სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

გულშემატკივრის გამოკითხვა ico
სიახლეების კალენდარი ico
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
  01 02 03 04 05 06
07 08 09 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30        

მაიკლ ფელპსი ლონდონის ოლიმპიადის შემდეგ მიდის

თარიღი: 2011 დეკემბერი 01


14-გზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა მაიკლ ფელპსმა განაცხადა, რომ 2012 ლონდონის წლის ოლიმპიადის შემდეგ თავს დაანებებს აქტიურ სპორტს. 26 წლის ამერიკელი მოცურავე ლონდონში აღარ ეცდება იმ რეკორდის გაუმჯობესებას, რომელიც წინა ოლიმპიადაზე დაამყარა.

2008 წელს პეკინში მან რვა დისციპლინაში მოიგო ოქროს მედალი და გააუმჯობესა ლეგენდარული თანამემამულის მარკ სპიცის მიერ 1972 წელს მინხენში დამყარებული რეკორდი – შვიდი ოქრო ერთ ოლიმპიადაზე.

ფელპსი ლონდონშიც არაერთ სახეობაში გამოვა, თუმც მან რამდენადმე შეიცვალა პროფილი და ამბობს რომ სხვა დისციპლინებში ცდის ძალას.

მისსივე განცხადებით არც ფელპსი და არც ბევრი მისი თანაგუნდელი აღარ ჩაიცვამს სპიდოს საცურაო კოსტუმს, რომელმაც ბოლო წლებში ბევრი მითქმა-მოთქმა გამოიწვია და მისი მომხმარებელი სპორტსმენები სკანდალში აღმოჩნდნენ გახვეულნი. ამ ფირმის მაღალტექნოლოგიური სამოსით ბოლო სამ წელიწადში მოცურავეებმა რამდენიმე ათეული მსოფლიო რეკორდი გააუმჯობესეს.

“არ მინდა, რომ ჩემი წარმატება სპორტულ ინვენტარს მიეწეროს – თქვა ფელპსმა – 2012 წლის ოლიმპიადა ჩემთვის მესამე და უკანასკნელი იქნება და მინდა, რომ ლონდონში ყოველგვარი სკანდალის გარეშე მოვიპოვო მედლები”

სამინისტროს პრესსამსახური

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2017 სექტემბერი 13
ესპანელმა ჩოგბურთელმა რაფაელ ნადალმა კარიერაში მეთექვსმეტე დიდი სლემის ტურნირი მოიგო. რაფამ ამერიკის ღია პირველობის ფინალში სამხრეთამერიკელი კევინ ანდერსონი მარტივად 6:3, 6:3, 6:4 დაამარცხა
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2017 აგვისტო 25
24 აგვისტოს, მონაკოში, Grimaldi Forum-ის დარბაზში ჩემპიონთა ლიგის 2017/18 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპის წილისყრა გაიმართა.წილისყრის შედეგად გუნდები ჯგუფებში შემდეგნაირად განაწილდნენ:
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2017 აგვისტო 25
კრიშტიანუ რონალდუ გასული სეზონის ევროპის საუკეთესო ფეხბურთელია. მადრიდის "რეალის" პორტუგალიელმა ლიდერმა "ბარსელონას" შემტევ ლიონელ მესისა და "იუვენტუსის" კარის დარაჯ ჯანლუიჯი ბუფონს აჯობა.
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2017 აგვისტო 22
ცინცინატის მასტერსის ჩემპიონი  ბულგარელი  გრიგორ დიმიტროვი  გახდა. ფინალში  მან  ორ  სეტში  დაამარცხა  ავსტრალიელი  ნიკ კირგიოსი 6-3, 7-5.
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2017 აგვისტო 21
დიდი სლემის 14-გზის ჩემპიონი რაფაელ ნადალი სამწლიანი პაუზის შემდეგ რეიტინგის სათავეში მოექცა.