სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

გულშემატკივრის გამოკითხვა ico
სიახლეების კალენდარი ico
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
      01 02 03 04
05 06 07 08 09 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

ესპანეთის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონია!

თარიღი: 2010 ივლისი 12



მსოფლიოს ახალი ჩემპიონი ჰყავს. ესპანეთის ნაკრებმა არსებობის ისტორიაში პირველად მოახერხა მსოფლიოს ჩემპიონობა და მერვე ნაკრები გახდა, რომელმაც მსოფლიოს პირველობის ოქროს მედლები არავის დაუთმო. 11 ივლისს იოჰანესბურგის "სოკერ სიტი სთედიუმზე" გამართულ ფინალურ მატჩში დელ ბოსკეს გუნდმა ჰოლანდიის ნაკრები 1:0 დაამარცხა და ჩემპიონი გახდა.

ფინალურმა დაპირისპირებამ ყველაფერი დაიტია -  უშეღავათო ორთაბრძოლები, ფეხბურთელთა კინკლაობა, 13 ყვითელი ბარათი, ნერვების ომი, ცრემლები, ულამაზესი მომენტები და ყველაფერი ის, რაც ასე ალამაზებს ფეხბურთს და რისთვისაც ასე ძალიან უყვარს ეს სპორტის სახეობა მილიარდობით გულშემატკივარს. ფინალი არნახულად დაძაბული და უკომპრომისო გამოვიდა, სხვანაირად არც შეიძლებოდა, ეს ხომ მსოფლიოს ჩემპიონატის გადამწყვეტი მატჩი იყო, სადაც ჩემპიონის ბედი წყდებოდა. ჰოლანდიის და ესპანეთის ნაკრებები ახალ ისტორის წერდნენ, აქამდე მსოფლიოს ჩემპიონატი არც ერთ მათგანს არ მოეგო, იოჰანესბურგში გამართულმა ფინალმა კი ახალი ჩემპიონი გამოავლინა.

თამაშში უპირატესობას ხან ერთი, ხანაც მეორე ნაკრები ფლობდა, გოლის გატანის ყველაზე რეალური შანსი კი არიენ რობენს 62-ე წუთზე მიეცა, როდესაც იკერ კასილასთან პირისპირ გავიდა, მაგრამ ესპანელთა კაპიტანმა რობენს ურთულესი ბურთი აუღო. ნახევარმომენტები ორივე ნაკრებმა შექმნა, მაგრამ გოლის გატანა ვერ მოხერხდა და თამაში დამატებით დროში გადავიდა. ცხადია, მატჩი კიდევ უფრო  დაიძაბა, ფეხბურთელებს ნერვების მოთოკვა სულ უფრო უჭირდათ, რასაც 109-ე წუთზე ჰეიტინგას გაძევება მოჰყვა.

115-ე წუთზე კი ჰოლანდიელებმა საჯარიმო დატყმა შეასრულეს, სნეიდერის დატყმა ორ ესპანელ ფეხბურთელს მოხვდა და მოედანი დატოვა. ჰოვარდ ვებმა ნაღდი კუთხური არ დანიშნა, რისთვისაც სხვა დროს შეიძლება დიდი ყურადღება არავის მიექცია, მაგრამ ესპანელთა საპასუხო შეტევას გოლი მოჰყვა - ტორესის აქტიურობით ბურთი ფაბრეგასს მიუვიდა, ვინც ანდრეს ინიესტას გამოზომილი პასი მიაწოდა, "ბარსელონას" შემტევმა კი 116-ე წუთზე კარიერის ყველაზე მნიშვნელოვანი გოლი გაიტანა - 1:0.

...მატჩის დამთავრებამდე ძალიან ცოტა რჩებოდა, ჰოლანდიელები კაცნაკლულნი იყვნენ და, ცხადია დაღლილობაც თავისას შვრებოდა, ბერტ ვან მარვიიკის ფეხბურთელები ქაოტური შეტევებით ვერაფერს გახდნენ, რასაც ჰოვარდ ვების საფინალო სატვენი და ესპანელთა განუზომელი სიხარული მოჰყვა...

 

იოჰანესბურგი, "სოკერ სიტი სთედიუმი" 98490

ჰოლანდია-ესპანეთი 0:1 დ.დ.

 

ჰოლანდია (4-2-3-1): სტეკელენბურგი, ვან დერ ვილი, ჰეიტინგა, მატიისენი, ვან ბრონკჰორსტი (ბრააფჰაიდი 105), ვან ბომელი, დე იონგი (ვან დერ ვაარტი 99), რობენი, სნეიდერი, კუიტი (ელია 71), ვან პერსი

მწვრთნელი: ბერტ ვან მარვიიკი

 

ესპანეთი (4-2-3-1): კასილიასი, რამოსი, პიკე, პუიოლი, კაპდევილა, ბუსკეტსი, ალონსო (ფაბრეგასი 87), პედრო (ნავასი 60), ხავი, ინიესტა, ვილია (ტორესი 106)

მწვრთნელი: ვისენტე დელ ბოსკე

 

გოლი: 0:1 ინიესტა (116)

გაფრთხილება: ვან პერსი 15, ვან ბომელი 22, დე იონგი 29, ვან ბრონკჰორსტი 54, ჰეიტინგა 56, რობენი 84, ვან დერ ვილი 111, მატიისენი 117 - პუიოლი 17, რამოსი 23, კაპდევილა 67, ინიესტა 118, ხავი 120+1

გაძევება: ჰეიტინგა 109

მსაჯი: ჰოვარდ უები

დარტყმა 13 (5)-18 (6); ჯარიმა 28-19; კუთხური 6-8; თამაშგარე 7-6; ბურთის ფლობა 44%-56%; სეივი 3-5

ბომბარდირები

5 - გოლი

მიულერი (გერმანია)

ვილია (ესპანეთი)

სნეიდერი (ჰოლანდია)

ფორლანი (ურუგვაი)

4 - გოლი

იგუაინი (არგენტინა)

ვიტეკი (სლოვაკეთი)

კლოზე (გერმანია)






 

 
 

სამინისტროს პრესსამსახური

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2017 სექტემბერი 13
ესპანელმა ჩოგბურთელმა რაფაელ ნადალმა კარიერაში მეთექვსმეტე დიდი სლემის ტურნირი მოიგო. რაფამ ამერიკის ღია პირველობის ფინალში სამხრეთამერიკელი კევინ ანდერსონი მარტივად 6:3, 6:3, 6:4 დაამარცხა
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2017 აგვისტო 25
24 აგვისტოს, მონაკოში, Grimaldi Forum-ის დარბაზში ჩემპიონთა ლიგის 2017/18 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპის წილისყრა გაიმართა.წილისყრის შედეგად გუნდები ჯგუფებში შემდეგნაირად განაწილდნენ:
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2017 აგვისტო 25
კრიშტიანუ რონალდუ გასული სეზონის ევროპის საუკეთესო ფეხბურთელია. მადრიდის "რეალის" პორტუგალიელმა ლიდერმა "ბარსელონას" შემტევ ლიონელ მესისა და "იუვენტუსის" კარის დარაჯ ჯანლუიჯი ბუფონს აჯობა.
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2017 აგვისტო 22
ცინცინატის მასტერსის ჩემპიონი  ბულგარელი  გრიგორ დიმიტროვი  გახდა. ფინალში  მან  ორ  სეტში  დაამარცხა  ავსტრალიელი  ნიკ კირგიოსი 6-3, 7-5.
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2017 აგვისტო 21
დიდი სლემის 14-გზის ჩემპიონი რაფაელ ნადალი სამწლიანი პაუზის შემდეგ რეიტინგის სათავეში მოექცა.