ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;
საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge
ახალგაზრდობა - ქვეყნის ყველაზე დიდი ფასეულობაა
საქართველოს ახალგაზრდობა ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე დიდ ფასეულობას წარმოადგენს გრძელვადიანი დემოკრატიული განვითარების და ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფის თვალსაზრისით. ახალგაზრდების პოტენციალის ოპტიმიზაციისათვის აუცილებელია ახალგაზრდობის როლისა და საჭიროებების საერთო ხედვა. სწორედ ამ მიზნით დაიწყო საქართველოში ეროვნული ახალგაზრდული პოლიტიკის შემუშავება.
რატომ სჭირდება საქართველოს სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკა?
ახალგაზრდული პოლიტიკა თითქმის ყველა სექტორს მოიცავს. ახალგაზრდობის წინაშე არსებული მრავალი გამოწვევა კი (მაგ. დანაშაულის პრევენცია, ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვა, დასაქმება) შეუძლებელია გადაიჭრას მხოლოდ ერთი სექტორის ძალისხმევით. აუცილებელია მუდმივმოქმედი საკოორდინაციო მექანიზმების ჩამოყალიბება სამინისტროების, ადგილობრივი ხელისუფლების, ახალგაზრდული ორგანიზაციების, სამოქალაქო საზოგადოების, კერძო სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციებისა მონაწილეობით.
საერთაშორისო ნორმების (გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენცია; ევროპული ქარტია ადგილობრივ და რეგიონალურ ცხოვრებაში ახალგაზრდების მონაწილეობის შესახებ) აღიარებით საქართველოს სახელმწიფო აღიარებს, რომ ახალგაზრდებს აქვთ უფლება მონაწილეობა მიიღონ ყველა იმ გადაწყვეტილებაში, რომლებიც მათ ეხება.
რას ემსახურება ახალგაზრდული პოლიტიკა?
ახალგაზრდების პოტენციალის ოპტიმიზაციისათვის აუცილებელია საზოგადოებაში ახალგაზრდობის როლისა და საჭიროებების გაზიარებული ხედვა. ახალგაზრდებზე ორიენტირებული სახელმწიფო პროგრამების გაუმჯობესებული კოორდინაციით, სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკა შეძლებს არსებულ რესურსის ოპტიმალურ გამოყენებას. შედეგზე ორიენტირებული პოლიტიკა კი ამ სფეროში მეტ ინვესტიციას მოიზიდავს.
საქართველოს სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტი
2012 წელს საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტი (17/08/2012, განკარგულება N1608), რომელიც შეიქმნა საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა და გაეროს ბავშვთა ფონდს (UNICEF) შორის არსებული პარტნიორობის საფუძველზე. აღსანიშნავია, დოკუმენტის შექმნის პროცესში ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების დიდი წვლილი. ამ ორგანიზაციების წარმომადგენლები (ფასილიტატორები) ქვეყნის მასშტაბით ახალგაზრდების საჭიროებებსა და მოსაზრებებს ბენიფიციარებთან სამუშაო შეხვედრების მეშვეობით იკვლევდნენ.
იხილეთ საქართველოს სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტის შექმნის პროცესი (ფლეშ პრეზენტაცია)
საქართველოს სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტი განსაზღვრავს ყველა იმ პრიორიტეტს რომელიც სახელმწიფომ გამოკვეთა ახალგაზრდებთან მიმართებაში. ახალგაზრდული პოლიტიკის პრიორიტეტული მიმართულებებია:
რა არის ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების ამოცანები?
სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება
სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის ფარგლებში 2013 წლიდან საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთ სამინისტრო მუშაობს პოლიტიკის ეროვნული სამოქმედო გეგმის შექმნაზე. ამ პროცესში აქტიურად არის ჩართული გაეროს მოსახლეობის ფონდი (UNFPA) და გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF), რომელიც სამინისტროს ფინანსურ და ტექნიკურ მხარდაჭერას უწევს.
ეროვნული სამოქმედო გეგმა საშუალებას იძლევა გაერთიანდეს ახალგაზრდობის საკითხებზე მომუშავე სამინისტროების, სახელმწიფო სტრუქტურების, სამოქალაქო საზოგადოებისა და კერძო სექტორის, აგრეთვე საერთაშორისო, ეროვნული და ადგილობრივი ორგანიზაციებისა და ადამიანების ძალისხმევა.
ეროვნული სამოქმედო გეგმაში გაიწერება სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის ფარგლებში მიმდინარე და განსახორციელებელი კონკრეტული ღონისძიებები.
იხილეთ დამატებითი ინფორმაცია ახალგაზრდული პოლიტიკის სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესის შესახებ.
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო
სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის სამოქმედო გეგმის შემუშავების მიზნით, საქართველოს მთავრობის დადგენილების საფუძველზე (17/05/2013, N112) შეიქმნება სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის სტრატეგიის და სამოქმედო გეგმაზე მომუშავე უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო, რომლის ფუნქციაა პროცესის საერთო კოორდინაციის გაწევა და პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების უზრუნველყოფა. უწყებათაშორის საბჭოს საქმიანობას კოორდინაციას უწევს საქართველოს სპორტის და ახლაგაზრდობის სა ქმეთა სამინისტროსთან არსებული სამდივნო. აღსანიშნავია, ეროვნული პოლიტიკის სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში გაეროს ბავშვთა და მოსახლეობის ფონდების პრაქტიკული მხადაჭერა.
2013 წლის ბოლოს დაგეგმილია სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტის საბოლოო ვერსიის და მისი განხორციელების მიზნით შემუშავებული ახალგაზრდობის ეროვნული სამოქმედო გეგმის ფართო საზოგადოებისათვის წარდგენა.
მნიშვნელოვანი თარიღები:
იხილეთ: უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს და სამდივნოს წევრები, ფუნქციები და ამოცანები
მთავარი მოქმედი პირი - ახალგაზრდობა
ახალგაზრდობა ეროვნული სამოქმედო გეგმის მთავარი სამიზნე ჯგუფია. სწორედ ამიტომ, საქართველოს ახალგაზრდობამ უნდა მიიღოს აქტიური როლი ეროვნული სამოქმედო გეგმის შემუშავების, განხორციელებისა და შეფასების პროცესში.
ამ მიზნით, შექმნილია სპეციალური ვებ-საიტი (www.youth.gov.ge), სადაც განთავდა სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის და მისი სამოქმედო გეგმის განვითარების ამსახველი უახლესი ინფორმაცია. ამ პროცესით დაინტერესებულ ყველა მსურველს შესაძლებლობა აქვს დააფიქსიროს საკუთარი აზრი, წამოაყენოს წინადადება და პირდაპირ ჩაერთოს განხილვაში.
გამოხატეთ თქვენი აზრი, მოგვწერეთ რეკომენდაციები, კომენტარები და წინადადებები შემდეგი საშუალებებით: