ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;
საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge
სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტში'' მათემატიკის ოლიმპიადის „ბი ჯი ჯენერეიშენ 2012" პრეზენტაცია გაიმართა. საქართველოს მასშტაბით ოლიმპიადა 5 თვითმართველ ქალაქსა და 59 მუნიციპალიტეტში ჩატარდება. კონკურსში მონაწილეობას მიიღებენ მე-2 - მე-11 კლასის 10 000-მდე მოსწავლე.
თსუ-ის ტურიზმის საერთაშორისო სკოლაში სწრაფი გრანტების პროექტის „იდეა+"-ის მორიგი კონკურსი „საუკეთესო ტურისტული პროექტი" გამოცხადდა. კონკურსი 24 მაისიდან - 10 ივნისის ჩათვლით გასტანს.
შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში სწრაფი გრანტების პროექტის „იდეა+" ფარგლებში ორგანიზატორებმა მორიგი კონკურსის დაწყებასთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა. საუკეთესო თეატრალურ და კინო პროექტებზე განაცხადების მიღება 27 მაისამდე გაგრძელდება.
გაეროს მოსახლეობის ფონდი და საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო ცენტრალური და ადგილობრივი მედია წარმომადგენლებისთვის ახალგაზრდობის თემაზე ჟურნალისტური ნამუშევრის კონკურსი გამოაცხადეს. კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა გაზეთის/ჟურნალის ბეჭდურ ვერსიასთან ერთად უნდა მოგვაწოდონ გამოქვეყნებური სტატიის ელექტრონული ვარიანტიც. გაშუქებული/გამოქვეყნებული, აუდიო და ვიდეო მასალის ელექტრონული ვერსიები უნდა წარედგინოს გაეროს მოსახლეობის ფონდის ოფისს 2012 წლის 15 ნოემბრიდან 25 ნოემბრამდე.
გაეროს მოსახლეობის ფონდი (UNFPA) და საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო აცხადებს ახალგაზრდულ კონკურსს. კონკურსის ჩატარების ვადები: 11 ივლისი - 12 აგვისტო, 2012.
საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში სწრაფი გრანტების პროექტის „იდეა+" პირველი კონკურსის დაწყებასთან დაკავშირებით ბრიფინგი გაიმართა. საგრანტო კონკურსის „იდეა+" პირველი ეტაპი - საუკეთესო ლიტერატურული პროექტი 24 აპრილიდან - 7 მაისამდე გასტანს. კონკურსის ფარგლებში მონაწილეობის მიღება საქართველოს მასშტაბით დაინტერესებულ 26-წლამდე პირებს შეუძლიათ.