სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

გულშემატკივრის გამოკითხვა ico
სიახლეების კალენდარი ico
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
    01 02 03 04 05
06 07 08 09 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალი: ესპანეთი - ჰოლანდია

თარიღი: 2010 ივლისი 08



არც ჰოლანდიის და არც ესპანეთის ნაკრებს აქამდე მსოფლიოს ჩემპიონატი არ მოუგიათ, რაც იმას ნიშნავს რომ მსოფლიოს ახალი ჩემპიონი ეყოლება. 7 ივლისს გამართულ ნახევარფინალურ მატჩში ესპანეთის ნაკრებმა იოახიმ ლიოვის გერმანიას 1:0 მოუგო და პირველად მოახერხა მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში გასვლა. ნახევარფინალამდე  დამაჯერებლად მისულმა გერმანიის ნაკრებმა, რომელმაც ჩემპიონატის ორი ფავორიტი ინგლისი და არგენტინა სახლში თავჩაღუნული გაუშვა, დელ ბოსკეს ნაკრებს ვერაფერი მოუხერხა. მატჩამდე ლიოვი ამბობდა ყველაფერი უნდა გავაკეთოდ, რომ ესპანელებმა უბურთოდ ბევრი არ გვარბენინონო, მაგრამ მის ფეხბურთელებს არაფერი გამოუვიდათ.

საოცარი ნახევარდაცვის პარტონმა ესპანეთის ნაკრებმა გერმანელები სწორედაც, რომ ბევრი არბენინა და ფინალშიც დამსახურებულად გავიდა. ერთადერთი გოლი კი 73-ე წუთზე კარლეს პუიოლმა გაიტანა, ვინც კუთხურიდან მოწოდებულ ბურთს თავი ზუსტად დაუხვედრა და მანუელ ნოიერი უშანსოდ დატოვა - 1:0. გერმანელებმა ბოლო წუთებზე უპირატესობა მოიპოვეს, თუმცა მეტოქის კართან ხიფათის შექმნა უჭირდათ.

ადვილი მისახვედრი იყო, რომ ლიოვის გუნდი გოლის გატანას ესპანელთა შეცდომის ხარჯზე თუ შეძლებდა, თორემ ისე ანგარიშის გამთანაბრებელი არ იყო. ესპანელებმა კი შეცდომა არ დაუშვეს, ის კი არა, დელ ბოსკეს გუნდს აქეთ შეეძლო გოლის გატანა და ყოველგავრი ინტრიგის მოკვლა, მაგრამ კონტრშეტევაზე გამოჭერილ მეტოქეს ბოლო მომენტში ვეღარ სჯიდნენ, ხან სიზუსტე არ ჰყოფნიდათ, ხანაც მცველები ახერხებდნენ კარის გადარჩენას.

ასე რომ, გერმანელებმა ნორმალურად გაბრძოლებაც ვერ მოახერხეს, ესპანეთი ფინალში გავიდა და ახალი ისტორია დაწერა. უდიდესი საფეხბურთო ტრადიციების მქონე ქვეყანა მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში პირველად ითამაშებს. ამ მხრივ მეტოქე უკეთეს სიტუაციაშია, ჰოლანდიელები ფინალში მესამედ გავიდნენ, თუმცა ჩემპიონობა მათაც სანატრელი აქვთ.

საფეხბურთო სამყარო ულამაზესი ფინალის მოლოდინშია, ერთ მხარეს საოცარ ფორმაში მყოფი რობენი და სნეიდერი, ხოლო მეორე მხარეს ხავი-ინიესტას ჯადოსნური დუეტი. ამგვარად, მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში, რომელსიც 11 ივლისს, თბილისის დროით 22:30 საათზე იოჰანესბურგის "სოქერ სიტი სთედიუმზე" დაიწყება, ერთმანეთს ჰოლანდიის და ესპანეთის ნაკრებები დაუპირისპირდებიან. მანამდე კი, 10 ივლისს მესამე ადგილისთვის გერმანიის და ურუგვაის ნაკრებები ითამაშებენ.

 

7 ივლისი. 22:30. დურბანი. "დურბან სთედიუმი". 60 960 მაყურებელი

ნახევარფინალი
 

გერმანია - ესპანეთი 0:1 (0:0)

გერმანია: მანუელ ნოიერი, ფილიპ ლამი, არნე ფრიდრიხი, პერ მერტესაკერი, ჯერომ ბოატენგი (მარსელ იანსენი, 52), სამი ხედირა (მარიო გომესი, 81), ბასტიან შვაინშტაიგერი, პიოტრ ტროხოვსკი (ტონი კროოსი, 62), მესუტ იოზილი, ლუკაშ პოდოლსკი, მიროსლავ კლოზე

მწვრთნელი: იოახიმ ლიოვი

ესპანეთი: იკერ კასილიასი, სერხიო რამოსი, ხერარდ პიკე, კარლეს პუიოლი, ხუან კაპდევილა, სერხიო ბუსკეტსი, ხაბი ალონსო (კარლოს მარჩენა, 90), ხავი ერნანდესი, ანდრეს ინიესტა, პედრო როდრიგესი (დავიდ სილვა, 86), დავიდ ვილია (ფერნანდო ტორესი, 81)

მწვრთნელი: ვისენტე დელ ბოსკე
გოლი:  პუიოლი (73)
მსაჯი: ვიქტორ კასაი (უნგრ ეთი)

სამინისტროს პრესსამსახური

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2017 სექტემბერი 13
ესპანელმა ჩოგბურთელმა რაფაელ ნადალმა კარიერაში მეთექვსმეტე დიდი სლემის ტურნირი მოიგო. რაფამ ამერიკის ღია პირველობის ფინალში სამხრეთამერიკელი კევინ ანდერსონი მარტივად 6:3, 6:3, 6:4 დაამარცხა
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2017 აგვისტო 25
24 აგვისტოს, მონაკოში, Grimaldi Forum-ის დარბაზში ჩემპიონთა ლიგის 2017/18 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპის წილისყრა გაიმართა.წილისყრის შედეგად გუნდები ჯგუფებში შემდეგნაირად განაწილდნენ:
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2017 აგვისტო 25
კრიშტიანუ რონალდუ გასული სეზონის ევროპის საუკეთესო ფეხბურთელია. მადრიდის "რეალის" პორტუგალიელმა ლიდერმა "ბარსელონას" შემტევ ლიონელ მესისა და "იუვენტუსის" კარის დარაჯ ჯანლუიჯი ბუფონს აჯობა.
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2017 აგვისტო 22
ცინცინატის მასტერსის ჩემპიონი  ბულგარელი  გრიგორ დიმიტროვი  გახდა. ფინალში  მან  ორ  სეტში  დაამარცხა  ავსტრალიელი  ნიკ კირგიოსი 6-3, 7-5.
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2017 აგვისტო 21
დიდი სლემის 14-გზის ჩემპიონი რაფაელ ნადალი სამწლიანი პაუზის შემდეგ რეიტინგის სათავეში მოექცა.