სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

სტუდენტური თვითმმართველობების მხარდაჭერის პროგრამა

თარიღი: 2013 აპრილი 08

პროგრამის მიზანია სტუდენტური თვითმმართველობების მხარდაჭერის უზრუნველყოფა,  რათა შემუშავდეს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სტუდენტური თვითმმართველობის ერთიანი სისტემა.

პროგრამის ფარგლებში შემუშავებული იქნება სტუდენტური თვითმმართველობების განვითარების სტრატეგია, რაც გულისხმობს თვითმმართველობების განვითარების ხელშეწყობას. საერთაშორისო პრაქტიკაზე დაყრდნობით განისაზღვრება სტუდენტური თვითმმართველობების როლი კერძო და სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებში; შემუშავდება სტუდენტური თვითმმართველობების სტრუქტურის ერთიან პრინციპებზე დაფუძნებული სისტემა.

განხორციელებული საქმიანობა:

კომისიის პირველი სამუშაო შეხვედრა

სტუდენტური თვითმმართველობების კომისიის მუშაობის ფარგლებში 2012 წლის 28 - 29 დეკემბერს  გაიმართა  შეხვედრა ლოპოტას ტბაზე, შეხვედრის შედეგად კომისიაში ჩამოყალიბდა 5 სამუშაო ჯგუფი:

 

 

 

  • სტუდენტებთან ურთიერთობის ჯგუფი
  • ადმინისტრაციასთან ურთიერთობის ჯგუფი
  • სტრუქტურის ჯგუფი
  • დაფინანსების ჯგუფი
  • სტუდენტურ უფლებათა დეკლარაციის ჯგუფი

 

შეხვედრის ფარგლებში ასევე, მომზადდა თვითმმართველობების სფეროში არსებული „პრობლემების კატალოგი"

სასწავლო ვიზიტი გერმანიაში

ამა წლის 27 იანვრიდან 3 თებერვლის ჩათვლით, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით, სტუდენტური თვითმმართველობის განვითარების კომისიის წევრებით დაკომპლექტებული 10 კაციანი დელეგაცია  გერმანიაში, ზაარლანდის უნივერსიტეტში იმყოფებოდა. ვიზიტი მიზნად ისახავდა სტუდენტური თვითმმართველობების საქმიანობის სფეროში დასავლური გამოცდილების გაზიარებას.

დელეგაციას  ზაარლანდის უნივერსიტეტის სტუდენტურმა თვითმმართველობამ (ASTA) უმასპინძლა. სტუდენტები გაეცნენ ზაარლანდის უნივერსიტეტის თვითმმართველობის დებულებასა და  მუშაობის მთავარ პრინციპებს, კერძოდ: სტრუქტურის, დაფინანსების, სტუდენტებთან და ადმინისტრაციასთან

ურთიერთობის მიმართულებებს. ასევე გაიმართა შეხვედრები ზაარლანდის უნივერსიტეტის რექტორთან, საუნივერსიტეტო სტუდენტურ პარტიებთან, საარბრუკენის მერთან, პარლამენტის წევრებთან და ზაარლანდის რეგიონალურ ხელმძღვანელობასთან. სტუდენტური დელეგაციის წევრებმა გერმანელ კოლეგებისგან ერთად

თვითმმართველობების სფეროში დასავლური სტანდარტების დამკვიდრების ზოგადი გეგმა და რეკომენდაციები შეიმუშავეს. ვიზიტის შემდეგ თითოეულმა ჯგუფმა, მიღებული გამოცდილების შედეგად მოამზადა შესაბამისი ანგარიში. 

სასწავლო ვიზიტის შეჯამება

სასწავლო ვიზიტი ესტონეთში

მიმდინარე წლის 11-დან 17 თებერვლის ჩათვლით, სტუდენტური თვითმმართველობის განვითარების კომისიის წევრებით დაკომპლექტებული მორიგი 10 კაციანი დელეგაცია ესტონეთში, ტარტუსა და ტალინში იმყოფებოდა. დელეგაციის წევრები ტარტუს უნივერსიტეტის, ტალინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობების გამოცდილებას გაეცნენ.

ვიზიტი მიზნად ისახავდა სტუდენტური თვითმმართველობების საქმიანობის სფეროში ბალტიისპირეთის გამოცდილების გაზიარებას. ქართველ სტუდენტებს ტარტუს უნივერსიტეტის სტუდენტურმა კავშირმა უმასპინძლა. სტუდენტები გაეცნენ აღნიშნული უნივერსიტეტების თვითმმართველობის დებულებასა და  მუშაობის მთავარ პრინციპებს, კერძოდ: სტრუქტურის, დაფინანსების, სტუდენტებთან და ადმინისტრაციასთან ურთიერთობის მიმართულებებს.

შეხვედრები ასევე გაიმართა სხვადასხვა სტუდენტურ ორგანიზაციებთან, ტარტუს უნივერსიტეტის საერთაშორისო სტუდენტებთან ურთიერთობის განყოფილებასთან და ესტონეთის განათლების სამინისტროს უმაღლესი განათლების დეპარტამენტის ხელმძღვანელთან, სადაც საუბარი შეეხებოდა უმაღლესი განათლების დაფინანსების საკითხებს. მიღებული გამოცდილების შედეგად მოამზადა შესაბამისი ანგარიში.

კომისიის მეორე სამუშაო შეხვედრა

27-30 მარტს,  სასტუმრო კომპლექს ,,ბაზალეთში"  სტუდენტური თვითმმართველობების განვითარების კომისიის მორიგი, გასვლითი სხდომა ჩატარდა. აღნიშნული შეკრება განვლილი პერიოდის შემაჯამებელ ეტაპს წარმოადგენდა. კომისიაში შემავალმა  სამუშაო თემატურმა ჯგუფებმა კონკრეტული, პრობლემატური საკითხების შესახებ გადაჭრის გზების პრეზენტაციები წარადგინეს.

29 მარტს,  კომისიის ერთ-ერთ სამუშაო სხდომას სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი დაესწრო, ხოლო 30 მარტს განათლების და მეცნიერების მინისტრი, ვიცე-პრემიერი გიორგი მარგველაშვილი. სტუდენტებმა მინისტრს თავიანთი შეხედულებები გააცნეს თვითმმართველობების სტრუქტურისა და კერძო და სახელმწიფო უნივერსიტეტებში თვითმმართველობების როლის შესახებ.

სხდომაზე წარდგენილ იქნა სტუდენტურ უფლებათა დეკლარაციის ჯგუფის მიერ მომზადებული საქართველოს სტუდენტთა უფლებების დეკლარაცია" კომისიის წევრებმა აღნიშნული დოკუმენტი განიხილეს და დაამტკიცეს.

კომისიის სხდომა გამოირჩეოდა იმითაც რომ, პირველად უახლეს ისტორიაში, სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტური თვითმმართველობების და ორგანიზაციების წარმომადგენლები, სტუდენტების ინტერესების დაცვის უზრუნველსაყოფად შეთანხმდნენ საერთო, სამომავლო მუშაობის ფუნდამენტურ პრინციპებზე:

1.    სტუდენტური თვითმმართველობები უნდა წარმოადგენდნენ უმაღლესი სასწავლებლების ოფიციალურ, სამართლიანი არჩევნების შედეგად არჩეულ წარმომადგენლობითი და საორგანიზაციო ფუნქციებით აღჭურვილ ორგანოს

2.    სახელმწიფო უმაღლესმა სასწავლებლებმა და სტუდენტურმა თვითმმართველობებმა ხელი უნდა შეუწყონ (მათ შორის ფინანსურად) სასწავლო დაწესებულებებში მოქმედ დამოუკიდებელ სტუდენტურ გაერთიანებათა საქმიანობას

3.    სტუდენტური თვითმმართველობები უნდა ფინანსდებოდნენ როგორც სახელმწიფო ასევე კერძო უნივერსიტეტებში

4.    სტუდენტურმა თვითმმართველობებმა უნდა შეინარჩუნონ პარტიული ნეიტრალიტეტი

აღნიშნულ დოკუმენტს „საქართველოს სტუდენტთა უფლებების დეკლარაციასთან" ერთად სტუდენტური თვითმმართველობების განვითარების კომისიის წევრებმა მოაწერეს ხელი.

სტუდენტური თვითმმართველობების განვითარების კომისიამ  დასახა პრობლემების გადაჭრის ერთიანი გზები და მიმდინარე წლის განმავლობაში აქტიურ მუშაობას განაგრძობს.