელი შემტევი კარს მიუახლოვდა და ჰოვარდს უძლიერესი დარტყმით დაბალ კუთხეში გაუტანა -1:0. ამერიკელებმა ანგარიში მეორე ტაიმში გაათანაბრეს. დემპსის წაქცევისთვის დანიშნული თერთმეტმეტრიანი ლენდონ დონოვანმა გამოიყენა - 1:1. 
დარჩენილ დროში გუნდებმა ფრთხილი ფეხბურთი ითამაშეს, რასაც დამატებითი დროის დანიშვნა მოჰყვა. მატჩის გმირად ასამოა გიანი იქცა, ვინც დამატებითი დროის მესამე წუთზე მცველებს ფიზიკური ორთაბრძოლა მოუგო და მეკარესთან პირისპირ გასულმა ზუსტად დაარტყა - 2:1. ამ ორ წყვილში გამარჯვებული ერთმანეთს მეოთხედფინალში დაუპირისპირდება. ასე რომ, ურუგვაის და განას კარგი შანსი აქვთ კიდევ უფრო შორს წავიდნენ.

27 ივნისს კი სამხრეთ აფრიკაში ორი დიდი მატჩია -18:00 საათზე ინგლისი გერმანიას, ხოლო 22:30 საათზე არგენტინა მექსიკას ეთამაშება. 

(ფოტოზე ბურთით გამარჯვების გოლის ავტორი ასამოა გიანი)

26 ივნისი. მერვედფინალი


ნელსონ მანდელა ბეი, "პორტ ელიზაბეტი სტედიუმი", 30597

ურუგვაი-სამხრეთ კორეა 2:1 (1:0)

ურუგვაი: მუსლერა, მაქსი პერეირა, ლუგანო, გოდინი (ვიკტორინო 46), ფუსილე, არევალო რიოსი, დიეგო პერესი, ალვარო პერეირა (ლოდეირო 74), ფორლანი, კავანი, ლუის სუარესი (ფერნანდესი 84)

მწვრთნელი: ოსკარ ტაბარესი

სამხრეთ კორეა: ჩონ სონ რენი, ჩა დუ რი, ჩო ენ ჰენი, ლი ჩჟონ სუ, ლი ენ პჰე, პაკ ჯი სუნი, კი სონ ენი (ემ გი ჰონი 85), კიმ ჩჟონ უ, ლი ჩუნ იუნი, კიმ ჩჟე სონი (ლი დონ გუკი 60), პაკ ჩუ იუნი

მწვრთნელი: უნ იონ მუ

გოლები: 1:0 ლუის სუარესი (8), 1:1 ლი ჩუნ იუნი (68), 2:1 ლუის სუარესი (80).
გაფრთხილება: კიმ ჩჟო უ (38), ჩა დუ რი (69), ჩო ენ ჰენი (83)
მსაჯი: ვოლფგანგ შტარკი (გერმანია)

 

26 ივნისი, რუსტენბურგი, "როიალ ბოკაფენგ სთედიუმი" 28646

აშშ-განა 1:2 დ.დ. (1:1, 0:1)

აშშ (4-4-2): ჰოვარდი, ჩერუნდოლო, დემერიტი, ბოკანეგრა, ბორნშტეინი, დონოვანი, ბრედლი, კლარკი (ედუ 31), დემპსი, ფინდლი (ფეილჰაბერი 46), ალტიდორე (გომესი 91)

მწვრთნელი: ბობ ბრედლი

განა (4-2-3-1): კინგსონი, პანცილი, ჯონათან მენსა, ჯონ მენსა, სარპეი (ადი 72), ინკუმი (მუნტაირ 113), ანანი, ბოატენგი (აპია 78), ასამოა, აიევი, გიანი

მწვრთნელი: მილოვან რაიევაცი

გოლები: 0:1 ბოატენგი (5), 1:1 დონოვანი (62, პენ), 1:2 გიანი (93)
გაფრთხილება: კლარკი 7, ჩერუნდოლო 17, ბოკანეგრა 68 - ჯონათან მენსა 61, აიევი 90+2
მსაჯი: ვიქტორ კასაი (უნგრეთი)

 

ბომბარდირები

3 - გოლი

ვილია (ესპანეთი)
სუარესი (ურუგვაი)
ვიტეკი (სლოვაკეთი)
დონოვანი (აშშ)
იგუაინი (არგენტინა)
გიანი (განა)

2 - გოლი

ელანო (ბრაზილია)
ტიაგო (პორტუგალია)
ჰონდა (იაპონია)
ფორლანი (ურუგვაი)
ჰოლმანი (ავსტრალია)
უჩე (ნიგერია)
ლუიშ ფაბიანუ (ბრაზილია)
ეტოო (კამერუნი)
ლი ჩუნ იონგი (სამხრეთ კორეა)
ლი იუნ სო (სამხრეთ კორეა)

სპორტის დეპარტამენტის პრესსამსახური

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2017 სექტემბერი 13
ესპანელმა ჩოგბურთელმა რაფაელ ნადალმა კარიერაში მეთექვსმეტე დიდი სლემის ტურნირი მოიგო. რაფამ ამერიკის ღია პირველობის ფინალში სამხრეთამერიკელი კევინ ანდერსონი მარტივად 6:3, 6:3, 6:4 დაამარცხა
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2017 აგვისტო 25
24 აგვისტოს, მონაკოში, Grimaldi Forum-ის დარბაზში ჩემპიონთა ლიგის 2017/18 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპის წილისყრა გაიმართა.წილისყრის შედეგად გუნდები ჯგუფებში შემდეგნაირად განაწილდნენ:
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2017 აგვისტო 25
კრიშტიანუ რონალდუ გასული სეზონის ევროპის საუკეთესო ფეხბურთელია. მადრიდის "რეალის" პორტუგალიელმა ლიდერმა "ბარსელონას" შემტევ ლიონელ მესისა და "იუვენტუსის" კარის დარაჯ ჯანლუიჯი ბუფონს აჯობა.
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2017 აგვისტო 22
ცინცინატის მასტერსის ჩემპიონი  ბულგარელი  გრიგორ დიმიტროვი  გახდა. ფინალში  მან  ორ  სეტში  დაამარცხა  ავსტრალიელი  ნიკ კირგიოსი 6-3, 7-5.
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2017 აგვისტო 21
დიდი სლემის 14-გზის ჩემპიონი რაფაელ ნადალი სამწლიანი პაუზის შემდეგ რეიტინგის სათავეში მოექცა.