სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

გულშემატკივრის გამოკითხვა ico
სიახლეების კალენდარი ico
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
    01 02 03 04 05
06 07 08 09 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

8 მეოთხედფინალისტი ნაკრები ცნობილია

თარიღი: 2010 ივნისი 30



29 ივნისს გამართულმა ორმა მერვედფინალურმა მატჩმა ის რვა სუკეთესო ნაკრები გამოავლინა, რომელიც მეოთხედფინალში ითამაშებს. პარაგვაის და იაპონიის ნაკრებებმა გოლის გატანა ვერც ძირითად და ვერც დამატებით დროში ვერ მოახერხეს, ამიტომ მსოფლიოს ჩემპიონატზე პირველი თერთმეტმეტრიანების სერია დაინიშნა. ნერვების ბრძოლას თავი უკეთ სამხრეთ ამერიკელებმა გაართვეს, ხუთივე დარტყმა ზუსტად შეასრულეს (5:3) და საკუთარი პატარა ისტორიაც შეიქმნეს - პარაგვაი მსოფლიოს ჩემპიონატის მეოთხედფინალში პირველად გავიდა...

დღის მთავარი მატჩი კი საღამოს შედგა. ერთმანეთს ესპანეთი და პორტუგალია დაუპირისპირდნენ. თამაშის ბედი დავიდ ვილას ერთმა გოლმა გადაწყვიტა. ესპანელები ბურთს ჩვეულად, დიდხანს აკონტროლებდნენ, მაგრამ ედუარდოს კარს ვერაფერი მოუხერხეს. ყველაფერი დელ ბოსკეს ჭკვიანურმა და დროულმა შეცვლამ გადაწყვიტა. ესპანელთა გამოცდილმა თავკაცმა მოძრავი ტორესის ნაცვლად საქმეში უფრო მძიმე და ფიზიკურად ძლიერი ფორვარდი ლორენტე ჩართო, რამაც პორტუგალიელებს მაშინვე პრობლემები შეუქმნა.

კეირუშის გუნდმა გადაწყობა ვერ მოასწრო, რასაც ინიესტა-ჩავი-ვილას უბადლო შეტევა მოჰყვა - პორტუგალიელთა მეკარემ ვილას პირველი დარტყმა კი აუღო, მაგრამ დამატებაზე უძლური აღმოჩნდა - 1:0. დარჩენილ დროში პორტუგალიელებმა ნორმალური მომენტიც ვერ შექმნეს. ესპანელთა დაცვა საიმედოდ თამაშობდა. ახლა გუნდები ორი დღე დაისვენებენ, ძალებს აღიდგენენ და კიდევ უფრო რთულ და დრამატულ მატჩებში ჩაებმევიან.

მეოთხედფინალიდან მართლაც უკომპრომისო თამაშები დაიწყება, სადაც ერთ შეცდომასაც კი ოქროს ფასი აქვს. 2 ივლისს მეოთხედფინალის პირველ მატჩში ჰოლანდია და ბრაზილია ითამაშებენ, საღამოს კი ურუგვაი განას დაპირისპირება შედგება. 3 ივლისს ჯერ არგენტინა და გერმანია გავლენ მოედანზე, მერე კი პარაგვაი და ესპანეთი.

 

29 ივნისი. მერვედფინალი. პრეტორია, "ლოფტუს ვესტერველდ სტედიუმი", 36742


პარაგვაი-იაპონია 0:0 (პენ. 5:3)

პარაგვაი: ვილიარი, ბონეტი, და სილვა, ალკარასი, მორელი, ორტიგოსა (ედგარ ბარეტო 75), რივეროსი, ვერა, სანტა კრუსი (კარდოსო 90), ბენიტესი (ვალდესი 59), ბარიოსი

მწვრთნელი: ხერარდო მარტინო

იაპონია: კავასიმა, კომანო, ნაკაძავა, ტულიო, ნაგამოტო, აბე (კ. ნაკამურა 81), მაცუი (ოკაძაკი 65), ენდო, ჰასებე, ოკუბო (ტამადა 90), ჰონდა

მწვრთნელი: ტაკესი ოკადა

პენალტების სერია: 1:0 ედგარ ბარეტო, 1:1 ენდო, 2:1 ბარიოსი, 2:2 ჰასებე, 3:2 რივეროსი, 3:2 კომანო (ხარიხა), 4:2 ვალდესი, 4:3 ჰონდა, 5:3 კარდოსო

გაფრთხილება: რივეროსი (118); მაცუი (57), ნაგამოტო (71), ჰონდა (90), ენდო (113)

მსაჯი: ფრანკ დე ბლეკერე

 

"გრინ პოინთ სთედიუმი". კეიპ თაუნი. 66 500 მაყურებელი

ესპანეთი - პორტუგალია 1:0 (0:0)

ესპანეთი: კასილიასი, რამოსი, პიკე, პუიოლი, კაპდევილა, ხავი,  ბუსკეტსი, ხაბი ალონსო (მარჩენა, 90), ინიესტა, ვილია (პედრო, 88), ტორესი (ლორენტე, 58)

მწვრთნელი: ვისენტე დელ ბოსკე

პორტუგალია: ედუარდო, რიკარდუ კოშტა, ალვეში, კარვალიუ, კოენტრაუ, ტიაგუ, პეპე (მენდეში, 72), მეირელეში, სიმაუ (ლიედსონი, 72), ალმეიდა (დანი, 58), რონალდუ

მწვრთნელი: კარლუშ კეირუში

გოლი: ვილია (63)

გაფრთხილება: ალონსო (74), ტიაგუ (80)

გაძევება: კოშტა (90)

მსაჯი: ექტორ ბალდასი (არგენტინა)

 

მეოთხედფინალი

2 ივლისი

18:00 ჰოლანდია - ბრაზილია

22:30 ურუგვაი - განა


3 ივლისი

18:00 არგენტინა - გერმანია

22:30 პარაგვაი - ესპანეთი

 

ბომბარდირები

4
- გოლი

ვილია (ესპანეთი)
იგუაინი (არგენტინა)
ვიტეკი (სლოვაკეთი)


3 - გოლი

ფაბიანუ (ბრაზილია)
მიულერი (გერმანია)
სუარესი (ურუგვაი)
დონოვანი (აშშ)
გიანი (განა)




სპორტის დეპარტამენტის პრესსამსახური

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2017 სექტემბერი 13
ესპანელმა ჩოგბურთელმა რაფაელ ნადალმა კარიერაში მეთექვსმეტე დიდი სლემის ტურნირი მოიგო. რაფამ ამერიკის ღია პირველობის ფინალში სამხრეთამერიკელი კევინ ანდერსონი მარტივად 6:3, 6:3, 6:4 დაამარცხა
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2017 აგვისტო 25
24 აგვისტოს, მონაკოში, Grimaldi Forum-ის დარბაზში ჩემპიონთა ლიგის 2017/18 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპის წილისყრა გაიმართა.წილისყრის შედეგად გუნდები ჯგუფებში შემდეგნაირად განაწილდნენ:
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2017 აგვისტო 25
კრიშტიანუ რონალდუ გასული სეზონის ევროპის საუკეთესო ფეხბურთელია. მადრიდის "რეალის" პორტუგალიელმა ლიდერმა "ბარსელონას" შემტევ ლიონელ მესისა და "იუვენტუსის" კარის დარაჯ ჯანლუიჯი ბუფონს აჯობა.
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2017 აგვისტო 22
ცინცინატის მასტერსის ჩემპიონი  ბულგარელი  გრიგორ დიმიტროვი  გახდა. ფინალში  მან  ორ  სეტში  დაამარცხა  ავსტრალიელი  ნიკ კირგიოსი 6-3, 7-5.
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2017 აგვისტო 21
დიდი სლემის 14-გზის ჩემპიონი რაფაელ ნადალი სამწლიანი პაუზის შემდეგ რეიტინგის სათავეში მოექცა.