სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ ტელეფონი: 2 23 02 03

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

გულშემატკივრის გამოკითხვა ico
სიახლეების კალენდარი ico
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
    04 05
06 09 12
18 19
23 24 25 26
27 28 29 30 31    
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2013 მაისი 20
საფრანგეთის პროფესიონალ ფეხბურთელთა კავშირმა - UNFP - ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად პარი სენ-ჟერმენის შვედი თავდამსხმელი ზლატან იბრაჰიმოვიჩი აღიარა. პირველობის ბომბარდირმა, რომელმაც 2012-2013 წლების სეზონში 29 გოლი გაიტანა და გოლეადორის ტიტული მოიპოვა, თანაგუნდელებს ტიაგო სილვას და ბლაიზე მატუიდის აჯობა, ასევე სენტ-ეტიენის წევრს პიერ-ემერიკ ობამეიანგს.
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2013 მაისი 20
წლის მეორე მეგა-ტურნირის - როლან გარო - ბოლო რეპეტიცია, რომში გამართული მასტერსი, იგივე იტალიის ღია პირველობა - ბრწყინვალე ფორმაში მყოფმა ესპანელმა რაფაელ ნადალმა მოიგო. გადამწყვეტ შეხვედრაში 26 წლის მალიორკელმა 6:1, 6:3 სძლია მსოფლიოს ყოფილ პირველ ჩოგანს, 31 წლის შვეიცარიელს როჯერ ფედერერს. ეს მათი 30-ე შეხვედრა იყო და ნადალმა მე-20 დაპირისპირება მოიგო.
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2013 მაისი 17
აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია სოკარი უეფას ეგიდით გამართული სანაკრებო ტურნირების ოფიციალური სპონსორი გახდა. ხელშეკრულება 2014-2017 წლებზეა გათვლილი და კონტინენტის 2016 წლის პირველობასაც მოიცავს.
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2013 მაისი 16
ლონდონის ჩელსიმ უეფას ევროპა ლიგის 2012-2013 წლების გათამაშებაში გაიმარჯვა. ინგლისურმა კლუბმა დრამატულ ფინალში ლისაბონის ბენფიკა 2:1 დაამარცხა და პირველად დაეუფლა ამ თასს. ჩელსი პირველი ბრიტანული გუნდია, რომელმაც ევროპის ჩემპიონთა ლიგაში გამარჯვების შემდეგ ევროპის ლიგაც მოიგო.
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2013 მაისი 13
ინგლისის ჩემპიონატის ბოლო ტურში, 11 მაისს, ლონდონის ჩელსიმ ბირმინგემში ასტონ ვილა 2:1 დაამარცხა. ლონდონელთა ორივე გოლი ფრენკ ლამპარდმა გაიტანა და კლუბის ყველა დროის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე გახდა!
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2013 მაისი 13
მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი, ესპანელი რაფაელ ნადალი ნახევარწლიანი შესვენების შემდეგ კორტებს ბრწყინვალედ დაუბრუნდა: გუშინ მადრიდის მასტერსის ფინალში შვეიცარიელი სტანისლას ვავრინკა ორ სეტში - 6:2, 6:4 - დაამარცხა და წლეულს მეხუთე ტიტული მიითვალა! საგულისხმოა, რომ ნადალმა 2013 წელს ზედიზედ მეშვიდე ფინალში იასპარეზა.
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2013 მაისი 07
NBA-ს ყველაზე სასარგებლო მოთამაშედ მაიამი ჰითის ლიდერი ლებრონ ჯეიმსი აღიარეს. ყველა დროის ერთ-ერთმა საუკეთესო კალათბურთელმა 121 შესაძლებლობიდან 120 პირველი ადგილი მიიღო და მეოთხედ მოიპოვა მორის როდოლოფის სახელობის ჯილდო.
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2013 მაისი 02
ესპანეთის ბარსელონას მეკარე ვიქტორ ვალდესი მე-17 ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაში 100 მატჩი ჩაატარა. კატალონიელთა კარის დარაჯმა საიუბილეო შეხვედრა 1 მაისს, შინ, კამპ ნოუზე გამართა მიუნხენის ბაიერნის წინააღმდეგ. მისი გუნდი 0:3 დამარცხდა.
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2013 აპრილი 29
ინგლისის პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციამ - PFA - 2012-2013 წლების სეზონის პრემიერლიგის საუკეთესო ფეხბურთელად ლონდონის ტოტენჰემ ჰოთსფურის უელსელი შემტევი ნახევარმცველი გარეთ ბეილი დაასახელა. მანვე მოიგო სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელის პრიზი.
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2013 აპრილი 29
ATP-ის რეიტინგის მეხუთეადგილოსანმა, ესპანელმა ჩოგბურთელმა რაფაელ ნადალმა ბარსელონას ღია პირველობის ფინალში თანამემამულე ნიკოლას ალმაგრო ორ სეტში - 6:4, 6:3 - დაამარცხა და მერვედ მოიგო ტიტული!
გვერდი 1 სულ 19