სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

გულშემატკივრის გამოკითხვა ico
სიახლეების კალენდარი ico
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
    01 02 03 04 05
06 07 08 09 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ესპანეთი ევროპის ჩემპიონია

თარიღი: 2011 სექტემბერი 19

ესპანეთის ნაკრები ევროპის ჩემპიონია. სერჟიო სკარიოლოს გაწვრთნილმა გუნდმა ფინალურ მატჩში საფრანგეთი 98:85 დაამარცხა და კონტინენტის საუკეთესო გუნდის წოდება მეორედ მოიპოვა.ესპანელებმა ტურნირი ისე განვლეს, როგორც ნამდვილ ჩემპიონს შეეფერება. ფინალური მატჩიც იოლი გასეირნება გამოდგა მათთვის. ფრანგებმა სათანადო წინააღმდეგობა ვერ გაუწიეს პაუ გასოლის, ხუან კარლოს ნავაროს, ხოსე კალდერონის, მარკ გასოლის, რუდი ფერნანდესის, სერჟ იბაკას და მათ ექსტრაკლასის თანაგუნდელებს.

ფინალში 27 ქულის ჩაგდება მოახერხა შეუდარებელმა ხუან კარლოს ნავარომ, რომელმაც მეოთხედფინალში, ნახევარფინალსა და ფინალში ჯამში 88 ქულა (!) მოაგროვა და ევრობასკეტის უძვირფასესი მოთამაშის (MVP) ტიტულიც დამსახურებულად მოიპოვა.

ცხადია, იგი ჩემპიონატის სიმბოლურ ხუთეულშიც მოხვდა, სადაც მის გარდა კიდევ ერთი ესპანელი პაუ გასოლი, ფრანგი ტონი პარკერი, რუსი ანდრეი კირილენკო და მაკედონიელი ბო მაკკალებიც შეიყვანეს.

ევროპის 2011 წლის ჩემპიონატი კალათბურთში. ფინალი. კაუნასი (ლიტვა). 14 500 მაყურებელი
ესპანეთი 98:85 საფრანგეთი

25:20, 25:21, 25:21, 23:23


ესპანეთი: 
პ.გასოლი (27 წ. 17 ქ. 10 მ. 3 დ.), ფერნანდესი (14 ქ. 4 მ.), ნავარო (31 წ. 27 ქ. 5 პ.), კალდერონი (24 წ. 17 ქ. 4 მ. 4 ჩ.), მ.გასოლი (29 წ. 11 ქ. 6 მ.); რუბიო (7 წ.), რეიესი (1 წ. 2 ქ.), კლავერი (1 წ.), სან ემეტერიო (7 წ.), ლული (6 წ. 4 ქ.), იბაკა (21 წ. 4 ქ. 5 დ.), სადა (10 წ. 2 ქ.).
მწვრთნელი: სერჯიო სკარიოლო.
საფრანგეთი: ნოა (30 წ. 11 ქ. 8 მ.), ბატუმი (32 წ. 10 ქ. 4 მ.), პარკერი (39 წ. 26 ქ. 5 მ. 5 პ.), პიეტრუსი (8 წ. 4 ქ.), დიაუ (28 წ. 12 ქ. 4 მ. 7 პ.); სერაფინი (8 წ. 4 ქ.), ალბისი (1 წ. 1 ქ.), კაჰუდი (9 წ. 3 ქ.), ტრაორე (14 წ. 4 ქ. 4 მ.), დე კოლო (14 წ. 2 ქ.), ჩიკამბუ (1 წ.), ჟელაბალე (16 წ. 8 ქ.).
მწვრთნელი: ვინსენ კოლე.

მე-3 ადგილისათვის

რუსეთი - მაკედონია 72:68

მე-5 ადგილისათვის

ლიტვა - საბერძნეთი 73:69

მე-7 ადგილისათვის

სლოვენია - სერბეთი 72:68

www.gbf.ge

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2017 სექტემბერი 13
ესპანელმა ჩოგბურთელმა რაფაელ ნადალმა კარიერაში მეთექვსმეტე დიდი სლემის ტურნირი მოიგო. რაფამ ამერიკის ღია პირველობის ფინალში სამხრეთამერიკელი კევინ ანდერსონი მარტივად 6:3, 6:3, 6:4 დაამარცხა
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2017 აგვისტო 25
24 აგვისტოს, მონაკოში, Grimaldi Forum-ის დარბაზში ჩემპიონთა ლიგის 2017/18 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპის წილისყრა გაიმართა.წილისყრის შედეგად გუნდები ჯგუფებში შემდეგნაირად განაწილდნენ:
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2017 აგვისტო 25
კრიშტიანუ რონალდუ გასული სეზონის ევროპის საუკეთესო ფეხბურთელია. მადრიდის "რეალის" პორტუგალიელმა ლიდერმა "ბარსელონას" შემტევ ლიონელ მესისა და "იუვენტუსის" კარის დარაჯ ჯანლუიჯი ბუფონს აჯობა.
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2017 აგვისტო 22
ცინცინატის მასტერსის ჩემპიონი  ბულგარელი  გრიგორ დიმიტროვი  გახდა. ფინალში  მან  ორ  სეტში  დაამარცხა  ავსტრალიელი  ნიკ კირგიოსი 6-3, 7-5.
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2017 აგვისტო 21
დიდი სლემის 14-გზის ჩემპიონი რაფაელ ნადალი სამწლიანი პაუზის შემდეგ რეიტინგის სათავეში მოექცა.