სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

გულშემატკივრის გამოკითხვა ico
სიახლეების კალენდარი ico
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
      01 02 03 04
05 06 07 08 09 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

ბრინჯაოს მედლები გერმანელებმა დაისაკუთრეს

თარიღი: 2010 ივლისი 11



10 ივლისს სამხრეთ აფრიკაში მსოფლიოს ჩემპიონატზე მესამე ადგილისთვის მატჩი გაიმართა. გერმანელებმა ზედიზედ მეორე ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიგეს. იოახიმ ლიოვის გუნდმა ურუგვაის ნაკრები 3:2 დაამარცხა. არ გამართლდა იმ  გულშემატკივრების ვარაუდი ვინც ამბობდა, რომ  ბრინჯაოს მედლებისთვის თამაშში გუნდები მოტივაციას კარგავენ და საინტერესო დაპირისპირება არ გამოდის.


ორივე გუნდი, რომ მობილიზებული იყო ეს სასტარტო შემადგენლობებიდანაც გამოჩნდა - ურუგვალელებმა ყველა ლიდერი ათამაშეს, გერმანიამ კი რამდენიმე ტრავმირებული ფეხბურთელი მოისაკლისა. მატჩი უხვგოლიანი, დაძაბული და საინტერესო გამოვიდა. გატანილ გოლებს სათითაოდ არ ჩამოვთვლით, უბრალოდ ვიტყვით, რომ დიეგო ფორლანმა პატარა შედევრი შექმნა და ულამაზესი გოლი გაიტანა.

მაგრამ სამხრეთელებმა უპირატესობა დიდ ხანს ვერ შეინარჩუნეს, გერმანია ჯერ წინ გავიდა, მერე კი სამი ხედირამ გამარჯვების გოლიც გაიტანა. ბოლო წუთზე ფორლანმა საჯარიმო დარტყმა ძელს გაარტყა, თორემ ანგარიში 3:3 ხდებოდა და მერე კაცმა არ იცის რა მოხდებოდა. ბოლო წუთზე გაცუდებულმა დარტყმამ კი ალბათ, ყველას ურუგვაი - განას მეოთხედფინალი და ბოლო წამებზე ასამოა გიანის მიერ თერთმეტმეტრიანის გაცუდება გაახსენა, მაშინ გიანმა ბურთი ძელს გაარტყა...

11 ივლისს კი ჩემპიონატის მთავარი მატჩია. დღეს მთელი მსოფლიოს ყურადღება იოჰანესბურგისკენაა მიპყრობილი, სადაც ფინალში ჰოლანდიის და ესპანეთის ნაკრებები ითამაშებენ და მსოფლიოს ახალ ჩემპიონს გამოავლენენ.

 

ნელსონ მანდელა ბეი, "პორტ ელიზაბეტი" 36254


ურუგვაი-გერმანია 2:3 (1:1)

ურუგვაი (4-4-2): მუსლერა, ფუსილე, ლუგანო, გოდინი, კასერესი, მ. პერეირა, პერესი (გარგანო 77), არევალო, კავანი (აბრეუ 89), სუარესი, ფორლანი

მწვრთნელი: ოსკარ ტაბარესი

გერმანია (4-2-3-1): ბუტი, ბოატენგი, მერტეზაკერი, ფრიდრიხი, აოგო, ხედირა, შვაინშტაიგერი, მიულერი, იოზილი (ტასკი 90+1), იანსენი (კროოსი 81), კაკაუ (კისლინგი 73)

მწვრთნელი: იოხიმ ლიოვი

გოლები: 0:1 მიულერი (19), 1:1 კავანი (28), 2:1 ფორლანი (51), 2:2 იანსენი (56), 2:3 ხედირა (82)
გაფრთხილება: პერესი 61, ფრიდრიხი 90+3 - აოგო 5, კაკაუ 7
მსაჯი: ბენიტო არჩუნდია (მექსიკა)

ბომბარდირები

5 - გოლი

ვილია (ესპანეთი)
სნეიდერი (ჰოლანდია)
მიულერი (გერმანია)
ფორლანი (ურუგვაი)

4 - გოლი

ვიტეკი (სლოვაკეთი)
იგუაინი (არგენტინა)
კლოზე (გერმანია)

 

სამინისტროს პრესსამსახური

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2017 სექტემბერი 13
ესპანელმა ჩოგბურთელმა რაფაელ ნადალმა კარიერაში მეთექვსმეტე დიდი სლემის ტურნირი მოიგო. რაფამ ამერიკის ღია პირველობის ფინალში სამხრეთამერიკელი კევინ ანდერსონი მარტივად 6:3, 6:3, 6:4 დაამარცხა
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2017 აგვისტო 25
24 აგვისტოს, მონაკოში, Grimaldi Forum-ის დარბაზში ჩემპიონთა ლიგის 2017/18 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპის წილისყრა გაიმართა.წილისყრის შედეგად გუნდები ჯგუფებში შემდეგნაირად განაწილდნენ:
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2017 აგვისტო 25
კრიშტიანუ რონალდუ გასული სეზონის ევროპის საუკეთესო ფეხბურთელია. მადრიდის "რეალის" პორტუგალიელმა ლიდერმა "ბარსელონას" შემტევ ლიონელ მესისა და "იუვენტუსის" კარის დარაჯ ჯანლუიჯი ბუფონს აჯობა.
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2017 აგვისტო 22
ცინცინატის მასტერსის ჩემპიონი  ბულგარელი  გრიგორ დიმიტროვი  გახდა. ფინალში  მან  ორ  სეტში  დაამარცხა  ავსტრალიელი  ნიკ კირგიოსი 6-3, 7-5.
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2017 აგვისტო 21
დიდი სლემის 14-გზის ჩემპიონი რაფაელ ნადალი სამწლიანი პაუზის შემდეგ რეიტინგის სათავეში მოექცა.