სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

გულშემატკივრის გამოკითხვა ico
სიახლეების კალენდარი ico
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
  01 02 03 04 05 06
07 08 09 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30        

მსოფლიოს ჩემპიონატის ოთხივე ნახევარფინალისტი ნაკრები ცნობილია

თარიღი: 2010 ივლისი 04


3 ივლისს სამხრეთ აფრიკაში გამართულმა ორმა მეოთხედფინალურმა მატჩმა ოთხივე ნახევარფინალისტის ვინაობა ცნობილი გახადა. დღის პირველ თამაშში გერმანიის ნაკრებმა დიეგო მარადონას გუნდს კარგი გაკვეთილი ჩაუტარა და ჩემპიონატის მთავარი ფავორიტის სახელიც ირგუნა. იოახიმ ლიოვის ფეხბურთელებმა არგენტინელებს მთელი მატჩის განმავლობაში გასაქანი არ მისცეს და დიდი ანგარიშით - 4:0 მოუგეს.

გოლების სათითაოდ ჩამოთვლას არ დავიწყებთ, უბრალოდ გეტყვით, რომ ზოგიერთ ეპიზოდში დიეგოს ბიჭებმა ბავშვური შეცდომები დაუშვეს და დაისაჯნენ კიდეც. ვარსკვლავებით სავსე  ნაკრებმა საათივით აწყობილ გერმანიის ნაკრებთან ვერაფერი გააწყო. ვერაფერს გახდა ვერც ლეო მესი, ვინც გუშინდელ მატჩში ისეთივე ჩვეულებრივი ფეხბურთელის შთაბეჭდილება დატოვა როგორიც მოედანზე ბევრი თუ არა, ცოტაც არ იყო...

არანაკლებ საინტერესო კი ეპანეთი პარაგვაის დაპირისპირება გამოვიდა. უგოლო ტაიმის შემდეგ მეორე ნახევრის ორწუთიან მონაკვეთში რამდენიმე დრამატული ამბავი მოხდა. პარაგვაის ნაკრებმა გოლის გატანის მშვენიერი შანცი მიიღო, მაგრამ კარდოსოს თერთემტმეტრიანი კასილასმა აუღო. მალევე ვილას წაქცევისთვის დანიშნული თერთმეტმეტრიანი ჩაბი ალონსომ კი გაიტანა, მაგრამ მსაჯმა განმეორებითი დარტყმა მოითხოვა.

მიზეზად კი ალონსოს თანაგუნდელის საჯარიმოში ადრე შერბენა დასახელდა. მეორე დარტყმა უკვე მეკარე ვილარის ნადავლი გახდა. თამაში ისე გაგრძელდა, რომ ერთი შეხედვით საქმე დამატებით დრომდე მიდიოდა, მაგრამ 83-ე წუთზე "ბარსელონას" ტრიომ თავისი სიტყვა მაინც თქვა - ინიესტას დაწყებული კომბინაცია პედრომ დარტმით გააგრძელა, ბურთი ძელს მოხვდა და ვილას მიუვიდა, მისი დარტყმა კი ორჯერ შეეხო ძელს და კარში შეგორდა - 1:0. ამრიგად, 6 ივლისს ნახევარფინალში ჰოლანდია ურუგვაის ეთამაშება, 7 ივლისს კი გერმანია ესპანეთს.

 

3 ივლისი. მეოთხედფინალი. კეიპტაუნი, "გრინ პიონტ სტედიუმი", 64100


არგენტინა-გერმანია 0:4 (0:1)

არგენტინა: რომერო, ოტამენდი (პასტორე 70), დემიკელისი, ბურდისო, ჰაინცე, მასკერანო, დი მარია (აგუერო 76), მაქსი როდრიგესი, მესი, ტევესი, იგუაინი

მწვრთნელი: დიეგო მარადონა

გერმანია: ნოიერი, ლამი, მერტეზაკერი, ფრიდრიხი, ბოატენგი (იანსენი 72), ხედირა (კროოსი 77), შვაინშტაიგერი, იოზილი, მიულერი (ტროხოვსკი 84), პოდოლსკი, კლოზე

მწვრთნელი: იოახიმ ლიოვი

გოლები: 0:1 მიულერი (3), 0:2 კლოზე (68), 0:3 ფრიდრიხი (74), 0:4 კლოზე (89).
გაფრთხილება: ოტამენდი (11), მასკერანო (79); მიულერი (35).
მსაჯი: რავშან ირმატოვი (უზბეკეთი)

 

3 ივლისი. მეოთხედფინალი. იოჰანესბურგი, "ელიზ პარკ სთედიუმი" 55359


პარაგვაი-ესპანეთი 0:1 (0:0)

პარაგვაი (4-4-2): ვილარი, ვერონი, და სილვა, ალკარასი, მორელი, ბარეტო (ვერა 64), კასერესი (ბარიოსი 84), სანტანა, რივეროსი, კარდოსო, ვალდესი (სანტა კრუზი 72)

მწვრთნელი: ხერარდო მარტინო

ესპანეთი (4-2-3-1): კასილიასი, რამოსი, პიკე, პუიოლი (მარჩენა 84), კაპდევილა, ბუსკეტსი, ალონსო (პედრო 75), ინიესტა, ხავი, ვილია, ტორესი (ფაბრეგასი 56)

მწვრთნელი: ვისენტე დელ ბოსკე

გოლი: 0:1 ვილია (83)
59-ე წუთზე კარდოსომ ვერ გამოიყენა თერთმეტმეტრიანი (მეკარე)
62-ე წუთზე ხაბი ალონსომ ვერ გამოიყენა თერთმეტმეტრიანი (მეკარე)
გაფრთხილება: ალკარასი 60, კასერესი 60, მორელი 71, სანტანა 88 - პიკე 58, ბუსკეტსი 65
მსაჯი: კარლოს ბატრესი (გვატემალა)

ბომბარდირები

5 - გოლი

ვილია (ესპანეთი)

4 - გოლი

კლოზე (გერმანია)
იგუაინი (არგენტინა)
ვიტეკი (სლოვაკეთი)
მიულერი (გერმანია)
სნეიდერი (ჰოლანდია)

3 - გოლი

სუარესი (ურუგვაი)
დონოვანი (აშშ)
გიანი (განა)
ლუიშ ფაბიანუ (ბრაზილია)
ფორლანი (ურუგვაი)

სპორტის დეპარტამენტის პრესსამსახური

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2017 სექტემბერი 13
ესპანელმა ჩოგბურთელმა რაფაელ ნადალმა კარიერაში მეთექვსმეტე დიდი სლემის ტურნირი მოიგო. რაფამ ამერიკის ღია პირველობის ფინალში სამხრეთამერიკელი კევინ ანდერსონი მარტივად 6:3, 6:3, 6:4 დაამარცხა
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2017 აგვისტო 25
24 აგვისტოს, მონაკოში, Grimaldi Forum-ის დარბაზში ჩემპიონთა ლიგის 2017/18 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპის წილისყრა გაიმართა.წილისყრის შედეგად გუნდები ჯგუფებში შემდეგნაირად განაწილდნენ:
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2017 აგვისტო 25
კრიშტიანუ რონალდუ გასული სეზონის ევროპის საუკეთესო ფეხბურთელია. მადრიდის "რეალის" პორტუგალიელმა ლიდერმა "ბარსელონას" შემტევ ლიონელ მესისა და "იუვენტუსის" კარის დარაჯ ჯანლუიჯი ბუფონს აჯობა.
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2017 აგვისტო 22
ცინცინატის მასტერსის ჩემპიონი  ბულგარელი  გრიგორ დიმიტროვი  გახდა. ფინალში  მან  ორ  სეტში  დაამარცხა  ავსტრალიელი  ნიკ კირგიოსი 6-3, 7-5.
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2017 აგვისტო 21
დიდი სლემის 14-გზის ჩემპიონი რაფაელ ნადალი სამწლიანი პაუზის შემდეგ რეიტინგის სათავეში მოექცა.