სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

გულშემატკივრის გამოკითხვა ico
სიახლეების კალენდარი ico
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
  01 02 03 04 05 06
07 08 09 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30        

მეოთხედფინალში არგენტინა გერმანიის დაპირისპირება გაიმართება

თარიღი: 2010 ივნისი 28



არგენტინის ნაკრები და დიეგო მარადონა მეოთხედფინალში ლაღი თამაშით და ზედმეტი ნერვიულობის გარეშე გავიდნენ. საკმაოდ ძლიერი და მებრძოლი მექსიკის ნაკრები კი სამშობლოში თავაწეული დაბრუნდება. ხავიერ აგირეს ბიჭებმა უძლიერეს მეტოქესთან თავგამოდებით იბრძოლეს, მაგრამ ვერაფერს გახდნენ. კლასმა და საოცარმა შემადგენლობამ, რომელიც არგენტინის ნაკრებს ჰყავს თავისი საქმე გააკეთა.

ცუდია, რომ არგენტინელებმა პირველი გოლი თამაშგარედან გაიტანეს. ისიც ცუდია, რომ მსაჯებისგან შეცდომების რაოდენობა კლების ნაცვლად მატულობს და უფრო თვალშისაცემი ხდება, მაგრამ ვის შეუძლია ამ თამაშის მერე თქვას, რომ დიეგოს ფეხბურთელებმა დაუმსახურებლად გაიმარჯვეს?.. თამაში კი, ცოტა მოულოდნელად მექსიკელთა რამდენიმე სახიფათო დარტყმით დაიწყო. გამორჩეულად მარცხენა მცველი სალსიდო აქტიურობდა, რომელსაც საოცარი სიძლიერის დარტყმა აქვს.

მალე კი ყველაფერი თავის ადგილზე დადგა - ბურთი და მოედანი ხელთ ლეო მესიმ იგდო და საფუძველი მორიგ გამარჯვებას ჩაუყარა.  ჯერ ტევესის გოლი ვნახეთ, რომელიც წესით არ უნდა ჩათვლილიყო, მერე კი იგუაინმა ოსორიოს საჩუქარი შეირგო - მექსიკელთა მცველმა ბურთი "რეალის" გოლეადორს ჩააბარა. მეკარესთან პირისპირ გასულმა იგუაინმა ზუსტად დაარტყა და 2:0. მეორე ტაიმის 52-ე წუთზე ტევესმა ყველაირი ინტრიგა მოკლა. საჯარიმოს მისადგომებთან მცველს გაექცა და უძლიერესი და უზუსტესი დარტყმით, ალბათ მიმდინარე ჩემპიონატის ყველაზე ლამაზი გოლი გაიტანა - 3:0. დარჩენილ დროში მექსიკელებმა პრესტიჟის გოლით ანგარიში შელამაზეს - 3:1.

მეოთხედფინალში არგენტინა გერმანიას დაუპირისპირდება. 2006 წლის ჩემპიონატზე არგენტინელები მასპინძელ გერმანიასთან თერთმეტმეტრიანების სერიაში დამარცხდნენ, ახლა კი რევანშის კარგი შანსი აქვთ. მაშინდელი მარცხი ბევრმა გულშემატკივარმა მთავარ მწვრთნელ პეკერმანს დააბრალა, ვინც ლეო მესი მოედანს არ გააკარა. ახლა არგენტინის ნაკრებში სხვა ვითარებაა, მესი მოედანზეა და პატარ-პატარა სასწაულებს აკეთებს. უფრო მეტი კი, ალბათ წინა აქვს. რაც არ უნდა იყოს, "ბარსელონას" გენიოსს თავისი გოლი აქვს გასატანი...

27 ივნისი. მერვედფინალი. იოჰანესბურგი, "სოკერ სიტი სთედიუმი", 84377

არგენტინა-მექსიკა 3:1 (2:0)

არგენტინა (4-3-3): რომერო, ოტამენდი, დემიკელისი, ბურდისო, ჰაინცე, მაქსი როდრიგესი (პასტორე 87), მასკერანო, დი მარია (გუტიერესი 79), იგუაინი, მესი, ტევესი (ვერონი 69)

მწვრთნელი: დიეგო მარადონა

მექსიკა (4-3-2-1): პერესი, ოსორიო, როდრიგესი, მარკესი, სალსიდო, ხუარესი, ტორადო, გუარდადო (ფრანკო 61), დოს სანტოსი, ბაუტისტა (ბარერა 46), ერნანდესი

მწვრთნელი: ხავიერ აგირე

გოლები: 1:0 ტევესი (26), 2:0 იგუაინი (33), 3:0 ტევესი (52), 3:1 ერნანდესი (71)
გაფრთხილება: მარკესი 28
მსაჯი: რობერტო როზეტი (იტალია)

 

ბომბარდირები

4
- გოლი

იგუაინი (არგენტინა)

3
- გოლი

ვილია (ესპანეთი)
სუარესი (ურუგვაი)
ვიტეკი (სლოვაკეთი)
დონოვანი (აშშ)
გიანი (გან ა)
მიულერი (გერმანია)

2
- გოლი

ელანო (ბრაზილია)
ტიაგო (პორტუგალია)
ჰონდა (იაპონია)
ფორლანი (ურუგვაი)
ჰოლმანი (ავსტრალია)
უჩე (ნიგერია)
ლუიშ ფაბიანუ (ბრაზილია)
ეტოო (კამერუნი)
ლი ჩუნ იონგი (სამხრეთ კორეა)
პოდოლსკი (გერმანია)
ტევესი (არგენტინა)
ერნანდესი (მექსიკა)
კლოზე (გერმანია)

სპორტის დეპარტამენტის პრესსამსახური

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2017 სექტემბერი 13
ესპანელმა ჩოგბურთელმა რაფაელ ნადალმა კარიერაში მეთექვსმეტე დიდი სლემის ტურნირი მოიგო. რაფამ ამერიკის ღია პირველობის ფინალში სამხრეთამერიკელი კევინ ანდერსონი მარტივად 6:3, 6:3, 6:4 დაამარცხა
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2017 აგვისტო 25
24 აგვისტოს, მონაკოში, Grimaldi Forum-ის დარბაზში ჩემპიონთა ლიგის 2017/18 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპის წილისყრა გაიმართა.წილისყრის შედეგად გუნდები ჯგუფებში შემდეგნაირად განაწილდნენ:
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2017 აგვისტო 25
კრიშტიანუ რონალდუ გასული სეზონის ევროპის საუკეთესო ფეხბურთელია. მადრიდის "რეალის" პორტუგალიელმა ლიდერმა "ბარსელონას" შემტევ ლიონელ მესისა და "იუვენტუსის" კარის დარაჯ ჯანლუიჯი ბუფონს აჯობა.
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2017 აგვისტო 22
ცინცინატის მასტერსის ჩემპიონი  ბულგარელი  გრიგორ დიმიტროვი  გახდა. ფინალში  მან  ორ  სეტში  დაამარცხა  ავსტრალიელი  ნიკ კირგიოსი 6-3, 7-5.
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2017 აგვისტო 21
დიდი სლემის 14-გზის ჩემპიონი რაფაელ ნადალი სამწლიანი პაუზის შემდეგ რეიტინგის სათავეში მოექცა.