სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

გულშემატკივრის გამოკითხვა ico
სიახლეების კალენდარი ico
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
    01 02 03 04 05
06 07 08 09 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

დღეს ევრო 2012-ის წილი იყრება

თარიღი: 2011 დეკემბერი 02

დღეს, უკრაინის დედაქალაქ კიევში, ხელოვნების სასახლეში ჩატარდება 2012 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის წილისყრა. 16 მონაწილე გუნდი გადანაწილდება ოთხ ჯგუფში. 

უკვე ცნობილია, როგორ განითესნენ გუნდები კალათებში. პირველ კალათაში არიან: მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი ესპანეთის ნაკრები, მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი ჰოლანდიის ნაკრები, აგრეთვე ევრო 2012-ის მასპინძლები უკრაინა და პოლონეთი, რომლებსაც უკვე მიუჩინეს ადგილი შესაბამისად D და A ჯგუფში.

პირველი კალათა: პოლონეთი, ესპანეთი, ჰოლანდია, უკრაინა
მეორე კალათა: გერმანია, იტალია, ინგლისი, რუსეთი
მესამე კალათა: ხორვატია, საბერძნეთი, პორტუგალია, შვედეთი
მეოთხე კალათა: დანია, საფრანგეთი, ჩეხეთი, ირლანდია

წილისყრა თბილისის დროით 21 საათზე დაიწყება

http://sportall.ambebi.ge/

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2017 სექტემბერი 13
ესპანელმა ჩოგბურთელმა რაფაელ ნადალმა კარიერაში მეთექვსმეტე დიდი სლემის ტურნირი მოიგო. რაფამ ამერიკის ღია პირველობის ფინალში სამხრეთამერიკელი კევინ ანდერსონი მარტივად 6:3, 6:3, 6:4 დაამარცხა
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2017 აგვისტო 25
24 აგვისტოს, მონაკოში, Grimaldi Forum-ის დარბაზში ჩემპიონთა ლიგის 2017/18 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპის წილისყრა გაიმართა.წილისყრის შედეგად გუნდები ჯგუფებში შემდეგნაირად განაწილდნენ:
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2017 აგვისტო 25
კრიშტიანუ რონალდუ გასული სეზონის ევროპის საუკეთესო ფეხბურთელია. მადრიდის "რეალის" პორტუგალიელმა ლიდერმა "ბარსელონას" შემტევ ლიონელ მესისა და "იუვენტუსის" კარის დარაჯ ჯანლუიჯი ბუფონს აჯობა.
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2017 აგვისტო 22
ცინცინატის მასტერსის ჩემპიონი  ბულგარელი  გრიგორ დიმიტროვი  გახდა. ფინალში  მან  ორ  სეტში  დაამარცხა  ავსტრალიელი  ნიკ კირგიოსი 6-3, 7-5.
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2017 აგვისტო 21
დიდი სლემის 14-გზის ჩემპიონი რაფაელ ნადალი სამწლიანი პაუზის შემდეგ რეიტინგის სათავეში მოექცა.