სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

გულშემატკივრის გამოკითხვა ico
სიახლეების კალენდარი ico
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
    01 02 03 04 05
06 07 08 09 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

კიდევ ერთი დიდი მატჩი: ბრაზილია - ჰოლანდია

თარიღი: 2010 ივნისი 29



ჰოლანდიის ნაკრებმა ჯგუფური ეტაპი ისე გაიარა, რომ საკუთარი შესაძლებლობების ბოლომდე გამოვლენა არ დასჭირვებია.
ბერტ ვან მარვიკის ფეხბურთელებმა მერვედფინალში სლოვაკეთის ნაკრებთანაც ძალების დაზოგვით 2:1 მოიგეს. არიელ რობენს და ჰოლანდიის ნაკრებს მთავარი გამოცდა წინ აქვთ - მეოთხედფინალში ბრაზილიასთან თამაში ელით. სლოვაკეთთან მატჩში ანგარიში რობენმა გახსნა. "ბაიერნის" შემტევმა ბურთი მარჯვენა ფლანგზე მოიხელთა და სამი მცველის მეურვეობის მიუხედავად ცენტრისკენ გადაწეულმა მეკარე მუხას ახლო კუთხეში გაუტანა - 1:0.

გოლამდეც და გოლის მერეც სლოვაკები ბევრს ცდილობდნენ, მაგრამ ხან მეკარე
სტეკელენბურგი თამაშობდა კარგად, ხანაც თვითონ არ ჰყოფნიდათ სათამაშო კლასი. მატჩის ბედი 84-ე წუთზე გადაწყდა - სლოვაკთა მეკარე გამოსვლაზე შესცდა, ბურთი კუიტმა მიიღო და სნიედერს ლამის ცარიელ კარში გაატანინა - 2:0. ვლადიმერ ვაისის  გუნდმა ანრარიში თერთმეტმეტრიანით შეალამაზა, ვიტეკის ზუსტ დარტყმას კი მსაჯის საფინალო სასტვენი მოჰყვა. ბრაზილია ჩილეს დაპირისპირებაში დუნგას გუნდი ფავორიტად ითვლებოდა, თუმცა ბრაზილიელთა ასეთი იოლი გამარჯვება მაინც ცოტა მოულოდნელი იყო.

ტაიმის მიწურულს
დუნგას ფეხბურთელებმა ორი გოლი გაიტანეს და თამაშის ბედიც გადაწყვიტეს. გამორჩეულად ლამაზი ფაბიანოს გოლი გახლდათ, როცა რობინიო-კაკა-ფაბიანოს სამსვლიანი კომბინაცია ზუსტი დარტყმით "სევილიას" თავდამსხმელმა დააგვირგვინა. მეორე ტაიმში კი რობინიომ ეფექტური დარტყმით ანგარიში სოლიდური გახადა - 3:0. მეოთხედფინალში ბრაზილია ჰოლანდიის ნაკრებს დაუპირისპირდება, რაც უდავოდ საინტერესო და სანახაობრივი მატჩი უნდა გამოვიდეს.

 

28 ივნისი. მერვედფინალი. დურბანი, "დურბან სტედიუმი", 61692


ჰოლანდია-სლოვაკეთი 2:1 (1:0)

ჰოლანდია: სტეკელენბურგი, ვან დერ ვილი, ჰეიტინგა, მატიისენი, ვან ბროკხორსტი, ვან ბომელი, დე იონგი, სნეიდერი (აფელაი 90), რობენი (ელია 71), კუიტი, ვან პერსი (ჰუნტელაარი 80)

მწვრთნელი: ბერტ ვან მარვიკი

სლოვაკეთი: მუხა, პეკარიკი, შკრტელი, დიურიცა, ზაბავნიკი (იაკუბკო 87), კუჩკა, ჰამშიკი (საპარა 87), ვაისი, შტოხი, ვიტეკი, იანდრიშეკი (კოპუნეკი 71)

მწვრთნელი: ვლადიმერ ვაისი

გოლები: 1:0 რობენი (31), 2:0 სნეიდერი (84), 2:1 ვიტეკი (90, პენ).
გაფრთხილება: რობენი (31), სტეკელენბურგი (90); კუჩკა (40), კოპუნეკი (72), შკრტელი (84).
მსაჯი: უდრიანო მალენკო

იოჰანესბურგი, "ელიზ პარკ სთედიუმი" 54096

ბრაზილია-ჩილე 3:0 (2:0)

ბრაზილია (4-2-3-1): სეზარი, მაიკონი, ლუსიო, ჟუანი, ბასტოსი, სილვა, რამირესი, ალვეში, კაკა (კლებერსონი 81), რობინიო (ჟილბერტო 85), ლუიშ ფაბიანუ (ნილმარი 76)

მწვრთნელი: დუნგა

ჩილე (4-3-2-1): ბრავო, კონტრერასი (ტელო 46), ფუენტესი, კარმონა, ხარა, ისლა (მილარი 62), გონსალესი (ვალდივია 46), ვიდალი, სანჩესი, ბოსეჟური, სუაზო

მწვრთნელი: მარსელო ბიელსა

გოლები: 1:0 ჟუანი (35), 2:0 ლუიშ ფაბიანუ (38), 3:0 რობინიო (59)
გაფრთხილება: კაკა 30, რამირესი 71 - ვიდალი 47, ფუენტესი 68, მილარი 80
მსაჯი: ჰოვარდ ვები (ინგლისი)

ბომბარდირები

4 - გოლი
იგუაინი (არგენტინა)
ვიტეკი (სლოვაკეთი)

3 - გოლი
ვილია (ესპანეთი)
სუარესი (ურუგვაი)
დონოვანი (აშშ)
გიანი (განა)
მიულერი (გერმანია)
ლუიშ ფაბიანუ (ბრაზილია)

2 - გოლი
ელანო (ბრაზილია)
ტიაგო (პორტუგალია)
ჰონდა (იაპონია)
ფორლანი (ურუგვაი)
უჩე (ნიგერია)
ეტოო (კამერუნი)
პოდოლსკი (გერმანია)
ტევესი (არგენტინა)
ერნანდესი (მექსიკა)
კლოზე (გერმანია)
სნეიდერი (ჰოლანდია)

სპორტის დეპარტამენტის პრესსამსახური

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2017 სექტემბერი 13
ესპანელმა ჩოგბურთელმა რაფაელ ნადალმა კარიერაში მეთექვსმეტე დიდი სლემის ტურნირი მოიგო. რაფამ ამერიკის ღია პირველობის ფინალში სამხრეთამერიკელი კევინ ანდერსონი მარტივად 6:3, 6:3, 6:4 დაამარცხა
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2017 აგვისტო 25
24 აგვისტოს, მონაკოში, Grimaldi Forum-ის დარბაზში ჩემპიონთა ლიგის 2017/18 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპის წილისყრა გაიმართა.წილისყრის შედეგად გუნდები ჯგუფებში შემდეგნაირად განაწილდნენ:
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2017 აგვისტო 25
კრიშტიანუ რონალდუ გასული სეზონის ევროპის საუკეთესო ფეხბურთელია. მადრიდის "რეალის" პორტუგალიელმა ლიდერმა "ბარსელონას" შემტევ ლიონელ მესისა და "იუვენტუსის" კარის დარაჯ ჯანლუიჯი ბუფონს აჯობა.
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2017 აგვისტო 22
ცინცინატის მასტერსის ჩემპიონი  ბულგარელი  გრიგორ დიმიტროვი  გახდა. ფინალში  მან  ორ  სეტში  დაამარცხა  ავსტრალიელი  ნიკ კირგიოსი 6-3, 7-5.
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2017 აგვისტო 21
დიდი სლემის 14-გზის ჩემპიონი რაფაელ ნადალი სამწლიანი პაუზის შემდეგ რეიტინგის სათავეში მოექცა.