სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

გულშემატკივრის გამოკითხვა ico
სიახლეების კალენდარი ico
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
  01 02 03 04 05 06
07 08 09 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30        

პირველი ნახევარფინალური წყვილი: ჰოლანდია - ურუგვაი

თარიღი: 2010 ივლისი 03



2 ივლისს სამხრეთ აფრიკაში ორი მეოთხეფინალური მატჩი გაიმართა და ორივე დრამატულად, საოცარი დაძაბულობის ფონზე ჩატარდა. ტურნირის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი ბრაზილიის ნაკრები ჩემპიონატს დაემშვიდობა, ბერტ ვან მარვიიკის გუნდმა წაგებული პირველი ტაიმის შემდეგ მატჩის მეორე ნახევარში ძალიან კარგად ითამაშა და ბრაზილიელები 2:1 დაამარცხა. დუნგას გუნდი 10-ე წუთზე რობინიომ დააწინაურა, ვინც ფელიპე მელოსგან უზადო პასი მიიღო და ერთი შეხებით მეკარე სტეკელენბურგს შანსი არ დაუტოვა - 1:0.

პირველი ტაიმის დარჩენილი წუთებიც ბრაზილიელთა კარნახით წარიმართა, მაგრამ დუნგას ფეხბურთელებმა უპირატესობის გამოყენება ვერ შეძლეს. მეორე ტაიმში კი მოედანზე სულ სხვა ჰოლანდიის ნაკრები ვიხილეთ. რობენის ლიდერობით ჰოლანდიელებმა უმაღლესი დონის ფეხბურთი ითამაშეს და მეტოქეს ამოსუნთქვის საშუალება არ მისცეს. 53-ე წუთზე მელომ საკუთარ საჯარიმოში მაღალი ბურთისთვის ბრძოლოაში შეცდომა დაუშვა და ბურთი სეზარის კარში გადაგზავნა - 1:1. 68-ე წუთზე კი ჰოლანდიელებმა კუთხურიდან მოწოდებული ბურთი დამუშავებული კომბინაციით გაიტანეს. ახლო ძელთან ბურთი კუიტს მიუვიდა, რომელმაც თავის ერთი მოძრაობით ზურგით მდგომმა უკან გადმოაგდო, სადაც ყველას სნეიდერმა დაასწრო - 2:1. 73-ე წუთზე უხეში თამაშისთვის მსაჯმა მელო გააგდო და ბრაზილიელთა შანსებიც აქ მოკვდა, ნახევარფინალში ჰოლანდიელები გავიდნენ და 6 ივლისს ურუგვაის დაუპირისპირდებიან, რომელმაც თავისმხრივ დრამატულ მატჩში იმარჯვა. 

ურუგვაი განას მატჩის პირველი ტაიმი აფრიკელმა ფეხბურთელებმა მოიგეს. პირველი ტაიმის დამატებულ წუთზე სალი მუნტარმა შორიდან დაარტყა, რასაც მუსლერას დაგვიანებული რეაქცია და გოლი მოჰყვა - 1:0. ანგარიში 55-ე წუთზე ფორლანმა საჯარიმო დარტყმით გაათანაბრა, ამჯერად შეცდომა განის მეკარე კინგსონმა დაუშვა, ვინც პოზიციის ზუსტად შერჩევა ვერ შეძლო - 1:1. ვერც დარჩენილ და ვერც დამატებით დროში გუნდებმა გოლი ვერ გაიტანეს, არადა განა ისტორიულ გამარჯვებასთან ძალიან ახლოს იყო, დამატებითი დროის ბოლო წუთზე ასამოა გიანმა თერთმეტმეტრიანი ძელს გაარტყა.

მსაჯმა ურუგვაელები სუარესის ხელით თამაშისთვის დასაჯა, სუარესმა ცარიელი კარიდან ბურთი ხელით გამოიტანა, მაგრამ განელებმა ბოძებული საჩუქარი ვერ შეირგეს. გამარჯვების შემთხვევაში განა პირველი აფრიკული გუნდი ხდებოდა, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდოდა, მაგრამ აფრიკელ ფეხბურთელებს ფორტუნამ ზურგი აქცია. თერთმეტმეტრინების სერია უკეთ ურუგვაელებმა შეასრულეს და ნახევარფინალში ითამაშებენ. 3 ივლიი კიდევ ორი მეოთხედფინალია - 18:00 საათზე არგენტინა გერმანიას შეხვდება, 22:300 საათზე კი ესპანეთი პარაგვაის.



ნელსონ
მანდელა ბეი, "პორტ ელიზაბეტი" 40186


ჰოლანდია-ბრაზილია 2:1 (0:1)

ჰოლანდია (4-2-3-1): სტეკელენბურგი, ვან დერ ვილი, ჰეიტინგა, ოიერი, ვან ბრონხორსტი, ვან ბომელი, დე იონგი, რობენი, სნეიდერი, კუიტი, ვან პერსი (ჰუნტელაარი 85)

მწვრთნელი: ბერტ ვან მარვიიკი

რაზილია (4 -3-1-2): სეზარი, მაიკონი, ლუსიო, ჟუანი, ბასტოსი (ჟილბერტო 62), ალვეში, ფელიპე მელო, ჟილბერტო სილვა, კაკა, ლუიშ ფაბიანუ (ნილმარი 77), რობინიო

მწვრთნელი: დუნგა

გოლები: 0:1 რობინიო (10), 1:1 ფელიპე მელო (53, ს.კ.), 2:1 სნეიდერი (68)
< strong>გაფრთხილება: ჰეიტინგა 14, ვან დერ ვაარტი 47, დე იონგი 64, ოიერი 76 - ბასტოსი 37
გაძევება: ფ ელიპე მელო 73
მსაჯი: იუიჩი ნიშიმურა (იაპონია)

 

იოჰანესბურგი, "სოკერ სიტი სთედიუმი" 84017


ურუგვაი-განა 1:1 (პენ 4:2)

ურუგვაი (4-3-1-2): მუსლერა, პერეირა, ლუგანო (სკოტი 38), ვიქტორინო, ფუსილე, პერესი, არევალო, ფერნანდესი (ლოდეირო 46), ფორლანი, კავანი (აბრეუ 75), სუარესი

მწვრთნელი: ოსკარ ტაბარესი

განა (4-1-4-1): კინგსონი, პანცილი, ვორსა, მენსა, სარპეი, ანანი, ინკუმი (აპია 74), ასამოა, ბოატენგი, მუნტარი (ადიია 88), გიანი

მწვრთნელი: მილოვან რაიევაცი

გოლები: 0:1 მუნტარი (45+2), 1:1 ფორლანი (55)
122- წუთზე გიანიმ ვერ გაიტანა თერთმეტმეტრიანი (ძელი)

თერთმეტმეტრიანების სერია: ფორლანი 1:0, გიანი 1:1, ვიქტორინო 2:1, აპია 2:2, სკოტი 3:2, მენსა 3:2, პერეირა 3:2, ადიია 3:2, აბრეუ 4:2

გაფრთხილება: ფუსილე 20, არევალო 48, პერესი 60 - პანცილი 54, სარპეი 77, მენსა 93
გაძევება: სუარესი 120+1
მსაჯი: ოლეგარიო ბენკუერენსა (პორტუგალია)

ბომბარდირები

4 გოლი
ვილია (ესპანეთი)
იგუაინი (არგენტინა)
ვიტეკი (სლოვაკეთი)

3 გოლი

სუარესი (ურუგვაი)
დონოვანი (აშშ)
გიანი (განა)
მიულერი (გერმანია)
ლუიშ ფაბიანუ (ბრაზილია)
სნეიდერი (ჰოლანდია)
ფორლანი (ურუგვაი)

 

სპორტის დეპარტამენტის პრესსამსახური

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2017 სექტემბერი 13
ესპანელმა ჩოგბურთელმა რაფაელ ნადალმა კარიერაში მეთექვსმეტე დიდი სლემის ტურნირი მოიგო. რაფამ ამერიკის ღია პირველობის ფინალში სამხრეთამერიკელი კევინ ანდერსონი მარტივად 6:3, 6:3, 6:4 დაამარცხა
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2017 აგვისტო 25
24 აგვისტოს, მონაკოში, Grimaldi Forum-ის დარბაზში ჩემპიონთა ლიგის 2017/18 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპის წილისყრა გაიმართა.წილისყრის შედეგად გუნდები ჯგუფებში შემდეგნაირად განაწილდნენ:
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2017 აგვისტო 25
კრიშტიანუ რონალდუ გასული სეზონის ევროპის საუკეთესო ფეხბურთელია. მადრიდის "რეალის" პორტუგალიელმა ლიდერმა "ბარსელონას" შემტევ ლიონელ მესისა და "იუვენტუსის" კარის დარაჯ ჯანლუიჯი ბუფონს აჯობა.
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2017 აგვისტო 22
ცინცინატის მასტერსის ჩემპიონი  ბულგარელი  გრიგორ დიმიტროვი  გახდა. ფინალში  მან  ორ  სეტში  დაამარცხა  ავსტრალიელი  ნიკ კირგიოსი 6-3, 7-5.
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2017 აგვისტო 21
დიდი სლემის 14-გზის ჩემპიონი რაფაელ ნადალი სამწლიანი პაუზის შემდეგ რეიტინგის სათავეში მოექცა.