სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

გულშემატკივრის გამოკითხვა ico
სიახლეების კალენდარი ico
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
  01 02 03 04 05 06
07 08 09 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30        

ჰოლანდიის ნაკრები პირველი ფინალისტია

თარიღი: 2010 ივლისი 07



ჰოლანდიის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალისტია. 6 ივლისს კეიპტაუნში გამართულ ნახევარფინალურ მატჩში
ბერტ ვან მარვიიკის ფეხბურთელებმა ულამაზეს შეხვედრაში გაიმარჯვეს და 1978 წლის შემდეგ ფინალში პირველად გავიდნენ. ურუგვაის სამხრეთ აფრიკაში ძალიან კარგი ნაკრები ჰყავს ჩაყვანილი, ვერავინ იტყვის ოსკარ ტაბარესის გუნდმა ნახევარფინალში გასვლა არ დაიმსახურაო, მაგრამ გუშინდელ შეხვედრაში კლასმა მაინც თავისი გაიტანა.

ჰოლანდილეთა ლიდერებმა ვესლი სნიედერმა და არიელ რობენმა ყველა გადამწყვეტ მომენტში დამაჯერებლად ითამაშეს და ჰოლანდიას ფინალის საგზური მოუტანეს. გარდა იმისა, რომ ორივემ სამწუთიან მონაკვეთში უმნიშვნელოვანესი გოლი გაიტანა, რაც პრინციპში გადამწყვეტიც გამოდგა, სნეიდერმაც და რობენმაც მოედანზე უდიდესი სამუშაო ჩაატარეს. არც ბურთის ართმევაზე ამბობდნენ უარს და არც დაცვის დახმარებაზე.

ურუგვაიზე კი კარგის მეტი არაფერი ითქმის, ამ გუნდმა მსოფლიოს ჩემპიონატზე საოცრად შეკრული გუნდის შთაბეჭდილება დატოვა და მიუხედავად იმისა, რომ ძირითადი შემადგენლობის სამი ფეხბურთელი აკლდათ უძლიერეს მეტოქესთან მაინც ბოლო წუთამდე იბრძოლა.

ასეა თუ ისე ფინალში უფრო ძლიერი ჰოლანდიის ნაკრები გავიდა და ევროპას მორიგი ევროპული ფინალი გაუნაღდა. 7 ივლისს მეორე ნახევარფინალში ბოლო ევროპის ჩემპიონატის ფინალის მონაწილე გერმანია და ესპანეთი ითამაშებენ. აქედანვე შეიძლება ითქვას, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალი ძალიან საინტერესო და დაძაბული გამოვა.


კეიპტაუნი, "გრინ პოინტ სთედიუმი" 62479


ურუგვაი-ჰოლანდია 2:3 (1:1)

ურუგვაი (4-4-2): მუსლერა, მ. პერეირა, ვიქტორინო, გოდინი, კასერესი, პერესი, არევალო, გარგანო, ა. პერეირა (აბრეუ 78), კავანი, ფორლანი (ფერნანდესი 84)

მწვრთნელი: ოსკარ ტაბარესი

ჰოლანდია (4-2-3-1): სტეკელენბურგი, ბულარუზი, ჰეიტინგა, მატიისენი, ვან ბრონხორსტი, ვან ბომელი, დე ზეუვი (ვან დერ ვაარტი 46), რობენი (ელია 89), სნეიდერი, კუიტი, ვან პერსი

მწვრთნელი: ბერტ ვან მარვიიკი

გოლები: 0:1 ვან ბრონხორსტი (18), 1:1 ფორლანი (41), 1:2 სნეიდერი (70), 1:3 რობენი (73), 2:3 მ. პერეირა (90+2)
გაფრთხილება: მ. პერეირა 21, კასერესი 30 - სნედიერი 30, ბულარუზი 78
მსაჯი: რაშვან ირმატოვი (უზბეკეთი)

სპორტის დეპარტამენტის პრესსამსახური

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2017 სექტემბერი 13
ესპანელმა ჩოგბურთელმა რაფაელ ნადალმა კარიერაში მეთექვსმეტე დიდი სლემის ტურნირი მოიგო. რაფამ ამერიკის ღია პირველობის ფინალში სამხრეთამერიკელი კევინ ანდერსონი მარტივად 6:3, 6:3, 6:4 დაამარცხა
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2017 აგვისტო 25
24 აგვისტოს, მონაკოში, Grimaldi Forum-ის დარბაზში ჩემპიონთა ლიგის 2017/18 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპის წილისყრა გაიმართა.წილისყრის შედეგად გუნდები ჯგუფებში შემდეგნაირად განაწილდნენ:
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2017 აგვისტო 25
კრიშტიანუ რონალდუ გასული სეზონის ევროპის საუკეთესო ფეხბურთელია. მადრიდის "რეალის" პორტუგალიელმა ლიდერმა "ბარსელონას" შემტევ ლიონელ მესისა და "იუვენტუსის" კარის დარაჯ ჯანლუიჯი ბუფონს აჯობა.
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2017 აგვისტო 22
ცინცინატის მასტერსის ჩემპიონი  ბულგარელი  გრიგორ დიმიტროვი  გახდა. ფინალში  მან  ორ  სეტში  დაამარცხა  ავსტრალიელი  ნიკ კირგიოსი 6-3, 7-5.
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2017 აგვისტო 21
დიდი სლემის 14-გზის ჩემპიონი რაფაელ ნადალი სამწლიანი პაუზის შემდეგ რეიტინგის სათავეში მოექცა.