სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ პრიორიტეტს  შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ახალგაზრდების საზოგადოებაში ინტეგრაცია წარმოადგენს. ამ მიზნით სამინისტროს ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტი მრავალ პროექტს ახორციელებს.

მიმდინარე წლის 17 ივლისიდან 7 აგვისტოს ჩათვლით, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო ,,ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების პროგრამის ფარგლებში "კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და რეაბილიტაციის პროგრამას" ახორციელებს. პროექტის ფარგლებში სტუდენტებისგან შემდგარი ჯგუფები საქართველოს ისტორიულ-კულტურულ ძეგლებზე სარეაბილიტაციო-აღდგენით სამუშაოებში მონაწილეობის მისაღებად   გაემგზავრებიან.

მიზანი: საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა.

,,ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების პროგრამის'' ფარგლებში  მიმდინარეობს,,მოსწავლეთა პროფესიული ორიენტაციის ხელშეწყობის პროგრამა‘', რომელიც მიზნად ისახავს დაეხმაროს ახალგაზრდებს მომავალი პროფესიის არჩევისა და პროფესიული ცხოვრების დაგეგმვის საკითხებში.

არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, რაც გულისხმობს პროფესიული კარდების სიმწირესა და ახალგაზრდების გაუთვითცნობიერებულობას  სამომავლო პროფესიის არჩევისას, მიზანშეწონილად მიგვაჩნია დაინერგოს  ,,მოსწავლეთა პროფესიული ორიენტაციის ხელშეწყობის პროგრამა‘'

,,ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების პროგრამის'' ფარგლებში  ქვეპროგრამის სახით ,,არასრულწლოვანი და ახალგაზრდა მსჯავრდებულების რესოციალიზაციის ხელშეწყობის პროგრამა'' მიმდინარეობს, რომელიც მიზანად ისახავს არასრულწლოვანი და ახალგაზრდა მსჯავრდებულების რესოციალიზაციის პროცესის ხელშეწყობას სპორტში აქტიური ჩართვით, არაფორმალური განათლების და პროფესიული (სახელობო) სწავლების უზრუნველყოფით, კულტურულ-შემეცნებითი, გასართობი ღონიძიებების/აქტივობების განხორციელებით.

 

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო აცხადებს საკონკურსო განაცხადების მიღებას გაერო-ში საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენლის პოზიციაზე.

აღნიშნულ ინიციატივა ხორციელდება, გაერო-ს შესაბამის რეზოლუციების (52/83, 54/120, 56/117, 58/133, 59/148, 60/2, 62/126, 64/130, 66/121) უზრუნველსაყოფად და ევროატლანტიკურ სივრცეში ქართველი ახალგაზრდობის ღირსეული ადგილის დამკვიდრების მიზნით. აღნიშნული რეზოლუციები მოუწოდებენ წევრ-სახელმწიფოებს „შეიყვანონ ახალგაზრდა წარმომადგენელი ეროვნული დელეგაციების შემადგენლობაში გენერალურ ასამბლეასა და გაერო-ს სხვა შესაბამის ფორუმებზე."

ახალგაზრდული პროგრამა -  „გაერო-ში საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენლი" სრულად ფინანსდება საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიერ, პროგრამის პარტნიორია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, რისთვისაც მადლობას ვუხდით.

25 მარტს, თბილისში, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში  პროექტ „ინტელექტის დღის" პრეზენტაცია გაიმართა. სკოლების წარმომადგენლებს პრეზენტაცია სამინისტროს ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ - ვახტანგ ასანიძემ, კლუბ „რა? სად? როდის?" პრეზიდენმა - გიორგი მოსიძე და პროექტის მენეჯერმა - ვახტანგ ლომჯარიამ წარუდგინეს. პროექტის ფარგლებში საქართველოს ყველა მუნიციპალურ (70) ცენტრში 13 აპრილს სკოლის მოსწავლეებს შორის ინტელექტუალური თამაშის „რა? სად? როდის?" ტურნირი გაიმართება.

მიზანი

პროგრამის მიზანია სტუდენტური თვითმმართველობების მხარდაჭერის უზრუნველყოფა,  რათა შემუშავდეს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სტუდენტური თვითმმართველობის ერთიანი სისტემა.

პროგრამის ფარგლებში შემუშავებული იქნება სტუდენტური თვითმმართველობების განვითარების სტრატეგია, რაც გულისხმობს თვითმმართველობების განვითარების ხელშეწყობას. საერთაშორისო პრაქტიკაზე დაყრდნობით განისაზღვრება სტუდენტური თვითმმართველობების როლი კერძო და სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებში; შემუშავდება სტუდენტური თვითმმართველობების სტრუქტურის ერთიან პრინციპებზე დაფუძნებული სისტემა.

პროგრამის შესახებ: ,,სტუდენტური დღეები" არის სტუდენტური პროექტი,  რომელშიც მონაწილეობის მიღება შეუძლია  საქართველოში არსებულ ყველა სახელმწიფო და კერძო უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტს. პროექტის ფარგლებში უმაღლეს სასწავლებლებს შორის  ტარდება კულტურულ-გასართობი,  სპორტული და ინტელექტუალური კონკურსები, რომელსაც  კომპეტენტური ჟიური აფასებს, რომელიც თემატიკის მიხედვით ცვალებადია.

2011 წლის 11 თებერვალს, თბილისში სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ საზოგადოებას ახალი პროგრამა - "მწვანყ ყუთი" წარუდგინა. პროექტი "მწვანე ყუთი" ითვალისწინებს სამთავრობო და სხვა დაწესებულებებში (სკოლები, უნივერსიტეტები) ე.წ. „მწვანე ყუთების" დადგმას, რომელშიც ორგანიზაციის თანამშრომლები მოახდენენ გამოყენებული მაკულატურის განთავსებას. ყუთის შევსების შემდეგ მოხდება მაკულატურის ტრანსპორტირება საწყობში. მაკულატურის მოთავსების შემთხვევაში პირს საშუალება ექნება აიღოს ყუთთან განთავსებული ეკოლოგიურად სუფთა ქაღალდის პარკი.

2012 წლიდან საქართველოში მცხოვრებ მოზარდებს, ახალგაზრდებს, მშობლებს და სხვა დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა აქვთ ერთ სივრცეში www.cync.ge/e-service მოიპოვონ ინფორმაცია საქართველოს დიდ ქალაქებში მოზარდებსა და ახალგაზრდებისთვის განკუთვნილი ფასიანი და უფასო სერვისების შესახებ.

სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის ფარგლებში 2013 წლიდან საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთ სამინისტრო მუშაობს პოლიტიკის ეროვნული სამოქმედო გეგმის შექმნაზე. ამ პროცესში აქტიურად არის ჩართული გაეროს მოსახლეობის ფონდი (UNFPA) და გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF), რომელიც სამინისტროს ფინანსურ და ტექნიკურ მხარდაჭერას უწევს.