სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

გულშემატკივრის გამოკითხვა ico
სიახლეების კალენდარი ico
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
  01 02 03 04 05 06
07 08 09 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30        

ევროპის ჩემპიონატის კენჭისყრა 30 იანვარს ვილნიუსში ჩატარდება

თარიღი: 2010 ნოემბერი 29



2011 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე საქართველოს ეროვნული ნაკრების მეტოქეები 30 იანვარს გაირკვევა. ფიბა-ევროპამ საქართველოს კალათბურთის ფედერაციას ოფიციალური პრეს-რელიზით ამცნო, რომ კენჭისყრას ევროპირველობის მასპინძელი ლიტვის დედაქალაქი ვილნიუსი 2011 წლის 30 იანვარს უმასპინძლებს.

უკვე გარკვეულია ფორმატი, რომლითაც ევროპის ჩემპიონატი ჩატარდება. ფინალურ ეტაპზე გასული 24 ნაკრები 4 ექვსგუნდა ჯგუფში გადანაწილდება და მომდევნო ეტაპზე 3-3 საუკეთესო გავა. ანუ მთლიანობაში მეორე ჯგუფურ ეტაპზე 12 გუნდი მოიყრის თავს. შეიქმნება ორი 6-გუნდიანი ჯგუფი და 4-4 საუკეთესო მეოთხედფინალში გავა.

ევროპის ჩემპიონატს 2011 წლის 31 აგვისტოდან 18 სექტემბრამდე ლიტვის 4 ქალაქი - ვილნიუსი, კაუნასი, შაულიაი და პანევეჟისი უმასპინძლებს. ჯგუფში ჩვენი ნაკრების მომავალი 5 მეტოქის ვინაობას კი 30 იანვარს შევიტყობთ.

www.gbf.ge 

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2017 სექტემბერი 13
ესპანელმა ჩოგბურთელმა რაფაელ ნადალმა კარიერაში მეთექვსმეტე დიდი სლემის ტურნირი მოიგო. რაფამ ამერიკის ღია პირველობის ფინალში სამხრეთამერიკელი კევინ ანდერსონი მარტივად 6:3, 6:3, 6:4 დაამარცხა
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2017 აგვისტო 25
24 აგვისტოს, მონაკოში, Grimaldi Forum-ის დარბაზში ჩემპიონთა ლიგის 2017/18 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპის წილისყრა გაიმართა.წილისყრის შედეგად გუნდები ჯგუფებში შემდეგნაირად განაწილდნენ:
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2017 აგვისტო 25
კრიშტიანუ რონალდუ გასული სეზონის ევროპის საუკეთესო ფეხბურთელია. მადრიდის "რეალის" პორტუგალიელმა ლიდერმა "ბარსელონას" შემტევ ლიონელ მესისა და "იუვენტუსის" კარის დარაჯ ჯანლუიჯი ბუფონს აჯობა.
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2017 აგვისტო 22
ცინცინატის მასტერსის ჩემპიონი  ბულგარელი  გრიგორ დიმიტროვი  გახდა. ფინალში  მან  ორ  სეტში  დაამარცხა  ავსტრალიელი  ნიკ კირგიოსი 6-3, 7-5.
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2017 აგვისტო 21
დიდი სლემის 14-გზის ჩემპიონი რაფაელ ნადალი სამწლიანი პაუზის შემდეგ რეიტინგის სათავეში მოექცა.